უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი2" ქიბარ ხალვაშვს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. სასამართლოსთან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაში რიგით მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. უზენაეს სასამართლოსთან იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
"ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, თქვენ უღალატეთ საკუთარ ხალხს, თქვენ უღალატეთ საქართველოს, ამას არ გაპატიებთ, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი შვილების მომავალს. თქვენ ემონებით ფულს. რა უნდა ყოფილიყო ამის საფასური, რომ ეს გააკეთეთ? - ამის საფასური არის ფული," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
აქციის მონაწილეები "რუსთავი2"-ის შენობისკენ მიემართებიან.