რა მდგომარეობაშია მსახიობი გურამ ჯაში თავდასხმის შემდეგ

რა მდგომარეობაშია მსახიობი გურამ ჯაში თავდასხმის შემდეგ

გასულ კვირას, მარჯანიშვილის თეატრისა და "იუმორინას" ცნობილი მსახიობი გურამ ჯაში თავის არეში მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობზე განხორციელდა თავდასხმა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. თუმცა, შსს იმავე დღეს განმარტავდა, რომ გურამ ჯაშზე თავდასხმის მოტივად დასახელებული ყაჩაღობის ფაქტი იმ ეტაპზე არ დასტურდებოდა.

ვინაიდან სავადმყოფოში პაციენტის მონახულება მედიის წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის არ ხერხდება, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას მისი კოლეგებისგან შევეცადეთ:

მერაბ სიჭინავა, "იუმორინას" მსახიობი:

- ახლანდელი სიტუაციით, გურამი არის კარგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აზროვნებს და საუბრობს შესანიშნავად. როგორი კეთილი გულისაც არის, ისე გადმოხედა უფალმა და როგორც ამბობენ, არანაირი გართულება მოსალოდნელი არ არის. მე მას ვესაუბრე და რაღაც საკითხებთან მიმართებაში ერთმანეთს გავეხუმრეთ კიდეც... ყველას დიდი მადლობა გადაუხადა, ვინც მისი მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა. მითხრა, ყველას მადლობა გადაეციო.

- თუ მოგიყვათ მასზე თავდასხმის ფაქტზე რაიმე?

- აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, ოდნავ, რამე ფორმითაც კი რომ ყოფილიყო ამაზე ლაპარაკი, ნამდვილად გეტყოდით. ამაზე აბსოლუტურად არ გვილაპარაკია, დიდი ხნითაც არ ვყოფილვარ იქ, რადგანაც მისი შეწუხება არ მინდოდა. გეტყვით იმას, რომ ძალიან მხიარული განწყობა იყო პალატაში, ბატონი ნოდარ მგალობლიშვილიც იყო მოსული და ყველანი ერთად ვსაუბრობდით. იქვე იყო გურამის დედა. დღე-დღეზე გამწერენ და დანარჩენი, მერე ვისაუბროთო, - მითხრა გურამმა. მე წარმატებები ვუსურვე და წამოვედი. ეს არის სულ! მთავარია, რომ ადეკვატურია, კარგად არის და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"უჭკუოები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით" - მეუფე იაკობი

"შემოტანილი პროდუქტი შხამითაა გაჟღენთილი, უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ უნდა შემოგვქონდეს" - წყალტუბოელი ფერმერის 15-წლიანი სასათბურე მეურნეობა

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე