უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება. აღნიშნული სავარაუდოდ, "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესის პარალელურად დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
სამართალდამცველები ზუბალაშვილებისა და მიმდებარე ქუჩებზე მდგომი ავტომობილების მძღოლებს ადგილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.