პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სამხედრო მფრინავი თვეზე მეტია აფრიკაში ტყვეობაში რჩება - რა მდგომარებაშია სოსო ოსურაული
ქართველი სამხედრო მფრინავი თვეზე მეტია აფრიკაში ტყვეობაში რჩება - რა მდგომარებაშია სოსო ოსურაული

თვე­ზე მე­ტია, ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი იო­სებ ოს­ო­რა­უ­ლი, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ოპი­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. 2017 წლის 27 იან­ვარს, ჩრდი­ლო­ეთ კი­ვუს პრო­ვინ­ცი­ა­ში, ვირ­უნ­გას მთებ­ში, ორი საბ­რძო­ლო MI-24 ჩა­მო­ვარ­და. ერთ-ერთ საფ­რენ აპა­რატს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი მფრი­ნა­ვე­ბი: თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი, ახ­მე­ტე­ლი სოსო ოს­ო­რა­უ­ლი და თა­და­რი­გის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი, ბა­თუ­მე­ლი ვი­ა­ჩეს­ლავ პლუ­ჟ­ნი­კო­ვი მარ­თავ­დნენ, რომ­ლე­ბიც ამ სა­ხელ­მწი­ფოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში კერ­ძო კონ­ტრაქ­ტით მსა­ხუ­რობ­დნენ...

ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­მო­ვარ­და საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი. რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გავ­რცელ­და: ერთ-ერთი ვერ­სი­ით საფ­რე­ნი აპა­რა­ტი კუ­დით ხე­ებს წა­მო­ე­დო. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ისი­ნი სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო კომ­პლექს "სტრე­ლა-2M"-ით ჩა­მო­აგ­დეს... შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, კონ­გო­ელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა, ბე­ლო­რუ­სებ­თან ერ­თად, და­შა­ვე­ბუ­ლი ვი­ა­ჩეს­ლავ პლუ­ჟ­ნი­კო­ვი მა­ლე­ვე იპო­ვეს და ის ქა­ლაქ გო­მის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ამ დრო­ის­თვის მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის. პოლ­კოვ­ნი­კი სოსო ოს­ო­რა­უ­ლი კი "23 მარ­ტის მოძ­რა­ო­ბის" მე­ამ­ბო­ხე­ებს ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში.

სამ­ხედ­რო ბლო­გერ და­ვით ნემ­სა­ძის თქმით, "ოს­ო­რა­უ­ლი უმაღ­ლე­სი კლა­სის მფრი­ნა­ვია, მან 3500 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან ისე დას­ვა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი MI-24 მი­წა­ზე, რომ პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა გა­დარ­ჩა".

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა სამი კონ­გო­ე­ლი, მათ შო­რის პოლ­კოვ­ნი­კი იე­ზი­კილ კვა­სუნ­დო­ვე. ტყვედ ჩა­ვარ­დნილ ოს­ო­რა­ულს, მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა სახ­ლში და­რეკ­ვის უფ­ლე­ბა მის­ცეს. საქ­მე ის არის, რომ ისი­ნი ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, - ერთი ნა­წი­ლი ერთ მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვს, სხვე­ბი კი, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­თხოვ­ნებს უყე­ნე­ბენ და ცი­ხე­ე­ბი­დან მათი 200 მომ­ხრის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ხა­ნაც კონ­გოს პარ­ლა­მენ­ტში ხმე­ბის უფ­ლე­ბას ითხო­ვენ...

ცნო­ბის­თვის, ოს­ო­რა­უ­ლიც და პლუ­ჟ­ნი­კო­ვიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან. 8 აგ­ვის­ტოს სწო­რედ მათ­მა ეს­კად­რი­ლი­ამ ცხინ­ვა­ლი-ჯა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი საბ­რძო­ლო გაფ­რე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 11 აგ­ვის­ტოს ოს­ო­რა­ულ­მა, რუ­სე­თის არ­მი­ის პო­ზი­ცი­ე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ღა­მის და­ბომბვით, უდი­დე­სი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა ჩვე­ნი ჯა­რის მე­ო­რე ქვე­ით ბრი­გა­დას.

პოლ­კოვ­ნი­კი ოს­ო­რა­უ­ლი შე­რე­უ­ლი სა­ა­ვი­ა­ციო ეს­კად­რი­ლი­ის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რია. 2010 წელს, სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, მან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და­ტო­ვა და სა­მუ­შა­ოდ კონ­გო­ში წა­ვი­და.

2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბა­თუ­მე­ლი ვი­ა­ჩეს­ლავ პლუ­ჟ­ნი­კო­ვი, ხუთ ქარ­თველ მფრი­ნავ­თან ერ­თად "ენ­ვე­რის" გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, "რუ­სე­თის ჯა­შუ­შო­ბის" ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რა. მა­შინ ერთი მფრი­ნა­ვი "აღი­ა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ" საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, პლუ­ჟ­ნი­კოვს 13 წელი და 6 თვე მი­უ­სა­ჯეს, და­ნარ­ჩე­ნებს კი - 11 წელი. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, 2013 წელს, ყვე­ლა მათ­გა­ნი პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ...

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზემო ალ­ვან­ში მცხოვ­რებ­მა ოს­ო­რა­უ­ლე­ბის ოჯახ­მა გვი­ან გა­ახ­მა­უ­რა სოსო ოს­ო­რა­უ­ლის ტყვედ ჩა­ვარ­დნის ამ­ბა­ვი, რად­გან იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის დახ­სნას მო­ა­ხერ­ხებ­და...

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, რო­გორც კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ისე იქ გან­ლა­გე­ბულ გა­ე­როს მი­სი­ას­თან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­სახ­მა­რებ­ლად, არ შე­წყვე­ტი­ლა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ქარ­თვე­ლი თავს კარ­გად გრძნობს.

რაც შე­ე­ხე­ბა, ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ მე­ამ­ბო­ხე­თა ჯგუფს, "23 მარ­ტის მოძ­რა­ო­ბა" შიდა კონ­ფლიქ­ტე­ბის ფონ­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და. 2012 წლის აპ­რილ­ში, ხან­გრძლი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო ომე­ბის შემ­დეგ, აფ­რი­კის ერთ-ერთი ტო­მის, ტუტ­სის ჯა­რის­კა­ცებ­მა და­ი­წყეს აჯან­ყე­ბა კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც "23 მარ­ტის მოძ­რა­ო­ბა" ეწო­და. დაჯ­გუ­ფე­ბა "სა­ხალ­ხო თავ­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი კონ­გრე­სის" ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი­სა და კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის არ­მი­ის დე­ზერ­ტი­რი ჯა­რის­კა­ცე­ბის­გან შედ­გე­ბა...

"23 მარ­ტის მოძ­რა­ო­ბის" დაჯ­გუ­ფე­ბის გარ­შე­მო არა­ერ­თი ვერ­სია ვრცელ­დე­ბო­და, - თავ­და­პირ­ვე­ლად მათ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2500-დან 3000-მდე წევ­რი ირი­ცხე­ბო­და, მათ რა­ო­დე­ნო­ბა ამ დრო­ის­თვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია.

გა­ე­როს ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში, და­მა­ტე­ბი­თი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი გა­იგ­ზავ­ნე­ბა და სა­ინ­ტერ­ვენ­ციო ბრი­გა­დის შე­მად­გენ­ლო­ბა 2550 ჯა­რის­კა­ცით გა­იზ­რდე­ბა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას კონ­გო­ში უკვე ჰყავს სამ­შვი­დო­ბო კონ­ტი­გენ­ტი 17 000 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის რა­ო­დე­ნო­ბით.

მთა­ვა­რი ფოტო: "ამე­რი­კის ხმა"

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ქართველი სამხედრო მფრინავი თვეზე მეტია აფრიკაში ტყვეობაში რჩება - რა მდგომარებაშია სოსო ოსურაული

ქართველი სამხედრო მფრინავი თვეზე მეტია აფრიკაში ტყვეობაში რჩება - რა მდგომარებაშია სოსო ოსურაული

თვეზე მეტია, ქართველი სამხედრო მფრინავი იოსებ ოსორაული, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი შეიარაღებული ოპიზიციონერების ტყვეობაში იმყოფება. 2017 წლის 27 იანვარს, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, ვირუნგას მთებში, ორი საბრძოლო MI-24 ჩამოვარდა. ერთ-ერთ საფრენ აპარატს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავები: თადარიგის პოლკოვნიკი, ახმეტელი სოსო ოსორაული და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი, ბათუმელი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მართავდნენ, რომლებიც ამ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში კერძო კონტრაქტით მსახურობდნენ...

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა ვითარებაში ჩამოვარდა საფრენი აპარატები. რამდენიმე ვერსია გავრცელდა: ერთ-ერთი ვერსიით საფრენი აპარატი კუდით ხეებს წამოედო. კიდევ ერთი ვერსიით, ისინი საზენიტო სარაკეტო კომპლექს "სტრელა-2M"-ით ჩამოაგდეს... შემთხვევის შემდეგ, კონგოელმა სამხედროებმა, ბელორუსებთან ერთად, დაშავებული ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მალევე იპოვეს და ის ქალაქ გომის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის მკურნალობას გადის. პოლკოვნიკი სოსო ოსორაული კი "23 მარტის მოძრაობის" მეამბოხეებს ჩაუვარდა ხელში.

სამხედრო ბლოგერ დავით ნემსაძის თქმით, "ოსორაული უმაღლესი კლასის მფრინავია, მან 3500 მეტრის სიმაღლიდან ისე დასვა დაზიანებული MI-24 მიწაზე, რომ პირადი შემადგენლობა გადარჩა".

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე დაიღუპა სამი კონგოელი, მათ შორის პოლკოვნიკი იეზიკილ კვასუნდოვე. ტყვედ ჩავარდნილ ოსორაულს, მეამბოხეებმა სახლში დარეკვის უფლება მისცეს. საქმე ის არის, რომ ისინი ერთ პოზიციაზე ვერ ჩამოყალიბდნენ, - ერთი ნაწილი ერთ მილიონ დოლარს ითხოვს, სხვები კი, კონგოს დემოკრატიულ ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ და ციხეებიდან მათი 200 მომხრის გათავისუფლებას, ხანაც კონგოს პარლამენტში ხმების უფლებას ითხოვენ...

ცნობისთვის, ოსორაულიც და პლუჟნიკოვიც 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები არიან. 8 აგვისტოს სწორედ მათმა ესკადრილიამ ცხინვალი-ჯავის მიმართულებით პირველი საბრძოლო გაფრენა განახორციელა. 11 აგვისტოს ოსორაულმა, რუსეთის არმიის პოზიციების მოულოდნელი, ღამის დაბომბვით, უდიდესი დახმარება აღმოუჩინა ჩვენი ჯარის მეორე ქვეით ბრიგადას.

პოლკოვნიკი ოსორაული შერეული საავიაციო ესკადრილიის ყოფილი მეთაურია. 2010 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა.

2010 წლის ოქტომბერში, წინა ხელისუფლებამ ბათუმელი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, ხუთ ქართველ მფრინავთან ერთად "ენვერის" გახმაურებული სპეცოპერაციის დროს, "რუსეთის ჯაშუშობის" ბრალდებით დააპატიმრა. მაშინ ერთი მფრინავი "აღიარების სანაცვლოდ" საპროცესო გარიგების გაათავისუფლეს, პლუჟნიკოვს 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, დანარჩენებს კი - 11 წელი. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, ყველა მათგანი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემო ალვანში მცხოვრებმა ოსორაულების ოჯახმა გვიან გაახმაურა სოსო ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის ამბავი, რადგან იმედოვნებდნენ, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება მის დახსნას მოახერხებდა...

უწყების ინფორმაციით, დიპლომატიური მუშაობა, როგორც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან, ისე იქ განლაგებულ გაეროს მისიასთან საქართველოს მოქალაქის დასახმარებლად, არ შეწყვეტილა. მათივე ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდნილი ქართველი თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება, ზემოთ ხსენებულ მეამბოხეთა ჯგუფს, "23 მარტის მოძრაობა" შიდა კონფლიქტების ფონზე ჩამოყალიბდა. 2012 წლის აპრილში, ხანგრძლივი სამოქალაქო ომების შემდეგ, აფრიკის ერთ-ერთი ტომის, ტუტსის ჯარისკაცებმა დაიწყეს აჯანყება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც "23 მარტის მოძრაობა" ეწოდა. დაჯგუფება "სახალხო თავდაცვის ეროვნული კონგრესის" ყოფილი წევრებისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის დეზერტირი ჯარისკაცებისგან შედგება...

"23 მარტის მოძრაობის" დაჯგუფების გარშემო არაერთი ვერსია ვრცელდებოდა, - თავდაპირველად მათ შემადგენლობაში 2500-დან 3000-მდე წევრი ირიცხებოდა, მათ რაოდენობა ამ დროისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილია.

გაეროს ბოლო გადაწყვეტილებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დამატებითი სამშვიდობო ძალები გაიგზავნება და საინტერვენციო ბრიგადის შემადგენლობა 2550 ჯარისკაცით გაიზრდება. ბოლო მონაცემებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას კონგოში უკვე ჰყავს სამშვიდობო კონტიგენტი 17 000 სამხედრო მოსამსახურის რაოდენობით.

მთავარი ფოტო: "ამერიკის ხმა"

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე