მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"52 წლის კაცს ჯვარი უნდა დაეწერა 16 წლის ქალზე. ახალგაზრდა ქალმა ტირილი მორთო..." - საინტერესო ამბები საუკუნის წინანდელი პრესიდან
"52 წლის კაცს ჯვარი უნდა დაეწერა 16 წლის ქალზე. ახალგაზრდა ქალმა ტირილი მორთო..." - საინტერესო ამბები საუკუნის წინანდელი პრესიდან

რა ხდე­ბო­და სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გო­რი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა... ვაგრელებთ რუბ­რი­კას "სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი პრე­სა" და გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლითე­კის არ­ქივ­ში და­ცუ­ლი სხვა­დას­ხვა გა­ზე­თე­ბი­დან - აი, რას წერ­დნენ XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ პრე­სა­ში:

"ცნო­ბის ფურ­ცე­ლი" - 1899 წელი. 11 იან­ვა­რი

ჯვა­რის წე­რის დაშ­ლა პა­ტარ­ძლი­სა უა­რის გამო:

გაზ. "მშაკს" სიღ­ნა­ღი­დან აუ­წყე­ბენ შემ­დეგს შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რა ად­გი­ლობ­რივ სო­მეხ­თა ეკ­ლე­სი­ა­ში 28 დე­კემ­ბერს. 52 წლის კაცს ჯვა­რი უნდა და­ე­წე­რა 16 წლის ქალ­ზე. ახალ­გაზ­რდა ქალ­მა, რო­გორც კი თავ­მოყ­რილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვა­ლი გა­და­ავ­ლო, ტი­რი­ლი მორ­თო. ვი­ღა­ცა დამ­სწრე­თა­გან­მა წარ­მოს­თქო, სარ­ძლოს მისი სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ათხო­ვე­ბე­ნო. ამ სი­ტყვებ­მა ხალ­ხში ლა­პა­რა­კი გა­მო­იწ­ვია. ატყდა ხმა­უ­რო­ბა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა: სარ­ძლო ხმა­მაღ­ლა აქ­ვი­თინ­და, ერთი დამ­სწრე­თა­გა­ნის თხოვ­ნით, მღვდე­ლი და­ე­კი­თხა ქალს, - თა­ნახ­მა ხარ თუ არა, სა­სი­ძოს ცო­ლად გაჰ­ყვეო. სარ­ძლომ უარი გა­ნა­ცხა­და და მღვდელ­მა ქალი მა­შინ­ვე გა­ის­ტუმ­რა.

გუ­და­უ­თი (აფხა­ზე­თი)

ახა­ლი წელი და ახა­ლი ამ­ბე­ბი: ახ­ლად შე­მო­ღე­ბულ­მა წარ­მოდ­გე­ნამ დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. არ­ტის­ტებ­მა წინ­და­წინ­ვე გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ იანრ­ვის ექვს, წარ­მოდ­გე­ნა გვექ­ნე­ბა და ბი­ლე­თე­ბი გაგ­ვი­სა­ღე­თო. მარ­თლაც და­ნიშ­ნულ დღეს, მი­ვიდ­ნენ მსურ­ველ­ნი სასტ. "კავ­კაზ­ში, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნა იყო და­ნიშ­ნუ­ლი, მაგ­რამ სა­უ­ბე­დუ­როდ, მა­ყუ­რებ­ლებს არ ღე­ბუ­ლობ­დნენ, რად­გან "სეკ­რეტ­ნი" წარ­მოდ­გე­ნა გვაქ­ვსო. აბა რას იზამ­დნენ, გულ-ხელ დაკ­რე­ფი­ლი უკან გა­მობ­რუნ­დნენ.

წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ მოკ­ლა ქალ­მა საყ­ვარ­ლის დახ­მა­რე­ბით ქმა­რი აღ­დგო­მის ღა­მეს - რა იწე­რე­ბო­და 20-იანი წლე­ბის ქარ­თულ პრე­სა­ში

ერ­თათ-ერთი მამა-პა­პუ­რი რამ დარ­ჩე­ნი­ლა - ახალ წელს მე­ზობ­ლე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში მი­ლოც­ვა. ის ერთი წესი შე­ას­რუ­ლეს, მაგ­რამ ამა­საც არ ჰქონ­და ძვე­ლი ფერი, "ვი­ზი­ტით" მო­სი­ა­რუ­ლე­ნი ერ­თობ გან­საც­დელ­ში ჩა­ვარ­დნენ აფხა­ზე­ბის­გან. ყმაწ­ვი­ლე­ბი მწკრივ-მწკრი­ვად ქი­ჩებ­ზე მწობ­რად მი­მო­დი­ოდ­ნენ ნე­ლის ღი­ღი­ნით, რო­მელ­საც აფხა­ზე­ბის ურე­მი ბანს აძ­ლევ­და. ბო­ლოს რო­დე­საც მოთ­მი­ნე­ბი­დან გა­მო­ვიდ­ნენ "მო­ვი­ზი­ტე­ნი, პო­ლი­ცი­ას­თან და­ა­ბე­ზღეს აფხა­ზე­ბი. "დღეს დიდი დღეა, ახა­ლი წე­ლია და ესე­ნი ურ­მით და­დი­ა­ნო". პო­ლი­ცი­ა­მაც შე­ი­პყრო რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი და და­ა­ტუ­სა­ღა.

ამორ­ჩე­უ­ლი აზ­რე­ბი:

ღმერ­თმა ქა­ლებს წვე­რი იმი­ტომ არ მის­ცა, რომ მო­პარსვის დროს ისი­ნი არ და­ჩუმ­დე­ბოდ­ნენ და მო­პარსვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

ხნი­ა­ნი გა­სა­თხო­ვა­რი ქა­ლის არ­ში­ყო­ბა იმ ძველ ლექ­სებს წა­ა­გავს, რომ­ლე­ბიც სა­მუ­და­მოდ სტო­ლის უჯ­რა­ში უნდა ეწყოს.

"ჰო" - ისე­თი სი­ტყვაა, რო­მელ­საც ქა­ლე­ბი თვა­ლე­ბით უფრო ად­ვი­ლათ წარ­მოს­თქვა­მენ, ვიდ­რე ტუ­ჩე­ბით..."

1906 წელი, 30 ოქ­ტომ­ბე­რი. "ივე­რია"

ვისი "და­პყრო­ბა" უნ­დათ?

"ჩვე­ნი ეჭვი გა­მარ­თლდა. - გა­მარ­თლდა ჩვენ­და სა­სი­ა­მოვ­ნოდ და სა­სი­ხა­რუ­ლოდ ის ხმე­ბი, რომ გუ­რია აჯანყდა და ჯარ­თან პი­რის­პირ საბ­რძოლ­ვე­ლად გა­მო­ვი­დაო, არ გა­მარ­თლდა - ეს ხმე­ბი ძალ­ზე გა­ბე­რი­ლი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. ქუ­თა­ი­სის გურ­ნი­ის მმარ­თვე­ლი ალ. ყიფ­ში­ძე ოფი­ცი­ა­ლუ­რად აცხა­დებს, რომ გუ­რი­ა­ში არა­ვი­თა­რი აჯან­ყე­ბა არ მომ­ხდა­რა, - მოხ­და მხო­ლოდ პა­ტა­რა შე­ტა­კე­ბა მო­და­რა­ჯე კა­ზა­კე­ბის რაზმთან, რომ­ლის მსგავ­სი ყო­ველ­დღე ხდე­ბა სხვა­გა­ნაც, ცხა­დად გა­მომ­ჟღავ­ნდა ის ამ­ბა­ვი, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ რწყი­ლი აქ­ლე­მად და­უ­სა­ხავს და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ტა­კე­ბა ცე­ცხლ-ან­თე­ბულ აჯან­ყე­ბად მოსჩ­ვე­ნე­ბია... ეს ასეა, მაგ­რამ ახკა სხვა საქ­მეა რა გზას და­ად­გე­ბა და რას მო­ი­მოქ­მე­დებს კავ­კა­სი­ის უმაღ­ლე­სი მთავ­რო­ბა. ჯარი უკვე გაგ­ზავ­ნი­ლია გუ­რი­ის­კენ და ახლა კი­დევ გაგ­ზავ­ნას აპი­რე­ბენ, მაგ­რამ ვის წი­ნა­აღ­მდეგ ვის და­სა­პყრო­ბად და და­სა­მორ­ჩი­ლებ­ლად?.. გუ­რი­ას არა­ვი­თა­რი და­პყრო­ბა არ სჭირ­დე­ბა...ის არა­ვის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბას არ ცდი­ლობს.

ახა­ლი ამ­ბე­ბი:

გუ­რი­ი­დან დე­პე­შით დაწ­ვრი­ლე­ბით იტყო­ბი­ნე­ბი­ან ჩო­ხა­ტა­ურ­ში მომ­ხდარ ამ­ბებს. 16 ოქ­ტომ­ბერს, სა­მა­სი გუ­რუ­ლი დას­ცე­მია კა­ზა­კე­ბის პოსტს. მო­უკ­ლავთ ერთი. და­უჭ­რი­ათ ორი. წა­ურ­თმე­ვი­ათ ათი ბერ­და­ნის თოფი. მე­ო­რე დღეს და­უ­ტუ­სა­ღე­ბი­ათ ბო­ქა­უ­ლი გა­გუა და რამ­დე­ნი­მე სტრა­ჟ­ნი­კი. ამას­თან წა­ურ­თმე­ვი­ათ თო­ფე­ბი და პატ­რო­ნე­ბი. 19 ოქ­ტომ­ბერს, ჩა­ო­ხა­ტუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბის დროს მაზ­რის უფ­როსს ჩა­საფ­რე­ბი­ან გზა­ზე და კა­ზა­კე­ბის­თვის და­უ­შე­ნი­ათ თოფი და ყუმ­ბა­რა. დაჭ­რი­ლია რამ­დე­ნი­მე კა­ზა­კი, მაგ­რამ ექ­ვსი გუ­რუ­ლებს ტყვედ წა­უყ­ვა­ნი­ათ.

"ხმა ქარ­თვე­ლი ქა­ლი­სა", პირ­ვე­ლი ფე­მი­ნის­ტუ­რი გა­ზე­თი, 1918 წელი, ოქ­ტომ­ბე­რი" - "თა­ნას­წო­რო­ბა სქეს­თა წი­ნა­შე კა­ნო­ნი­სა

ასჩ­ვიდ­მე­ტი წლის მო­ნო­ბამ ძი­რი­ა­ნად მოგ­ლი­ჯა ის ჭეშ­მა­რი­ტი გრძნო­ბა ჩვე­ნი გუ­ლის ფიც­რი­დან, რო­მელ­საც სამ­შობ­ლო­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ეწო­დე­ბა. ახლა კი, ჩვენ­მა დე­დებ­მა და დებ­მა უნდა გა­ნამ­ტკი­ცონ და ხე­ლი­ან არ გა­უშ­ვან ის სი­სიხ­ლით მო­ნა­პო­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მაგ­რა მხო­ლოდ იმ ერს შე­უძ­ლია ჩა­ე­რი­ოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფერ­ხულ­ში, სა­დაც არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი მო­ნო­ბა, ქალი რო­გორც ასე­თი გარ­და­იქ­ცა მა­მა­კა­ცის სა­კუთ­რე­ბად. ეს უკა­ნას­კნე­ლი მას უყუ­რებ­და, რო­გორც ვნე­ბა­თა ღელ­ვის და­სამ­შვი­დე­ბელ სა­განს და საკ­მა­რი­სი იყო, რომ ქალს აღარ და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა მისი მხე­ცუ­რი ინ­სიქ­ტი, რომ ქალს გა­რეთ გა­მო­აგ­დებ­დნენ, რო­გორც რო­გორც უვარ­გისჩ­ვარ­სა... თან­და­თან ქალი იგ­ნებ­და თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­სა. ბევ­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი პირი იბ­რძო­და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად... მაშ ვინ უნდა იზ­რუ­ნოს თქვენ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ასულ­ნო?.. თუ რუ­სე­თის გა­თახ­სი­რე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კამ ჩაჰკლა თქვენ­ში უნა­რი ბრძო­ლი­სა?.. დე, ეხლა ამ ჟამს გა­ნიღ­ვი­ძოს თქვენ­ში ძველ დე­და­თა მი­მა­ლულ­მა ძლი­ერ­მა სულ­მა. "ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და უნდა მოგ­ვე­ცეს ის უფ­ლე­ბა, რი­თაც ყო­ვე­ლი თქვენ­გა­ნი სარ­გებ­ლობს..."

"ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო", 1920 წელი, 12 ივ­ლი­სი"

ტრამ­ვა­ის წარ­წე­რე­ბი:

ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბამ და­ად­გი­ნა რომ ტრავ­მა­ის ყვე­ლა ვა­გო­ნებს ქარ­თუ­ლად წა­ა­წე­რონ, ხოლო ამა­ვე დროს რო­მე­ლი­მე ად­გი­ლას რუ­სუ­ლი წარ­წე­რე­ბი­თაც უნდა და­წე­როს ტრავ­მა­ის მარ­შრუ­ტი.

"წე­რი­ლი ხე­ვი­დან:"

"სო­ფელ აჩხატ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ძვირ­ფა­სი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი ვა­ჭა­რი გაბ­რი­ელ ბე­დოშ­ვი­ლი. აქ სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია ორი­ო­დე სი­ტყვით და­ვა­ხა­სი­ა­თო გან­სვე­ნე­ბულს პი­როვ­ნე­ბა, - გაბ­რი­ე­ლი ჩა­მო­მავ­ლო­ბით ოსი იყო და დიდი მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყო სა­ქარ­თვე­ლო­სი. ქარ­თუ­ლი მწიგ­ნობ­რო­ბი­სა, ში­ნა­უ­რის სწავ­ლით გა­მო­სუ­ლი, ივა­ნე მა­ჩაბ­ლი­სა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა "დრო­ე­ბა­სა" და "ივე­რი­ა­ში" მუ­შა­ობ­და. 42 წლის ვაჭ­რო­ბა­ში სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, 700-800 მა­ნე­თიც არ აღ­მო­აჩ­ნდა, თუმ­ცა მას კარ­გი შემ­თხვე­ვე­ბი ჰქონ­და გამ­დიდ­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ის ამა­ზე სრუ­ლე­ბით არ ზრუ­ნავ­და.

გან­სვე­ნე­ბუ­ლი ამას­თან დიდი მორ­წმუ­ნე იყო და დიდი მცოდ­ნე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა. 1877 წლი­დან უკა­ნას­კნე­ლი ომე­ბის და­წყე­ბამ­დე ამას მო­ე­პო­ვე­ბო­და ყო­ველ­გვა­რი წამ­ლე­ბი და ხალ­ხს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ბე­ჩა­ვებს უფა­სოდ და შეძ­ლე­ბუ­ლებს იმ ფა­სად აწ­ვდი­და წამ­ლებს და და­რი­გე­ბას, რა ფა­სი­თაც თი­თონ მას უჯდა. სხვაფ­რი­ვაც დი­დად შვე­ლო­და ხევს და მას­ზედ პრე­სა­ში თუ ისე, მუდ­მი­ვად იმაღ­ლებ­და ხმას. მად­ლი­ე­რი მო­ხე­ვე­ე­ბი არას­დროს და­ი­ვი­წყე­ბენ მის კე­თილ სა­ხეს"

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"52 წლის კაცს ჯვარი უნდა დაეწერა 16 წლის ქალზე. ახალგაზრდა ქალმა ტირილი მორთო..." - საინტერესო ამბები საუკუნის წინანდელი პრესიდან

"52 წლის კაცს ჯვარი უნდა დაეწერა 16 წლის ქალზე. ახალგაზრდა ქალმა ტირილი მორთო..." - საინტერესო ამბები საუკუნის წინანდელი პრესიდან

რა ხდებოდა საუკუნის წინანდელ საქართველოში, როგორი იყო პოლიტიკური და სოციალური ვითარება, ყოველდღიური ცხოვრება... ვაგრელებთ რუბრიკას "საუკუნის წინანდელი პრესა" და გთავაზობთ ამონარიდებს ეროვნული ბიბლითეკის არქივში დაცული სხვადასხვა გაზეთებიდან - აი, რას წერდნენ XX საუკუნის ქართულ პრესაში:

"ცნობის ფურცელი" - 1899 წელი. 11 იანვარი

ჯვარის წერის დაშლა პატარძლისა უარის გამო:

გაზ. "მშაკს" სიღნაღიდან აუწყებენ შემდეგს შემთხვევას, რომელიც მომხდარა ადგილობრივ სომეხთა ეკლესიაში 28 დეკემბერს. 52 წლის კაცს ჯვარი უნდა დაეწერა 16 წლის ქალზე. ახალგაზრდა ქალმა, როგორც კი თავმოყრილ საზოგადოებას თვალი გადაავლო, ტირილი მორთო. ვიღაცა დამსწრეთაგანმა წარმოსთქო, სარძლოს მისი სურვილის წინააღმდეგ ათხოვებენო. ამ სიტყვებმა ხალხში ლაპარაკი გამოიწვია. ატყდა ხმაურობა და წინააღმდეგობა: სარძლო ხმამაღლა აქვითინდა, ერთი დამსწრეთაგანის თხოვნით, მღვდელი დაეკითხა ქალს, - თანახმა ხარ თუ არა, სასიძოს ცოლად გაჰყვეო. სარძლომ უარი განაცხადა და მღვდელმა ქალი მაშინვე გაისტუმრა.

გუდაუთი (აფხაზეთი)

ახალი წელი და ახალი ამბები: ახლად შემოღებულმა წარმოდგენამ დიდი ყურადღება მიიპყრო. არტისტებმა წინდაწინვე გამოაცხადეს, რომ იანრვის ექვს, წარმოდგენა გვექნება და ბილეთები გაგვისაღეთო. მართლაც დანიშნულ დღეს, მივიდნენ მსურველნი სასტ. "კავკაზში, სადაც წარმოდგენა იყო დანიშნული, მაგრამ საუბედუროდ, მაყურებლებს არ ღებულობდნენ, რადგან "სეკრეტნი" წარმოდგენა გვაქვსო. აბა რას იზამდნენ, გულ-ხელ დაკრეფილი უკან გამობრუნდნენ.

წაიკითხეთ: როგორ მოკლა ქალმა საყვარლის დახმარებით ქმარი აღდგომის ღამეს - რა იწერებოდა 20-იანი წლების ქართულ პრესაში

ერთათ-ერთი მამა-პაპური რამ დარჩენილა - ახალ წელს მეზობლების ერთმანეთში მილოცვა. ის ერთი წესი შეასრულეს, მაგრამ ამასაც არ ჰქონდა ძველი ფერი, "ვიზიტით" მოსიარულენი ერთობ განსაცდელში ჩავარდნენ აფხაზებისგან. ყმაწვილები მწკრივ-მწკრივად ქიჩებზე მწობრად მიმოდიოდნენ ნელის ღიღინით, რომელსაც აფხაზების ურემი ბანს აძლევდა. ბოლოს როდესაც მოთმინებიდან გამოვიდნენ "მოვიზიტენი, პოლიციასთან დააბეზღეს აფხაზები. "დღეს დიდი დღეა, ახალი წელია და ესენი ურმით დადიანო". პოლიციამაც შეიპყრო რამდენიმე მათგანი და დაატუსაღა.

ამორჩეული აზრები:

ღმერთმა ქალებს წვერი იმიტომ არ მისცა, რომ მოპარსვის დროს ისინი არ დაჩუმდებოდნენ და მოპარსვა შეუძლებელი იქნებოდა.

ხნიანი გასათხოვარი ქალის არშიყობა იმ ძველ ლექსებს წააგავს, რომლებიც სამუდამოდ სტოლის უჯრაში უნდა ეწყოს.

"ჰო" - ისეთი სიტყვაა, რომელსაც ქალები თვალებით უფრო ადვილათ წარმოსთქვამენ, ვიდრე ტუჩებით..."

1906 წელი, 30 ოქტომბერი. "ივერია"

ვისი "დაპყრობა" უნდათ?

"ჩვენი ეჭვი გამართლდა. - გამართლდა ჩვენდა სასიამოვნოდ და სასიხარულოდ ის ხმები, რომ გურია აჯანყდა და ჯართან პირისპირ საბრძოლველად გამოვიდაო, არ გამართლდა - ეს ხმები ძალზე გაბერილი და გადაჭარბებული გამოდგა. ქუთაისის გურნიის მმართველი ალ. ყიფშიძე ოფიციალურად აცხადებს, რომ გურიაში არავითარი აჯანყება არ მომხდარა, - მოხდა მხოლოდ პატარა შეტაკება მოდარაჯე კაზაკების რაზმთან, რომლის მსგავსი ყოველდღე ხდება სხვაგანაც, ცხადად გამომჟღავნდა ის ამბავი, რომ ადმინისტრაციამ რწყილი აქლემად დაუსახავს და ჩვეულებრივი შეტაკება ცეცხლ-ანთებულ აჯანყებად მოსჩვენებია... ეს ასეა, მაგრამ ახკა სხვა საქმეა რა გზას დაადგება და რას მოიმოქმედებს კავკასიის უმაღლესი მთავრობა. ჯარი უკვე გაგზავნილია გურიისკენ და ახლა კიდევ გაგზავნას აპირებენ, მაგრამ ვის წინააღმდეგ ვის დასაპყრობად და დასამორჩილებლად?.. გურიას არავითარი დაპყრობა არ სჭირდება...ის არავისგან განცალკევებას არ ცდილობს.  

ახალი ამბები:

გურიიდან დეპეშით დაწვრილებით იტყობინებიან ჩოხატაურში მომხდარ ამბებს. 16 ოქტომბერს, სამასი გურული დასცემია კაზაკების პოსტს. მოუკლავთ ერთი. დაუჭრიათ ორი. წაურთმევიათ ათი ბერდანის თოფი. მეორე დღეს დაუტუსაღებიათ ბოქაული გაგუა და რამდენიმე სტრაჟნიკი. ამასთან წაურთმევიათ თოფები და პატრონები. 19 ოქტომბერს, ჩაოხატურიდან დაბრუნების დროს მაზრის უფროსს ჩასაფრებიან გზაზე და კაზაკებისთვის დაუშენიათ თოფი და ყუმბარა. დაჭრილია რამდენიმე კაზაკი, მაგრამ ექვსი გურულებს ტყვედ წაუყვანიათ.

"ხმა ქართველი ქალისა", პირველი ფემინისტური გაზეთი, 1918 წელი, ოქტომბერი" - "თანასწორობა სქესთა წინაშე კანონისა

ასჩვიდმეტი წლის მონობამ ძირიანად მოგლიჯა ის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენი გულის ფიცრიდან, რომელსაც სამშობლოსადმი სიყვარული ეწოდება. ახლა კი, ჩვენმა დედებმა და დებმა უნდა განამტკიცონ და ხელიან არ გაუშვან ის სისიხლით მონაპოვი თავისუფლება. მაგრა მხოლოდ იმ ერს შეუძლია ჩაერიოს თავისუფლების ფერხულში, სადაც არ არსებობს არავითარი მონობა, ქალი როგორც ასეთი გარდაიქცა მამაკაცის საკუთრებად. ეს უკანასკნელი მას უყურებდა, როგორც ვნებათა ღელვის დასამშვიდებელ საგანს და საკმარისი იყო, რომ ქალს აღარ დაეკმაყოფილებინა მისი მხეცური ინსიქტი, რომ ქალს გარეთ გამოაგდებდნენ, როგორც როგორც უვარგისჩვარსა... თანდათან ქალი იგნებდა თავის მდგომარეობასა. ბევრი გამოჩენილი პირი იბრძოდა ქალთა უფლებების გასაუმჯობესებლად... მაშ ვინ უნდა იზრუნოს თქვენთვის საქართველოს ასულნო?.. თუ რუსეთის გათახსირებულმა პოლიტიკამ ჩაჰკლა თქვენში უნარი ბრძოლისა?.. დე, ეხლა ამ ჟამს განიღვიძოს თქვენში ძველ დედათა მიმალულმა ძლიერმა სულმა. "ჩვენც ადამიანები ვართ და უნდა მოგვეცეს ის უფლება, რითაც ყოველი თქვენგანი სარგებლობს..."

"ახალი საქართველო", 1920 წელი, 12 ივლისი"

ტრამვაის წარწერები:

ქალაქის გამგეობამ დაადგინა რომ ტრავმაის ყველა ვაგონებს ქართულად წააწერონ, ხოლო ამავე დროს რომელიმე ადგილას რუსული წარწერებითაც უნდა დაწეროს ტრავმაის მარშრუტი.

"წერილი ხევიდან:"

"სოფელ აჩხატში გარდაიცვალა ძვირფასი მამულიშვილი ვაჭარი გაბრიელ ბედოშვილი. აქ საჭიროდ მიმაჩნია ორიოდე სიტყვით დავახასიათო განსვენებულს პიროვნება, - გაბრიელი ჩამომავლობით ოსი იყო და დიდი მოსიყვარულე იყო საქართველოსი. ქართული მწიგნობრობისა, შინაურის სწავლით გამოსული, ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძისა "დროებასა" და "ივერიაში" მუშაობდა. 42 წლის ვაჭრობაში სიკვდილის შემდეგ, 700-800 მანეთიც არ აღმოაჩნდა, თუმცა მას კარგი შემთხვევები ჰქონდა გამდიდრებულიყო, მაგრამ ის ამაზე სრულებით არ ზრუნავდა.

განსვენებული ამასთან დიდი მორწმუნე იყო და დიდი მცოდნე ქართული ლიტერატურისა. 1877 წლიდან უკანასკნელი ომების დაწყებამდე ამას მოეპოვებოდა ყოველგვარი წამლები და ხალხს შეძლებისდაგვარად, ბეჩავებს უფასოდ და შეძლებულებს იმ ფასად აწვდიდა წამლებს და დარიგებას, რა ფასითაც თითონ მას უჯდა. სხვაფრივაც დიდად შველოდა ხევს და მასზედ პრესაში თუ ისე, მუდმივად იმაღლებდა ხმას. მადლიერი მოხევეები არასდროს დაივიწყებენ მის კეთილ სახეს"

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი