სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ დაკარგულა, გაუგებრობა მოხდა" - მამა დავით შარაშენიძე პატრიარქის გამქრალ ფაქსიმილეზე
"არ დაკარგულა, გაუგებრობა მოხდა" - მამა დავით შარაშენიძე პატრიარქის გამქრალ ფაქსიმილეზე

"ბე­ჭე­დი არ და­კარ­გუ­ლა, უბ­რა­ლოდ გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და" - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, მამა და­ვით შა­რა­შე­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, არ­სე­ბობს ორი ბე­ჭე­დი, ერთ-ერთი მათ­გა­ნი პატ­რი­არ­ქს ეკუთ­ვნის, ხოლო მე­ო­რეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში უწ­მინ­დე­სის არ­ყოფ­ნის დროს, მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი იყე­ნებს.

"ორი­ვე ბე­ჭე­დი თა­ვის ად­გილ­ზეა. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ორი ბე­ჭე­დია, ერთი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ პატ­რი­არ­ქს აქვს მუდ­მი­ვად და ამ ბეჭ­დით ხდე­ბა ქო­ნებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, გა­და­რი­ცხვე­ბის და სხვა საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა. არ­სე­ბობს მე­ო­რე ბე­ჭე­დი, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ბე­ჭე­დი, როცა პატ­რი­არ­ქი ან არ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან სა­პატ­რი­არ­ქოს შე­ნო­ბა­ში. მის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც არის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი, ამ ბე­ჭედს გა­მო­ი­ყე­ნებს, ოღონდ პატ­რი­არ­ქთან შე­თან­ხმე­ბით და არა პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მამა და­ვით შა­რა­შე­ნი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, არის თუ არა ეს პირი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი, შა­რა­შე­ნი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი ან სხვა ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი.

მისი თქმით, ბეჭდ­ვის და­კარ­გვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, უბ­რა­ლოდ მოხ­და გა­უ­გებ­რო­ბა.

"გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ მე­უ­ფე გე­რა­სი­მე და­ი­ნიშ­ნა გერ­მა­ნი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტად და ბე­ჭე­დი იქნა დას­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­შინ, რო­დე­საც მისი უწ­მინ­დე­სო­ბა იმ­ყო­ფე­ბო­და ბერ­ლინ­ში. ეს მოხ­და უწ­მინ­დე­სო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით, მე­უ­ფე გე­რა­სი­მე იმ­ყო­ფე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­ში და უნდა შეხ­ვედ­რო­და ად­გი­ლობ­რივ მღვთელმსა­ხუ­რებს, მას უნდა ჰქო­ნო­და შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამის გამო მოხ­და ეს", - გა­ნა­ცხა­და მამა და­ვით შა­რა­შე­ნი­ძემ.

მისი თქმით, "ფაქ­სი­მი­ლე­სა და ჩხრე­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აბ­სურ­დი არის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ უფრო და­ძა­ბონ".

წა­ი­კი­თხეთ: "პატ­რი­არ­ქი ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რეს ვე­რა­სო­დეს და­ტო­ვებს" - მე­უ­ფე დი­მიტ­რი სა­პატ­რი­არ­ქო­დან ფაქ­სი­მი­ლეს გაქ­რო­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"არ დაკარგულა, გაუგებრობა მოხდა" - მამა დავით შარაშენიძე პატრიარქის გამქრალ ფაქსიმილეზე

"არ დაკარგულა, გაუგებრობა მოხდა" - მამა დავით შარაშენიძე პატრიარქის გამქრალ ფაქსიმილეზე

"ბეჭედი არ დაკარგულა, უბრალოდ გაუგებრობა მოხდა" - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა დავით შარაშენიძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს ორი ბეჭედი, ერთ-ერთი მათგანი პატრიარქს ეკუთვნის, ხოლო მეორეს საპატრიარქოში უწმინდესის არყოფნის დროს, მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყენებს.

"ორივე ბეჭედი თავის ადგილზეა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ორი ბეჭედია, ერთი, რომელიც უშუალოდ პატრიარქს აქვს მუდმივად და ამ ბეჭდით ხდება ქონებრივი საქმიანობის განხორციელება, გადარიცხვების და სხვა საქმიანობის შესრულება. არსებობს მეორე ბეჭედი, ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული მომსახურების ბეჭედი, როცა პატრიარქი ან არ იმყოფებოდა საქართველოში, ან საპატრიარქოს შენობაში. მის მიერ გამოყოფილი პიროვნება, რომელიც არის ნდობით აღჭურვილი პირი, ამ ბეჭედს გამოიყენებს, ოღონდ პატრიარქთან შეთანხმებით და არა პირადი გადაწყვეტილებით", - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ეს პირი შორენა თეთრუაშვილი, შარაშენიძემ უპასუხა, რომ შესაძლებელია იყოს შორენა თეთრუაშვილი ან სხვა ნდობით აღჭურვილი პირი.

მისი თქმით, ბეჭდვის დაკარგვას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა.

"გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ მეუფე გერასიმე დაინიშნა გერმანიის მიტროპოლიტად და ბეჭედი იქნა დასმული საქართველოში მაშინ, როდესაც მისი უწმინდესობა იმყოფებოდა ბერლინში. ეს მოხდა უწმინდესობასთან შეთანხმებით, მეუფე გერასიმე იმყოფებოდა გერმანიაში და უნდა შეხვედროდა ადგილობრივ მღვთელმსახურებს, მას უნდა ჰქონოდა შესაბამისი სტატუსი. მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო მოხდა ეს", - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

მისი თქმით, "ფაქსიმილესა და ჩხრეკასთან დაკავშირებული აბსურდი არის ადამიანების მიზანმიმართული ქმედება, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ".

წაიკითხეთ: "პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს" - მეუფე დიმიტრი საპატრიარქოდან ფაქსიმილეს გაქრობაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი