სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა გიორგი მამალაძემ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა
მამა გიორგი მამალაძემ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა

დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლი და გვა­რი და­ა­სა­ხე­ლა, - ამის შე­სა­ხებ ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხეს­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა გა­ნუ­ცხა­და.

დაც­ვის მხა­რეს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუ ვის­ზე ისა­უბ­რა და­კი­თხვი­სას და­კა­ვე­ბულ­მა დე­კა­ნოზ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს, გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას თქმით, და­კი­თხვი­სას თეთ­რუ­აშ­ვილ­ზეც და­ის­ვა კი­თხვე­ბი.

"ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და დაც­ვის მხა­რეს რა და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც გვქონ­და, რათა მას გა­ეჟ­ღე­რე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია, ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით მი­დის. ჩვენ მუდ­მი­ვად ვამ­ბობ­დით, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მიერ მი­სა­ცე­მი ჩვე­ნე­ბა ბრა­ლის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს მთლი­ა­ნად შეც­ვლი­და. დღე­ვან­დე­ლი და­კი­თხვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს იგი­ვე აზ­რზე ვრჩე­ბი. მე ვფიქ­რობ, რომ მის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბით, ბრა­ლის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე მთლი­ა­ნად უნდა შე­იც­ვა­ლოს. მათ შო­რის დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ერ­თოდ მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ უნდა დად­გეს. მა­მა­ლა­ძის მიერ იყო რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­სა და გვარ­ზე სა­უ­ბა­რი. თუმ­ცა ამას ვერ ვი­ტყვი, სა­ჯა­როდ გაჟ­ღერ­და თუ არა ეს გვა­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ის­ვა კი­თხვე­ბი, თუმ­ცა რა ფორ­მით იყო დას­მუ­ლი, ამას ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ", - გა­ნა­ცხა­და ფან­ცუ­ლა­ი­ამ.

ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის და­კი­თხვა 11:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. 5-სა­ა­თი­ა­ნი და­კი­თხვის შემ­დეგ ერთი სა­ა­თით შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ცხად­და, ამ დრო­ის­თვის კი და­კი­თხვის პრო­ცე­სი კვლავ გრძელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მამა გიორგი მამალაძემ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა

მამა გიორგი მამალაძემ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საკუთარ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა, - ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხესთან ჟურნალისტებს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა განუცხადა.

დაცვის მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისზე ისაუბრა დაკითხვისას დაკავებულმა დეკანოზმა. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, გიორგი ფანცულაიას თქმით, დაკითხვისას თეთრუაშვილზეც დაისვა კითხვები.

"ამ ეტაპზე ჩვენების მიცემა ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს და დაცვის მხარეს რა დაგეგმილი ღონისძიებებიც გვქონდა, რათა მას გაეჟღერებინა ინფორმაცია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ გიორგი მამალაძის მიერ მისაცემი ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლიდა. დღევანდელი დაკითხვის მიმდინარეობის დროს იგივე აზრზე ვრჩები. მე ვფიქრობ, რომ მის მიერ მიცემული ჩვენებით, ბრალის შინაარსობრივი მხარე მთლიანად უნდა შეიცვალოს. მათ შორის დიდი ალბათობით, საერთოდ მისი ბრალეულობა თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მამალაძის მიერ იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი. თუმცა ამას ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, მასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, თუმცა რა ფორმით იყო დასმული, ამას ვერ დავაკონკრეტებ", - განაცხადა ფანცულაიამ.

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 11:00 საათზე დაიწყო. 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ ერთი საათით შესვენება გამოცხადდა, ამ დროისთვის კი დაკითხვის პროცესი კვლავ გრძელდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ