პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა სალია - შეთანხმება ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის ნახევრის დვალისა და აქიმიძისთვის გადაცემის თაობაზე ძალაშია
პაატა სალია - შეთანხმება ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის ნახევრის დვალისა და აქიმიძისთვის გადაცემის თაობაზე ძალაშია

ად­ვო­კატ პა­ა­ტა სა­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­თან­ხმე­ბა ქი­ბარ ხალ­ვა­შის მიერ "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლის ნა­ხევ­რის და­ვით დვა­ლი­სა და ჯარ­ჯი აქი­მი­ძის­თვის გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე ძა­ლა­შია.

თუმ­ცა, რო­გორც სა­ლი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ის სრულ­ყო­ფილ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე თა­ვად შე­თან­ხმე­ბის მხა­რე­ებ­მა უნდა ისა­უბ­რონ.

"შე­თან­ხმე­ბა, რო­გორც ვიცი, ძა­ლა­შია. დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, კონ­კრე­ტუ­ლად რაზე არის სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა არც ის გა­მი­გია, რომ რა­ი­მე ფორ­მით ან შე­წყდა ან გა­უქ­მდა ეს შე­თან­ხმე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე არ ვარ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ამ დე­ტა­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რო და არც ვარ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ამა­ზე თვი­თონ შე­თან­ხმე­ბის მხა­რე­ე­ბი ისა­უბ­რე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სა­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა ჯერ კი­დევ 2015 წლის 6 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ თუ სა­სა­მარ­თლო ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს მას მი­ა­კუთ­ნებ­და, მა­შინ წი­ლის ნა­ხე­ვარს და­ვით დვალს და ჯარ­ჯი აქი­მი­ძეს და­უთ­მობ­და.

და­ვით დვალ­მა და ჯარ­ჯი აქი­მი­ძემ 1-ელ მარტს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რეს შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მათ უნდა მი­ე­ღოთ წი­ლის 50% და მე­ნე­ჯმენ­ტი და რო­მე­ლიც, მათი თქმით, ძა­ლა­შია. თუმ­ცა ქი­ბარ ხალ­ვა­შის თქმით, ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე და­ვით დვალ­მა არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პაატა სალია - შეთანხმება ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის ნახევრის დვალისა და აქიმიძისთვის გადაცემის თაობაზე ძალაშია

პაატა სალია - შეთანხმება ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის ნახევრის დვალისა და აქიმიძისთვის გადაცემის თაობაზე ძალაშია

ადვოკატ პაატა სალიას ინფორმაციით, შეთანხმება ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის ნახევრის დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისთვის გადაცემის თაობაზე ძალაშია.

თუმცა, როგორც სალიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს და აღნიშნულ საკითხზე თავად შეთანხმების მხარეებმა უნდა ისაუბრონ.

"შეთანხმება, როგორც ვიცი, ძალაშია. დეტალები არ ვიცი, კონკრეტულად რაზე არის საუბარი, თუმცა არც ის გამიგია, რომ რაიმე ფორმით ან შეწყდა ან გაუქმდა ეს შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვარ უფლებამოსილი ამ დეტალებზე ვისაუბრო და არც ვარ ინფორმირებული. ამაზე თვითონ შეთანხმების მხარეები ისაუბრებენ", - განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2015 წლის 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ სასამართლო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მას მიაკუთნებდა, მაშინ წილის ნახევარს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაუთმობდა.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ 1-ელ მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს შეთანხმების პირობების შესახებ, რომლის თანახმადაც მათ უნდა მიეღოთ წილის 50% და მენეჯმენტი და რომელიც, მათი თქმით, ძალაშია. თუმცა ქიბარ ხალვაშის თქმით, ბოლო შეხვედრაზე დავით დვალმა არხის მენეჯმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ