ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია კლინიკაში ინსულტით მოათავსეს: "ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა..."

ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია კლინიკაში ინსულტით მოათავსეს: "ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა..."

ცნობილი ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია კლინიკაში მოათავსეს. მან გუშინ ინსულტი მიიღო.

ინფორმაციას ამის თაობაზე მსახიობი ზურა შარია ავრცელებს. "ღმერთმა ძალა მისცეს ჩვენ ძმას და მეგობარს, უნიჭიერს ადამიანს, ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას!!! ინსულტით წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმები ძალას არ იშურებენ, მაგრამ ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა... ღმერთმა გააძლიეროს !!!" - დაწერა ზურა შარიამ.

AMBEBI.GE ილუზიონისტის მეუღლეს ესაუბრა:

- ინგოროყვას კლინიკაში წევს ზურა, ახლაც აქ ვართ. გუშინ მოლაპარაკებაზე იყო წასული, იქ გამხდარა ცუდად, თურმე თავი ასტკივდა, წნევა აეწია და ცუდად გახდა. ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს კლინიკაში. ტელეფონით შევიტყვე ეს ამბავი. როგორც მითხრეს, კონტაქტური იყო სასწრაფოს მოსვლის დროს, მაგრამ ახლა ძალიან მძიმედ არის. აღარ არის კონტაქტური და ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გუშინ საღამოს მერე აქ ვართ და არ ვიცი რა იქნება. ღმერთი გვიშველის ალბათ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი