მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საწვავის გაიაფება იწყება, ახლა მთავარია ლარის სტაბილურობა!
საწვავის გაიაფება იწყება, ახლა მთავარია ლარის სტაბილურობა!

ლა­რის რე­ვალ­ვა­ცი­ის გავ­ლე­ნა საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მარ­თა­ლია, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბი­თუ­მო ფასი შემ­ცირ­და, თუმ­ცა სა­ცა­ლო ქსელ­ში საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბას მომ­დევ­ნო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვა­რა­უ­დო­ბენ. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ლა­რის გამ­ყა­რე­ბა საწ­ვავ­ზე ფა­სის კლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მაგ­რამ ეს ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 10-12 დღის შემ­დეგ ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი შე­ღა­ვათს იგ­რძნო­ბენ.

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საწ­ვა­ვი, სა­შუ­ა­ლოდ, 10 თეთ­რით გაძ­ვირ­და. ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო რო­გორც ბრენ­დი­რე­ბულ, ისე არაბ­რენ­დი­რე­ბულ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებს. ვი­თა­რე­ბა სა­სი­კე­თოდ ორ­შა­ბა­თი­დან შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ერ­თბა­შად გამ­ყარ­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ უშ­ვე­ბენ. ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სია.

ამ ეტაპ­ზე "პლატ­ცის" მი­ხედ­ვით, 1 ტონა ბენ­ზი­ნი 549 დო­ლა­რი ღირს, ხოლო 1 ტონა დი­ზე­ლი - 494,4 დო­ლა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბი­თუ­მო ფასს, 1 ლიტ­რი ბენ­ზი­ნი 1,83 ლა­რად იყი­დე­ბა, ხოლო დი­ზე­ლის ფასი 1,71-1,72 ლა­რია. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ლა­რის კურ­სი თუნ­დაც დღე­ვან­დელ ნიშ­ნულ­ზე შე­ჩერ­და (2,43), რამ­დე­ნი­მე დღე­ში საწ­ვა­ვის სა­ბი­თუ­მო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7-10 თეთ­რით და­იკ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ბენ­ზი­ნი და დი­ზე­ლი გა­ი­აფ­დე­ბა ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­შიც.

კომ­პა­ნია "სენ­ტას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაალ ია­კო­ბი­ძე "რე­ზო­ნანსთან" აცხა­დებს, რომ ლა­რის გამ­ყა­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა ფას­ზე იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი არ­სე­ბუ­ლი კურ­სი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. თუკი რე­ვალ­ვა­ცი­ის ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, ეს საწ­ვა­ვის ფასს საგ­რძნობ­ლად და­ე­ტყო­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საწვავის გაიაფება იწყება, ახლა მთავარია ლარის სტაბილურობა!

საწვავის გაიაფება იწყება, ახლა მთავარია ლარის სტაბილურობა!

ლარის რევალვაციის გავლენა საწვავის ბაზარზე ჯერჯერობით არ შეინიშნება. მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში საბითუმო ფასი შემცირდა, თუმცა საცალო ქსელში საწვავის გაიაფებას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში არ ვარაუდობენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ლარის გამყარება საწვავზე ფასის კლების საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით გახდება შესაძლებელი. დაახლოებით 10-12 დღის შემდეგ ავტომფლობელები შეღავათს იგრძნობენ.

ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი, საშუალოდ, 10 თეთრით გაძვირდა. ცვლილება შეეხო როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს. ვითარება სასიკეთოდ ორშაბათიდან შეიცვალა, როდესაც ეროვნული ვალუტა ერთბაშად გამყარდა.

მიუხედავად ამისა, იმპორტიორები საწვავის გაიაფების შესაძლებლობას ჯერჯერობით არ უშვებენ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საწვავის გაიაფება ვერ ხერხდება, საერთაშორისო ფასია.

ამ ეტაპზე "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინი 549 დოლარი ღირს, ხოლო 1 ტონა დიზელი - 494,4 დოლარია. რაც შეეხება საქართველოში საბითუმო ფასს, 1 ლიტრი ბენზინი 1,83 ლარად იყიდება, ხოლო დიზელის ფასი 1,71-1,72 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი თუნდაც დღევანდელ ნიშნულზე შეჩერდა (2,43), რამდენიმე დღეში საწვავის საბითუმო ღირებულება 7-10 თეთრით დაიკლებს. შესაბამისად, ბენზინი და დიზელი გაიაფდება ავტოგასამართ სადგურებშიც.

კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლარის გამყარება აუცილებლად აისახება ფასზე იმ შემთხვევაში, თუკი არსებული კურსი შენარჩუნდება. თუკი რევალვაციის ტენდენცია გაგრძელდება, ეს საწვავის ფასს საგრძნობლად დაეტყობა. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი