საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-მა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
"რუსთავი 2"-მა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

"რუს­თა­ვი 2"-მა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გუ­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თხოვ­ნით სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ად­ვო­კატ­მა თამ­თა მუ­რა­დაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­აგ­ზავ­ნა მო­თხოვ­ნა დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის, ანუ სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს 2 მარ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნას, სა­ნამ ჩვე­ნი საქ­მე არ­სე­ბი­თად არ იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლო­ში", - გა­ნა­ცხა­და თამ­თა მუ­რა­დაშ­ვილ­მა.

თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, სა­მარ­თლებ­რი­ვად ძა­ლი­ან სუს­ტია შან­სე­ბი, ვი­ნა­ი­დან სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კის თა­ნახ­მად, სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში, მა­გა­ლი­თად სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

"არას­დროს ყო­ფი­ლა პრაქ­ტი­კა სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ­გვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმე­დით არ ვართ, თუმ­ცა ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა ბერ­კე­ტი",- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"რუსთავი 2"-მა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

"რუსთავი 2"-მა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

"რუსთავი 2"-მა უზენაესი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა განუცხადა.

"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნა მოთხოვნა დროებითი ღონისძიების, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, რომელიც გულისხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნას, სანამ ჩვენი საქმე არსებითად არ იქნება განხილული ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით, სამართლებრივად ძალიან სუსტია შანსები, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგალითად სიცოცხლის გადასარჩენად.

"არასდროს ყოფილა პრაქტიკა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ამგვარი ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული, ამიტომ განსაკუთრებული იმედით არ ვართ, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი",- განაცხადა ადვოკატმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ