სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის თბილისელი მძღოლი, რომელმაც "სითი-პარკს" 11 400 ლარის ჯარიმაზე სასამართლოში მოუგო
ვინ არის თბილისელი მძღოლი, რომელმაც "სითი-პარკს" 11 400 ლარის ჯარიმაზე სასამართლოში მოუგო

კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც თით­ქმის ათი წე­ლია თბი­ლის­ში პარ­კი­რე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბას ფლობს, დე­და­ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის მუდ­მივ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს. "სითი-პარ­კის" წყა­ლო­ბით, ალ­ბათ თი­თო­ჯერ მა­ინც, ყვე­ლა თბი­ლი­სე­ლი მძღო­ლი და­ჯა­რი­მე­ბუ­ლა, მაგ­რამ ის რაც გიგი ტუ­ღუშს შე­ემ­თხვა, თით­ქმის უპ­რე­ცე­დენ­ტოა - მას 60 ჯა­რი­მა ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ა­ბა­რეს, რომ­ლის სა­ერ­თო თან­ხა არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, 11 000 ლარს აღე­მა­ტე­ბო­და. თით­ქმის 4-თვი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, ტუ­ღუშ­მა კომ­პა­ნი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მო­უ­გო.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ორი დღის წინ გა­მო­ი­ტა­ნა ტუ­ღუ­შის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მო­სარ­ჩე­ლის თქმით, მათ წი­ნა­აღ­მდეგ კომ­პა­ნია სა­სა­მარ­თლო­ში სამი ად­ვო­კა­ტით იბ­რძო­და, თუმ­ცა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ჯა­რი­მე­ბულ მძღოლს ჯა­რი­მა სრუ­ლად გა­უ­ნულ­და და 11 400 ლა­რი­დან 1 თეთ­რის გა­დახ­დაც არ მო­უ­წევს:

გიგი ტუ­ღუ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში BMW-ს კლუ­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

- სითი-პარ­კმა 60-ჯერ და­მა­ჯა­რი­მა, თუმ­ცა ეს ჯა­რი­მე­ბი არ ჩა­მა­ბა­რეს და ყვე­ლა, სა­მო­ცი­ვე ჯა­რი­მა ერ­თად მო­მი­ტა­ნეს. კა­ნონ­დარ­ღვე­ვით ცდი­ლობ­დნენ ამ ჯა­რი­მე­ბის ჩა­ბა­რე­ბას. ის, ვინც მო­მი­ტა­ნა სა­ჯა­რი­მო ქვით­რე­ბი, და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბას არ მაჩ­ვე­ნებ­და, რომ მარ­თლაც სითი-პარ­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. სახ­ლი­დან, სა­დაც ჩა­წე­რი­ლი არც ვარ, ჩა­მოვ­დი­ვარ მე­უღ­ლეს­თან და ორ შვილ­თან ერ­თად, მხვდე­ბა ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ნა­ი­რი ფორ­მი­სა და და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე და მე­უბ­ნე­ბა: "აჰა, ამა­ნა­თი აიღე". კი­თხვებ­ზე არ მი­პა­სუ­ხა, რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ი­დან იყო არ მი­თხრა, პი­რა­დო­ბა არ მაჩ­ვე­ნა. უბ­რა­ლოდ, გა­მი­მარ­თლა და ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ვუ­ღე ეს დარ­ღვე­ვე­ბი. მერე ამ ადა­მი­ან­მა ჩა­ნიშ­ნა, რომ თით­ქოს მე არ ჩა­ვი­ბა­რე და უარი გან­ვა­ცხა­დე ჩა­ბა­რე­ბა­ზე.

- ანუ თქვენ 60-ჯერ იყა­ვით და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი და სითი-პარ­კი ყვე­ლა ჯა­რი­მის თან­ხას გე­და­ვე­ბო­დათ?

- დიახ, გარ­და ამი­სა, თითო ჯა­რი­მას და­ე­რი­ცხა სა­უ­რა­ვი 150 ლარი, მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ეგ­ზავ­ნა აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ თითო ჯა­რი­მას 23 ლარი და­ა­რი­ცხა სა­ჯა­რი­მოდ და პლი­უს ამას, და­მი­ყა­და­ღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი.

- გქონ­დათ იმე­დი, რომ სა­სა­მარ­თლო გა­გა­მარ­თლებ­დათ?

- სა­სა­მარ­თლო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა დაგ­ვჭირ­და, "სითი-პარ­კი" სამი ადო­კა­ტით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მოწ­მე­ებ­მა ბუ­ნებ­რი­ვია, ტყუ­ი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი მის­ცეს, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში მო­სა­მარ­თლემ გა­მო­ი­ტა­ნა ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­მი­უქ­მა სა­უ­რა­ვე­ბი და ყვე­ლა ჯა­რი­მა.

- "სითი-პარ­კის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რე­აქ­ცია რო­გო­რი იყო სა­სა­მარ­თლოს შემ­დეგ?

- თა­ვი­დან ელოდ­ნენ, რომ მე დავ­მარ­ცხდე­ბო­დი, მაგ­რამ ბოლო პრო­ცეს­ზე, როცა გა­ნა­ჩე­ნი უნდა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, მხო­ლოდ ერთი ად­ვო­კა­ტი მო­ვი­და, რად­გან იცოდ­ნენ, რომ წა­ა­გეს და ის ერ­თიც სიმ­ბო­ლუ­რად მო­ვი­და.

- ბევ­რია, ვი­საც ზუს­ტად იგი­ვე ჯა­რი­მე­ბი აქვს, რაც თქვენ, რო­გორ ფიქ­რობთ, შექ­მნის თქვე­ნი შემ­თხვე­ვა პრე­ცე­დენტს და სხვე­ბიც მი­მარ­თა­ვენ სა­სა­მარ­თლოს?

- რა თქმა უნდა, ეს შექ­მნის პრე­ცენ­დენტს. რო­გორც იუ­რისპრუ­დენ­ცი­ა­ში ჩა­ხე­დულ­მა ხალ­ხმა მი­თხრა, ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, ამი­ტომ რად­გან ეს იყო პირ­ვე­ლი და უპ­რე­ცენ­დენ­ტო შემ­თხვე­ვა, ბუ­ნებ­რი­ვია, ამის შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

- ხში­რად, სა­სა­მარ­თლოს არ მი­მარ­თა­ვენ, იმი­ტომ რომ ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თან­ხებ­თან და ურ­ჩევ­ნი­ათ გა­და­ი­ხა­დონ ჯა­რი­მა, ვიდ­რე მი­მარ­თონ სა­სა­მარ­თლოს, თუ სა­ი­დუმ­ლო არაა, და­ახ­ლო­ე­ბით რა და­გიჯ­დათ ეს პრო­ცე­სი?

- თვი­თონ სა­სა­მარ­თლოს თახა არ ეკუთ­ვნის, ერ­თა­დერ­თი ად­ვო­კა­ტის ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­და გი­წევს და ისიც შე­გიძ­ლია, ნაც­ნო­ბი იუ­რის­ტი ნახო ან შე­და­რე­ბით და­ბალ­ფა­სი­ა­ნი ად­ვო­კა­ტი და­ი­ქი­რაო. გარ­და ამი­სა, შე­გიძ­ლია სა­ჩი­ვარ­ში ჩა­წე­რო - გთხოვთ, ამი­ნა­ზღა­უ­როთ ად­ვო­კა­ტის ხარ­ჯე­ბი.

"სითი-პარ­კი" პა­ტივს სცემს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას" - ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მხო­ლოდ ამ ფრა­ზით გა­მო­ეხ­მა­უ­რა კომ­პა­ნია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვინ არის თბილისელი მძღოლი, რომელმაც "სითი-პარკს" 11 400 ლარის ჯარიმაზე სასამართლოში მოუგო

ვინ არის თბილისელი მძღოლი, რომელმაც "სითი-პარკს" 11 400 ლარის ჯარიმაზე სასამართლოში მოუგო

კომპანია, რომელიც თითქმის ათი წელია თბილისში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, დედაქალაქის მაცხოვრებლების მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს. "სითი-პარკის" წყალობით, ალბათ თითოჯერ მაინც, ყველა თბილისელი მძღოლი დაჯარიმებულა, მაგრამ ის რაც გიგი ტუღუშს შეემთხვა, თითქმის უპრეცედენტოა - მას 60 ჯარიმა ერთდროულად ჩააბარეს, რომლის საერთო თანხა არც მეტი არც ნაკლები, 11 000 ლარს აღემატებოდა. თითქმის 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ტუღუშმა კომპანიას სასამართლო პროცესი მოუგო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ გამოიტანა ტუღუშის სასარგებლო გადაწყვეტილება. მოსარჩელის თქმით, მათ წინააღმდეგ კომპანია სასამართლოში სამი ადვოკატით იბრძოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, დაჯარიმებულ მძღოლს ჯარიმა სრულად გაუნულდა და 11 400 ლარიდან 1 თეთრის გადახდაც არ მოუწევს:

გიგი ტუღუში, საქართველოში BMW-ს კლუბის დამფუძნებელი:

- სითი-პარკმა 60-ჯერ დამაჯარიმა, თუმცა ეს ჯარიმები არ ჩამაბარეს და ყველა, სამოცივე ჯარიმა ერთად მომიტანეს. კანონდარღვევით ცდილობდნენ ამ ჯარიმების ჩაბარებას. ის, ვინც მომიტანა საჯარიმო ქვითრები, დამადასტურებელ მოწმობას არ მაჩვენებდა, რომ მართლაც სითი-პარკის წარმომადგენელი იყო. სახლიდან, სადაც ჩაწერილი არც ვარ, ჩამოვდივარ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, მხვდება ადამიანი, ყველანაირი ფორმისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე და მეუბნება: "აჰა, ამანათი აიღე". კითხვებზე არ მიპასუხა, რომელი კომპანიიდან იყო არ მითხრა, პირადობა არ მაჩვენა. უბრალოდ, გამიმართლა და ტელეფონით გადავუღე ეს დარღვევები. მერე ამ ადამიანმა ჩანიშნა, რომ თითქოს მე არ ჩავიბარე და უარი განვაცხადე ჩაბარებაზე.

- ანუ თქვენ 60-ჯერ იყავით დაჯარიმებული და სითი-პარკი ყველა ჯარიმის თანხას გედავებოდათ?

- დიახ, გარდა ამისა, თითო ჯარიმას დაერიცხა საურავი 150 ლარი, მერე ეს ყველაფერი გადაეგზავნა აღსრულების ბიუროს, რომელმაც თავის მხრივ თითო ჯარიმას 23 ლარი დაარიცხა საჯარიმოდ და პლიუს ამას, დამიყადაღეს აბსოლუტურად ყველაფერი.

- გქონდათ იმედი, რომ სასამართლო გაგამართლებდათ?

- სასამართლოში სერიოზული ბრძოლა დაგვჭირდა, "სითი-პარკი" სამი ადოკატით იყო წარმოდგენილი. მოწმეებმა ბუნებრივია, ტყუილი ჩვენებები მისცეს, თუმცა საბოლოო ჯამში მოსამართლემ გამოიტანა ობიექტური გადაწყვეტილება, გამიუქმა საურავები და ყველა ჯარიმა.

- "სითი-პარკის" წარმომადგენლების რეაქცია როგორი იყო სასამართლოს შემდეგ?

- თავიდან ელოდნენ, რომ მე დავმარცხდებოდი, მაგრამ ბოლო პროცესზე, როცა განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო, მხოლოდ ერთი ადვოკატი მოვიდა, რადგან იცოდნენ, რომ წააგეს და ის ერთიც სიმბოლურად მოვიდა.

- ბევრია, ვისაც ზუსტად იგივე ჯარიმები აქვს, რაც თქვენ, როგორ ფიქრობთ, შექმნის თქვენი შემთხვევა პრეცედენტს და სხვებიც მიმართავენ სასამართლოს?

- რა თქმა უნდა, ეს შექმნის პრეცენდენტს. როგორც იურისპრუდენციაში ჩახედულმა ხალხმა მითხრა, ხშირია შემთხვევა, როცა მოსამართლეები ერთმანეთის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ რადგან ეს იყო პირველი და უპრეცენდენტო შემთხვევა, ბუნებრივია, ამის შედეგს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

- ხშირად, სასამართლოს არ მიმართავენ, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია თანხებთან და ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმა, ვიდრე მიმართონ სასამართლოს, თუ საიდუმლო არაა, დაახლოებით რა დაგიჯდათ ეს პროცესი?

- თვითონ სასამართლოს თახა არ ეკუთვნის, ერთადერთი ადვოკატის ანაზღაურების გადახდა გიწევს და ისიც შეგიძლია, ნაცნობი იურისტი ნახო ან შედარებით დაბალფასიანი ადვოკატი დაიქირაო. გარდა ამისა, შეგიძლია საჩივარში ჩაწერო - გთხოვთ, ამინაზღაუროთ ადვოკატის ხარჯები.

"სითი-პარკი" პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას" - ჩვენთან საუბარში მხოლოდ ამ ფრაზით გამოეხმაურა კომპანია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმეზე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ