ციანიდი მამა გიორგის თავის ჩანთაში თავისი ხელით არც ჩაუდია, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარე შეეცდება თავისი სიმართლის დამტკიცებას, პროკურატურამ კი საკუთარი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მისი ოჯახის წევრების უსაფრთოების უზრუნველყოფამდე, გარკვეულ კითხვებზე პასუხისგან თავს იკავებს.
„ძალიან ბევრი ისეთი კითხვა დაისვა, რაზეც მამა გიორგიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ კითხვებს პასუხი გაეცემა იმის შემდეგ, როდესაც მისი ოჯახის წევრები იქნებიან დაცვით უზრუნველყოფილი. ამის თაობაზე ჩვენ დღეს მივმართავთ პროკურატურას, დავუსაბუთებთ, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს და რატომ ითხოვს მამა გიორგი თავისი ოჯახის წევრების დაცვის უზრუნველყოფას“, - განაცხადა რამიშვილმა.