პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყევლა, თავდაპირველად გაისმა ღმერთისგან" - უშვებს თუ არა უფალი მის აღსრულებას მორწმუნეზე და რა ძალა აქვს ადამიანის სიტყვას
"წყევლა, თავდაპირველად გაისმა ღმერთისგან" - უშვებს თუ არა უფალი მის აღსრულებას მორწმუნეზე და რა ძალა აქვს ადამიანის სიტყვას

წყევ­ლა - ეს სი­ტყვა ბიბ­ლი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბა­ში სა­პი­რის­პი­როა სი­ტყვი­სა -კურ­თხე­ვა. წყევ­ლა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა კურ­თხე­ვის ჩა­მორ­თმე­ვა და უბე­დუ­რე­ბის გან­ჩი­ნე­ბა. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ისიც შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ უმ­თავ­რეს წიგნ­ში - ბიბ­ლი­ა­ში ყვე­ლა კურ­თხე­ვა, ყვე­ლა და­ლოც­ვა, ეს არის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა იმა­ზე, თუ რა უნდა მოხ­დეს მო­მა­ვალ­ში. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას წყევ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ანუ ის ერ­თგვა­რად წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბაა იმა­ზე, თუ რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში.

წყევ­ლა თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ის­მა ღმერ­თის­გან, პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვით და­ცე­მის შე­დე­გად: "ადამს უთხრა: რაკი შენს დე­და­კაცს და­უ­ჯე­რე და შე­ჭა­მე ხის ნა­ყო­ფი, რომ­ლის ჭამა აკ­რძა­ლუ­ლი მქონ­და შენ­თვის, მიწა და­ი­წყევ­ლოს შენს გამო: ტან­ჯვით მი­ი­ღებ­დე მის­გან საზ­რდოს მთე­ლი სი­ცო­ცხლე"(დაბ.3:17).

ასე­ვე, უფ­ლის წყევ­ლაა კა­ენ­ზე: "ამი­ე­რი­დან და­წყევ­ლი­ლი ხარ მი­წი­სა­გან, რო­მელ­მაც გახ­სნა პირი, რათა მი­ე­ღო შენი ძმის სის­ხლი შენი ხე­ლი­დან"(დაბ.4:11).

წყევ­ლას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა მიწა და მას­ზე ყვე­ლა მცხოვ­რე­ბი, რო­მე­ლიც მო­ის­პო ნოეს დღე­ებ­ში: "თქვა უფალ­მა: მი­წის პი­რი­სა­გან აღვგვი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შევ­ქმე­ნი, ადა­მი­ა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი პი­რუ­ტყვამ­დე, ქვე­წარ­მავ­ლამ­დე, ცის ფრინ­ვე­ლამ­დე, რად­გან ვნა­ნობ, რომ გა­ვა­ჩი­ნე"(დაბ.6:7) "მო­ის­პო ყო­ვე­ლი ხორ­ცი­ე­ლი, რაც კი იძ­ვრო­და ამ­ქვეყ­ნად, ფრინ­ვე­ლი, პი­რუ­ტყვი, მხე­ცი და ყო­ვე­ლი ქვე­წარ­მა­ვა­ლი, მი­წა­ზე მძრო­მე­ლი, და ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი.

ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც კი სი­ცო­ცხლის სუნ­თქვა ჰქონ­და ნეს­ტო­ებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხმე­ლეთ­ზე იყო, მოკ­ვდა. აღი­გა­ვა ყო­ვე­ლი არ­სე­ბა, რაც კი მი­წის პირ­ზე იყო; ადა­მი­ა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი პი­რუ­ტყვამ­დე, ქვე­წარ­მავ­ლამ­დე, ცის ფრინ­ვე­ლამ­დე - ყვე­ლა­ფე­რი აღი­გა­ვა პი­რი­სა­გან მი­წი­სა. გა­დარ­ჩნენ მხო­ლოდ ნოე და მას­თან ერ­თად კი­დო­ბან­ში მყოფ­ნი.".(დაბ.7:21-23)

სჯუ­ლი მთლი­ა­ნად გა­მოთ­ქვამს წყევ­ლას ყვე­ლა მის დამ­რღვევ­ზე: "წყე­უ­ლიმც იყოს, ვინც გა­ტეხს ამ რჯუ­ლის სი­ტყვებს და არ შე­ას­რუ­ლებს მათ! იტყვის მთე­ლი ერი: ამინ!"(მე­ო­რე რჯუ­ლი 27:26);

"ხოლო ვინც რჯუ­ლის საქ­მე­თა­გან არი­ან, წყევ­ლის ქვეშ არი­ან, რად­გა­ნაც და­წე­რი­ლია: "წყე­უ­ლიმც იყოს, ვინც გა­მუდ­მე­ბით არ ას­რუ­ლებს ყვე­ლა­ფერს, რაც ჩა­წე­რი­ლია წიგნ­ში"(გალ.3:10); "ქრის­ტემ გა­მოგ­ვის­ყი­და რჯუ­ლის წყევ­ლი­სა­გან და თვი­თონ და­ი­წყევ­ლა ჩვენ­თვის: რად­გა­ნაც და­წე­რი­ლია: "წყე­უ­ლია ყვე­ლა, ვინც ჰკი­დია ძელ­ზე"(გალ.3:13).

ისუ ნა­ვეს­მა წყევ­ლა წარ­მოთ­ქვა იე­რი­ქო­ნის აღ­მდგენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში: "მა­შინ და­ი­ფი­ცა იე­სომ (ისუ ნა­ვეს ძემ): წყე­უ­ლიმც იყოს უფ­ლის წი­ნა­შე ის კაცი, ვინც აღად­გენს და აა­შე­ნებს ამ ქა­ლაქს, იე­რი­ხონს. თა­ვის პირ­მ­შო­ზე და­ა­ფუძ­ნებს მას და თა­ვის უმ­ცროს­ზე დად­გამს მის კა­რიბ­ჭეს"(ისუ. 6:25). მო­ცი­ქულ­მა პავ­ლემ კი ცრუ­მო­ძღვრებ­ზე წარ­მოთ­ქვა წყევ­ლა, რომ­ლე­ბიც ქრის­ტეს სა­ხა­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ქა­და­გებ­დნენ: "თუმ­ცა არ არ­სე­ბობს სხვა სა­ხა­რე­ბა, არი­ან მხო­ლოდ ზო­გი­ერ­თნი, რო­მელ­ნიც გამ­ღვრე­ვენ და ცდი­ლო­ბენ შერყვნან ქრის­ტეს სა­ხა­რე­ბა. მაგ­რამ ჩვენ კი არა, თვით ან­გე­ლოს­მა ზე­ცი­თაც რომ გა­ხა­როთ სხვა სა­ხა­რე­ბა, და არა ის, რაც გვი­ხა­რე­ბია, წყე­უ­ლიმც იყოს. რაც უწინ მით­ქვამს, ახ­ლაც იმას­ვე ვი­ტყვი: ვინც სხვა რა­მეს გა­ხა­რებთ და არა იმას, რაც მი­გი­ღი­ათ, წყე­უ­ლიმც იყოს." (გალ.1:7-9).

და­უშ­ვებს თუ არა უფა­ლი მორ­წმუ­ნე­ზე წყევ­ლის აღ­სრუ­ლე­ბას?

სო­ლო­მო­ნის იგავ­თა წიგნ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "რო­გორც ჩიტი შე­ი­ნა­ვარ­დებს, რო­გორც მერ­ცხა­ლი აფ­რინ­დე­ბა, ასე­ვე უმი­ზე­ზო წყევ­ლა-კრულ­ვაც არ შეს­რულ­დე­ბა" (იგ. 26:1-2). ეს ნიშ­ნავს, რომ ცა­რი­ელ წყევ­ლას არა­ვი­თა­რი ეფექ­ტი არ გა­აჩ­ნია. უფა­ლი არ და­უშ­ვებს, რომ მისი შვი­ლე­ბი და­ი­წყევ­ლონ. უფალს ყო­ვე­ლი­ვე­ზე აქვს მე­უ­ფე­ბა. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა და­წყევ­ლოს ის, ვისი კურ­თხე­ვაც ღმერ­თს სურს. მხო­ლოდ მას აქვს გან­სჯის უფ­ლე­ბა.

ქრის­ტი­ა­ნი ნათ­ლის­ღე­ბით იშ­ვე­ბა ქრის­ტე­ში რო­გორც ახა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ამას კო­რინ­თელ­თა მე­ო­რე ეპის­ტო­ლე­ში ამ­ბობს მო­ცი­ქულ­თა თავი პავ­ლე: "ამ­რი­გად, ვინც ქრის­ტე­შია, ახა­ლი ქმნი­ლე­ბაა. ძველ­მა გან­ვლო და, აჰა, ყო­ვე­ლი­ვე არის ახა­ლი"(2კორ.5:17). შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მუდ­მი­ვად ვიმ­ყო­ფე­ბით სუ­ლიწ­მინ­და­ში, რო­მე­ლიც ჩვენ­შია და რომ­ლის დაც­ვის ქვე­შაც ვართ. ამას ისევ პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი რო­მა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლე­ში წერს: "და თუ მისი სული, ვინც მკვდრე­თით აღად­გი­ნა იესო, დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია თქვენ­ში, ქრის­ტეს მკვდრე­თით აღ­მდგე­ნი თქვენს მოკ­ვდავ სხე­უ­ლებ­საც გა­ა­ცო­ცხლებს თა­ვი­სი სუ­ლით, რო­მე­ლიც მკვიდ­რობს თქვენ­ში"(რომ.8:11).

და ბო­ლოს, და­ვით მეფ­სალ­მუ­ნე ბრძა­ნებს: "უფა­ლი ნა­თელ ჩემ­და და მა­ცხო­ვა­რი ჩემ­და; ვისა მე­ში­ნო­დის? უფა­ლი შე­სა­ვედ­რე­ბელ არს ცხოვ­რე­ბი­სა ჩე­მი­სა; ვის­გან შევძრწუნ­დე?"(ფს.26:1).

რა ძალა აქვს სი­ტყვას?

უფა­ლი რა­საც ბრძა­ნებს, ყო­ვე­ლი­ვე სრულ­დე­ბა. ბიბ­ლი­უ­რი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ესა­ია ბრძა­ნებს: "რად­გან რო­გორც წვი­მა და თოვ­ლი ჩა­მო­დის ცი­დან და უკან არ ბრუნ­დე­ბა, თუ არ მორ­წყა მიწა, თუ არ აშო­ბი­ნა და არ აღ­მო­ა­ცე­ნე­ბი­ნა, რომ მის­ცეს თეს­ლი მთეს­ველს და პური მჭა­მელს, ასე­ვე იქ­ნე­ბა ჩემი სი­ტყვა, რო­მე­ლიც გა­მო­დის ჩემი პი­რი­დან. ფუ­ჭად არ დაბ­რუნ­დე­ბა ჩემ­თან, თუ არ აღას­რუ­ლა ჩემი ნება და არ მი­აღ­წია იმას, რის­თვი­საც მი­ვავ­ლი­ნე."(ეს.55:10-11).

სხვა სა­კი­თხია ადა­მი­ა­ნის სი­ტყვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უფ­ლის სი­ტყვას სა­კუ­თარ თავ­ში­ვე აქვს აღ­სრუ­ლე­ბის ძალა. ადა­მი­ა­ნი შექ­მნი­ლია უფ­ლის ხა­ტად და მსგავ­სად და ადა­მი­ა­ნის სი­ტყვა­საც გა­აჩ­ნია გარ­კვე­უ­ლი ძალა. ამი­ტო­მაც, კურ­თხე­ვა და წყევ­ლა სრულ­დე­ბა. ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია მისი გა­უქ­მე­ბა. ამის მა­გა­ლი­თად შეგ­ვიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნოთ ბიბ­ლი­უ­რი მა­მამ­თა­ვა­რი ისა­ა­კი, რო­მელ­მაც ესა­ვის ნაც­ვლად ია­კო­ბი აკურ­თხა, მაგ­რამ აღარ შე­ეძ­ლო თა­ვი­სი კურ­თხე­ვის გა­უქ­მე­ბა.

მო­ამ­ზა­და ზუ­რაბ თვა­ურ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"წყევლა, თავდაპირველად გაისმა ღმერთისგან" - უშვებს თუ არა უფალი მის აღსრულებას მორწმუნეზე და რა ძალა აქვს ადამიანის სიტყვას

"წყევლა, თავდაპირველად გაისმა ღმერთისგან" - უშვებს თუ არა უფალი მის აღსრულებას მორწმუნეზე და რა ძალა აქვს ადამიანის სიტყვას

წყევლა - ეს სიტყვა ბიბლიურ გამოყენებაში საპირისპიროა სიტყვისა -კურთხევა. წყევლაში იგულისხმება კურთხევის ჩამორთმევა და უბედურების განჩინება. გარკვეულწილად, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმთავრეს წიგნში - ბიბლიაში ყველა კურთხევა, ყველა დალოცვა, ეს არის წინასწარმეტყველება იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში. იგივე შეიძლება ითქვას წყევლასთან დაკავშირებითაც. ანუ ის ერთგვარად წინასწარმეტყველებაა იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში.

წყევლა თავდაპირველად გაისმა ღმერთისგან, პირველი ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგად: "ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე"(დაბ.3:17).

ასევე, უფლის წყევლაა კაენზე: "ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან"(დაბ.4:11).

წყევლას დაექვემდებარა მიწა და მასზე ყველა მცხოვრები, რომელიც მოისპო ნოეს დღეებში: "თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე"(დაბ.6:7) "მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი.

ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.".(დაბ.7:21-23)

სჯული მთლიანად გამოთქვამს წყევლას ყველა მის დამრღვევზე: "წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ!"(მეორე რჯული 27:26);

"ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: "წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში"(გალ.3:10); "ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: "წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე"(გალ.3:13).

ისუ ნავესმა წყევლა წარმოთქვა იერიქონის აღმდგენთან მიმართებაში: "მაშინ დაიფიცა იესომ (ისუ ნავეს ძემ): წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს"(ისუ. 6:25). მოციქულმა პავლემ კი ცრუმოძღვრებზე წარმოთქვა წყევლა, რომლებიც ქრისტეს სახარების საწინააღმდეგოს ქადაგებდნენ: "თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს." (გალ.1:7-9).

დაუშვებს თუ არა უფალი მორწმუნეზე წყევლის აღსრულებას?

სოლომონის იგავთა წიგნში ვკითხულობთ: "როგორც ჩიტი შეინავარდებს, როგორც მერცხალი აფრინდება, ასევე უმიზეზო წყევლა-კრულვაც არ შესრულდება" (იგ. 26:1-2). ეს ნიშნავს, რომ ცარიელ წყევლას არავითარი ეფექტი არ გააჩნია. უფალი არ დაუშვებს, რომ მისი შვილები დაიწყევლონ. უფალს ყოველივეზე აქვს მეუფება. არავის აქვს უფლება დაწყევლოს ის, ვისი კურთხევაც ღმერთს სურს. მხოლოდ მას აქვს განსჯის უფლება.

ქრისტიანი ნათლისღებით იშვება ქრისტეში როგორც ახალი ადამიანი, როგორც ამას კორინთელთა მეორე ეპისტოლეში ამბობს მოციქულთა თავი პავლე: "ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი"(2კორ.5:17). შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით სულიწმინდაში, რომელიც ჩვენშია და რომლის დაცვის ქვეშაც ვართ. ამას ისევ პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში"(რომ.8:11).

და ბოლოს, დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?"(ფს.26:1).

რა ძალა აქვს სიტყვას?

უფალი რასაც ბრძანებს, ყოველივე სრულდება. ბიბლიური წინასწარმეტყველი ესაია ბრძანებს: "რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე."(ეს.55:10-11).

სხვა საკითხია ადამიანის სიტყვასთან დაკავშირებით. უფლის სიტყვას საკუთარ თავშივე აქვს აღსრულების ძალა. ადამიანი შექმნილია უფლის ხატად და მსგავსად და ადამიანის სიტყვასაც გააჩნია გარკვეული ძალა. ამიტომაც, კურთხევა და წყევლა სრულდება. ადამიანს არ შეუძლია მისი გაუქმება. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბიბლიური მამამთავარი ისააკი, რომელმაც ესავის ნაცვლად იაკობი აკურთხა, მაგრამ აღარ შეეძლო თავისი კურთხევის გაუქმება.

მოამზადა ზურაბ თვაურმა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი