პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში გავრცელებული ქრონიკული დაავადებები - რა იწვევს მათ და როგორ ავირიდოთ თავიდან
საქართველოში გავრცელებული ქრონიკული დაავადებები - რა იწვევს მათ და როგორ ავირიდოთ თავიდან

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რი­ცხვმა იმა­ტა. გა­სულ წელს ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოქსფა­მის" მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვით გა­მოვ­ლინ­და, რომ 1000 გა­მო­კი­თხუ­ლი ადა­მი­ა­ნი­დან, 64% ოჯა­ხის წევ­რებ­ში ამა თუ იმ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბას აფიქ­სი­რებს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა ჰი­პერ­ტენ­ზია და გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, 11%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა დი­ა­ბე­ტი, 3%-ს კიბო.

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია: გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, კიბო, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, დი­ა­ბე­ტი და სხვ. გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში შე­დის.

კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, არა­გა­დამ­დე­ბი (ქრო­ნი­კუ­ლი) და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რისკ-ჯგუ­ფე­ბია:

შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით: და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც უპი­რა­ტე­სად ნახ­შირ­წყლო­ვან საკ­ვებს, ცხი­მებს და ტკბი­ლე­ულს მო­იხ­მარს და პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ იღებს ხილ­სა და ხორ­ცე­ულს.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პრინ­ცი­პით: საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სოფ­ლად უფრო მე­ტია ვიდ­რე ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მთა­ში არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის უფრო მა­ღა­ლი სა­შიშ­რო­ე­ბაა.

ამ­დე­ნად, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ერთ-ერთი მძლავ­რი რისკ-ფაქ­ტო­რია და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი კვე­ბა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და­ბა­ლი ხა­რის­ხი, რაც მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის დე­ფი­ციტ­თან ასო­ცირ­დე­ბა.

რო­გორც AMBEBI-სთან სა­უბ­რი­სას და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა ლელა სტუ­რუ­ამ გა­ნა­ცხა­და, გა­ი­ზარ­და რო­გორც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ასე­ვე მათ­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც. მისი თქმით, ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს.

"ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია: გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, კიბო, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და დი­ა­ბე­ტი. სი­ტყვა - ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, იხ­მა­რე­ბა არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, დღეს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გახ­და ასე­ვე B და C ჰე­პა­ტი­ტიც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა გახ­და აივ შიდსიც," - აღ­ნიშ­ნა სტუ­რუ­ამ.

მისი თქმით, არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკ ფაქ­ტო­რე­ბია - თამ­ბა­ქოს და ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა, და­ბა­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა, რაც მო­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მა­რი­ლის, ცხი­მე­ბი­სა და შაქ­რის მი­ღე­ბას, ხოლო ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის ნაკ­ლებ მი­ღე­ბას.

"შემ­დე­გია ბი­ო­ლო­გი­უ­რი რისკ ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მელ­საც მი­ე­კუთ­ვნე­ბა სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი, ჩვე­ნი წონა-სი­მაღ­ლის შე­ფარ­დე­ბა, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ციფ­რე­ბი, ასე­ვე სის­ხლში გლუ­კო­ზი­სა და ქო­ლეს­ტე­რი­ნის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია. ასე­ვე მოქ­მე­დებს გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბიც - სტრე­სი, ხმა­უ­რი, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა, ვიბ­რა­ცია, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი სტრე­სი.

ზო­გი­ერ­თი ფაქ­ტო­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მარ­ტი­ვია, მა­გა­ლი­თად თამ­ბა­ქო, სას­მე­ლი და ა.შ. თუმ­ცა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა რთუ­ლია, ხოლო გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტო­რებს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ავი­ცი­ლებთ," - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა ლელა სტუ­რუ­ამ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კიც მა­ტუ­ლობს. თუმ­ცა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გენ­დე­რი - ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბა უფრო მე­ტად რო­მე­ლი­მე ერთ სქეს­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

საქართველოში გავრცელებული ქრონიკული დაავადებები - რა იწვევს მათ და როგორ ავირიდოთ თავიდან

საქართველოში გავრცელებული ქრონიკული დაავადებები - რა იწვევს მათ და როგორ ავირიდოთ თავიდან

ბოლო წლებში საქართველოში ქრონიკული დაავადებების რიცხვმა იმატა. გასულ წელს ორგანიზაცია "ოქსფამის" მიერ ჩატარებულ კვლევით გამოვლინდა, რომ 1000 გამოკითხული ადამიანიდან, 64% ოჯახის წევრებში ამა თუ იმ ქრონიკული დაავადების არსებობას აფიქსირებს. მათ შორის ყველაზე მაღალი პროცენტით გამოირჩევა ჰიპერტენზია და გულსისხლძარღვთა დაავადებები, 11%-ს აღენიშნება დიაბეტი, 3%-ს კიბო.

ქრონიკული დაავადებებია: გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და სხვ. გულსისხლძარღვთა დაავადებები არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა. თუმცა, საქართველო ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შედის.

კვლევის მონაცემებით, არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით მოსახლეობის ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფებია:

შემოსავლების მიხედვით: დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობა, რომელიც უპირატესად ნახშირწყლოვან საკვებს, ცხიმებს და ტკბილეულს მოიხმარს და პრაქტიკულად ვერ იღებს ხილსა და ხორცეულს.

გეოგრაფიული პრინციპით: საკვების ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები სოფლად უფრო მეტია ვიდრე ქალაქში, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთაში არაგადამდები დაავადებების გავრცელების უფრო მაღალი საშიშროებაა.

ამდენად, კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის არაგადამდები დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი მძლავრი რისკ-ფაქტორია დაუბალანსებელი კვება, მრავალფეროვნების დაბალი ხარისხი, რაც მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტთან ასოცირდება.

როგორც AMBEBI-სთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა ლელა სტურუამ განაცხადა, გაიზარდა როგორც ქრონიკული დაავადებები, ასევე მათგან გამოწვეული სიკვდილიანობაც. მისი თქმით, ქრონიკულ დაავადებებს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

"ქრონიკული დაავადებებია: გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და დიაბეტი. სიტყვა - ქრონიკული დაავადება, იხმარება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით. თუმცა, დღეს ქრონიკული დაავადებები გახდა ასევე B და C ჰეპატიტიც. შეიძლება ითქვას, რომ ქრონიკული დაავადება გახდა აივ შიდსიც," - აღნიშნა სტურუამ.

მისი თქმით, არაგადამდები დაავადებების რისკ ფაქტორებია - თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და არაჯანსაღი კვება, რაც მოიცავს დიდი რაოდენობის მარილის, ცხიმებისა და შაქრის მიღებას, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებ მიღებას.

"შემდეგია ბიოლოგიური რისკ ფაქტორები, რომელსაც მიეკუთვნება სხეულის მასის ინდექსი, ჩვენი წონა-სიმაღლის შეფარდება, არტერიული წნევის ციფრები, ასევე სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაცია. ასევე მოქმედებს გარემო ფაქტორებიც - სტრესი, ხმაური, ჰაერის დაბინძურება, ვიბრაცია, კლიმატის ცვლილება, პროფესიული სტრესი.

ზოგიერთი ფაქტორის თავიდან აცილება მარტივია, მაგალითად თამბაქო, სასმელი და ა.შ. თუმცა, კლიმატის ცვლილების თავიდან აცილება რთულია, ხოლო გენეტიკურ ფაქტორებს ვერანაირად ვერ ავიცილებთ," - განაცხადა მედიცინის დოქტორმა ლელა სტურუამ.

აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქრონიკული დაავადებების რისკიც მატულობს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია გენდერი - ზოგიერთი დაავადება უფრო მეტად რომელიმე ერთ სქესშია გავრცელებული.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი