სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუცას" - ეკა ხოფერიას ემოციური წერილი მაია ასათიანის გარდაცვლილ შვილზე
"ნუცას" - ეკა ხოფერიას ემოციური წერილი მაია ასათიანის გარდაცვლილ შვილზე

ისე მოხ­და, რომ ამ ჟურ­ნა­ლის პირ­ვე­ლი ნომ­რის პირ­ვე­ლი სა­არ­ქი­ვო ფოტო, ფოტო, რომ­ლი­თაც ჟურ­ნა­ლი უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, დე­და­შენს უკავ­შირ­დე­ბა.

მა­ი­სის თბი­ლი და მზი­ა­ნი დღე იყო და დე­დას ტე­ლე­ფონ­ზე და­ვუ­რე­კე, შენი რამე სა­ინ­ტე­რე­სო ძვე­ლი ფოტო თუ გაქვს, ჟურ­ნა­ლის­თვის მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. მისი "პრო­ფი­ლი" უკვე გუ­გუ­ნებ­და ტე­ლე­სივ­რცე­ში და დედა ზუს­ტად მიხ­ვდა, რო­მე­ლი ფოტო დამ­ჭირ­დე­ბო­და - მე­ილ­ზე მისი და მისი იმ­დრო­ინ­დე­ლი კონ­კუ­რენ­ტის, ძვე­ლი "ალი­ო­ნე­ლი­სა" და მე­გობ­რის ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ერ­თობ­ლი­ვი შავ-თეთ­რი ფოტო გად­მო­მიგ­ზავ­ნა. მე იმ­ხა­ნად დიდი არე­უ­ლო­ბა მქონ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ცხოვ­რე­ბა­ში და დე­დამ, ვი­თომც არა­ფე­რი იცო­და, დახ­მა­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, ჩემ­თან მოდი "პრო­ფილ­ში" ოჯა­ხი­ან-ჟურ­ნა­ლი­ა­ნა­დო. შენ კი იცი, "პრო­ფი­ლი" წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტის­თვის რას ნიშ­ნავ­და და ასე "დამ­სტარ­ტა" დე­დამ. მერე თქვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­სე­სი­ე­ბი იყო, პირ­ვე­ლად იქ გნა­ხე, ფო­ტო­ებ­ზე. მა­ი­ამ სად­მე თოვლში გა­ვი­დე­თო, ნუ­ცას­თან ბევ­რი ფოტო არ მაქვს და იქ­ნებ და­ვი­თან­ხმოო. და­გი­თან­ხმა. იქამ­დე შენს თავს, ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის სკო­ლის მე­ო­რე კლა­სელ მოს­წავ­ლეს, დე­და­ჩე­მი მახ­სე­ნებს, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი დე­და­შენს ფე­ხებს რომ უბა­კუ­ნებ­დი, მე რა­ტომ არ მი­მა­ტა­ნი­ნე მას­წავ­ლებ­ლის­თვის ყვა­ვი­ლე­ბიო;

დე­და­ჩე­მი მიყ­ვე­ბა, რომ მა­ი­ას ხუთ წუთ­ში სა­ი­დან­ღაც გა­უ­ჩე­ნია ყვა­ვი­ლე­ბი და შენც თურ­მე აღარ აბა­კუ­ნებ­დი ფე­ხებს და თა­ი­გულ­მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი იდე­ქი ბედ­ნი­ე­რი სა­ხით. მერე დუ­ბა­ი­ში გნა­ხე, შო­ბის არ­და­დე­გებს მა­ი­ას­თან ერ­თად ატა­რებ­დი ლა­მაზ სას­ტუმ­რო­ში. რომ მო­გი­ახ­ლოვ­დით, მა­გი­დას­თან ის­ხე­დით, თეთ­რებ­ში ჩაც­მუ­ლე­ბი და მხი­ა­რუ­ლე­ბი, თვა­ლე­ბით ამოწ­მებ­დი, იყო თუ არა დე­დას ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი და კე­თილ­მო­სურ­ნე ის, ვინც მა­გი­დას უახ­ლოვ­დე­ბო­და. თვა­ლებ­ში ღი­მი­ლი რომ შეგ­ნიშ­ნე, მივ­ხვდი, მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში ჩამ­წე­რე. მერე? მერე არ ვიცი, იცი თუ არა, ჩემს უფ­როს გო­გოს "ფე­ის­ბუქშ­ტურ­მი" რომ მო­უ­წყეს, დე­დამ სხვა ჩემს ტე­ლე­მე­გობ­რებ­თან ერ­თად ანა­ნო და­იც­ვა და ისევ გვერ­დში ამო­მიდ­გა (ვიცი, გე­ტყოდ­ნენ, ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მე­გობ­რო­ბა არ იცი­ა­ნო, არ და­ი­ჯე­რო, არაა ეგრე); ღა­მით, ბრა­ზი რომ მო­მე­რე­ო­და დე­დას, ინ­გას, ნა­ნუ­კას სტა­ტუ­სებს ვკი­თხუ­ლობ­დი და ვხვდე­ბო­დი, რომ მარ­ტო არ ვარ. მერე? მერე დრო გა­ვი­და და დი­ლით დე­დას სტა­ტუ­სი წა­ვი­კი­თხე შენ­ზე, შენ­თან მოფ­რი­ნავ­და. მერე უსაშ­ვე­ლოდ გა­ი­წე­ლა ის დღე და ღა­მის დად­გო­მამ­დე ყვე­ლა­ნი სას­წა­ულს ვე­ლო­დით, სას­წა­ულს, რო­მე­ლიც არ მოხ­და. მერე შენ რომ ჩა­მო­გიყ­ვა­ნეს, თქვენ­თან სახ­ლში უნდა მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მო­ვე­დი, სკამ­ზე ერთი პა­ტა­რა გოგო დამ­ხვდა, შენ­ზე პა­ტა­რა, ნუცა, რო­მელ­მაც არ იცო­და რა ეთ­ქვა, არც მე არ ვი­ცო­დი. "რა­ღა­ცა უნდა მო­ვი­ფიქ­როთ, მა­ი­კო", შენს და­პა­ტა­რა­ვე­ბულ დე­დას ვუ­თხა­რი, "რა­ღაც უნდა მო­ვი­ფიქ­როთ", მი­თხრა დე­დამ და ყვე­ლა შე­მომ­სვლელს თვა­ლებ­ში უყუ­რებ­და, თით­ქოს მათ სა­ხე­ზე უნდა ამო­ე­კი­თხა პა­სუ­ხი.

არ გვაქვს პა­სუ­ხი არა­ვის, არც გვექ­ნე­ბა, ალ­ბათ. პა­სუ­ხი არა, მაგ­რამ სათ­ქმე­ლი მაქვს შენ­თვის, ნუცა: პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბი; პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ შენს დე­დი­კოს აღა­რას­დროს და არა­ვინ და­ჩაგ­რავს; პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ ის არ მოკ­ვდე­ბა და არ გაქ­რე­ბა; პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ ვეც­დე­ბი და­ვარ­წმუ­ნო, რომ მისი დაბ­რუ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში შენ გა­გი­ხარ­დე­ბა; პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ და­ვუ­მე­გობ­რდე­ბი ირაკ­ლის, შენს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მა­მას; პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ აქამ­დე თუ ხმას არ ვი­ღებ­დი და მე­რი­დე­ბო­და, აღარ მო­მე­რი­დე­ბა და ყვე­ლას დე­დი­კოს და­ვი­ცავ, ვი­საც უსა­მარ­თლოდ გულს ატ­კე­ნენ, და­ვი­ცავ იმი­ტომ, რომ თქვე­ნი პა­ტა­რა გუ­ლე­ბი ამას ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნიც­დი­ან; პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ ათას გა­მო­გო­ნილ საქ­მე­ებს შე­ვამ­ცი­რებ და შვი­ლებ­თან ვიქ­ნე­ბი; პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ ეს ფო­ტო­ე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა; პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ ჩვენ ყვე­ლა ცო­ტა­თი უფრო კე­თი­ლე­ბი გავ­ხდე­ბით და ამ სი­კე­თეს შენი სა­ხე­ლი ერ­ქმე­ვა, ნუცა!

წყა­რო: citymagazine.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ნუცას" - ეკა ხოფერიას ემოციური წერილი მაია ასათიანის გარდაცვლილ შვილზე

"ნუცას" - ეკა ხოფერიას ემოციური წერილი მაია ასათიანის გარდაცვლილ შვილზე

ისე მოხდა, რომ ამ ჟურნალის პირველი ნომრის პირველი საარქივო ფოტო, ფოტო, რომლითაც ჟურნალი უნდა დასრულებულიყო, დედაშენს უკავშირდება.

მაისის თბილი და მზიანი დღე იყო და დედას ტელეფონზე დავურეკე, შენი რამე საინტერესო ძველი ფოტო თუ გაქვს, ჟურნალისთვის მჭირდება-მეთქი. მისი "პროფილი" უკვე გუგუნებდა ტელესივრცეში და დედა ზუსტად მიხვდა, რომელი ფოტო დამჭირდებოდა - მეილზე მისი და მისი იმდროინდელი კონკურენტის, ძველი "ალიონელისა" და მეგობრის ნანუკა ჟორჟოლიანის ერთობლივი შავ-თეთრი ფოტო გადმომიგზავნა. მე იმხანად დიდი არეულობა მქონდა სატელევიზიო ცხოვრებაში და დედამ, ვითომც არაფერი იცოდა, დახმარება შემომთავაზა, ჩემთან მოდი "პროფილში" ოჯახიან-ჟურნალიანადო. შენ კი იცი, "პროფილი" წარმატებული სტარტისთვის რას ნიშნავდა და ასე "დამსტარტა" დედამ. მერე თქვენი ერთობლივი ფოტოსესიები იყო, პირველად იქ გნახე, ფოტოებზე. მაიამ სადმე თოვლში გავიდეთო, ნუცასთან ბევრი ფოტო არ მაქვს და იქნებ დავითანხმოო. დაგითანხმა. იქამდე შენს თავს, ბაკურ სულაკაურის სკოლის მეორე კლასელ მოსწავლეს, დედაჩემი მახსენებს, გაბრაზებული დედაშენს ფეხებს რომ უბაკუნებდი, მე რატომ არ მიმატანინე მასწავლებლისთვის ყვავილებიო;

დედაჩემი მიყვება, რომ მაიას ხუთ წუთში საიდანღაც გაუჩენია ყვავილები და შენც თურმე აღარ აბაკუნებდი ფეხებს და თაიგულმომარჯვებული იდექი ბედნიერი სახით. მერე დუბაიში გნახე, შობის არდადეგებს მაიასთან ერთად ატარებდი ლამაზ სასტუმროში. რომ მოგიახლოვდით, მაგიდასთან ისხედით, თეთრებში ჩაცმულები და მხიარულები, თვალებით ამოწმებდი, იყო თუ არა დედას ნამდვილი მეგობარი და კეთილმოსურნე ის, ვინც მაგიდას უახლოვდებოდა. თვალებში ღიმილი რომ შეგნიშნე, მივხვდი, მეგობრების სიაში ჩამწერე. მერე? მერე არ ვიცი, იცი თუ არა, ჩემს უფროს გოგოს "ფეისბუქშტურმი" რომ მოუწყეს, დედამ სხვა ჩემს ტელემეგობრებთან ერთად ანანო დაიცვა და ისევ გვერდში ამომიდგა (ვიცი, გეტყოდნენ, ტელეჟურნალისტებმა მეგობრობა არ იციანო, არ დაიჯერო, არაა ეგრე); ღამით, ბრაზი რომ მომერეოდა დედას, ინგას, ნანუკას სტატუსებს ვკითხულობდი და ვხვდებოდი, რომ მარტო არ ვარ. მერე? მერე დრო გავიდა და დილით დედას სტატუსი წავიკითხე შენზე, შენთან მოფრინავდა. მერე უსაშველოდ გაიწელა ის დღე და ღამის დადგომამდე ყველანი სასწაულს ველოდით, სასწაულს, რომელიც არ მოხდა. მერე შენ რომ ჩამოგიყვანეს, თქვენთან სახლში უნდა მოვსულიყავი. მოვედი, სკამზე ერთი პატარა გოგო დამხვდა, შენზე პატარა, ნუცა, რომელმაც არ იცოდა რა ეთქვა, არც მე არ ვიცოდი. "რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, მაიკო", შენს დაპატარავებულ დედას ვუთხარი, "რაღაც უნდა მოვიფიქროთ", მითხრა დედამ და ყველა შემომსვლელს თვალებში უყურებდა, თითქოს მათ სახეზე უნდა ამოეკითხა პასუხი.

არ გვაქვს პასუხი არავის, არც გვექნება, ალბათ. პასუხი არა, მაგრამ სათქმელი მაქვს შენთვის, ნუცა: პირობას გაძლევ, რომ მის გვერდით ვიქნები; პირობას გაძლევ, რომ შენს დედიკოს აღარასდროს და არავინ დაჩაგრავს; პირობას გაძლევ, რომ ის არ მოკვდება და არ გაქრება; პირობას გაძლევ, რომ ვეცდები დავარწმუნო, რომ მისი დაბრუნება ცხოვრებაში შენ გაგიხარდება; პირობას გაძლევ, რომ დავუმეგობრდები ირაკლის, შენს არაჩვეულებრივ მამას; პირობას გაძლევ, რომ აქამდე თუ ხმას არ ვიღებდი და მერიდებოდა, აღარ მომერიდება და ყველას დედიკოს დავიცავ, ვისაც უსამართლოდ გულს ატკენენ, დავიცავ იმიტომ, რომ თქვენი პატარა გულები ამას ყველაზე მეტად განიცდიან; პირობას გაძლევ, რომ ათას გამოგონილ საქმეებს შევამცირებ და შვილებთან ვიქნები; პირობას გაძლევ, რომ ეს ფოტოები არასდროს დამავიწყდება; პირობას გაძლევ, რომ ჩვენ ყველა ცოტათი უფრო კეთილები გავხდებით და ამ სიკეთეს შენი სახელი ერქმევა, ნუცა!

წყარო: citymagazine.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი