Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრობლემა, რომელიც ბევრ ქართულ ოჯახს აწუხებს - როგორ ვუშველოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს
პრობლემა, რომელიც ბევრ ქართულ ოჯახს აწუხებს - როგორ ვუშველოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს

რო­გორ უნდა ვუშ­ვე­ლოთ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ანს? - ფსი­ქო­ლო­გი თა­მარ თან­დაშ­ვი­ლი აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს ძა­ლი­ან სა­ჭი­რო რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს:

პირ­ველ რიგ­ში უნდა და­ვად­გი­ნოთ, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით გა­ტა­ცე­ბა მხო­ლოდ გა­ტა­ცე­ბაა თუ პა­თო­ლო­გია. ამის გარ­კვე­ვა­ში კი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის "ბიბ­ლია" - DSM-5, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ თუ ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი 9 სიმპტო­მი­დან ადა­მი­ანს 4 მა­ინც ახა­სი­ა­თებს, ის მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. სიმპტო­მე­ბი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

1. სა­სურ­ვე­ლი ემო­ცი­უ­რი აღ­გზნე­ბის მი­საღ­წე­ვად ადა­მი­ანს სულ უფრო მზარ­დი თან­ხით თა­მა­ში სჭირ­დე­ბა

2. თა­მა­შის შე­წყვე­ტა ან თა­მა­შის სიხ­ში­რის კლე­ბა მას­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და მო­უს­ვენ­რო­ბას იწ­ვევს

3. მო­თა­მა­შის მხრი­დან თა­მა­შის შე­წყვე­ტის, სიხ­ში­რის კლე­ბის ან თა­მა­შის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის სხვა გზით კონ­ტრო­ლის რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დამ­თავ­რდა

4. თა­მაშს ის გო­ნე­ბა­ში ხში­რად უტ­რი­ა­ლებს (წარ­მო­იდ­გენს ან იხ­სე­ნებს წარ­სუ­ლი თა­მა­შის დე­ტა­ლებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას, გეგ­მავს მო­მა­ვა­ლი თა­მა­შის დე­ტა­ლებს ან სა­თა­მა­შოდ თან­ხის მო­პო­ვე­ბის გზებს...)

5. ნე­ბის­მი­ე­რი სტრე­სი (დეპ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბა, შფოთ­ვა, და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა, იმედ­გაც­რუ­ე­ბა) მას­ში თა­მა­შის სურ­ვილს იწ­ვევს.

6. წა­გე­ბის შემ­დეგ დღეს აუ­ცი­ლებ­ლად ბრუნ­დე­ბა სა­თა­მა­შოდ წა­გე­ბუ­ლის "ამო­ღე­ბის" მიზ­ნით.

7. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით გა­ტა­ცე­ბის ხა­რის­ხის/სიმ­ძი­მის და­მალ­ვის მიზ­ნით ტყუ­ის.

8. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გამო წყა­ლი შე­უ­ყე­ნა ან და­კარ­გა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი, ურ­თი­ერ­თო­ბა, სამ­სა­ხუ­რი, ზრდის/წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

9. თა­მა­შით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლის და­სა­ფა­რად თან­ხას ითხოვს ახ­ლობ­ლე­ბის­გან.

წა­ი­კი­თხეთ: "ვირუ­სი", რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 400 000 ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი

გემბლინ­გი ხში­რად არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი ისეთ და­ა­ვა­დე­ბებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა: დეპ­რე­სი­უ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბი­სა და ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტის სინ­დრო­მი, ობ­სე­სი­ურ კომ­პულ­სუ­რი აშ­ლი­ლო­ბა. გემბლინ­გი, რო­გორც წესი, კა­ცე­ბის და­ა­ვა­დე­ბაა. ოჯახ­სა და სა­მე­გობ­რო­ში გემბლე­რის არ­სე­ბო­ბა ამ აშ­ლი­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის რისკ ფაქ­ტო­რად ით­ვლე­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გემბლე­რე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან, ისე­თი პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, რო­გო­რე­ბი­ცაა: კონ­კუ­რენ­ტუ­ლო­ბა, ვორ­კოჰო­ლიზ­მი, იმ­პულ­სუ­რო­ბა, მო­უს­ვენ­რო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ად­ვი­ლად იწყე­ნენ, მათ ად­ვი­ლად ბეზ­რდე­ბათ ეს თუ ის საქ­მი­ა­ნო­ბა, სი­ტუ­ა­ცია, როლი.

თუკი ჩვენ დავ­რწმუნ­დით, რომ ჩვენს ახ­ლო­ბელს არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა აქვს:

1. პირ­ველ რიგ­ში უნდა შე­ვე­ცა­დოთ მას­თან გა­სა­უბ­რე­ბას და ამ აშ­ლი­ლო­ბის კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თის მის­თვის ახ­სნას. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, ამი­ტომ, უნდა და­ვიხ­მა­როთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც პი­როვ­ნუ­ლი წონა, ავ­ტო­რი­ტე­ტი გა­აჩ­ნი­ათ გემბლე­რის­თვის. ამ სა­უბ­რის მი­ზა­ნია, მო­თა­მა­შის რწმე­ნა, რომ უბ­რა­ლოდ ერ­თო­ბა და არა­ფერს აშა­ვებს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ვარ­ყი­ოთ და­მარ­წმუ­ნე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბით. ასე­თი სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა მისი მხრი­დან ბრა­ზის/რის­ხვის ან იუ­მო­რი­თა და აგ­დე­ბით, ან სუ­ლაც მტკი­ცე­ბით, რომ კარ­გა ხა­ნია არ უთა­მა­შია, (გან­რი­დე­ბის ფორ­მა მრა­ვა­ლია) დამ­თავ­რდეს. ჩვენ არ უნდა დაგ­ვე­ზა­როს და სა­უ­ბა­რი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვი­მე­ო­როთ ფსი­ქი­ატრთან გარ­და­უ­ვა­ლი ვი­ზი­ტის თხოვ­ნით.

2. გემბლერს უნდა გა­და­ვუ­კე­ტოთ ფუ­ლის წყა­რო. ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლია წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტყუ­ი­ლე­ბის კას­კა­დი (მო­ვა­ლე­ე­ბი მო­საკ­ლა­ვად დას­დე­ვენ ან ხელ-ფე­ხის დამ­ტვრე­ვით ემუქ­რე­ბი­ან, მე­გო­ბარს კიბო აქვს და ანა­ლი­ზის ფული ჭირ­დე­ბა, მის მან­ქა­ნას ბორ­ბა­ლი და­ეშ­ვა და სას­წრა­ფოდ თუ არ გა­მო­უც­ვა­ლა, გზა­ში დარ­ჩე­ბა, შვილს წამ­ლე­ბი გა­მო­უ­წე­რეს და ვერ ყი­დუ­ლობს, გერ­მა­ნუ­ლის მას­წავ­ლე­ბელს თან­ხა წი­ნას­წარ და­ჭირ­და და ასე შემ­დეგ...). გა­ვაფრ­თხი­ლოთ ნა­თე­სავ-მე­გობ­რე­ბი, რომ ფული არა­ვინ ასეს­ხოს.

3. მის სა­ხელ­ზე არ გა­ვა­ფორ­მოთ (გა­და­ვა­ფორ­მოთ) არა­ვი­თა­რი ღი­რე­ბუ­ლი სა­კუთ­რე­ბა. სახ­ლი­დან გა­ვი­ტა­ნოთ და გა­დავ­მა­ლოთ ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი. თუ ეს ადა­მი­ა­ნი ჩვენ­თან არ ცხოვ­რობს, გა­მოვ­ცვა­ლოთ კა­რის სა­კე­ტი. თვით­მკვლე­ლო­ბის მუ­ქა­რის ან თვით­და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ვი­ძა­ხოთ პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო. ოჯა­ხის წევ­რზე თავ­დას­ხმი­სა და მისი და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა უპა­სუ­ხოდ არ დავ­ტო­ვოთ. (პა­სუ­ხის ფორ­მა თა­ვად აარ­ჩი­ეთ. მე პო­ლი­ცი­ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­რე­ვას გირ­ჩევთ. თუ ადა­მი­ან­მა ერთხელ მა­ინც გა­ი­წია ახ­ლო­ბელ­ზე, ის თავ­დას­ხმას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მე­ო­რებს, უკვე გაზ­რდი­ლი სი­სას­ტი­კით).

4. კი­დევ ერთხელ შევ­თა­ვა­ზოთ ფსი­ქი­ატრთან ვი­ზი­ტი. ამ ვი­ზი­ტის დროს შიძ­ლე­ბა დად­გინ­დეს, რომ გემბლერს პა­რა­ლე­ლუ­რად აქვს დეპ­რე­სია ან სხვა აშ­ლი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ცალ­კე მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. დეპ­რე­სია ძა­ლი­ან ხში­რად გას­დევს ფო­ნად აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ოჯა­ხის წევ­რე­ბი უნდა გა­ვე­სა­უბ­როთ ფსი­ქი­ატრს/ფსი­ქო­ლოგს იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა მოგ­ვი­წევს მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში.

წა­ი­კი­თხეთ: პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 21-ე სა­უ­კუ­ნის ნარ­კო­მა­ნი­ად იქცა

ბო­ლოს კი და­ვა­მა­ტებ­დი, რომ ვერც ერთი სპე­ცი­ა­ლის­ტი დე­და­მი­წის ზურ­გზე აზარ­ტულ მო­თა­მა­შეს ვერ "მო­არ­ჩენს," ეს უკა­ნას­კნე­ლი თა­ვად თუ არ დარ­წმუნ­და, რომ და­ა­ვა­დე­ბუ­ლია და არ მო­ინ­დო­მა გან­კურ­ნე­ბა! მკურ­ნა­ლო­ბის სურ­ვი­ლი კი თა­ვის მხრივ არც ერთ გემბლერს არ გა­უჩ­ნდე­ბა, თუკი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე "გულ­მო­წყა­ლე" წევ­რი სხვე­ბის­გან მა­ლუ­ლად და "უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლის ნიშ­ნად" ვალს უფა­რავს. ოჯა­ხის წევ­რებ­მა უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ასე­თი არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი მო­პყრო­ბა აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შის­თვის იგი­ვეა, რაც დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლის­თვის პირ­ში მუჭა შაქ­რის ჩაყ­რა.

მას შემ­დეგ, რაც გემბლე­რი ფსი­ქი­ატრთან ვი­ზიტს და­თან­ხმდე­ბა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩა­ე­წე­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბას და­ი­წყებს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წა­მა­ლი არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს: რად­გან ბევრ მათ­განს სამ­სა­ხუ­რი ჯერ კი­დევ გა­აჩ­ნია ან ისევ ჩვე­ნი­ვე დახ­მა­რე­ბით ახალ სამ­სა­ხურს და­ი­წყებს, გა­ხა­რე­ბუ­ლებ­მა, ტა­შის შე­მოკ­ვრის ნაც­ვლად, გრა­ფი­კი უნდა გა­ვუ­წე­როთ, რომ­ლის მი­ხედ­ვით ოჯა­ხის წევ­რსა და მე­გო­ბარს მის გამო აღე­ბულ ვალს ის პირ­წმინ­დად და­უბ­რუ­ნებს.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა და სა­კუ­თა­რი შეც­დო­მის­თვის სა­ფა­სუ­რის გა­ღე­ბა გან­კურ­ნე­ბის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "და­ვი­ღუ­პეო და მოყ­ვა, რო­გორ დას­დევ­და კა­ზი­ნოს მფლო­ბე­ლი მა­ფი­ო­ზი მო­საკ­ლა­ვად..." - შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე

წყა­რო: Tamar Tandashvili Counseling and Psychotherapy ფსი­ქო­ლო­გი თა­მარ თან­დაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

პრობლემა, რომელიც ბევრ ქართულ ოჯახს აწუხებს - როგორ ვუშველოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს

პრობლემა, რომელიც ბევრ ქართულ ოჯახს აწუხებს - როგორ ვუშველოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს

როგორ უნდა ვუშველოთ აზარტული თამაშებით დაავადებულ ადამიანს? - ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებს ძალიან საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევს:

პირველ რიგში უნდა დავადგინოთ, ჩვენი ოჯახის წევრის აზარტული თამაშებით გატაცება მხოლოდ გატაცებაა თუ პათოლოგია. ამის გარკვევაში კი დაგვეხმარება ფსიქიკური დარღვევების "ბიბლია" - DSM-5, რომელიც გვეუბნება, რომ თუ ქვემოთ ჩამოთვლილი 9 სიმპტომიდან ადამიანს 4 მაინც ახასიათებს, ის მკურნალობას საჭიროებს. სიმპტომები კი ასე გამოიყურება:

1. სასურველი ემოციური აღგზნების მისაღწევად ადამიანს სულ უფრო მზარდი თანხით თამაში სჭირდება

2. თამაშის შეწყვეტა ან თამაშის სიხშირის კლება მასში გაღიზიანებას და მოუსვენრობას იწვევს

3. მოთამაშის მხრიდან თამაშის შეწყვეტის, სიხშირის კლების ან თამაშის მოთხოვნილების სხვა გზით კონტროლის რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა

4. თამაშს ის გონებაში ხშირად უტრიალებს (წარმოიდგენს ან იხსენებს წარსული თამაშის დეტალებსა და გამოცდილებას, გეგმავს მომავალი თამაშის დეტალებს ან სათამაშოდ თანხის მოპოვების გზებს...)

5. ნებისმიერი სტრესი (დეპრესიული განწყობა, შფოთვა, დანაშაულის განცდა, იმედგაცრუება) მასში თამაშის სურვილს იწვევს.

6. წაგების შემდეგ დღეს აუცილებლად ბრუნდება სათამაშოდ წაგებულის "ამოღების" მიზნით.

7. აზარტული თამაშებით გატაცების ხარისხის/სიმძიმის დამალვის მიზნით ტყუის.

8. აზარტული თამაშების გამო წყალი შეუყენა ან დაკარგა მნიშვნელოვანი ადამიანი, ურთიერთობა, სამსახური, ზრდის/წინსვლის შესაძლებლობა.

9. თამაშით გამოწვეული ზარალის დასაფარად თანხას ითხოვს ახლობლებისგან.

წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

გემბლინგი ხშირად არის ასოცირებული ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა: დეპრესიული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა, ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ობსესიურ კომპულსური აშლილობა. გემბლინგი, როგორც წესი, კაცების დაავადებაა. ოჯახსა და სამეგობროში გემბლერის არსებობა ამ აშლილობის ჩამოყალიბებისთვის რისკ ფაქტორად ითვლება.

ადამიანები, რომლებიც გემბლერებად ყალიბდებიან, ისეთი პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევიან, როგორებიცაა: კონკურენტულობა, ვორკოჰოლიზმი, იმპულსურობა, მოუსვენრობა. ეს ადამიანები ადვილად იწყენენ, მათ ადვილად ბეზრდებათ ეს თუ ის საქმიანობა, სიტუაცია, როლი.

თუკი ჩვენ დავრწმუნდით, რომ ჩვენს ახლობელს არც მეტი, არც ნაკლები, თამაშზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს:

1. პირველ რიგში უნდა შევეცადოთ მასთან გასაუბრებას და ამ აშლილობის კლინიკური სურათის მისთვის ახსნას. ეს ძალიან რთული გასაკეთებელია, ამიტომ, უნდა დავიხმაროთ ადამიანები, რომლებსაც პიროვნული წონა, ავტორიტეტი გააჩნიათ გემბლერისთვის. ამ საუბრის მიზანია, მოთამაშის რწმენა, რომ უბრალოდ ერთობა და არაფერს აშავებს, შეძლებისდაგვარად შევარყიოთ დამარწმუნებელი არგუმენტებით. ასეთი საუბარი შეიძლება მისი მხრიდან ბრაზის/რისხვის ან იუმორითა და აგდებით, ან სულაც მტკიცებით, რომ კარგა ხანია არ უთამაშია, (განრიდების ფორმა მრავალია) დამთავრდეს. ჩვენ არ უნდა დაგვეზაროს და საუბარი კიდევ რამდენჯერმე გავიმეოროთ ფსიქიატრთან გარდაუვალი ვიზიტის თხოვნით.

2. გემბლერს უნდა გადავუკეტოთ ფულის წყარო. ამ შემთხვევაში მისი მხრიდან მოსალოდნელია წარმოუდგენელი ტყუილების კასკადი (მოვალეები მოსაკლავად დასდევენ ან ხელ-ფეხის დამტვრევით ემუქრებიან, მეგობარს კიბო აქვს და ანალიზის ფული ჭირდება, მის მანქანას ბორბალი დაეშვა და სასწრაფოდ თუ არ გამოუცვალა, გზაში დარჩება, შვილს წამლები გამოუწერეს და ვერ ყიდულობს, გერმანულის მასწავლებელს თანხა წინასწარ დაჭირდა და ასე შემდეგ...). გავაფრთხილოთ ნათესავ-მეგობრები, რომ ფული არავინ ასესხოს.

3. მის სახელზე არ გავაფორმოთ (გადავაფორმოთ) არავითარი ღირებული საკუთრება. სახლიდან გავიტანოთ და გადავმალოთ ძვირფასი ნივთები. თუ ეს ადამიანი ჩვენთან არ ცხოვრობს, გამოვცვალოთ კარის საკეტი. თვითმკვლელობის მუქარის ან თვითდაზიანების შემთხვევაში გამოვიძახოთ პოლიცია და სასწრაფო. ოჯახის წევრზე თავდასხმისა და მისი დაზიანების შემთხვევა უპასუხოდ არ დავტოვოთ. (პასუხის ფორმა თავად აარჩიეთ. მე პოლიციის დაუყოვნებლივ ჩარევას გირჩევთ. თუ ადამიანმა ერთხელ მაინც გაიწია ახლობელზე, ის თავდასხმას აუცილებლად გაიმეორებს, უკვე გაზრდილი სისასტიკით).

4. კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ფსიქიატრთან ვიზიტი. ამ ვიზიტის დროს შიძლება დადგინდეს, რომ გემბლერს პარალელურად აქვს დეპრესია ან სხვა აშლილობა, რომელიც ცალკე მკურნალობას საჭიროებს. დეპრესია ძალიან ხშირად გასდევს ფონად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას. ოჯახის წევრები უნდა გავესაუბროთ ფსიქიატრს/ფსიქოლოგს იმის თაობაზე, თუ რა როლის შესრულება მოგვიწევს მკურნალობის პროცესში.

წაიკითხეთ: პრობლემა, რომელიც საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ნარკომანიად იქცა

ბოლოს კი დავამატებდი, რომ ვერც ერთი სპეციალისტი დედამიწის ზურგზე აზარტულ მოთამაშეს ვერ "მოარჩენს," ეს უკანასკნელი თავად თუ არ დარწმუნდა, რომ დაავადებულია და არ მოინდომა განკურნება! მკურნალობის სურვილი კი თავის მხრივ არც ერთ გემბლერს არ გაუჩნდება, თუკი ოჯახის რომელიმე "გულმოწყალე" წევრი სხვებისგან მალულად და "უპირობო სიყვარულის ნიშნად" ვალს უფარავს. ოჯახის წევრებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი არათანმიმდევრული მოპყრობა აზარტული მოთამაშისთვის იგივეა, რაც დიაბეტით დაავადებულისთვის პირში მუჭა შაქრის ჩაყრა.

მას შემდეგ, რაც გემბლერი ფსიქიატრთან ვიზიტს დათანხმდება, რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაეწერება და მკურნალობას დაიწყებს, ყველაზე მნიშვნელოვანი წამალი არ უნდა გამოგვრჩეს: რადგან ბევრ მათგანს სამსახური ჯერ კიდევ გააჩნია ან ისევ ჩვენივე დახმარებით ახალ სამსახურს დაიწყებს, გახარებულებმა, ტაშის შემოკვრის ნაცვლად, გრაფიკი უნდა გავუწეროთ, რომლის მიხედვით ოჯახის წევრსა და მეგობარს მის გამო აღებულ ვალს ის პირწმინდად დაუბრუნებს.

პასუხისმგებლობის გააზრება და საკუთარი შეცდომისთვის საფასურის გაღება განკურნების ძირითადი კომპონენტი და აუცილებელი წინაპირობაა.

ასევე წაიკითხეთ: "დავიღუპეო და მოყვა, როგორ დასდევდა კაზინოს მფლობელი მაფიოზი მოსაკლავად..." - შემაძრწუნებელი ისტორიები თამაშდამოკიდებულ ადამიანებზე

წყარო: Tamar Tandashvili Counseling and Psychotherapy ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი

"ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია" - როგორია იტალიაში მყოფი ქართველი გოგონას მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

11 წესი თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის - რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან

"უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ონლაინ სწავლებებზე გადავიდეთ" - ამირან გამყრელიძე