მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის - როდიდან შევძლებთ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას
მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის - როდიდან შევძლებთ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას

ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს და ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე გა­დად­გმუ­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში დღეს გა­მარ­თულ ხელ­მო­წე­რას. მი­ნის­ტრმა ქარ­თველ ხალ­ხს ის­ტო­რი­უ­ლი დღე ბრი­უ­სე­ლი­დან მი­უ­ლო­ცა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის 28 მარ­ტი­დან შევა ძა­ლა­ში.

"ეს უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, 8 მარტს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ოფი­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, 28 მარტს - ძა­ლა­ში შევა და ამის შემ­დეგ, უკვე ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც აქვს ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი და მი­ე­მარ­თე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტით, შე­ეძ­ლე­ბა ამ ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა," - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ევ­რო­პა გვე­ლო­დე­ბა! - 30 ქვე­ყა­ნა, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი უვი­ზოდ წას­ვლას შეძ­ლე­ბენ

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას მი­ნის­ტრმა ვრცლად ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე მიღ­წე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან და ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ქვეყ­ნის სა­ბო­ლოო მი­ზანს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბა წარ­მო­ად­გენს.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სა­ბო­ლოო ცვლი­ლე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის 22 წევრ, 4 არა­წევრ და შენ­გე­ნის 4 კან­დი­დატ ქვე­ყა­ნა­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ 27 თე­ბერ­ვალს და­ამ­ტკი­ცა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად 8 მარტს ოფი­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, ხოლო 28 მარტს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტით უვი­ზოდ გამ­გზავ­რე­ბას შეძ­ლე­ბენ.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ და რა სა­ბუ­თე­ბით შეძ­ლებს წას­ვლას ევ­რო­პა­ში და რისი კე­თე­ბის უფ­ლე­ბა გექ­ნე­ბათ უვი­ზო რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის - როდიდან შევძლებთ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას

მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის - როდიდან შევძლებთ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას

ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს და ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში დღეს გამართულ ხელმოწერას. მინისტრმა ქართველ ხალხს ისტორიული დღე ბრიუსელიდან მიულოცა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ პროცესის დასრულების პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტიდან შევა ძალაში.

"ეს უკვე დადასტურებული, ოფიციალური ინფორმაციაა, 8 მარტს განახლებული რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, 28 მარტს - ძალაში შევა და ამის შემდეგ, უკვე ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი და მიემართება ევროკავშირისკენ მოკლევადიანი ვიზიტით, შეეძლება ამ ვიზიტის განხორციელება," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ასევე წაიკითხეთ: ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ

ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.

ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.

საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია დადასტურებული ინფორმაციის თანახმად 8 მარტს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, ხოლო 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

წაიკითხეთ: ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში და რისი კეთების უფლება გექნებათ უვიზო რეჟიმის პირობებში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."