სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი "ოსკაროსანი" მსახიობის გარშემო - კეისი აფლეკს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
სკანდალი "ოსკაროსანი" მსახიობის გარშემო - კეისი აფლეკს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

26 თე­ბერ­ვალს "ოს­კა­რის" რი­გით 89-ე და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის "ოს­კა­რი" კე­ი­სი აფ­ლეკს გა­და­ე­ცა, რო­მელ­მაც ჯილ­დო მი­ი­ღო ფილმში "მან­ჩეს­ტე­რი ზღვას­თან" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის. კე­ი­სი აფ­ლე­კი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის, ასე­ვე "ოს­კა­რო­სა­ნი" ბენ აფ­ლე­კის ძმაა.

მსა­ხი­ო­ბის ჯილ­დომ შო­უ­ბიზ­ნე­სის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია აფ­ლე­კის სკან­და­ლუ­რი წარ­სუ­ლის გამო: 41 წლის მსა­ხი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 2010 წელს ორი სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით. აფ­ლეკს პრო­დი­უ­სე­რი ამან­და ვა­ი­თი და ოპე­რა­ტო­რი მაგ­და­ლე­ნა გორ­კია 2-2.25 მი­ლი­ონ დო­ლარს ედა­ვე­ბოდ­ნენ. მათი თქმით, ფილ­მის - "მე აქ არ ვარ" გა­და­ღე­ბე­ბის დროს, მსა­ხი­ობ­მა მათ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა სცა­და.

ვა­ი­თის თავ­და­პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ აფ­ლე­კი ქა­ლებს "ძრო­ხე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ებ­და. მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც უარი მი­ი­ღო სექ­სუ­ა­ლურ კონ­ტაქ­ტზე, უხე­შად შე­ე­ხო ხე­ლით. ოპე­რა­ტორს კი ეუბ­ნე­ბო­და, რომ საც­ვლე­ბი გა­ე­ხა­და. გორ­კას თქმით, მას ყო­ველ­დღი­უ­რად უწევ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის კო­მენ­ტა­რე­ბის მოს­მე­ნა, შე­უ­რა­ცხყო­ფის ატა­ნა.

აფ­ლეკ­მა უარ­ყო ბრალ­დე­ბე­ბი და საქ­მე 2010 წელს და­ი­ხუ­რა. სა­სა­მარ­თლოს დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია, თუმ­ცა გორ­კას და ვა­ი­თის ბრალ­დე­ბე­ბი შემ­დეგ მე­დი­ა­სა და ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში გა­და­ვი­და.

აფ­ლეკს და­ჯილ­დო­ვე­ბის დროს პრო­ტეს­ტი გა­მო­უ­ცხა­და 2016 წლის "ოს­კა­რის" მფლო­ბელ­მა მსა­ხი­ობ­მა ბრი ლარ­სონ­მა. სწო­რედ ფილმ "ოთა­ხის" ვარ­სკვლავ­მა გა­მო­ა­ცხა­და აფ­ლე­კის გვა­რი, თუმ­ცა სცე­ნა­ზე ოქ­როს ქან­და­კე­ბის ასა­ღე­ბად ასულს ტაში პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არ და­უკ­რა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია independent.co.uk-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სკანდალი "ოსკაროსანი" მსახიობის გარშემო - კეისი აფლეკს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

სკანდალი "ოსკაროსანი" მსახიობის გარშემო - კეისი აფლეკს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

26 თებერვალს "ოსკარის" რიგით 89-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" კეისი აფლეკს გადაეცა, რომელმაც ჯილდო მიიღო ფილმში "მანჩესტერი ზღვასთან" შესრულებული როლისთვის. კეისი აფლეკი ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის, ასევე "ოსკაროსანი" ბენ აფლეკის ძმაა.

მსახიობის ჯილდომ შოუბიზნესის გარკვეულ ნაწილში პროტესტი გამოიწვია აფლეკის სკანდალური წარსულის გამო: 41 წლის მსახიობის წინააღმდეგ 2010 წელს ორი სარჩელი შეიტანეს სექსუალური ძალადობის ბრალდებით. აფლეკს პროდიუსერი ამანდა ვაითი და ოპერატორი მაგდალენა გორკია 2-2.25 მილიონ დოლარს ედავებოდნენ. მათი თქმით, ფილმის - "მე აქ არ ვარ" გადაღებების დროს, მსახიობმა მათზე სექსუალური ძალადობა სცადა.

ვაითის თავდაპირველ ჩვენებაში ნათქვამია, რომ აფლეკი ქალებს "ძროხებად" მოიხსენიებდა. მისივე თქმით, როდესაც უარი მიიღო სექსუალურ კონტაქტზე, უხეშად შეეხო ხელით. ოპერატორს კი ეუბნებოდა, რომ საცვლები გაეხადა. გორკას თქმით, მას ყოველდღიურად უწევდა სექსუალური ხასიათის კომენტარების მოსმენა, შეურაცხყოფის ატანა.

აფლეკმა უარყო ბრალდებები და საქმე 2010 წელს დაიხურა. სასამართლოს დეტალები უცნობია, თუმცა გორკას და ვაითის ბრალდებები შემდეგ მედიასა და ონლაინ სივრცეში გადავიდა.

აფლეკს დაჯილდოვების დროს პროტესტი გამოუცხადა 2016 წლის "ოსკარის" მფლობელმა მსახიობმა ბრი ლარსონმა. სწორედ ფილმ "ოთახის" ვარსკვლავმა გამოაცხადა აფლეკის გვარი, თუმცა სცენაზე ოქროს ქანდაკების ასაღებად ასულს ტაში პროტესტის ნიშნად არ დაუკრა.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება