პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს ეს ნიშნები პლასტმასის ჭურჭელზე - გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას!
რას ნიშნავს ეს ნიშნები პლასტმასის ჭურჭელზე - გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას!

პლასტმა­სის ჭურ­ჭე­ლი, იაფი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. ის არ ტყდე­ბა, მსუ­ბუ­ქია და ერთჯე­რა­დი ჭურ­ჭლის შემ­თხვე­ვა­ში, მას არ ჭირ­დე­ბა გა­რე­ცხვა და ზედ­მე­ტი შრო­მა. თუმ­ცა, ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთი შე­ხედ­ვით ცხოვ­რე­ბას გი­მარ­ტი­ვებთ, შე­იძ­ლე­ბა მე­ტად სა­ხი­ფა­თო აღ­მოჩ­ნდეს თქვენ­თვის.

რო­მე­ლი პლასტმა­სის ჭურ­ჭე­ლი არ არის სა­ზი­ა­ნო? რა უნდა ვი­ცო­დეთ ერთჯე­რა­დი ჭურ­ჭლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას? უნდა ვსვამ­დეთ თუ არა სი­თხე­ებს პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბი­დან? რო­გო­რი ჭი­ქით არ შე­იძ­ლე­ბა ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლის და­ლე­ვა? რო­მე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში პლასტმა­სი, რო­მე­ლიც უამ­რავ გარ­თუ­ლე­ბას, უშ­ვი­ლო­ბას, ცი­როზს და ბევრ სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს - ამ კი­თხვებ­ზე "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" გი­პა­სუ­ხებთ.

პო­ლის­ტი­რო­ლი

ერთჯე­რა­დი თეფ­შე­ბი, ჭი­ქე­ბი, დანა-ჩან­გა­ლი, კოვ­ზე­ბი, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, ლაშ­ქრო­ბე­ბის, ექ­სკურ­სი­ე­ბის და პიკ­ნი­კე­ბის დროს. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ფურ­შე­ტებ­ზე და ყვე­ლა­ზე ხში­რად ოფი­სებ­ში. თით­ქმის ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ნა­ხავთ წყლის დის­პენ­სერს ცივი და ცხე­ლი წყლის რე­ჟი­მით და ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბით. ძი­რი­თა­დად ასე­თი ჭურ­ჭე­ლი პო­ლის­ტი­რო­ლის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ­ლის ნი­შა­ნიც ჭურ­ჭე­ლის ეტი­კეტ­ზე უნდა ეწე­როს, ან თა­ვად ჭურ­ჭელ­ზე იყოს ასე­თი ნი­შა­ნი ამოტვიფ­რუ­ლი.

ერთჯე­რა­დი ჭურ­ჭე­ლი პო­ლის­ტი­რო­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ნიშ­ნით მხო­ლოდ ცივი საკ­ვე­ბის­თვის უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ, მას­ში ცხე­ლი წყლის, ან ან ცხე­ლი საკ­ვე­ბის მო­თავ­სე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ის ხე­ლახ­ლა. ერთჯე­რა­დი ჭურ­ჭლის გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთჯე­რა­დად! პო­ლის­ტი­რო­ლის ჭურ­ჭე­ლი მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში 15 წუ­თის გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დად­ნე­ბა და ვერ გა­უძ­ლებს ძა­ლი­ან მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, თუმ­ცა იმის­თვის რომ ეს ჭურ­ჭე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში აღ­მოჩ­ნდეს, მას­ზე თბი­ლი წყლის, ან თბი­ლი საკ­ვე­ბის მოხ­ვედ­რაც საკ­მა­რი­სია.

გა­ი­გეთ მეტი პლასტმა­სის ჭურ­ჭლის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა­ში "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია"

პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნი

გან­სხვა­ვე­ბუ­ლია პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნის ერთჯე­რა­დი ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც უძ­ლებს მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას და არც ტოქ­სი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს გა­მო­ყოფს გა­ცხე­ლე­ბი­სას. პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნის ჭურ­ჭე­ლი არ ტყდე­ბა, ის ელას­ტი­უ­რია და უძ­ლებს + 120 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რას.

პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნი, ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო პლასტმა­სის ჭურ­ჭე­ლია. ის და­საშ­ვე­ბია, რო­გორც ცივი, ასე­ვე ცხე­ლი საკ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნით ყვე­ლა­ზე ხში­რად ამ­ზა­დე­ბენ ერთჯე­რად ჭურ­ჭელს, ასე­ვე კონ­ტე­ი­ნე­რებს, რო­მე­ლიც სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად კარ­გი თვი­სე­ბე­ბი­სა, პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნის ჭურ­ჭლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას არ­სე­ბობს აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ინ­სტრუქ­ცია. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ლი­ოთ ასე­თი ჭურ­ჭლი­დან ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი - ალ­კოჰო­ლი რე­აქ­ცი­ა­ში შე­დის ჭურ­ჭლის შე­მად­გენ­ლო­ბას­თან და იწყებს ისე­თი ტოქ­სი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფას, რო­გო­რის ფე­ნო­ლი და ფორ­მალ­დე­ჰი­დია.

ასე­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ალ­კოჰო­ლის გარ­და, პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნის ჭურ­ჭელ­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მო­ა­თავ­სოთ ცხი­მი­ა­ნი და მჟა­ვე საჭ­მე­ლი, ან მო­ა­თავ­სეთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრო­დუქტს მა­ნამ­დე ფოლ­გა­ში მჭიდ­როდ გა­ახ­ვევთ.

პო­ლი­ე­თი­ლე­ნი და პო­ლი­ვი­ნილქლო­რი­დი

წყა­ლი, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი, წვე­ნე­ბი, ლუდი, რძე, არა­ჟა­ნი, მა­წო­ნი, იო­გურ­ტე­ბი, ზეთი და კი­დევ უამ­რა­ვი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში დახ­ლებ­ზე პლასტმა­სის ჭურ­ჭელ­ში გვხვდე­ბა. რა უნდა ვი­ცო­დეთ ამ შემ­თხვე­ვა­ში? ძი­რი­თა­დად ასე­თი ჭურ­ჭე­ლი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის­გან, ან პო­ლი­ვი­ნილქლო­რი­დის­გან მზად­დე­ბა. ამ მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჭურ­ჭლის გა­მო­ყე­ნე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა 1 წე­ლია, ამი­ტომ თუ პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ჭურ­ჭელ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი ვადა ერთ წელ­ზე მეტი აწე­რია და მისი გა­მოშ­ვე­ბი­დან 1 წელ­ზე მე­ტია გა­სუ­ლი, არ შე­ი­ძი­ნოთ, რად­გან შე­იძ­ლე­ბა თა­ვად პრო­დუქ­ტი ვა­დი­ა­ნი იყოს, მაგ­რამ ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც ის არის მო­თავ­სე­ბუ­ლი, ვა­და­გა­სუ­ლია და ტოქ­სი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფა უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს.

თუ ასეთ ჭურ­ჭელ­ში ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლია, მისი გა­მო­ყე­ნე­ბის ვადა მცირ­დე­ბა და ასე­თი პრო­დუქ­ტი, მხო­ლოდ გა­მოშ­ვე­ბი­დან 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­შია უსაფრ­თხო. გარ­და ამი­სა, იცო­დეთ!!!!! ასე­თი ჭურ­ჭე­ლი უვ­ნე­ბე­ლია, თუ ის არას­დროს მოხ­ვედ­რი­ლა სით­ბო­ში, მაგ.წყა­ლი, რო­მე­ლიც წყურ­ვილს გვიკ­ლავს და გვაგ­რი­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­ში, შე­იძ­ლე­ბა სა­ში­ში აღ­მოჩ­ნდეს თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, თუ მა­ნამ­დე არ და­ლევთ, სა­ნამ ბოთლს მზის სხი­ვე­ბი გა­ათ­ბობს. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ჩა­დოთ ბოთ­ლი თბილ, ან ცხელ წყალ­ში გათ­ბო­ბის მიზ­ნით და მი­თუ­მე­ტეს, არ მის­ცეთ ასე­თი წყა­ლი ბავ­შვებს.

კი­დევ ერთი მე­თო­დი ასე­თი ბოთ­ლის, ან სხვა პლასტმა­სის ჭურ­ჭლის ხა­რის­ხის შე­სა­მოწ­მებ­ლად. გა­და­კე­ცეთ ჭურ­ჭე­ლი, თუ მისი გას­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­და­კე­ცი­ლი ად­გი­ლი იგი­ვე ფე­რის დარ­ჩა, ჭურ­ჭე­ლი კარ­გია. ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში პლასტმა­სი, გას­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ფერს შე­იც­ვლის და გა­და­კეც­ვის ად­გილ­ზე პა­ტა­რა ბზა­რებს გა­ი­ჩენს.

არ შე­ი­ძი­ნოთ პლასტმა­სის ჭურ­ჭე­ლი, თუ მას წარ­წე­რა არ აქვს - კი­დევ ერთი რჩე­ვა, რო­მე­ლიც პლასტმა­სის ჭურ­ჭელს ეხე­ბა. ხში­რად გვხვდე­ბა ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც ია­ფია, ლა­მა­ზია და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ფორ­მა აქვს. ასეთ ჭურ­ჭელს ძი­რი­თა­დად არა­ფე­რი აწე­რია. იცო­დეთ, არ შე­ი­ძი­ნოთ ის მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მას­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ლა­მი­ნი თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შია.

ყვე­ლა­ზე სა­ში­ში პლასტმა­სის ჭურ­ჭე­ლი ბი­ფე­ნოლ A-ს (BPA) შე­ი­ცავს. ყვე­ლა­ზე ხში­რად BPA-ს ჩვი­ლე­ბის ბოთ­ლე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად იყე­ნე­ბენ, ასე­ვე ეს სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბა ბავ­შვის ჭურ­ჭლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. BPA-ს პო­ლი­კარ­ბო­ნა­ტის ჭურ­ჭელს გამ­ძლე­ო­ბის­თვის უმა­ტე­ბენ, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა თქვენს მიერ ნა­ყი­დი ასე­თი ჭურ­ჭე­ლი დიდ­ხანს გა­მო­გად­გეთ, მაგ­რამ ის თქვე­ნი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შია. ეს ნივ­თი­ე­რე­ბა არის ქა­ლის ჰორ­მო­ნის - ესტრო­გე­ნე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ანა­ლო­გი. შე­სა­ბა­მი­სად ორ­გა­ნიზ­მში მისი მოხ­ვედ­რა სა­გან­გა­შოა: იწ­ვევს უშ­ვი­ლო­ბას, ღვიძ­ლის ცე­როზს, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებს, კუჭ­ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მებს და ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს.

სწო­რედ ასე­თი სა­ში­ში მოქ­მე­დე­ბის გამო, BPA უკვე დიდი ხა­ნია კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია აშშ-ში, კა­ნა­და­ში, და­ნი­ა­სა და 2015 წლი­დან უკვე საფ­რან­გეთ­შიც. თუ ჭურ­ჭე­ლი BPA-ს არ შე­ი­ცავს, მას­ზე უნდა ეწე­როს BPA FREE, თუ ასე­თი წარ­წე­რა ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ და არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ თქვენს მიერ ნა­ყი­დი სა­ბავ­შვო ჭურ­ჭე­ლი ბი­ფე­ნოლ A-ს არ შე­ი­ცავს, იცო­დეთ!! არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ხარ­შოთ ის, არ ჩა­ას­ხათ მას­ში ცხე­ლი საკ­ვე­ბი, არ გა­რე­ცხოთ ცხელ წყალ­ში. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ კარ­გი სა­ბავ­შვო ჭურ­ჭე­ლი ვერ ეღი­რე­ბა ძა­ლი­ან იაფი, იცო­დეთ ჭურ­ჭლის ყიდ­ვი­სას გა­კე­თე­ბუ­ლი ეკო­ნო­მია, შე­იძ­ლე­ბა შემ­დგომ­ში ძვი­რი და­გიჯ­დეთ.

იხი­ლეთ დაწ­ვრი­ლე­ბით "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია"

რას ნიშნავს ეს ნიშნები პლასტმასის ჭურჭელზე - გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას!

რას ნიშნავს ეს ნიშნები პლასტმასის ჭურჭელზე - გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას!

პლასტმასის ჭურჭელი, იაფი და მოსახერხებელია. ის არ ტყდება, მსუბუქია და ერთჯერადი ჭურჭლის შემთხვევაში, მას არ ჭირდება გარეცხვა და ზედმეტი შრომა. თუმცა, ნივთები, რომლებიც ერთი შეხედვით ცხოვრებას გიმარტივებთ, შეიძლება მეტად სახიფათო აღმოჩნდეს თქვენთვის.

რომელი პლასტმასის ჭურჭელი არ არის საზიანო? რა უნდა ვიცოდეთ ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებისას? უნდა ვსვამდეთ თუ არა სითხეებს პლასტმასის ბოთლებიდან? როგორი ჭიქით არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელის დალევა? რომელია ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში პლასტმასი, რომელიც უამრავ გართულებას, უშვილობას, ციროზს და ბევრ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას იწვევს - ამ კითხვებზე "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" გიპასუხებთ.

პოლისტიროლი

ერთჯერადი თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანგალი, კოვზები, მოსახერხებელია, ლაშქრობების, ექსკურსიების და პიკნიკების დროს. გამოიყენება ფურშეტებზე და ყველაზე ხშირად ოფისებში. თითქმის ყველა დაწესებულებაში ნახავთ წყლის დისპენსერს ცივი და ცხელი წყლის რეჟიმით და ერთჯერადი ჭიქებით. ძირითადად ასეთი ჭურჭელი პოლისტიროლისგანაა დამზადებული, რომლის ნიშანიც ჭურჭელის ეტიკეტზე უნდა ეწეროს, ან თავად ჭურჭელზე იყოს ასეთი ნიშანი ამოტვიფრული.

ერთჯერადი ჭურჭელი პოლისტიროლის აღმნიშვნელი ნიშნით მხოლოდ ცივი საკვებისთვის უნდა გამოიყენოთ, მასში ცხელი წყლის, ან ან ცხელი საკვების მოთავსება კატეგორიულად არ შეიძლება, ასევე არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ის ხელახლა. ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, შეიძლება მხოლოდ ერთჯერადად! პოლისტიროლის ჭურჭელი მიკროტალღურ ღუმელში 15 წუთის გაჩერების შემთხვევაში დადნება და ვერ გაუძლებს ძალიან მაღალ ტემპერატურას, თუმცა იმისთვის რომ ეს ჭურჭელი ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს, მასზე თბილი წყლის, ან თბილი საკვების მოხვედრაც საკმარისია.

გაიგეთ მეტი პლასტმასის ჭურჭლის შესახებ გადაცემაში "არცოდნა აკრძალულია"

პოლიპროპილენი

განსხვავებულია პოლიპროპილენის ერთჯერადი ჭურჭელი, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას და არც ტოქსიურ ნივთიერებებს გამოყოფს გაცხელებისას. პოლიპროპილენის ჭურჭელი არ ტყდება, ის ელასტიურია და უძლებს + 120 გრადუს ტემპერატურას.

პოლიპროპილენი, ყველაზე უსაფრთხო პლასტმასის ჭურჭელია. ის დასაშვებია, როგორც ცივი, ასევე ცხელი საკვების გამოყენებისთვის. პოლიპროპილენით ყველაზე ხშირად ამზადებენ ერთჯერად ჭურჭელს, ასევე კონტეინერებს, რომელიც სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

მიუხედავად კარგი თვისებებისა, პოლიპროპილენის ჭურჭლის გამოყენებისას არსებობს აუცილებლად გასათვალისწინებელი ინსტრუქცია. არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ასეთი ჭურჭლიდან ალკოჰოლური სასმელი - ალკოჰოლი რეაქციაში შედის ჭურჭლის შემადგენლობასთან და იწყებს ისეთი ტოქსიური ნივთიერებების გამოყოფას, როგორის ფენოლი და ფორმალდეჰიდია.

ასევე გაითვალისწინეთ, ალკოჰოლის გარდა, პოლიპროპილენის ჭურჭელში არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ ცხიმიანი და მჟავე საჭმელი, ან მოათავსეთ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს მანამდე ფოლგაში მჭიდროდ გაახვევთ.

პოლიეთილენი და პოლივინილქლორიდი

წყალი, გაზიანი სასმელები, წვენები, ლუდი, რძე, არაჟანი, მაწონი, იოგურტები, ზეთი და კიდევ უამრავი სასურსათო პროდუქტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში დახლებზე პლასტმასის ჭურჭელში გვხვდება. რა უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში? ძირითადად ასეთი ჭურჭელი პოლიეთილენისგან, ან პოლივინილქლორიდისგან მზადდება. ამ მასალისგან დამზადებული ჭურჭლის გამოყენების მაქსიმალური ვადა 1 წელია, ამიტომ თუ პროდუქტი, რომელიც ჭურჭელშია მოთავსებული ვადა ერთ წელზე მეტი აწერია და მისი გამოშვებიდან 1 წელზე მეტია გასული, არ შეიძინოთ, რადგან შეიძლება თავად პროდუქტი ვადიანი იყოს, მაგრამ ჭურჭელი, რომელშიც ის არის მოთავსებული, ვადაგასულია და ტოქსიური ნივთიერებების გამოყოფა უკვე დაწყებული აქვს.

თუ ასეთ ჭურჭელში ალკოჰოლური სასმელია, მისი გამოყენების ვადა მცირდება და ასეთი პროდუქტი, მხოლოდ გამოშვებიდან 3 თვის განმავლობაშია უსაფრთხო. გარდა ამისა, იცოდეთ!!!!! ასეთი ჭურჭელი უვნებელია, თუ ის არასდროს მოხვედრილა სითბოში, მაგ.წყალი, რომელიც წყურვილს გვიკლავს და გვაგრილებს განსაკუთრებით ზაფხულში, შეიძლება საშიში აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, თუ მანამდე არ დალევთ, სანამ ბოთლს მზის სხივები გაათბობს. არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ ბოთლი თბილ, ან ცხელ წყალში გათბობის მიზნით და მითუმეტეს, არ მისცეთ ასეთი წყალი ბავშვებს.

კიდევ ერთი მეთოდი ასეთი ბოთლის, ან სხვა პლასტმასის ჭურჭლის ხარისხის შესამოწმებლად. გადაკეცეთ ჭურჭელი, თუ მისი გასწორების შემთხვევაში, გადაკეცილი  ადგილი იგივე ფერის დარჩა, ჭურჭელი კარგია. ჯანმრთელობისთვის საშიში პლასტმასი, გასწორების შემთხვევაში ფერს შეიცვლის და გადაკეცვის ადგილზე პატარა ბზარებს გაიჩენს.

არ შეიძინოთ პლასტმასის ჭურჭელი, თუ მას წარწერა არ აქვს - კიდევ ერთი რჩევა, რომელიც პლასტმასის ჭურჭელს ეხება. ხშირად გვხვდება ჭურჭელი, რომელიც იაფია, ლამაზია და მოსახერხებელი ფორმა აქვს. ასეთ ჭურჭელს ძირითადად არაფერი აწერია. იცოდეთ, არ შეიძინოთ ის მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მასში არსებული მალამინი თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ყველაზე საშიში პლასტმასის ჭურჭელი ბიფენოლ A-ს (BPA) შეიცავს. ყველაზე ხშირად BPA-ს ჩვილების ბოთლების დასამზადებლად იყენებენ, ასევე ეს საშიში ნივთიერება ბავშვის ჭურჭლის შემადგენლობაში გამოიყენება. BPA-ს პოლიკარბონატის ჭურჭელს გამძლეობისთვის უმატებენ, ამიტომ შეიძლება თქვენს მიერ ნაყიდი ასეთი ჭურჭელი დიდხანს გამოგადგეთ, მაგრამ ის თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის საშიშია. ეს ნივთიერება არის ქალის ჰორმონის - ესტროგენების ხელოვნური ანალოგი. შესაბამისად ორგანიზმში მისი მოხვედრა საგანგაშოა: იწვევს უშვილობას, ღვიძლის ცეროზს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, კუჭნაწლავის პრობლემებს და ონკოლოგიურ დაავადებებს.

სწორედ ასეთი საშიში მოქმედების გამო, BPA უკვე დიდი ხანია კანონით აკრძალულია აშშ-ში, კანადაში, დანიასა და 2015 წლიდან უკვე საფრანგეთშიც. თუ ჭურჭელი BPA-ს არ შეიცავს, მასზე უნდა ეწეროს BPA FREE, თუ ასეთი წარწერა ვერ აღმოაჩინეთ და არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს მიერ ნაყიდი საბავშვო ჭურჭელი ბიფენოლ A-ს არ შეიცავს, იცოდეთ!! არავითარ შემთხვევაში არ გამოხარშოთ ის, არ ჩაასხათ მასში ცხელი საკვები, არ გარეცხოთ ცხელ წყალში. გაითვალისწინეთ კარგი საბავშვო ჭურჭელი ვერ ეღირება ძალიან იაფი, იცოდეთ ჭურჭლის ყიდვისას გაკეთებული ეკონომია, შეიძლება შემდგომში ძვირი დაგიჯდეთ.

იხილეთ დაწვრილებით "არცოდნა აკრძალულია"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს