მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა გიორგი ან აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი, ან მღვდელი, რომელსაც სულის საცხონებლად ეყოფა ეს ცილისწამება"
"მამა გიორგი ან აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი, ან მღვდელი, რომელსაც სულის საცხონებლად ეყოფა ეს ცილისწამება"

ორ ვა­რი­ანტს გან­ვი­ხი­ლავ - მამა გი­ორ­გი ან აღ­მოჩ­ნდე­ბა ჯვარ­ცმუ­ლი ავა­ზა­კი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი შეს­ცო­და, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლის წინ მო­ი­ნა­ნია და ცხონ­და, ან აღ­მოჩ­ნდე­ბა ის მღვდე­ლი, რო­მელ­საც სუ­ლის სა­ცხო­ნებ­ლად ეყო­ფა ეს ცი­ლის­წა­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა პეტ­რე ცა­ა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და და დას­ძი­ნა, რომ "საქ­მე უფრო მე­ო­რის­კენ იხ­რე­ბა".

რო­გორც მე­უ­ფე პეტ­რემ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, შე­კი­თხვე­ბი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილ­საც შე­ე­ხე­ბო­და. "იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩემს გან­ცხა­დე­ბებ­ში ვახ­სე­ნებ­დი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს, მის "ჩრდი­ლო­ვან მმარ­თვე­ლო­ბა­სა" და გა­ნუ­სა­ზღვრელ ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ეს შე­კი­თხვე­ბიც იყო ბუ­ნებ­რი­ვია და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, შე­ვე­ცა­დე ამეხ­სნა კო­რექ­ტუ­ლად", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ.

22 თე­ბერ­ვლის ვა­ი­ბერ­მი­მო­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა­ზე, მე­უ­ფე პეტ­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ სამ ვა­რი­ანტს გა­ნი­ხი­ლავს, თუ ვის შე­იძ­ლე­ბო­და გა­ეგ­ზავ­ნა მის­თვის წე­რი­ლე­ბი, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო შან­ტჟი "ამ ქალ­ბა­ტო­ნის­გან" ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ან ორი­ვეს­გან ერ­თად.

მე­უ­ფე პეტ­რეს გან­ცხა­დე­ბით, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პირ­ველ რიგ­ში თა­ნად­გო­მა უნდა გა­მო­ე­ხა­ტა მე­უ­ფე დი­მიტ­რის, რად­გა­ნაც ის მე­უ­ფის მიერ "ხელ­დას­მუ­ლია". "მი­მაჩ­ნია, რომ მე­უ­ფე დი­მიტ­რის ექ­ნე­ბა ღირ­სე­უ­ლი პა­სუ­ხე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ არ ნახა დე­კა­ნო­ზი ამ დრომ­დე", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ.

მე­უ­ფე პეტ­რე ადას­ტუ­რებს, რომ ეს­წრე­ბო­და იმ ჩა­ნა­წე­რე­ბის ჩვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აჩ­ვე­ნა აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და აცხა­დებს, რომ ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი არ არის ამომ­წუ­რა­ვი მამა გი­ორ­გის შე­სა­ხებ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის ვერ­სი­ა­ზე.

"მე, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა გი­ორ­გის დავ­სჯი­დი სა­ეკ­ლე­სიო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით და ის გა­კი­ცხვას იმ­სა­ხუ­რებს თა­ვი­სი გა­მო­უც­დე­ლო­ბით და შეც­დო­მე­ბით, რაც იკ­ვე­თე­ბა ამ საქ­მე­ში. იკ­ვე­თე­ბა მისი გა­მო­უც­დე­ლო­ბა და პრო­ვო­კა­ცი­ა­ში გახ­ვე­ვა. ის წა­მო­ე­გო პრო­ვო­კა­ცი­ას, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ და არ და­ა­კონ­კრე­ტა, რა იყო ჩა­ნა­წე­რებ­ში.

"მამა გიორგი ან აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი, ან მღვდელი, რომელსაც სულის საცხონებლად ეყოფა ეს ცილისწამება"

"მამა გიორგი ან აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი, ან მღვდელი, რომელსაც სულის საცხონებლად ეყოფა ეს ცილისწამება"

ორ ვარიანტს განვიხილავ - მამა გიორგი ან აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი, რომელმაც ძალიან ბევრი შესცოდა, მაგრამ სიკვდილის წინ მოინანია და ცხონდა, ან აღმოჩნდება ის მღვდელი, რომელსაც სულის საცხონებლად ეყოფა ეს ცილისწამება, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა და დასძინა, რომ "საქმე უფრო მეორისკენ იხრება".

როგორც მეუფე პეტრემ პროკურატურაში დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეკითხვები შორენა თეთრუაშვილსაც შეეხებოდა. "იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს განცხადებებში ვახსენებდი შორენა თეთრუაშვილს, მის "ჩრდილოვან მმართველობასა" და განუსაზღვრელ ძალაუფლებას, ეს შეკითხვებიც იყო ბუნებრივია და შეძლებისდაგვარად, შევეცადე ამეხსნა კორექტულად", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

22 თებერვლის ვაიბერმიმოწერასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ სამ ვარიანტს განიხილავს, თუ ვის შეიძლებოდა გაეგზავნა მისთვის წერილები, რომელთაგან პირველი შეიძლებოდა ყოფილიყო შანტჟი "ამ ქალბატონისგან" ან ხელისუფლებისგან ან ორივესგან ერთად.

მეუფე პეტრეს განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პირველ რიგში თანადგომა უნდა გამოეხატა მეუფე დიმიტრის, რადგანაც ის მეუფის მიერ "ხელდასმულია". "მიმაჩნია, რომ მეუფე დიმიტრის ექნება ღირსეული პასუხები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ნახა დეკანოზი ამ დრომდე", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ ესწრებოდა იმ ჩანაწერების ჩვენებას, რომელიც ხელისუფლებამ სასულიერო პირებს აჩვენა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს ჩანაწერები არ არის ამომწურავი მამა გიორგის შესახებ უდანაშაულობის ვერსიაზე.

"მე, როგორც სასულიერო პირი, მამა გიორგის დავსჯიდი საეკლესიო მართლმსაჯულებით და ის გაკიცხვას იმსახურებს თავისი გამოუცდელობით და შეცდომებით, რაც იკვეთება ამ საქმეში. იკვეთება მისი გამოუცდელობა და პროვოკაციაში გახვევა. ის წამოეგო პროვოკაციას, - განაცხადა მეუფე პეტრემ და არ დააკონკრეტა, რა იყო ჩანაწერებში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ