მე არ ვაპირებ "რუსთავი 2"-ის გაყიდვას, მაგრამ არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები, - ამის შესახებ "TVპირველის" ეთერში ქიბარ ხალვაშმა განაცხადა.
მისი თქმით, ის არ არის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება. "მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავისი ქონება გამრავლდეს. მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ ან დავიცვა ჩემი პარტიული ინტერესი, ან გავამრავლო ჩემი ქონება. 2 წლის განმავლობაში ვიყავი ხელმძღვანელი და არ გამომიყენებია არც ერთი კონკურენტის წინააღღმდეგ, არ გამომიყენებია არც ერთი კრიტიკული გადაცემა ბიზნესის საწინააღმდეგოდ. ასე რომ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან ჭირდება. ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება და ჩემი ზარალის ნაწილის ანაზღაურების საშუალება. მე არ ვაპირებ მის გაყიდვას, მაგრამ არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები", - განაცხადა ხალვაშმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, რომ შესაძლებელია თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ტელეკომპანია მიყიდოს, ხალვაშის თქმით, ასეთი განზრახვა არ არსებობს და გამორიცხულია. "მახსოვს პერიოდი, როდესაც პატარკაციშვილს სთავაზობდნენ რკინიგზას ტელევიზიის სანაცვლოდ. ეს ყველამ იცის. ყველაფერი ფული არ არის. ყველაზე მდიდარი ადამიანები ცნობილები არიან იმით, რომ ყველაზე მეტს არ იხდიან", - აღნიშნა ხალვაშმა.
ასევე იხილეთ: "ბურთი ახლა თქვენს მოედანზეა" - ნიკა გვარამიას შეთავაზება ქიბარ ხალვაშს და ხელისუფლებას
იხილეთ ვიდეო