პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვმა შემაგინა და ამიტომ მოვკალიო..." - რა უამბო პოლიციას მამაკაცმა, რომელიც სენაკში 8 წლის ბიჭის დაღუპვის ფაქტზე დააკავეს
"ბავშვმა შემაგინა და ამიტომ მოვკალიო..." - რა უამბო პოლიციას მამაკაცმა, რომელიც სენაკში 8 წლის ბიჭის დაღუპვის ფაქტზე დააკავეს

24 თე­ბერ­ვალს, სე­ნაკ­ში, 8 წლის ნიკა გა­ბე­ჩა­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით დღის 3 სა­ათ­ზე, ჩა­ვი­და ეზო­ში და გაქ­რა... ოჯახ­მა და მე­ზობ­ლებ­მა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა ის ად­გი­ლი მო­ი­ა­რეს, სა­დაც ბავ­შვი შე­იძ­ლე­ბო­და წა­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა, ამა­ოდ. მშობ­ლე­ბი შვი­ლის უვ­ნებ­ლად პოვ­ნის იმედს არ კარ­გავ­დნენ, მაგ­რამ…

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა გვი­თხრეს, პა­ტა­რას მდი­ნა­რე ტე­ხუ­რა­ში ეძე­ბენ და ბავ­შვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი.

"სა­ში­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ვი­ტყვეთ, ჩვე­ნი პა­ტა­რა მო­უკ­ლავთ, ვი­ღაც სე­ნა­კე­ლი მა­მა­კა­ცი აუყ­ვა­ნია პო­ლი­ცი­ას. ამის და­ჯე­რე­ბაც არ მინ­და. რა უნ­დო­და ჩვენს პა­ტა­რას­თან. რო­გორ მოკ­ლა ეს პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი, რო­გორ ას­წია ხელი მას­ზე, ამის გა­აზ­რე­ბაც მი­ჭირს. ის უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს", - ამ­ბობს ბავ­შვის ბი­ცო­ლა.

ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია კი­დევ ერთ პირ­თან გა­და­ვა­მოწ­მეთ. ბავ­შვის ბიძა, მა­მი­დის ქმა­რი, ლუ­ხუმ მორ­გო­შია, ამ­ბობს, რომ ეს შემ­ზა­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მათ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან შე­ი­ტყვეს. "ჯერ ბავ­შვი არ არის ნა­პოვ­ნი, რო­გორც ვიცი, დამ­ნა­შა­ვე იპო­ვეს. პო­ლი­ცია მო­ვი­და ჩვენ­თან და მშობ­ლებს ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი უთხრა. გვი­თხრეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი სე­ნა­კე­ლია. მას უთ­ქვამს ბავ­შვმა შე­მა­გი­ნა და ამი­ტომ მოვ­კა­ლიო, მერე მოკ­ლუ­ლი მდი­ნა­რე ტე­ხუ­რა­ში გა­და­ვაგ­დეო. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, ყვე­ლა­ნი შოკ­ში ვართ, ახლა მდი­ნა­რე ტე­ხუ­რას­თან ვართ ყვე­ლა, მაშ­ვე­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ და ცხე­დარს ეძე­ბენ", - გვი­თხრა მან.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბავ­შვი იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს, დღის 3 სა­ათ­ზე ცოტა ხნით ეზო­ში სა­თა­მა­შოდ ჩა­ვი­და და მას მერე ოჯა­ხის წევ­რებ­მა ვერ­სად იპო­ვეს.

გა­ბე­ჩა­ვე­ბი სე­ნაკ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თას­თან მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათი ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია. ნი­კას მამა ზუგ­დი­დის სო­ფელ ჯი­ხაშ­კა­რის მა­ცხოვ­რე­ბე­ლია. ბავ­შვის დედა თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი და სას­წრა­ფოდ დაბ­რუნ­და სე­ნაკ­ში. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი ყვე­ლას დახ­მა­რე­ბას სთხოვ­დნენ. 8 წლის ბი­ჭუ­ნა ნო­ემ­ბრის თვი­დან სე­ნაკ­ში, კერ­ძო სკო­ლა "აპო­დიქსში" სწავ­ლობ­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"ბავშვმა შემაგინა და ამიტომ მოვკალიო..." - რა უამბო პოლიციას მამაკაცმა, რომელიც სენაკში 8 წლის ბიჭის დაღუპვის ფაქტზე დააკავეს

"ბავშვმა შემაგინა და ამიტომ მოვკალიო..." - რა უამბო პოლიციას მამაკაცმა, რომელიც სენაკში 8 წლის ბიჭის დაღუპვის ფაქტზე დააკავეს

24 თებერვალს, სენაკში, 8 წლის ნიკა გაბეჩავა, დაახლოებით დღის 3 საათზე, ჩავიდა ეზოში და გაქრა... ოჯახმა და მეზობლებმა, სამართალდამცველებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის ყველა ის ადგილი მოიარეს, სადაც ბავშვი შეიძლებოდა წასულიყო, თუმცა, ამაოდ. მშობლები შვილის უვნებლად პოვნის იმედს არ კარგავდნენ, მაგრამ…

როგორც ოჯახის ახლობლებმა გვითხრეს, პატარას მდინარე ტეხურაში ეძებენ და ბავშვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი.

"საშინელი ინფორმაცია შევიტყვეთ, ჩვენი პატარა მოუკლავთ, ვიღაც სენაკელი მამაკაცი აუყვანია პოლიციას. ამის დაჯერებაც არ მინდა. რა უნდოდა ჩვენს პატარასთან. როგორ მოკლა ეს პატარა ანგელოზი, როგორ ასწია ხელი მასზე, ამის გააზრებაც მიჭირს. ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს", - ამბობს ბავშვის ბიცოლა.

ჩვენ ეს ინფორმაცია კიდევ ერთ პირთან გადავამოწმეთ. ბავშვის ბიძა, მამიდის ქმარი, ლუხუმ მორგოშია, ამბობს, რომ ეს შემზარავი ინფორმაცია მათ პოლიციელებისგან შეიტყვეს. "ჯერ ბავშვი არ არის ნაპოვნი, როგორც ვიცი, დამნაშავე იპოვეს. პოლიცია მოვიდა ჩვენთან და მშობლებს ეს საშინელი ამბავი უთხრა. გვითხრეს, რომ დაკავებული სენაკელია. მას უთქვამს ბავშვმა შემაგინა და ამიტომ მოვკალიო, მერე მოკლული მდინარე ტეხურაში გადავაგდეო. სხვა დეტალები არ ვიცი, ყველანი შოკში ვართ, ახლა მდინარე ტეხურასთან ვართ ყველა, მაშველებიც მოვიდნენ და ცხედარს ეძებენ", - გვითხრა მან.

როგორც ცნობილია, ბავშვი იმ საბედისწერო დღეს, დღის 3 საათზე ცოტა ხნით ეზოში სათამაშოდ ჩავიდა და მას მერე ოჯახის წევრებმა ვერსად იპოვეს.

გაბეჩავები სენაკში, ჭავჭავაძისა და ქიაჩელის ქუჩების კვეთასთან მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. მათი ოჯახი სოციალურად დაუცველია. ნიკას მამა ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის მაცხოვრებელია. ბავშვის დედა თურქეთში სამუშაოდ იყო წასული და სასწრაფოდ დაბრუნდა სენაკში. განადგურებული მშობლები ყველას დახმარებას სთხოვდნენ. 8 წლის ბიჭუნა ნოემბრის თვიდან სენაკში, კერძო სკოლა "აპოდიქსში" სწავლობდა... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ