საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალურად რა ხდებოდა "ოსკარის" კულისებში, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდი" და "მთვარის შუქი" აერიათ
 რეალურად რა ხდებოდა "ოსკარის" კულისებში, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდი" და "მთვარის შუქი" აერიათ

"ოს­კა­რის" ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უხერ­ხუ­ლი მო­მენ­ტი რი­გით 89-ე და­ჯილ­დო­ვე­ბის და­სას­რულს მოხ­და. სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის და­სა­სა­ხე­ლებ­ლად სცე­ნა­ზე ასულ­მა ფეი და­ნა­უ­ე­იმ და უო­რენ ბიტ­მა კონ­ვერ­ტი გახ­სნეს, ბიტ­მა ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ ამო­ი­კი­თხა: სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია "ლა ლა ლენ­დი".

დარ­ბა­ზის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის შემ­დეგ სცე­ნა­ზე "ლა ლა ლენ­დის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ავი­და და პრო­დი­უ­სე­რებ­მა სა­მად­ლო­ბე­ლი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმა და­ი­წყეს, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სცე­ნა­ზე შოუს წამ­ყვა­ნი კო­მი­კო­სი ჯიმი კი­მე­ლი გა­მო­ვი­და და შოუ შე­ა­ჩე­რა. ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბეს, რომ "მოხ­და გა­უ­გებ­რო­ბა" და წლის ფილ­მი "შეც­დო­მით წა­ი­კი­თხეს". ამის შემ­დეგ აჩ­ვე­ნეს კონ­ვერ­ტი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ წლის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის­თვის "ოს­კა­რი" რე­ა­ლუ­რად არა "ლა ლა ლენ­დს", არა­მედ "მთვა­რის შუქს" გა­და­ე­ცა.

Los Angeles Times-ის მი­მომ­ხილ­ვე­ლი იმ უც­ნობ ფაქ­ტებ­ზე წერს, რაც ამ უხერ­ხუ­ლი მო­მენ­ტის დროს კუ­ლი­სებ­ში მოხ­და.

"მა­შინ, როცა სცე­ნა­ზე "ლა ლა ლენ­დის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ავი­და გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, კუ­ლი­სებ­ში გა­ის­მა: "ო, ღმერ­თო... მან არას­წო­რი კონ­ვერ­ტი აიღო". შოუს საპ­რო­დი­უ­სე­რო ჯგუ­ფი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სი­ტუ­ა­ცი­ის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბით. "ოს­კა­რის" მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი მა­იკლ დე ლუკა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დაშ­ტე­რე­ბო­და მო­ნი­ტორს და ცდი­ლობ­და მომ­ხდა­რი გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა. მის გვერ­დით მდგარ მა­გი­და­ზე შამ­პა­ნუ­რის ჭი­ქე­ბი იდგა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წა­მის წინ შე­ავ­სეს წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შოუს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად...

სი­ტუ­ა­ცია ასე­თია: აკა­დე­მი­ამ არ იცის რა მოხ­და. სცე­ნის მე­ნე­ჯე­რი გარი ნა­ტო­ლი კუ­ლი­სებ­ში შე­მორ­ბის სი­ტყვე­ბით: "უო­რენს ხელ­ში უჭი­რავს კონ­ვერ­ტი და მას არ უშ­ვებს". ამის შემ­დეგ სცე­ნა­ზე ჯიმი კი­მე­ლი გა­დის სი­ტუ­ა­ცი­ის მო­საგ­ვა­რებ­ლად. როცა ის კუ­ლი­სებ­ში დაბ­რუნ­და, დე ლუ­კამ უთხრა: "მად­ლო­ბა მე­გო­ბა­რო, სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოყ­ვა­ნის­თვის", კი­მელ­მა კი უპა­სუ­ხა: "ჰო, მაგ­რამ ეს არა­ვის ემახ­სოვ­რე­ბა ახლა. არ ვიცი რა მოხ­და. ჩვენ ყვე­ლა დე­ტა­ლი უნდა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ", - წერს Los Angeles Times-ის მი­მომ­ხილ­ვე­ლი ჯეფ­რი ფლე­იშ­მა­ნი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კონ­ვერ­ტე­ბი არას­წო­რად შე­ი­ტა­ნეს სცე­ნა­ზე. მსა­ხი­ობ­მა უო­რენ ბიტ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მის ხელთ არ­სე­ბულ კონ­ვერ­ტში ეწე­რა ემა სტო­უ­ნი - "ლა ლა ლენ­დი", რა­მაც ის და­აბ­ნია და ფილ­მი შეც­დო­მით ამო­ი­კი­თხა. შეც­დო­მის გამო მსა­ხი­ობ­მა ბო­დი­ში მო­უ­ხა­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რეალურად რა ხდებოდა "ოსკარის" კულისებში, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდი" და "მთვარის შუქი" აერიათ

 რეალურად რა ხდებოდა "ოსკარის" კულისებში, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდი" და "მთვარის შუქი" აერიათ

"ოსკარის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მომენტი რიგით 89-ე დაჯილდოვების დასასრულს მოხდა. საუკეთესო ფილმის დასასახელებლად სცენაზე ასულმა ფეი დანაუეიმ და უორენ ბიტმა კონვერტი გახსნეს, ბიტმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამოიკითხა: საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულია "ლა ლა ლენდი".

დარბაზის აპლოდისმენტების შემდეგ სცენაზე "ლა ლა ლენდის" შემოქმედებითი ჯგუფი ავიდა და პროდიუსერებმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა დაიწყეს, მაგრამ მოულოდნელად სცენაზე შოუს წამყვანი კომიკოსი ჯიმი კიმელი გამოვიდა და შოუ შეაჩერა. ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ "მოხდა გაუგებრობა" და წლის ფილმი "შეცდომით წაიკითხეს". ამის შემდეგ აჩვენეს კონვერტი, სადაც მითითებული იყო, რომ წლის საუკეთესო ფილმისთვის "ოსკარი" რეალურად არა "ლა ლა ლენდს", არამედ "მთვარის შუქს" გადაეცა.

Los Angeles Times-ის მიმომხილველი იმ უცნობ ფაქტებზე წერს, რაც ამ უხერხული მომენტის დროს კულისებში მოხდა.

"მაშინ, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდის" შემოქმედებითი ჯგუფი ავიდა გამარჯვების აღსანიშნავად, კულისებში გაისმა: "ო, ღმერთო... მან არასწორი კონვერტი აიღო". შოუს საპროდიუსერო ჯგუფი, ჟურნალისტები გაოგნებულები იყვნენ სიტუაციის ასეთი განვითარებით. "ოსკარის" მთავარი პროდიუსერი მაიკლ დე ლუკა გაოგნებული დაშტერებოდა მონიტორს და ცდილობდა მომხდარი გაეანალიზებინა. მის გვერდით მდგარ მაგიდაზე შამპანურის ჭიქები იდგა, რომელიც რამდენიმე წამის წინ შეავსეს წარმატებით ჩატარებული შოუს აღსანიშნავად...

სიტუაცია ასეთია: აკადემიამ არ იცის რა მოხდა. სცენის მენეჯერი გარი ნატოლი კულისებში შემორბის სიტყვებით: "უორენს ხელში უჭირავს კონვერტი და მას არ უშვებს". ამის შემდეგ სცენაზე ჯიმი კიმელი გადის სიტუაციის მოსაგვარებლად. როცა ის კულისებში დაბრუნდა, დე ლუკამ უთხრა: "მადლობა მეგობარო, სიტუაციიდან გამოყვანისთვის", კიმელმა კი უპასუხა: "ჰო, მაგრამ ეს არავის ემახსოვრება ახლა. არ ვიცი რა მოხდა. ჩვენ ყველა დეტალი უნდა გავაანალიზოთ", - წერს Los Angeles Times-ის მიმომხილველი ჯეფრი ფლეიშმანი.

როგორც აღმოჩნდა, კონვერტები არასწორად შეიტანეს სცენაზე. მსახიობმა უორენ ბიტმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებულ კონვერტში ეწერა ემა სტოუნი - "ლა ლა ლენდი", რამაც ის დააბნია და ფილმი შეცდომით ამოიკითხა. შეცდომის გამო მსახიობმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება