სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის საბჭოს ახალი რეგულაცია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ
ევროკავშირის საბჭოს ახალი რეგულაცია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ

ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ 2017 წლის 27 თე­ბერ­ვალს მი­ი­ღო რე­გუ­ლა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მალ­ტის ში­ნა­გან საქ­მე­თა და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრმა კარ­მე­ლო აბე­ლამ გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს შე­თან­ხმე­ბა და­ახ­ლო­ვებს ქარ­თველ ხალ­ხსა და ევ­რო­კავ­შირს და გა­აძ­ლი­ე­რებს ტუ­რიზ­მი­სა და ბიზ­ნე­სის კავ­ში­რებს".

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ცხად­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას, კერ­ძოდ ესე­ნია: დო­კუ­მენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, სა­ზღვრის მარ­თვა, მიგ­რა­ცი­ი­სა და თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის სა­კი­თხე­ბი. შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის მი­ღე­ბამ ეს შე­თან­ხმე­ბა შე­საძ­ლო გა­ხა­და", - გა­ნა­ცხა­და მალ­ტის შს მი­ნის­ტრმა.

"ახლა ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა ხელი უნდა მო­ა­წე­რონ მი­ღე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ას. ტექ­სტი შემ­დგომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში და ძა­ლა­ში შევა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 20 დღე­ში. მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ცვლის 539/2001რე­გუ­ლა­ცი­ას და სა­ქარ­თვე­ლო გა­დაჰ­ყავს "და­ნარ­თი II"-ით გან­სა­ზღვრუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ებს ვიზა არ სჭირ­დე­ბათ, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ევროკავშირის საბჭოს ახალი რეგულაცია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ

ევროკავშირის საბჭოს ახალი რეგულაცია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ

ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, - ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კარმელო აბელამ განაცხადა, რომ "ეს შეთანხმება დაახლოვებს ქართველ ხალხსა და ევროკავშირს და გააძლიერებს ტურიზმისა და ბიზნესის კავშირებს".

"აღნიშნული ცხადყოფს საქართველოს მიერ საჭირო რეფორმების გატარებას, კერძოდ ესენია: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების საკითხები. შეჩერების მექანიზმის მიღებამ ეს შეთანხმება შესაძლო გახადა", - განაცხადა მალტის შს მინისტრმა.

"ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ხელი უნდა მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს "დანართი II"-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, - აღნიშნულია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."