პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" მარ­ტის ნო­მე­რი #3(75), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ქარ­თლის მე­ფის სა­მარ­თა­ლი

ვახ­ტანგ VI-ის სა­მარ­თლის წიგნ­თა კრე­ბუ­ლი ყო­ველ­თვის იქ­ცევ­და ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლი­სა და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვარ­თა ყუ­რა­დღე­ბას. ამ­ჯე­რად მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას ამ ძეგლის ნუს­ხე­ბის ორი უც­ნო­ბი ხელ­ნა­წე­რის შე­სა­ხებ.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­მარ­თლის წიგნ­თა კრე­ბუ­ლი, ვახ­ტანგ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით შე­იქ­მნა სა­კო­დი­ფი­კა­ციო კო­მი­სი­ის მიერ 1705-1708 წლებ­ში. ამ დროს მას ქარ­თლის გამ­გებ­ლის ანუ ჯა­ნი­ში­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი შვიდ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ძეგლს შე­ი­ცავს და მო­სა­მარ­თლე­თა მი­მართ ამ­გვა­რი სი­ტყვით იწყე­ბა: "ამას გკად­რებთ და მო­გახ­სე­ნებთ, მე­ფე­თა და მსა­ჯულ­თა და ყო­ველს სა­მარ­თალ­ში მჯდომს კაცს. ეს იცო­დეთ და­მარ­ხვით გულ­ში გქონ­დესთ რომ ღმერ­თი ყოვ­ლი­სა დამ­ბა­დე­ბე­ლი, თქვენ­გან სა­მარ­თალს ითხოვს და რის­ხვა ღვთი­სა უსა­მარ­თლო­ბით მო­ივ­ლი­ნე­ბის ქვე­ყა­ნა­ზედ"...

ცხა­დია, ვახ­ტანგ VI-ის სა­მარ­თა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა იყო ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. მე­ფემ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მო და ამით ზღვა­რი და­უ­დო მო­ხე­ლე­თა თვით­ნე­ბო­ბას. ვახ­ტან­გი­სე­უ­ლი სა­მარ­თლის და­ნერგვამ კი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ სვლა მო­ი­ტა­ნა.

აფხაზ­თა საგ­ვა­რე­უ­ლოს მემ­კვიდ­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და კა­ნა­და­ში

თა­ვად აფხა­ზე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბა შე­მორ­ჩე­ნი­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე შო­რე­ულ კა­ნა­და­ში. ეს საგ­ვა­რე­უ­ლო სა­თა­ვეს აფხა­ზე­თი­დან იღებს და გახ­ლავთ აფხა­ზე­თის ერთ-ერთი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი გვა­რის - ან­ჩა­ბა­ძე­თა კა­ხეთ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი შტო. ქარ­თულ სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში აფხაზ­თა საგ­ვა­რე­უ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი XVII სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბი­დან მო­იხ­სე­ნე­ბი­ან. აფხაზ­თა გვარ­მა სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა მის­ცა. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, კონ­სტან­ტი­ნე (კოტე) აფხა­ზი. ვის სა­ხელ­საც არა­ერ­თი საქ­ვეყ­ნო საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა. მისი ვაჟი ნი­კო­ლო­ზი კი ნიუ-იორკში და­ქორ­წინ­და და კა­ნა­და­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

"აფხა­ზე­ბის ბაღი", რო­მელ­საც "სიყ­ვა­რუ­ლის ბაღ­საც" უწო­დე­ბენ, კა­ნა­და­ში, ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ა­ში, კუნ­ძულ ვან­კუ­ვე­რის ქა­ლაქ ვიქ­ტო­რი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. პეგი და ნი­კო­ლოზ აფხა­ზებ­მა ბა­ღის გა­შე­ნე­ბას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნეს. დღეს ეს ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლია კა­ნა­და­ში, მას უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი და დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სტუმ­რობს. აფხაზ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო სა­სახ­ლე კი, სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გრე­ო­და და იძარ­ცვე­ბო­და...

მუხ­რა­ნის სა­თა­ვა­დო ციხე

სო­ფე­ლი მუხ­რა­ნი მდე­ბა­რე­ობს შიდა ქარ­თლში, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თბი­ლი­სი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 40 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით. იგი ქარ­თლის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია და წარ­მო­ად­გენ­და მუხ­რა­ნის სა­თა­ვა­დოს ცენ­ტრს. XVIII სა­უ­კუ­ნის 70-იან წლე­ბამ­დე მას ში­ო­სუ­ბა­ნი ეწო­დე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­მუხ­რან­ბა­ტო­ნოს და­არ­სე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 1512 წელს, ქარ­თლის მეფე და­ვი­თი­სა (და­ვით X მე­ფობ­და 1505-1525 წლებ­ში) და მისი ძმის, ბაგ­რა­ტის მო­რი­გე­ბას­თან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კა­ხე­თის მეფე ავ­გი­ორ­გის­თან ბრძო­ლის სა­ნაც­ვლოდ, მუხ­რა­ნის ტე­რი­ტო­რია ბაგ­რატს სა­უფ­ლის­წუ­ლოდ გა­და­ე­ცა და შიდა ქარ­თლის სად­რო­შოს სარ­დლო­ბაც და­ე­კის­რა.

მუხ­რან­ბა­ტო­ნე­ბი ქარ­თლის ხუთ დი­დე­ბულ თა­ვად­თა რი­ცხვში შე­დი­ოდ­ნენ. სა­მუხ­რა­ნო, ძი­რი­თა­დად, მუხ­რა­ნის ველს მო­ი­ცავ­და და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 60-მდე სო­ფე­ლი შე­დი­ო­და. მუხ­რან­ბა­ტონ­თა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყ­ვნენ ქარ­თლის მე­ფე­ე­ბი ვახ­ტანგ V (შაჰნა­ვა­ზი), ვახ­ტანგ VI და სხვ. სა­მუხ­რან­ბა­ტო­ნო XIX სა­უ­კუ­ნის 40-იან წლე­ბამ­დე არ­სე­ბობ­და, სა­ნამ რუ­სულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ გა­ა­უქ­მა.

დღეს სო­ფელ მუხ­რან­ში დგას მუხ­რან­ბა­ტონ­თა უკა­ნას­კნე­ლი პე­რი­ო­დის რე­ზი­დენ­ცი­ის ნაშ­თე­ბი. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის ციხე-გა­ლა­ვა­ნი, სა­სახ­ლის ნან­გრე­ვი და სამი მეტ-ნაკ­ლე­ბი სის­რუ­ლით შე­მორ­ჩე­ნი­ლი ეკ­ლე­სია. ცი­ტა­დე­ლის ჭიშ­კრის თავ­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რის მი­ხედ­ვით, ეს ციხე-გა­ლა­ვა­ნი XVIII სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში აუ­გია მა­მუ­კა მუხ­რან­ბა­ტონს და თა­ვი­სი წვლი­ლი ლე­ვან მუხ­რან­ბა­ტონ­საც შე­უ­ტა­ნია. 1756 წელს ძლი­ერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ციხე გა­ნუ­ახ­ლე­ბია იმ დროს მე­ფის სახ­ლთუ­ხუ­ცე­სის თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე კონ­სტან­ტი­ნე მუხ­რან­ბა­ტონს. 1895 წელს უკა­ნას­კნე­ლი მფლო­ბე­ლის, ივა­ნე მუხ­რან­ბა­ტო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რე­ზი­დენ­ცია კონ­სტან­ტი­ნე მუხ­რან­ბა­ტო­ნის მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ყი­და იგი.

კომ­პლექ­სის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოდ შე­მორ­ჩე­ნი­ლი ნა­გე­ბო­ბაა ციხე-გა­ლა­ვა­ნი, 3,5 ჰექ­ტა­რამ­დე ფარ­თო­ბით. ეს კომ­პლექ­სუ­რი შე­ნო­ბა ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. მცი­რე გა­ლა­ვა­ნი ცი­ტა­დე­ლის როლს ას­რუ­ლებ­და. მას­ზე მიდ­გმუ­ლია დიდი გა­ლა­ვა­ნი ჩრდი­ლო­ე­თი­დან და აღ­მო­სავ­ლე­თი­დან. ცი­ტა­დე­ლის კოშ­კებს შო­რის ზო­მით ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რია ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თის ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი კოშ­კი. ეზოს მხრი­დან შე­სას­ვლე­ლის თავ­ზე, კე­დელ­ში ჩას­მუ­ლი ყო­ფი­ლა მომცრო მარ­მა­რი­ლოს ქვა მხედ­რუ­ლი წარ­წე­რით, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი.

რო­მა­უ­ლი სი­მაგ­რე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და აფ­სა­რო­სის ცი­ხის რე­კონ­სტრუქ­ცია / ლე­გი­ო­ნე­რე­ბი შრო­მის ხელ­სა­წყო­ებ­საც ისე­თი­ვე ოს­ტა­ტო­ბით იყე­ნებ­დნენ, რო­გორც სა­ტყორ­ცნ შუბ­სა და მახ­ვილს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტი­კუ­რი ხა­ნის რო­მა­უ­ლი ძეგ­ლე­ბი­დან გო­ნი­ოს ციხე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იგი დიდი ხა­ნია იწ­ვევს არ­ქე­ო­ლო­გე­ბი­სა და ის­ტო­რი­კო­სე­ბის ინ­ტე­რესს. მსგავ­სი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი მთელ რო­მა­ულ სამ­ყა­რო­ში გვხვდე­ბა, ბოლო ათწლე­ულ­ში და­ას­რუ­ლეს ზო­გი­ერ­თი რო­მა­უ­ლი ცი­ხის რე­კონ­სტრუქ­ცია - ან ნა­გე­ბო­ბე­ბი აღად­გი­ნეს, ან გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი შექ­მნეს. ამ­ჯე­რად გთა­ვა­ზობთ აფ­სა­რო­სის (გო­ნი­ოს) ცი­ხის მი­ახ­ლო­ე­ბით რე­კონ­სტრუქ­ცი­ას.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

კლდის უძ­ვე­ლე­სი მხატ­ვრო­ბა ირა­ნი­დან

ჰაკა მე­ფის­თვის ეგ­ვიპ­ტის უდაბ­ნო­ში

ორი გერ­მა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი და ჯორი აირ­წი­ნა­ღით

რას უშ­ვრე­ბოდ­ნენ რო­მა­ე­ლე­ბი ნარ­ჩე­ნებს

ერთჯე­რა­დი ჭურ­ჭე­ლი... შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან

ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია. ალექ­სან­დრე I დიდი

ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი ძი­ე­ბა­ნი. ცა­ი­შე­ლე­ბი

შო­პე­ნის უც­ნო­ბი ფოტო აღ­მო­ა­ჩი­ნეს

ქარ­თუ­ლი სა­ლო­ცა­ვე­ბი თქმუ­ლე­ბებ­ში. ეთ­ნო­ლო­გი­უ­რი ნარ­კვე­ვი

პო­ლე­მი­კა. მეც­ნი­ე­რე­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა

ბაგ­რა­ტი­ონ­თა საგ­ვა­რე­უ­ლოს მა­ტი­ა­ნე

ტე­რაქ­ტი ტე­რაქ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ / თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის მოკ­ლე ის­ტო­რია. გაგ­რძე­ლე­ბა.

ხსოვ­ნა. რაულ ჩა­გუ­ნა­ვას მო­სა­გო­ნა­რი

ჯა­შუ­შუ­რი თა­მა­შე­ბი. სამმხრი­ვი ომი უკ­რა­ი­ნის­თვის

ცხოვ­რე­ბა. და­ვით მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი: "სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ვი­ცო­დი, ის­ტო­რი­კო­სო­ბა მინ­დო­და"

რო­გორ გან­სახ­ლდა ადა­მი­ა­ნი ამე­რი­კა­ში?

ფურ­ცლე­ბი წარ­სუ­ლი­დან / ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომერი #3(75), რომელშიც წაიკითხავთ:

ქართლის მეფის სამართალი

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული ყოველთვის იქცევდა ქართული სამართლისა და ქვეყნის ისტორიის მკვლევართა ყურადღებას. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ სტატიას ამ ძეგლის ნუსხების ორი უცნობი ხელნაწერის შესახებ.

ცნობილია, რომ სამართლის წიგნთა კრებული, ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით შეიქმნა საკოდიფიკაციო კომისიის მიერ 1705-1708 წლებში. ამ დროს მას ქართლის გამგებლის ანუ ჯანიშინის თანამდებობა ეკავა. პირველი კრებული შვიდ საკანონმდებლო ძეგლს შეიცავს და მოსამართლეთა მიმართ ამგვარი სიტყვით იწყება: "ამას გკადრებთ და მოგახსენებთ, მეფეთა და მსაჯულთა და ყოველს სამართალში მჯდომს კაცს. ეს იცოდეთ დამარხვით გულში გქონდესთ რომ ღმერთი ყოვლისა დამბადებელი, თქვენგან სამართალს ითხოვს და რისხვა ღვთისა უსამართლობით მოივლინების ქვეყანაზედ"...

ცხადია, ვახტანგ VI-ის სამართალი განსაკუთრებული მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში. მეფემ მართლმსაჯულებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და ამით ზღვარი დაუდო მოხელეთა თვითნებობას. ვახტანგისეული სამართლის დანერგვამ კი საზოგადოებრივი ცხოვრების უკეთესობისკენ სვლა მოიტანა.

აფხაზთა საგვარეულოს მემკვიდრეობა საქართველოსა და კანადაში

თავად აფხაზების მემკვიდრეობა შემორჩენილია როგორც საქართველოში, ასევე შორეულ კანადაში. ეს საგვარეულო სათავეს აფხაზეთიდან იღებს და გახლავთ აფხაზეთის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის - ანჩაბაძეთა კახეთში დამკვიდრებული შტო. ქართულ საისტორიო წყაროებში აფხაზთა საგვარეულოს წარმომადგენლები XVII საუკუნის შუა ხანებიდან მოიხსენებიან. აფხაზთა გვარმა საქართველოს არაერთი ღირსეული პიროვნება მისცა. მათ შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი, კონსტანტინე (კოტე) აფხაზი. ვის სახელსაც არაერთი საქვეყნო საქმე უკავშირდება. მისი ვაჟი ნიკოლოზი კი ნიუ-იორკში დაქორწინდა და კანადაში გადავიდა საცხოვრებლად.

"აფხაზების ბაღი", რომელსაც "სიყვარულის ბაღსაც" უწოდებენ, კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის ქალაქ ვიქტორიაში მდებარეობს. პეგი და ნიკოლოზ აფხაზებმა ბაღის გაშენებას მთელი ცხოვრება მიუძღვნეს. დღეს ეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია კანადაში, მას უამრავი ტურისტი და დამთვალიერებელი სტუმრობს. აფხაზთა საგვარეულო სასახლე კი, სოფელ კარდენახში, წლების განმავლობაში ინგრეოდა და იძარცვებოდა...

მუხრანის სათავადო ციხე

სოფელი მუხრანი მდებარეობს შიდა ქართლში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით. იგი ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია და წარმოადგენდა მუხრანის სათავადოს ცენტრს. XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე მას შიოსუბანი ეწოდებოდა. საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი სამუხრანბატონოს დაარსება დაკავშირებულია 1512 წელს, ქართლის მეფე დავითისა (დავით X მეფობდა 1505-1525 წლებში) და მისი ძმის, ბაგრატის მორიგებასთან, რომლის მიხედვითაც, კახეთის მეფე ავგიორგისთან ბრძოლის სანაცვლოდ, მუხრანის ტერიტორია ბაგრატს საუფლისწულოდ გადაეცა და შიდა ქართლის სადროშოს სარდლობაც დაეკისრა.

მუხრანბატონები ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ. სამუხრანო, ძირითადად, მუხრანის ველს მოიცავდა და მის შემადგენლობაში 60-მდე სოფელი შედიოდა. მუხრანბატონთა წარმომადგენელი იყვნენ ქართლის მეფეები ვახტანგ V (შაჰნავაზი), ვახტანგ VI და სხვ. სამუხრანბატონო XIX საუკუნის 40-იან წლებამდე არსებობდა, სანამ რუსულმა ხელისუფლებამ არ გააუქმა.

დღეს სოფელ მუხრანში დგას მუხრანბატონთა უკანასკნელი პერიოდის რეზიდენციის ნაშთები. მის შემადგენლობაში შედის ციხე-გალავანი, სასახლის ნანგრევი და სამი მეტ-ნაკლები სისრულით შემორჩენილი ეკლესია. ციტადელის ჭიშკრის თავზე შემორჩენილი წარწერის მიხედვით, ეს ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს და თავისი წვლილი ლევან მუხრანბატონსაც შეუტანია. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია იმ დროს მეფის სახლთუხუცესის თანამდებობის მქონე კონსტანტინე მუხრანბატონს. 1895 წელს უკანასკნელი მფლობელის, ივანე მუხრანბატონის გარდაცვალების შემდეგ, რეზიდენცია კონსტანტინე მუხრანბატონის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც მოგვიანებით გაყიდა იგი.

კომპლექსის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემორჩენილი ნაგებობაა ციხე-გალავანი, 3,5 ჰექტარამდე ფართობით. ეს კომპლექსური შენობა ორი ნაწილისგან შედგება. მცირე გალავანი ციტადელის როლს ასრულებდა. მასზე მიდგმულია დიდი გალავანი ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. ციტადელის კოშკებს შორის ზომით ყველაზე მასშტაბურია ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი. ეზოს მხრიდან შესასვლელის თავზე, კედელში ჩასმული ყოფილა მომცრო მარმარილოს ქვა მხედრული წარწერით, რომელიც ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

რომაული სიმაგრეები საქართველოში და აფსაროსის ციხის რეკონსტრუქცია / ლეგიონერები შრომის ხელსაწყოებსაც ისეთივე ოსტატობით იყენებდნენ, როგორც სატყორცნ შუბსა და მახვილს

საქართველოში ანტიკური ხანის რომაული ძეგლებიდან გონიოს ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი დიდი ხანია იწვევს არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ინტერესს. მსგავსი ისტორიული ძეგლები მთელ რომაულ სამყაროში გვხვდება, ბოლო ათწლეულში დაასრულეს ზოგიერთი რომაული ციხის რეკონსტრუქცია - ან ნაგებობები აღადგინეს, ან გრაფიკული გამოსახულებები შექმნეს. ამჯერად გთავაზობთ აფსაროსის (გონიოს) ციხის მიახლოებით რეკონსტრუქციას.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

კლდის უძველესი მხატვრობა ირანიდან

ჰაკა მეფისთვის ეგვიპტის უდაბნოში

ორი გერმანელი ჯარისკაცი და ჯორი აირწინაღით

რას უშვრებოდნენ რომაელები ნარჩენებს

ერთჯერადი ჭურჭელი... შუა საუკუნეებიდან

ილუსტრირებული ისტორია. ალექსანდრე I დიდი

ანთროპოლოგიური ძიებანი. ცაიშელები

შოპენის უცნობი ფოტო აღმოაჩინეს

ქართული სალოცავები თქმულებებში. ეთნოლოგიური ნარკვევი

პოლემიკა. მეცნიერება და ჟურნალისტიკა

ბაგრატიონთა საგვარეულოს მატიანე

ტერაქტი ტერაქტის წინააღმდეგ / თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია. გაგრძელება.

ხსოვნა. რაულ ჩაგუნავას მოსაგონარი

ჯაშუშური თამაშები. სამმხრივი ომი უკრაინისთვის

ცხოვრება. დავით მუსხელიშვილი: "სკოლა რომ დავამთავრე, ვიცოდი, ისტორიკოსობა მინდოდა"

როგორ განსახლდა ადამიანი ამერიკაში?

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს