საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

ბოლო დღე­ებ­ში კი­დევ ერთხელ გამ­წვავ­და ვი­თა­რე­ბა მთი­ან ყა­ბა­რაღ­ში. მხა­რე­ე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცი­ა­სა და ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა­ში, რო­გორც წესი, ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ...

ყა­რა­ბა­ღის თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ან­ტო­ნიო გუ­ტი­ე­რე­ში, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­უბ­რობს და და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ რე­ჟი­მის დაც­ვა­სა და საგ­ნობ­რი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის აღ­დგე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს.

ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 თე­ბერ­ვლი­დან გა­ნახ­ლდა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, იმ ღა­მეს მათ სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბის თავ­დას­ხმა თა­ვი­ანთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ი­გე­რი­ეს, რის შე­დე­გა­დაც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან ხუთი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა. სომ­ხე­თი­სა და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მხა­რე­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი დი­ვერ­სი­ის მო­წყო­ბას აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე ცდი­ლობ­და.

ეუ­თოს იმ ჯგუ­ფის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე 1992 წლი­დან მუ­შა­ობს, და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ცხედ­რე­ბი ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს და არა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად პო­ზი­ცი­ებ­ზე. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­დას­ვე­ნე­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო შუ­ა­მავ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხურ მხა­რეს, მათ და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბი­ათ. რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, ასე­ვე სო­მე­ხი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი წე­რენ, რომ ყა­რა­ბა­ღის ომი მათი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სჭირ­დე­ბა.

ბოლო დროს, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მო­წი­ნაღ­მდე­გე პო­ზი­ცი­ე­ბი­დან სრო­ლებ­მა ყო­ველ­დღი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. ბო­ლოს, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია 2016 წლის აპ­რილ­ში და­ი­ძა­ბა, რაც ორი­ვე მხა­რის­თვის მსხვერ­პლით დას­რულ­და. 4-დღი­ა­ნი შე­ტა­კე­ბე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­ი­ღუ­პა...

შარ­შან სომ­ხუ­რი მე­დია წერ­და, რომ მხა­რე­ებს ია­რა­ღით რუ­სე­თი უზ­რუნ­ველ­ყოფს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი რუ­სუ­ლი ია­რა­ღის მთა­ვა­რი იმ­პორ­ტი­ო­რია. 2010-2014 წლებ­ში მოს­კოვ­მა და ბა­ქომ არა­ერ­თი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მეს ვერ­ტმფრე­ნე­ბის, სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის, ტან­კე­ბი­სა და სხვა სა­ხის შე­ი­ა­რა­ღე­ბის ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბამ და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. სომ­ხეთ­მა კი მხო­ლოდ 2013 წელს 16 მი­ლი­ონ დო­ლა­რად რუ­სუ­ლი ია­რა­ღი იყი­და...

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი 1988 წელს და­ი­წყო. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი და შვი­დი მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 20%, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოკუ­პა­ცი­ა­შია, რა­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს სომ­ხე­თი. 1994 წელს მხა­რე­ებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟიმს, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ეგი­დით იყო წარ­მო­ე­ბუ­ლი, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლად მი­იჩ­ნე­ვა და ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა­ში ორი­ვე მხა­რე გა­მუდ­მე­ბით ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გამწვავდა ვითარება მთიან ყაბარაღში. მხარეები სიტუაციის ესკალაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში, როგორც წესი, ერთმანეთს ადანაშაულებენ...

ყარაბაღის თემას ეხმაურება, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, რომელიც კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დაცვასა და საგნობრივი მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდებს.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია, მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან განახლდა. აზერბაიჯანის მხარის განცხადებით, იმ ღამეს მათ სომეხი სამხედროების თავდასხმა თავიანთ ტერიტორიაზე მოიგერიეს, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის მხრიდან ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა. სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი დივერსიის მოწყობას აზერბაიჯანული მხარე ცდილობდა.

ეუთოს იმ ჯგუფის ინფორმაციით, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე 1992 წლიდან მუშაობს, დაღუპული სამხედროების ცხედრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და არა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად პოზიციებზე. საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული სამხედროების გადასვენება აზერბაიჯანში საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით განხორციელდა.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, მათ დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ცნობა არ გაუვრცელებიათ. როგორც აზერბაიჯანელი, ასევე სომეხი ოპოზიციონერები წერენ, რომ ყარაბაღის ომი მათი ქვეყნის ხელისუფლებებს ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური და სოციალური ვითარების ფონზე, ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება.

ბოლო დროს, კონფლიქტის ზონაში მოწინაღმდეგე პოზიციებიდან სროლებმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ბოლოს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია 2016 წლის აპრილში დაიძაბა, რაც ორივე მხარისთვის მსხვერპლით დასრულდა. 4-დღიანი შეტაკებებისას რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა...

შარშან სომხური მედია წერდა, რომ მხარეებს იარაღით რუსეთი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი რუსული იარაღის მთავარი იმპორტიორია. 2010-2014 წლებში მოსკოვმა და ბაქომ არაერთი კონტრაქტი გააფორმეს ვერტმფრენების, საზენიტო სარაკეტო სისტემების, ტანკებისა და სხვა სახის შეიარაღების ყიდვასთან დაკავშირებით, რომელთა საერთო ღირებულებამ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი შეადგინა. სომხეთმა კი მხოლოდ 2013 წელს 16 მილიონ დოლარად რუსული იარაღი იყიდა...

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით იყო წარმოებული, წარუმატებელად მიიჩნევა და  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"