პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი ლიმუზინი, ორი ლიფტი და 1500 თანმხლები პირი - ასე მოგზაურობს საუდის არაბეთის მეფე
ორი ლიმუზინი, ორი ლიფტი და 1500 თანმხლები პირი - ასე მოგზაურობს საუდის არაბეთის მეფე

სა­უ­დის არა­ბე­თის მეფე სალ­მან ბინ აბ­დუ­ლა­ზიზ ალ-სა­უ­დი 1-ელ მარტს ინ­დო­ნე­ზი­ას პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეს­ტუმ­რა. ერ­თკვი­რი­ა­ნი ვი­ზი­ტი არამ­ხო­ლოდ იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ სა­უ­დის არა­ბე­თის მეფე ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 1970 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ჩა­დის, არა­მედ იმ ფუ­ფუ­ნე­ბი­თა და მას­შტა­ბე­ბით, რო­მე­ლიც მას თან ახ­ლავს.

მე­ფემ ვი­ზი­ტი­სას თან იახ­ლა არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი - 1500 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა შო­რის 10 მი­ნის­ტრი და 25 პრინ­ცია.

დე­ლე­გა­ცი­ამ თან წა­ი­ღო და­ახ­ლო­ე­ბით 500 ტონა ბარ­გი (!), რო­მელ­თა შო­რის, "მერ­სე­დეს ბენ­ცის" ორი ლი­მუ­ზი­ნი და ორი ლიფ­ტია. 63 ტონა ბარ­გი ჯა­კარ­ტის აე­რო­პორ­ტში გად­მოტვირ­თეს. და­ნარ­ჩე­ნი კი ბა­ლი­ზე წა­ი­ღეს, სა­დაც მეფე შა­ბათ-კვი­რას გა­ემ­გზავ­რე­ბა. მთე­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ჩა­საყ­ვა­ნად ცხრა ავი­ა­რე­ი­სი გახ­და სა­ჭი­რო.

CNN Indonesia-ს ცნო­ბით, მეფე და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი ბა­ლი­ზე სამ ყვე­ლა­ზე მდიდ­რულ სას­ტუმ­რო­ში გან­თავ­სდე­ბი­ან - რო­მელ­თა შო­რი­საც ერთ-ერ­თში, Bulgari-ში ერთი ღა­მის გა­ტა­რე­ბა 4 400 დო­ლა­რი ღირს. კომ­პლექსს აქვს კერ­ძო პლა­ჟი, რო­მელ­ზეც მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ ლიფ­ტი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი... სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ მე­ჩეთ­ში, რო­მელ­საც მო­ნარ­ქი მო­ი­ნა­ხუ­ლებს, VIP-ტუ­ა­ლე­ტი მო­ა­წყვეს.

სტუმ­რე­ბის­თვის საკ­ვებს 150 მზა­რე­უ­ლი მო­ამ­ზა­დებს. ალ-სა­უდს ინ­დო­ნე­ზი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჯოკო ვი­დო­დო და ჯა­კარ­ტის გუ­ბერ­ნა­ტო­რი დახ­ვდნენ. სტუმ­რო­ბის მი­ზე­ზი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და კულ­ტუ­რუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი კავ­ში­რე­ბის გამ­ყა­რე­ბაა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია CNN-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ორი ლიმუზინი, ორი ლიფტი და 1500 თანმხლები პირი - ასე მოგზაურობს საუდის არაბეთის მეფე

ორი ლიმუზინი, ორი ლიფტი და 1500 თანმხლები პირი - ასე მოგზაურობს საუდის არაბეთის მეფე

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდი 1-ელ მარტს ინდონეზიას პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ერთკვირიანი ვიზიტი არამხოლოდ იმითაა გამორჩეული, რომ საუდის არაბეთის მეფე ინდონეზიაში 1970 წლის შემდეგ პირველად ჩადის, არამედ იმ ფუფუნებითა და მასშტაბებით, რომელიც მას თან ახლავს.

მეფემ ვიზიტისას თან იახლა არც მეტი არც ნაკლები - 1500 ადამიანი, რომელთა შორის 10 მინისტრი და 25 პრინცია.

დელეგაციამ თან წაიღო დაახლოებით 500 ტონა ბარგი (!), რომელთა შორის, "მერსედეს ბენცის" ორი ლიმუზინი და ორი ლიფტია. 63 ტონა ბარგი ჯაკარტის აეროპორტში გადმოტვირთეს. დანარჩენი კი ბალიზე წაიღეს, სადაც მეფე შაბათ-კვირას გაემგზავრება. მთელი დელეგაციის ინდონეზიაში ჩასაყვანად ცხრა ავიარეისი გახდა საჭირო.

CNN Indonesia-ს ცნობით, მეფე და მისი თანმხლები პირები ბალიზე სამ ყველაზე მდიდრულ სასტუმროში განთავსდებიან - რომელთა შორისაც ერთ-ერთში, Bulgari-ში ერთი ღამის გატარება 4 400 დოლარი ღირს. კომპლექსს აქვს კერძო პლაჟი, რომელზეც მოხვედრა მხოლოდ ლიფტითაა შესაძლებელი... საინტერესოა ისიც, რომ მეჩეთში, რომელსაც მონარქი მოინახულებს, VIP-ტუალეტი მოაწყვეს.

სტუმრებისთვის საკვებს 150 მზარეული მოამზადებს. ალ-საუდს ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო და ჯაკარტის გუბერნატორი დახვდნენ. სტუმრობის მიზეზი განათლების განვითარება და კულტურული და რელიგიური კავშირების გამყარებაა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"