სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო დრო, როდესაც ღამეში 300 დოლარიც გადაუხდიათ..." - რას ყვება კლიენტებზე ქართველი სექსმუშაკი
"იყო დრო, როდესაც ღამეში 300 დოლარიც გადაუხდიათ..." - რას ყვება კლიენტებზე ქართველი სექსმუშაკი

კა­ცობ­რი­ო­ბის არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­სა­ბა­მი­დან დღემ­დე, ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­დნენ უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­ნი - სექსმუ­შა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­სამ­რჯე­ლოს სა­ნაც­ვლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ (ზო­გან ლე­გა­ლუ­რად, მეტ­წი­ლად კი არა­ლე­გა­ლუ­რად) კლი­ენ­ტებს. მათ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ ("ბოზი" არა­ბუ­ლი წარ­მო­შო­ბის სი­ტყვაა, "როს­კი­პი" - სპარ­სუ­ლი, "კახ­პა" და "ჩათ­ლა­ხი" - თურ­ქუ­ლი... ლა­თი­ნუ­რად - "პუ­ტა­ნა"). თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს, რო­მელ­მაც ის ზნე­ობ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს მო­აქ­ცია. თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს ჩემს რეს­პონ­დენტ ქე­თი­საც.

- რა­ი­ონ­ში გა­ვი­ზარ­დე, ჩემი ცხოვ­რე­ბა­ არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და სხვე­ბის­გან - სკო­ლა, სახ­ლი, ვე­ნა­ხი... ასე გა­დი­ო­და წლე­ბი. 14 წლის გავ­თხოვ­დი, 19 წლი­სას ოჯა­ხი და­მენგრა. ჩემ­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა ჩემ შემ­დეგ კი­დევ 5-ჯერ იქორ­წი­ნა... ჩა­მო­ვე­დი პა­ტა­რა შვი­ლით თბი­ლის­ში, არც ფული, არც სახ­ლი, არც სამ­სა­ხუ­რი... ბე­დად თა­ნა­სოფ­ლე­ლი გოგო შემ­ხვდა, თურ­ქეთ­ში ვმუ­შა­ობ, ჩე­მე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­მო­ვე­დი და ისევ მივ­დი­ვა­რო. შემ­პირ­და,­ წა­გიყ­ვა­ნო. ბავ­შვი ნა­თე­სავს და­ვუ­ტო­ვე, ის გახ­და მისი ძიძა გა­და­სა­ხად­ზე შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ, მე კი ჩემს მშვე­ლელ მე­გო­ბარ­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში, ტრი­კო­ტა­ჟის ფაბ­რი­კა­ში სა­მუ­შა­ოდ გა­ვემ­გზავ­რე.

პირ­ვე­ლი დღე სას­ტუმ­რო­ში გა­მო­კე­ტი­ლებ­მა გა­ვა­ტა­რეთ, ასე მოხ­და მე­ო­რე­ დღე­საც, მე­სა­მე დღეს კი გა­მო­მი­ცხა­და, რომ ფაბ­რი­კა­ში სამ­სა­ხურ­ზე არა­ფე­რი ის­მო­და და თუ მინ­დო­და, შიმ­ში­ლით არ ამომ­ხდო­მო­და სული, მერ­ჩივ­ნა, ფუ­ლი­ან კლი­ენტზე­ უარი არ მეთ­ქვა. პა­სუ­ხის ნაც­ვლად კა­ტა­სა­ვით ვეცი...

არა­ვინ იცის, ვის რას უმ­ზა­დებს ბე­დის­წე­რა. ასეა თუ ისე, ყვე­ლა­ფერს ეგუ­ე­ბა­ ადა­მი­ა­ნი და მეც შე­ვე­გუე. სა­მა­გი­ე­როდ, და­ნა­ზო­გი გა­მიჩ­ნდა, ბავ­შვს ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი გა­ვუგ­ზავ­ნე და მეც ამო­ვი­სუნ­თქე, უფრო გავ­ლა­მაზ­დი, თავ­და­ჯე­რე­ბაც მო­მე­მა­ტა. მე სუ­ლელს მჯე­რო­და, რომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ სა­ზღვრის მე­ო­რე მხა­რეს ვე­რა­ფერს გა­ი­გებ­დნენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ პა­ტი­ო­სა­ნი ქა­ლის ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რებ­დი.

გა­მოხ­და ხანი და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აქაც გა­ვი­ჩი­ნე კლი­ენ­ტუ­რა. ახლა 20 წლის აღარ ვარ, მაგ­რამ ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოც­დი­ლი, ასა­კო­ვა­ნი ქა­ლე­ბი უფრო მოს­წონთ ახალ­გაზ­რდებს პარტნი­ო­რად. ახალ­გაზ­რდე­ბით და ცხვირ­მო­უ­ხო­ცა­ვე­ბით უცხო­ე­ლი კლი­ენ­ტე­ბი უფრო ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და ისი­ნი ჩი­ნურ მა­სა­ჟე­ბის ცენ­ტრებ­სა და სა­უ­ნებ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი. ჩემ­მა კლი­ენ­ტმა კი იცის, რომ ის, რაც ჩვენ შო­რის მოხ­დე­ბა, ჩემი სა­ძი­ნებ­ლის კედ­ლებს არ გას­ცდე­ბა.

- თქვენ­მა ახ­ლობ­ლებ­მა ან შვილ­მა არ იცი­ან თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ?

- გულ­დას­მით ვუ­მა­ლავ­დი, შვილს გან­სა­კუთ­რე­ბით, მაგ­რამ გა­ი­ზარ­და და ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდა. თა­ვი­დან გა­აპ­რო­ტეს­ტა­, მერე, არ ვიცი, თავი მო­ი­კა­ტუ­ნა თუ მარ­თლა და­ი­ჯე­რა, რომ სა­ნიტ­რად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მის­თვის არ მო­მიკ­ლია არც ჩაც­მა-და­ხურ­ვა და არც რე­პე­ტი­ტო­რე­ბი, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­შიც ჩა­ა­ბა­რა. თუმ­ცა მის მო­ტყუ­ე­ბა­ში­ გა­წა­ფუ­ლი ერთ დღეს აქეთ აღ­მოვ­ჩნდი მო­ტყუ­ე­ბუ­ლი. ამ­დე­ნის მნახ­ველს შვი­ლის გზი­დან გა­დახ­ვე­ვის ამ­ბა­ვი გა­მო­მე­პა­რა. მად­ლო­ბა­ ღმერ­თს, ახლა გა­თხოვ­და (მარ­თა­ლია, თურ­ქეთ­ში, მაგ­რამ პატ­რონს ხომ ჩაჰ­ბარ­და) და 2 შვი­ლი ჰყავს. მე პა­ტი­ო­სა­ნი ბე­ბი­ის სტა­ტუ­სით ხში­რად ვსტ­უმ­რობ მის ოჯახს.

- სად ხვდე­ბით კლი­ენ­ტებს?

- მთა­ვა­რია, ერთი ნორ­მა­ლუ­რი შეგ­ხვდეს, მერე ის თა­ვი­სი­ა­ნებს მი­ცემს შენს ნო­მერს, გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა. სა­შუ­ა­ლო ფასი 80 ლა­რია, იყო დრო, რო­დე­საც ღა­მე­ში 300 დო­ლა­რიც გა­და­უხ­დი­ათ... მყავს ისე­თი კლი­ენ­ტე­ბიც, რო­მელ­თაც უთ­ქვამთ, მეტი არ მაქ­ვსო და რაც აქვთ, იმას მი­ტო­ვე­ბენ. ჩემ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­ჩე­ვაც მას­წავ­ლა, რომ შევ­ხე­დავ, უკვე ვიცი, ვინ რა სუ­ლის პატ­რო­ნია, რო­დის იტყუ­ე­ბა და რო­დის - არა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"იყო დრო, როდესაც ღამეში 300 დოლარიც გადაუხდიათ..." - რას ყვება კლიენტებზე ქართველი სექსმუშაკი

"იყო დრო, როდესაც ღამეში 300 დოლარიც გადაუხდიათ..." - რას ყვება კლიენტებზე ქართველი სექსმუშაკი

კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, დასაბამიდან დღემდე, ყოველთვის არსებობდნენ უძველესი პროფესიის წარმომადგენელნი - სექსმუშაკები, რომლებიც გასამრჯელოს სანაცვლოდ ემსახურებოდნენ (ზოგან ლეგალურად, მეტწილად კი არალეგალურად) კლიენტებს. მათ ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ ("ბოზი" არაბული წარმოშობის სიტყვაა, "როსკიპი" - სპარსული, "კახპა" და "ჩათლახი" - თურქული... ლათინურად - "პუტანა"). თითოეულს თავისი ისტორია აქვს, რომელმაც ის ზნეობრივი პრინციპების საპირისპირო მხარეს მოაქცია. თავისი ისტორია აქვს ჩემს რესპონდენტ ქეთისაც.

- რაიონში გავიზარდე, ჩემი ცხოვრება­ არასდროს გამოირჩეოდა სხვებისგან - სკოლა, სახლი, ვენახი... ასე გადიოდა წლები. 14 წლის გავთხოვდი, 19 წლისას ოჯახი დამენგრა. ჩემმა ყოფილმა ქმარმა ჩემ შემდეგ კიდევ 5-ჯერ იქორწინა... ჩამოვედი პატარა შვილით თბილისში, არც ფული, არც სახლი, არც სამსახური... ბედად თანასოფლელი გოგო შემხვდა, თურქეთში ვმუშაობ, ჩემების მოსანახულებლად ჩამოვედი და ისევ მივდივარო. შემპირდა,­ წაგიყვანო. ბავშვი ნათესავს დავუტოვე, ის გახდა მისი ძიძა გადასახადზე შეთანხმების შემდეგ, მე კი ჩემს მშველელ მეგობართან ერთად თურქეთში, ტრიკოტაჟის ფაბრიკაში სამუშაოდ გავემგზავრე.

პირველი დღე სასტუმროში გამოკეტილებმა გავატარეთ, ასე მოხდა მეორე­ დღესაც, მესამე დღეს კი გამომიცხადა, რომ ფაბრიკაში სამსახურზე არაფერი ისმოდა და თუ მინდოდა, შიმშილით არ ამომხდომოდა სული, მერჩივნა, ფულიან კლიენტზე­ უარი არ მეთქვა. პასუხის ნაცვლად კატასავით ვეცი...

არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედისწერა. ასეა თუ ისე, ყველაფერს ეგუება­ ადამიანი და მეც შევეგუე. სამაგიეროდ, დანაზოგი გამიჩნდა, ბავშვს ყველა საჭირო ნივთი გავუგზავნე და მეც ამოვისუნთქე, უფრო გავლამაზდი, თავდაჯერებაც მომემატა. მე სულელს მჯეროდა, რომ ჩემი საქმიანობის შესახებ საზღვრის მეორე მხარეს ვერაფერს გაიგებდნენ და საქართველოში კვლავ პატიოსანი ქალის ცხოვრებით ვიცხოვრებდი.

გამოხდა ხანი და საქართველოში დავბრუნდი. დროთა განმავლობაში აქაც გავიჩინე კლიენტურა. ახლა 20 წლის აღარ ვარ, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, საქარ­თველოში გამოცდილი, ასაკოვანი ქალები უფრო მოსწონთ ახალგაზრდებს პარტნიორად. ახალგაზრდებით და ცხვირმოუხოცავებით უცხოელი კლიენტები უფრო ინტერესდებიან და ისინი ჩინურ მასაჟების ცენტრებსა და საუნებში არიან დასაქმებული. ჩემმა კლიენტმა კი იცის, რომ ის, რაც ჩვენ შორის მოხდება, ჩემი საძინებლის კედლებს არ გასცდება.

- თქვენმა ახლობლებმა ან შვილმა არ იციან თქვენი საქმიანობის შესახებ?

- გულდასმით ვუმალავდი, შვილს განსაკუთრებით, მაგრამ გაიზარდა და ყველაფერს მიხვდა. თავიდან გააპროტესტა­, მერე, არ ვიცი, თავი მოიკატუნა თუ მართლა დაიჯერა, რომ სანიტრად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ საავადმყოფოში. მისთვის არ მომიკლია არც ჩაცმა-დახურვა და არც რეპეტიტორები, უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარა. თუმცა მის მოტყუებაში­ გაწაფული ერთ დღეს აქეთ აღმოვჩნდი მოტყუებული. ამდენის მნახველს შვილის გზიდან გადახვევის ამბავი გამომეპარა. მადლობა­ ღმერთს, ახლა გათხოვდა (მართალია, თურქეთში, მაგრამ პატრონს ხომ ჩაჰბარდა) და 2 შვილი ჰყავს. მე პატიოსანი ბებიის სტატუსით ხშირად ვსტ­უმრობ მის ოჯახს.

- სად ხვდებით კლიენტებს?

- მთავარია, ერთი ნორმალური შეგხვდეს, მერე ის თავისიანებს მიცემს შენს ნომერს, გარდა ამისა, არსებობს სოციალური ქსელი და სპეციალური საიტები, სადაც შეიძლება ინფორმაციის გაცვლა. საშუალო ფასი 80 ლარია, იყო დრო, როდესაც ღამეში 300 დოლარიც გადაუხდიათ... მყავს ისეთი კლიენტებიც, რომელთაც უთქვამთ, მეტი არ მაქვსო და რაც აქვთ, იმას მიტოვებენ. ჩემმა საქმიანობამ ადამიანების გარჩევაც მასწავლა, რომ შევხედავ, უკვე ვიცი, ვინ რა სულის პატრონია, როდის იტყუება და როდის - არა.

განაგრძეთ კითხვა

უნიკალური აღმოჩენა ჩეჩნეთში - მეჩეთის ნანგრევებში იპოვეს ქვა ასომთავრული წარწერით, პირველი სიტყვა არის "ქრისტე!"

"ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა - როგორ გამოეხმაურა ქართველების გამარჯვებას პრემიერი

"მოქალაქეებს ცოტა მეტად რომ გაეთავისებინათ და 300-400-კაციან ქორწილებში არ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ცოტა უკეთესი მდგომარეობა ყოფილიყო"