საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიული წუთების მოლოდინში - დღეს ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეგულაციას ხელი მოეწერება
ისტორიული წუთების მოლოდინში - დღეს ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეგულაციას ხელი მოეწერება

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და­ეს­წრე­ბა, რო­მე­ლიც ბრი­უ­სელ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ან­ტო­ნიო ტა­ი­ა­ნის­თან. ასე­ვე ბრი­უ­სელ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

დღეს სრულ­დე­ბა ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი, ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც უზ­რუნ­ველ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ ბრი­უ­სელ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს სვლას ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის­კენ.

"დღეს სრულ­დე­ბა ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი, ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც უზ­რუნ­ველ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და რო­მელ­მაც ხაზი გა­უს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბას ევ­რო­კავ­შირ­თან. ეს პრო­ცე­სი უკავ­შირ­დე­ბო­და ჩვენს მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რებ­თან, ასე­ვე წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და რე­ფორ­მებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს სვლას ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის­კენ. სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და ეს გა­უხ­სნის მას კარს ევ­რო­პულ ოჯახ­ში. ეს დღეც აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ.

ბრი­უ­სელ­ში იმ­ყო­ფე­ბა ასე­ვე ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ დო­ლი­ძე.

"ეს არ არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ რა­ღაც ერ­თგვა­რი ტექ­ნი­კუ­რი გა­მო­ძა­ხი­ლი, არა­მედ, ჩემი აზ­რით, ეს არის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი. ეს კარ­გი ბა­ზი­სია იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი მო­მა­ვალ­ში და ჩვენ ვდგამთ ამ ნა­ბი­ჯებს რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ასო­ცი­რე­ბის, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით და მინ­და ყვე­ლას მო­გი­ლო­ცოთ ეს დღე", - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ბო­ლოო ცვლი­ლე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევრ ქვეყ­ნებ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ 27 თე­ბერ­ვალს და­ამ­ტკი­ცა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია რამ­დე­ნი­მე დღე­ში ოფი­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 20 დღის ვა­და­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევრ ქვეყ­ნებ­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტით უვი­ზოდ გამ­გზავ­რე­ბას შეძ­ლე­ბენ.

ისტორიული წუთების მოლოდინში - დღეს ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეგულაციას ხელი მოეწერება

ისტორიული წუთების მოლოდინში - დღეს ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეგულაციას ხელი მოეწერება

ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ღონისძებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება, რომელიც ბრიუსელში იმყოფება. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისთან. ასევე ბრიუსელში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც.

დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული ოჯახისკენ.

"დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან. ეს პროცესი უკავშირდებოდა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან და რეფორმებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სვლას ევროპული ოჯახისკენ. საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო და ეს გაუხსნის მას კარს ევროპულ ოჯახში. ეს დღეც აუცილებლად დადგება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ბრიუსელში იმყოფება ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

"ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ერთგვარი ტექნიკური გამოძახილი, არამედ, ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური გზავნილი ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. ეს კარგი ბაზისია იმისა, რომ საქართველო გახდება სრულფასოვანი წევრი მომავალში და ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯებს როგორც პოლიტიკური ასოცირების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."