"ომეგა 3"-ის ცხიმოვანი მჟავებისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, როდესაც დანიელმა მეცნიერებმა (ჯ. დაიბერგი, ჰ. ბანგი) მრავალწლიანი მეცნიერული დაკვირვებებით დაადგინეს, რომ გრელანდიის მოსახლეობის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების გავრცელების (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება და სხვა) უაღრესად დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ ისინი საკვებად ძირითადად იყენებენ ზღვის პროდუქტებს.
ორგანიზმში მოხვედრისთანავე "ომეგა 3"-ის ცხიმოვანი მჟავები პირდაპირ უჯრედებში გადაინაცვლებენ და ზემოქმედებას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. სწორედ ამითაა განპირობებული მათი თერაპიული მოქმედების უაღრესად ფართო სპექტრი:
აძლიერებენ ორგანიზმის იმუნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს
არეგულირებენ გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადების განვითარების რისკს
ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებენ არტერიულ წნევას
აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიკურობას
არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში, აუმჯობესებენ სისხლის ფორმულას და ეწინააღმდეგებიან თრომბების წარმოქმნას
აუმჯობესებენ ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მხედველობას
ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება
როგორც დამხმარე საშუალებები ფართოდ გამოიყენებიან კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულების, კანისა და ალერგიული დაავადებების მკურნალობისას
ხსნიან უძილობას, მოუსვენრობას, დეპრესიასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს
ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს
ორგანიზმში "ომეგა 3"-ის ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების განვითარებას. ამ დროს იზრდება ინსულტის, ინფარქტის, ალერგიის, დეპრესიის, სახსრებისა და შინაგანი ორგანოების ქრონიკული ანთებების განვითარების რისკი.
მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ადამიანები ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ცხიმების საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ს იღებენ და ამიტომაც აუცილებელია მათი დეფიციტის შევსება კვებითი დანამატების მეშვეობით. ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია "ომეგა 3"-ის ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებლად გამომუშავება და იგი საკვების ან საკვები დანამატის სახით უნდა მიიღოს.
რატომ ომესამი?
ომესამი შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ, შეუცვლელ ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს. ომესამი უზრუნველყოფსთავის ტვინის,მხედველობისა და გულ- სისხლძარღვთა სისტემის უკეთ ფუნქციონირებას.
ახასიათებს ანტიჰეპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული თვისებები
ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას
აძლიერებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს
არეგულირებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები
ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ
უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებს იმუნიტეტს
ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს
აუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას
აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მისი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებაში
ომესამი დამზადებულია გერმანიაში, რაც მის მაღალეფექტურობას განაპირობებს.
როგორ მივიღოთ?
ომესამი მიიღება 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მიღების ხანგრძლივობა 1-3 თვე.
R
გამარჯობათ წონაში თუ დამეხმარება რომ მოვიმატო 23წლის ვარ ძალიან სუსტი 43კილო
5 kilo minda movimato raunda mivigo es tevzis qoni momcems imis sashvalebas rom movimato