კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეპორტამდე გადაგვიყვანეს ციხეში, სადაც არაადამიანურად გვეპყრობოდნენ" - რას ჰყვებიან ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები
"დეპორტამდე გადაგვიყვანეს ციხეში, სადაც არაადამიანურად გვეპყრობოდნენ" - რას ჰყვებიან ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები

ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 30 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე დე­პორ­ტა­ცი­ის მი­ზე­ზე­ბის ახ­სნას ითხოვს.

რო­გორც "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, მათ­თვის დე­პორ­ტა­ცი­ის მი­ზე­ზე­ბი არა­ვის გა­ნუ­მარ­ტავს და არც სა­ბუ­თე­ბი შე­უ­მოწ­მე­ბი­ათ.

30-ვე მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის ქა­ლე­ბი, ის­რა­ელ­ში ჩაფ­რე­ნის­თა­ნა­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს სა­დე­პორ­ტა­ციო ცი­ხე­ში და რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლებ­მა ცოტა ხნის წინ ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩოს­თან აქ­ცია გა­მარ­თეს და ელჩთან შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვეს.

ერთ-ერთი დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მარი წე­რე­თე­ლი "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ ის და მისი მე­უღ­ლე ის­რა­ელ­ში მო­სა­ლო­ცად ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზით იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი.

"უმი­ზე­ზოდ, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე გა­მოგ­ვა­პორ­ტი­რეს. დე­პორ­ტამ­დე გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს ცი­ხე­ში, სა­დაც არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად გვე­პყრო­ბოდ­ნენ. არ გვქონ­და ნორ­მა­ლუ­რი საჭ­მე­ლი, არც ჰა­ერ­ზე გავ­ყავ­დით, დაგ­ვცი­ნოდ­ნენ. მე და ჩემი ქმა­რი ტრის­ტუ­ლი ვი­ზით მო­სა­ლო­ცად ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, სამი წე­ლია შვი­ლი არ გვყავ­და. ორი­ვეს გვქონ­და სამ­სა­ხუ­რი­სა და შვე­ბუ­ლე­ბის ცნო­ბა, ასე­ვე ბან­კი­დან ხელ­ფა­სის 6-თვი­ა­ნი ამო­ნა­წე­რი. ნამ­დვი­ლად კარ­გად ვცხოვ­რობთ და არ გვჭირ­დე­ბა იქ მუ­შა­ო­ბა და არა­ლე­გა­ლო­ბა. ელჩი თუ არ შეგ­ვხვდა, აე­რო­პორ­ტში მის­ვლას და ის­რა­ე­ლე­ლი ტუ­რის­ტე­ბის შე­მოს­ვლის გაპ­რო­ტეს­ტე­ბას ვა­პი­რებთ".

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დეპორტამდე გადაგვიყვანეს ციხეში, სადაც არაადამიანურად გვეპყრობოდნენ" - რას ჰყვებიან ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები

"დეპორტამდე გადაგვიყვანეს ციხეში, სადაც არაადამიანურად გვეპყრობოდნენ" - რას ჰყვებიან ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები

ისრაელიდან საქართველოს 30 დეპორტირებული მოქალაქე დეპორტაციის მიზეზების ახსნას ითხოვს.

როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას დეპორტირებულებმა განაცხადეს, მათთვის დეპორტაციის მიზეზები არავის განუმარტავს და არც საბუთები შეუმოწმებიათ.

30-ვე მოქალაქე, მათ შორის ქალები, ისრაელში ჩაფრენისთანავე გადაიყვანეს სადეპორტაციო ციხეში და როგორც თავად ამბობენ, სამი დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.

დეპორტირებულებმა ცოტა ხნის წინ ისრაელის საელჩოსთან აქცია გამართეს და ელჩთან შეხვედრა მოითხოვეს.

ერთ-ერთი დეპორტირებული მარი წერეთელი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე ისრაელში მოსალოცად ტურისტული ვიზით იყვნენ წასულები.

"უმიზეზოდ, ახსნა-განმარტების გარეშე გამოგვაპორტირეს. დეპორტამდე გადაგვიყვანეს ციხეში, სადაც არაადამიანურად გვეპყრობოდნენ. არ გვქონდა ნორმალური საჭმელი, არც ჰაერზე გავყავდით, დაგვცინოდნენ. მე და ჩემი ქმარი ტრისტული ვიზით მოსალოცად ვიყავით წასულები, სამი წელია შვილი არ გვყავდა. ორივეს გვქონდა სამსახურისა და შვებულების ცნობა, ასევე ბანკიდან ხელფასის 6-თვიანი ამონაწერი. ნამდვილად კარგად ვცხოვრობთ და არ გვჭირდება იქ მუშაობა და არალეგალობა. ელჩი თუ არ შეგვხვდა, აეროპორტში მისვლას და ისრაელელი ტურისტების შემოსვლის გაპროტესტებას ვაპირებთ".

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი