საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპისკენ გზაზე ბოლო ნაბიჯი გადავდგით - რა ახალი რეგულაცია მიიღო ევროკავშირის საბჭომ საქართველოს უვიზო რეჟიმზე
ევროპისკენ გზაზე ბოლო ნაბიჯი გადავდგით - რა ახალი რეგულაცია მიიღო ევროკავშირის საბჭომ საქართველოს უვიზო რეჟიმზე

ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ 2017 წლის 27 თე­ბერ­ვალს მი­ი­ღო რე­გუ­ლა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მალ­ტის ში­ნა­გან საქ­მე­თა და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრმა კარ­მე­ლო აბე­ლამ გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს შე­თან­ხმე­ბა და­ახ­ლო­ვებს ქარ­თველ ხალ­ხსა და ევ­რო­კავ­შირს და გა­აძ­ლი­ე­რებს ტუ­რიზ­მი­სა და ბიზ­ნე­სის კავ­ში­რებს".

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ცხად­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას, კერ­ძოდ ესე­ნია: დო­კუ­მენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, სა­ზღვრის მარ­თვა, მიგ­რა­ცი­ი­სა და თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის სა­კი­თხე­ბი. შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის მი­ღე­ბამ ეს შე­თან­ხმე­ბა შე­საძ­ლო გა­ხა­და", - გა­ნა­ცხა­და მალ­ტის შს მი­ნის­ტრმა.

"ახლა ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა ხელი უნდა მო­ა­წე­რონ მი­ღე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ას. ტექ­სტი შემ­დგომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში და ძა­ლა­ში შევა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 20 დღე­ში. მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ცვლის 539/2001რე­გუ­ლა­ცი­ას და სა­ქარ­თვე­ლო გა­დაჰ­ყავს "და­ნარ­თი II"-ით გან­სა­ზღვრუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ებს ვიზა არ სჭირ­დე­ბათ, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ევ­რო­პას­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­მო­ღე­ბის პრო­ცეს­ში ბოლო ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას ულო­ცავს.

კვი­რი­კაშ­ვილ­მა ევ­რო­კო­მი­სარ დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლოს­თან ერ­თობ­ლი­ვად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბულ ახალ რე­გუ­ლა­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

წა­ი­კი­თხეთ; ევ­რო­პა გვე­ლო­დე­ბა! - 30 ქვე­ყა­ნა, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი უვი­ზოდ წას­ვლას შეძ­ლე­ბენ

"მი­ვე­სალ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ლო­ცავ დღე­ვან­დელ დღეს. ჩვენ ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ დღეს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ და­ამ­ტკი­ცა სა­ბო­ლოო ცვლი­ლე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს არის სა­ბო­ლოო ნა­ბი­ჯი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მო­მენ­ტში. ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სა­მი­ვე ინ­სტი­ტუტ­მა უკვე სა­ბო­ლოო თან­ხმო­ბა გა­მო­ხა­ტა სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. 1-ელ მარტს გა­ნახ­ლე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ას ხელი მო­ე­წე­რე­ბა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 20 დღის ვა­და­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტით მოგ­ზა­უ­რო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში", გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც ევ­რო­კო­მი­სარ­მა დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლოს­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში დღე, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რი და სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯით და­უ­ახ­ლოვ­და ერ­თმა­ნეთს.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ვარ, რომ ვიმ­ყო­ფე­ბი თქვენს გვერ­დით, რომ ერ­თად, ერ­თობ­ლი­ვად აღ­ვნიშ­ნოთ და ვი­ზე­ი­მოთ ეს ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რი და სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯით და­უ­ახ­ლოვ­და ერ­თმა­ნეთს. კო­მი­სი­ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ დღეს უკვე რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, ფაქტრობ­რი­ვად, ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ გა­და­წყვი­ტა, რომ გა­ე­უქ­მე­ბი­ნა სა­ვი­ზო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და და­ე­ნერ­გა უვი­ზო მი­მოს­ვლა. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თან­ხმო­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია და უკვე დად­გა დრო, ერ­თად ვი­ზე­ი­მოთ წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი," - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლოს­მა.

European Council adopts regulation on visa liberalisation for Georgians

ევროპისკენ გზაზე ბოლო ნაბიჯი გადავდგით - რა ახალი რეგულაცია მიიღო ევროკავშირის საბჭომ საქართველოს უვიზო რეჟიმზე

ევროპისკენ გზაზე ბოლო ნაბიჯი გადავდგით - რა ახალი რეგულაცია მიიღო ევროკავშირის საბჭომ საქართველოს უვიზო რეჟიმზე

ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, - ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კარმელო აბელამ განაცხადა, რომ "ეს შეთანხმება დაახლოვებს ქართველ ხალხსა და ევროკავშირს და გააძლიერებს ტურიზმისა და ბიზნესის კავშირებს".

"აღნიშნული ცხადყოფს საქართველოს მიერ საჭირო რეფორმების გატარებას, კერძოდ ესენია: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების საკითხები. შეჩერების მექანიზმის მიღებამ ეს შეთანხმება შესაძლო გახადა", - განაცხადა მალტის შს მინისტრმა.

"ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ხელი უნდა მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს "დანართი II"-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცესში ბოლო ნაბიჯის გადადგმას ულოცავს.

კვირიკაშვილმა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციაზე ისაუბრა.

წაიკითხეთ; ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ

"მივესალმები საქართველოს მოსახლეობას და დიდი სიამოვნებით ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს არის საბოლოო ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. 1-ელ მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში, გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში", განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, დღეს არის საქართველოს ისტორიაში დღე, როდესაც ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ერთმანეთს.

"ჩემთვის დიდი პატივია და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ ვიმყოფები თქვენს გვერდით, რომ ერთად, ერთობლივად აღვნიშნოთ და ვიზეიმოთ ეს ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ერთმანეთს. კომისიის შემოთავაზების და რეგულაციების განხილვის შემდეგ ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ დღეს უკვე რამდენიმე წუთის წინ, ფაქტრობრივად, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის და დაენერგა უვიზო მიმოსვლა. საბოლოო გადაწყვეტილება და თანხმობა უკვე მიღებულია და უკვე დადგა დრო, ერთად ვიზეიმოთ წინ გადადგმული ნაბიჯი," - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

European Council adopts regulation on visa liberalisation for Georgians

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."