მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი იქნებოდა, ქვეყნის პირველი პირებიც დაეკითხათ" - მეუფე პეტრეს კომენტარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ
"კარგი იქნებოდა, ქვეყნის პირველი პირებიც დაეკითხათ" - მეუფე პეტრეს კომენტარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ

მე­უ­ფე პეტ­რემ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბა და­ტო­ვა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა ძი­რი­თა­დად მის მიერ ბოლო დროს სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

მე­უ­ფის თქმით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას სხვა ის ადა­მი­ა­ნე­ბიც და­ე­კი­თხა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ. მათ შო­რის ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვა­ი­ბერ­მი­მო­წე­რე­ბი ავ­თენ­ტუ­რია, თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რას აინ­ტე­რე­სებ­და დე­ტა­ლე­ბი ჩემს მიერ სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ჩე­მამ­დე უფრო დიდი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამ­კე­თებ­ლე­ბი და­ე­კი­თხათ, რომ­ლებ­საც მე ფა­რი­სევ­ლებს ვე­ძა­ხი. ვგუ­ლის­ხმობ ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებ­საც, რო­მელ­თა გან­ცხა­დე­ბებ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. ასე­ვე კარ­გი იქ­ნე­ბა, თუკი ცი­ლის­წა­მე­ბა აღიქ­მე­ბა და­ნა­შა­უ­ლად და ამა­ზეც აგე­ბენ სხვა­დას­ხვა გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბი პა­სუხს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვამ.

მე­უ­ფე პეტ­რე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დღეს 15:00 სა­ა­თის­თვის მი­ვი­და. მე­უ­ფის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რას იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მოს­მე­ნა სურ­და, რო­მე­ლიც მან ბოლო დროს სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ეთერ­ში გა­ა­კე­თა. მას­თან ერ­თად ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და მისი ად­ვო­კა­ტი. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ მე­უ­ფე პეტ­რემ გა­უთ­ქმე­ლო­ბის ხელ­წე­რილს ხელი არ მო­ა­წე­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"კარგი იქნებოდა, ქვეყნის პირველი პირებიც დაეკითხათ" - მეუფე პეტრეს კომენტარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ

"კარგი იქნებოდა, ქვეყნის პირველი პირებიც დაეკითხათ" - მეუფე პეტრეს კომენტარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ

მეუფე პეტრემ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიება ძირითადად მის მიერ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით დაინტერესდა.

მეუფის თქმით, კარგი იქნებოდა, პროკურატურას სხვა ის ადამიანებიც დაეკითხა, რომლებიც ასევე საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ. მათ შორის ქვეყნის პირველი პირები. მისივე განცხადებით, დღეს სატელევიზიო ეთერით გავრცელებული ვაიბერმიმოწერები ავთენტურია, თუმცა, კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს იკავებს.

"პროკურატურას აინტერესებდა დეტალები ჩემს მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ. კარგი იქნებოდა, რომ ჩემამდე უფრო დიდი განცხადებების გამკეთებლები დაეკითხათ, რომლებსაც მე ფარისევლებს ვეძახი. ვგულისხმობ ქვეყნის პირველ პირებსაც, რომელთა განცხადებებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ასევე კარგი იქნება, თუკი ცილისწამება აღიქმება დანაშაულად და ამაზეც აგებენ სხვადასხვა განცხადების ავტორები პასუხს", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

მეუფე პეტრე პროკურატურაში დღეს 15:00 საათისთვის მივიდა. მეუფის ინფორმაციით, პროკურატურას იმ ინფორმაციების მოსმენა სურდა, რომელიც მან ბოლო დროს სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერში გააკეთა. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა მისი ადვოკატი. ასევე ცნობილია, რომ მეუფე პეტრემ გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ