პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა რურუა - აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დაუშვებელია
ნიკა რურუა - აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დაუშვებელია

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მი­იჩ­ნევს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზა გა­იხ­სნე­ბა, რისი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვიც არ­სე­ბობს, ეს გა­მო­რი­ცხავს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას, ასე­ვე დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ტი­ი­დან აც­ნო­ბეს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნიკა რუ­რუ­ამ ისა­უბ­რა.

რუ­რუ­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რის ვი­ზი­ტის შემ­დეგ, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი გაჩ­ნდა, რომ მან და კვი­რი­კაშ­ვილ­მა აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა­ზე ისა­უბ­რეს. მი­სი­ვე თქმით, ეჭვს სა­ფუძ­ვლი­ანს ხდის აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­რა­პე­ტი­ა­ნის მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბაც, რაც შემ­დგომ სომ­ხურ­მა და რუ­სულ­მა მე­დი­ა­მაც და­ა­დას­ტუ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ლარ­სის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი გზა გა­იხ­სნე­ბა.

"აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის გახ­სნა, სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლია. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბას მი­ა­ყე­ნებს, გა­მო­რი­ცხავს დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, ჩვე­ნი არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღ­დგე­ნას.

აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის გახ­სნა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ღია ღა­ლა­ტია და და­უშ­ვე­ბე­ლია, რო­გორც მტრუ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ რუ­სებს, სე­პა­რა­ტის­ტებს ახე­ი­რებს. ამას­თან, გაგ­ვი­ფუ­ჭებს ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, რად­გან და­ა­სუს­ტებს ტვირთბ­რუნ­ვას ფო­თის პორ­ტში და გაგ­ვი­ფუ­ჭებს ურ­თი­ერ­თო­ბას აზერ­ბა­ი­ჯან­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცია გაჟ­ღერ­და აბა­შა­ი­ძე-კა­რა­სი­ნის ფორ­მატ­შიც, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ცილ­დე­ბა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის სა­ზღვარს, რად­გან ეს ფორ­მა­ტი მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი. აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის გახ­სნა ცალ­სა­ხად პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია. სწო­რედ ამი­ტომ, აბა­ში­ძე უნდა გა­მო­ცხად­დეს პარ­ლა­მენ­ტში და ყვე­ლა იმ კი­თხვას გას­ცეს პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც მის მი­მართ დაგ­როვ­და.

ხსე­ნე­ბულ თე­მა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რო­მე­ლიც კუ­ლუ­ა­რულ ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­სჯის ფორ­მა­ტი უნდა მი­ე­ცეს. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს არ გა­ა­კე­თა, ჩვენ პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ზო­მებს მივ­მარ­თავთ, რა­საც სა­ხალ­ხო ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვე­ბა, რად­გან ეს ფაქ­ტი გა­მო­რი­ცხავს დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას", - გა­ნა­ცხა­და ნიკა რუ­რუ­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ნიკა რურუა - აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დაუშვებელია

ნიკა რურუა - აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დაუშვებელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება, რისი საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს, ეს გამორიცხავს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე დევნილების დაბრუნებას და არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ნიკა რურუამ ისაუბრა.

რურუას განცხადებით, საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტის შემდეგ, საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ მან და კვირიკაშვილმა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს. მისივე თქმით, ეჭვს საფუძვლიანს ხდის აღნიშნულთან დაკავშირებით კარაპეტიანის მკაფიო განცხადებაც, რაც შემდგომ სომხურმა და რუსულმა მედიამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ლარსის ალტერნატიული ეკონომიკური გზა გაიხსნება.

"აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, სრულიად დაუშვებელია. ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს, გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ჩვენი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას.

აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ეროვნული ინტერესების ღია ღალატია და დაუშვებელია, როგორც მტრული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ რუსებს, სეპარატისტებს ახეირებს. ამასთან, გაგვიფუჭებს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან დაასუსტებს ტვირთბრუნვას ფოთის პორტში და გაგვიფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან.

აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია გაჟღერდა აბაშაიძე-კარასინის ფორმატშიც, რომელიც აშკარად ცილდება საკუთარი უფლებების საზღვარს, რადგან ეს ფორმატი მხოლოდ ეკონომიკური საკითხებისთვისაა შექმნილი. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ცალსახად პოლიტიკური საკითხია. სწორედ ამიტომ, აბაშიძე უნდა გამოცხადდეს პარლამენტში და ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მის მიმართ დაგროვდა.

ხსენებულ თემაზე მოლაპარაკებებს, რომელიც კულუარულ ფორმატში მიმდინარეობს, ფართო საზოგადოებრივი განსჯის ფორმატი უნდა მიეცეს. თუ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, ჩვენ პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ, რასაც სახალხო ვნებათაღელვა მოჰყვება, რადგან ეს ფაქტი გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", - განაცხადა ნიკა რურუამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი