საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან დიდმარხვა დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ
დღეიდან დიდმარხვა დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ

27 თე­ბერ­ვლი­დან დიდ­მარ­ხვის პირ­ვე­ლი კვი­რა და­ი­წყო. მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის დიდ­მარ­ხვის პირ­ვე­ლი შვი­დე­უ­ლი მკაც­რია. მო­ძღვრის კურ­თხე­ვით ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მთელ კვი­რას უზე­თო საჭ­მელს იღე­ბენ, ვი­საც ეს არ შუძ­ლია, ამ წე­სის დაც­ვას ოთხშა­ბათ­სა და პა­რას­კევს ცდი­ლობს.

პირ­ვე­ლი ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტაძ­რებ­ში, სხვა მსა­ხუ­რე­ბას­თან ერ­თად, წმინ­და ან­დრია კრი­ტე­ლის ლოც­ვა იკი­თხე­ბა, რო­მელ­საც სი­ნა­ნუ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძალა აქვს.

კვი­რის დღე­ებ­ში საღ­მრთო წირ­ვე­ბი აღარ ტარ­დე­ბა. ოთხშა­ბათ­სა და პა­რას­კევს მხო­ლოდ პირ­ველ­შე­წი­რუ­ლის წირ­ვა იმარ­თე­ბა.

ასე­ვე, ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვის ჩათ­ვლით, მთე­ლი დიდ­მარ­ხვის გან­მავ­ლო­ბა­ში მორ­წმუ­ნე­ე­ბი დილა-სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბის შემ­დეგ ეფ­რემ ასუ­რის ლოც­ვებს კი­თხუ­ლო­ბენ.

დიდ­მარ­ხვა 16 აპ­რილს, უფ­ლის აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა.

დე­კა­ნო­ზი ან­დრია კე­მუ­ლა­რია მარ­ხვის შე­სა­ხებ:

სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში დიდი მარ­ხვა და­ი­წყე­ბა. ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია მისი მო­ლო­დი­ნი. გსურს ჭუ­ჭყი­ა­ნი სა­მო­სე­ლი­ვით მო­ი­შო­რო ძვე­ლი კაცი მისი ჩვე­ვე­ბი­თა და სი­სუს­ტე­ე­ბით. გეგ­მავ რა წა­ი­კი­თხო, რო­გორ ილო­ცო, რო­გორ და­დუმ­დე. იმე­დოვ­ნებ, რომ აღ­დგო­მას მი­ა­გე­ბებ უფალს გან­წმენ­დილ გულს და აღივ­სე­ბა იგი სი­ხა­რუ­ლით. იცი, გახ­სოვს, მე­რამ­დე­ნე წე­ლია გეგ­მავ, ცდი­ლობ და... მა­ინც ვერ იცხოვ­რე, რო­გორც გინ­დო­და, ვერ შე­წი­რე ბო­ლომ­დე შენი ძა­ლე­ბი, გამ­ხელს სინ­დი­სი. წუ­თი­სოფ­ლის ჭა­ობ­მა წა­ი­ღო დრო, ძა­ლე­ბი, უნა­რე­ბი. ეშ­მა­კი­სა და წუ­თი­სოფ­ლის მტრო­ბას სა­კუ­თა­რი სი­სუს­ტე, სულ­მოკ­ლე­ო­ბა და­ე­მა­ტა და ვერ ხარ ისე­თი, რო­გო­რიც გინ­დო­და გე­ნა­ხა შენი თავი მარ­ხვის ბო­ლოს. თუმ­ცა, კაც­თმოყ­ვა­რე ღმერ­თი გი­წი­ლა­დებს სი­ხა­რულს და მა­ინც ხა­რობ. ხა­რობ და იწყე­ბა მო­ლო­დი­ნი შემ­დგო­მი მარ­ხვი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დიდი მარ­ხვი­სა. ელო­დე­ბი იმ იმე­დით, რომ ისევ ეც­დე­ბი, ისევ შე­ე­ჭი­დე­ბი სა­კუ­თარ და­ცე­მულ ბუ­ნე­ბას. და, აჰა კვლავ მო­ვი­და ეს დღე. ისევ იმე­დე­ბი, გეგ­მე­ბი და ლოც­ვა: "შე­მე­წიე, ღმერ­თო, შე­მაძ­ლე­ბი­ნე".

მრა­ვა­ლი ქრის­ტე­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს იღებს მო­ნას­ტრუ­ლი ცხოვ­რე­ბი­დან. ძველ მა­მებს წე­სად ჰქო­ნი­ათ - დიდ მარ­ხვას ძა­ლი­სა­ებრ თვი­სი­სა და­ყუ­დე­ბა­სა და გან­მარ­ტო­ე­ბა­ში ატა­რებ­დნენ. რაკი, წე­სი­სა­ებრ, ყო­ველ­დღი­უ­რად ვერ შე­თხოვ­დნენ პა­ტი­ე­ბას ერ­თმა­ნეთს, დიდი მარ­ხვის და­წყე­ბი­სას ერ­თმა­ნეთს შენ­დო­ბას მის­ცემ­დე­ნენ, რო­გორც სა­წინ­დარს კე­თი­ლი ღვაწ­ლი­სა და ასე შე­უდ­გე­ბოდ­ნენ მარ­ხვას. ეს კე­თი­ლი ჩვე­უ­ლე­ბა სამ­რევ­ლო­ებ­შიც გად­მო­ვი­და. ყვე­ლი­ე­რის კვი­რის და­სას­რულს, მწუხრზე დღე­საც ვიკ­რი­ბე­ბით და ერ­თმა­ნეთს შენ­დო­ბას ვთხოვთ. თუმ­ცა კა­ცობ­რივ­მა ზე­და­პი­რუ­ლო­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შერყვნა ეს ტრა­დი­ცია. ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნი სა­ნა­ხა­ვია, როცა მრევ­ლის ნა­წი­ლი­სათ­ვის ეს უბ­რა­ლოდ გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი რი­ტუ­ა­ლია, როცა ადა­მი­ა­ნი გა­ღი­მე­ბუ­ლი და თვალ­ზე ცრემ­ლმომ­დგა­რი მო­დის შენ­დო­ბის სა­თხოვ­ნად, თუმ­ცა მისი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი ეი­ფო­რი­ის შე­დე­გია და არა უღირ­სე­ბის გა­აზ­რე­ბუ­ლი გან­ცდი­სა. განა იმას ვამ­ბობ, რომ წე­სია ცუდი, – ყო­ვე­ლი, თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ტრა­დი­ცია და­სა­ცა­ვი და მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია, რად­გან ჩვე­ნი სულ­ცა­რი­ე­ლი სა­კუ­ნე უმ­ჯო­ბესს ვე­რა­ფერს ქმნის. მაგ­რამ, შენ­დო­ბის წესი ჩვენ შევრყვე­ნით, გა­ვა­უბ­რა­ლო­ეთ, ფორ­მა­ლიზ­მად გვექ­ცა.

შენ­დო­ბა პრო­ცე­სია და არა ერთჯე­რა­დი აქტი. შე­უძ­ლე­ბე­ლია აპა­ტიო ამ­სა­ღა­მოს, თუ არ გა­ნა­წყვე შენი თავი სა­თა­ნა­დოდ გუ­შინ, წინა კვი­რას, წინა თვეს, თუ შენ­დო­ბის თხოვ­ნა და მოყ­ვა­სის წი­ნა­შე თა­ვის დახ­რა, მისი არ­გან­კი­თხვა შენი ღვაწ­ლის ნა­წი­ლი, შენი ყო­ველ­დღი­უ­რი სწრაფ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა არ არის. არ იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნი ერთ სა­ათ­ში მხო­ლოდ იმი­ტომ რომ მარ­ხვა იწყე­ბა.

არა­ფერს ვამ­ბობ ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც დღემ­დე ინა­ხავს გულ­ში წყე­ბას მოყ­ვას­ზე, გა­ბუ­ტუ­ლია, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, - ასე­თი მა­ცხოვ­რის სი­ტყვი­სა­ებრ ჯერ მოყ­ვას­თან უნდა მი­ვი­დეს და მერე ლოც­ვა­ზე. მაგ­რამ არის სხვა, უფრო დიდი ნა­წი­ლი მორ­წმუ­ნე­თა. ჩე­მით და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლას გვყავს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც შენ­დო­ბა უნდა ვთხო­ვოთ. ამას გა­აზ­რე­ბა ჭირ­დე­ბა. არ შე­იძ­ლეა ას­რუ­ლებ­დე რა­ღაც ქრის­ტე­ა­ნულ წესს და არ ცდი­ლობ­დე გა­ი­აზ­რო, რას გა­მო­ხა­ტავს და რას გვას­წავ­ლის ეს წესი. არ შე­იძ­ლე­ბა ფორ­მა­ლუ­რად თხოვ­დე ადა­მი­ნას შენ­დო­ბას და აღ­ტა­ცე­ბით, როცა არ გაქვს შეგ­ნე­ბუ­ლი, რომ, შე­საძ­ლოა, უნ­დებ­ლი­ედ მისი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გამ­ხდარ­ხარ.

ყო­ველ ადა­მი­ანს რა­ღაც შე­მოქვს კა­ცობ­რი­ო­ბა­ში. ვი­ღა­ცას რწმე­ნით, სიყ­ვა­რუ­ლით, კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი­თა და თავ­და­დე­ბით - საღ­მრთო მად­ლის ნა­თე­ლი და სუ­ლი­ე­რი კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბა, ვი­ღა­ცას კი სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბი­სა და ვნე­ბე­ბის კმე­ვით - სიბ­ნე­ლე, სიმ­ყრა­ლე. ვი­ღაც ანა­თებს კე­ლაპ­ტა­რი­ვით, ვი­ღაც კი ლე­ში­ვით გა­უ­საძ­ლი­სად აქ­ცევს სუ­ლი­ერ გა­რე­მოს. ყო­ვე­ლი ჩვე­ნი ცოდ­ვა არ არის მხო­ლოდ პი­როვ­ნუ­ლი, არა­მედ რა­ღაც შე­მო­აქვს კა­ცობ­რი­ო­ბა­ში, შე­მო­აქვს ბო­რო­ტი მა­გა­ლი­თი და ცდუ­ნე­ბა, შე­მო­ყავს დე­მო­ნუ­რი ძალა. ჩვე­ნი ცოდ­ვი­ლო­ბით, თუნ­დაც არა საქ­მი­თი, არა­მედ გუ­ლის სიღ­რმე­ში შე­წყნა­რე­ბუ­ლი ცოდ­ვე­ბით ყვე­ლა­ნი დამ­ნა­შა­ვე ვხვდე­ბით ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­შე. ამი­ტო­მაც არის ჯე­რო­ვა­ნი, რომ ვი­თხო­ვოთ შენ­დო­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და მი­უ­ძღვნათ მთე­ლი მარ­ხვა ღმრთი­სა­გან შენ­დო­ბის თხოვ­ნას. ოღონდ, არა ფორ­მა­ლუ­რად. ნუ ვაქ­ცევთ ეკ­ლე­სი­ას სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის პრო­ფა­ნა­ცი­ის ად­გი­ლად!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

დღეიდან დიდმარხვა დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ

დღეიდან დიდმარხვა დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ

27 თებერვლიდან დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით ეკლესიური ადამიანები მთელ კვირას უზეთო საჭმელს იღებენ, ვისაც ეს არ შუძლია, ამ წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს.

პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს.

კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება.

ასევე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მთელი დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვებს კითხულობენ.

დიდმარხვა 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

დეკანოზი ანდრია კემულარია მარხვის შესახებ:

სულ რამდენიმე საათში დიდი მარხვა დაიწყება. ყოველთვის განსაკუთრებულია მისი მოლოდინი. გსურს ჭუჭყიანი სამოსელივით მოიშორო ძველი კაცი მისი ჩვევებითა და სისუსტეებით. გეგმავ რა წაიკითხო, როგორ ილოცო, როგორ დადუმდე. იმედოვნებ, რომ აღდგომას მიაგებებ უფალს განწმენდილ გულს და აღივსება იგი სიხარულით. იცი, გახსოვს, მერამდენე წელია გეგმავ, ცდილობ და... მაინც ვერ იცხოვრე, როგორც გინდოდა, ვერ შეწირე ბოლომდე შენი ძალები, გამხელს სინდისი. წუთისოფლის ჭაობმა წაიღო დრო, ძალები, უნარები. ეშმაკისა და წუთისოფლის მტრობას საკუთარი სისუსტე, სულმოკლეობა დაემატა და ვერ ხარ ისეთი, როგორიც გინდოდა გენახა შენი თავი მარხვის ბოლოს. თუმცა, კაცთმოყვარე ღმერთი გიწილადებს სიხარულს და მაინც ხარობ. ხარობ და იწყება მოლოდინი შემდგომი მარხვისა, განსაკუთრებით კი დიდი მარხვისა. ელოდები იმ იმედით, რომ ისევ ეცდები, ისევ შეეჭიდები საკუთარ დაცემულ ბუნებას. და, აჰა კვლავ მოვიდა ეს დღე. ისევ იმედები, გეგმები და ლოცვა: "შემეწიე, ღმერთო, შემაძლებინე".

მრავალი ქრისტეანული ტრადიცია სათავეს იღებს მონასტრული ცხოვრებიდან. ძველ მამებს წესად ჰქონიათ - დიდ მარხვას ძალისაებრ თვისისა დაყუდებასა და განმარტოებაში ატარებდნენ. რაკი, წესისაებრ, ყოველდღიურად ვერ შეთხოვდნენ პატიებას ერთმანეთს, დიდი მარხვის დაწყებისას ერთმანეთს შენდობას მისცემდენენ, როგორც საწინდარს კეთილი ღვაწლისა და ასე შეუდგებოდნენ მარხვას. ეს კეთილი ჩვეულება სამრევლოებშიც გადმოვიდა. ყველიერის კვირის დასასრულს, მწუხრზე დღესაც ვიკრიბებით და ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ. თუმცა კაცობრივმა ზედაპირულობამ მნიშვნელოვნად შერყვნა ეს ტრადიცია. ძალიან გულსატკენი სანახავია, როცა მრევლის ნაწილისათვის ეს უბრალოდ გულისამაჩუყებელი რიტუალია, როცა ადამიანი გაღიმებული და თვალზე ცრემლმომდგარი მოდის შენდობის სათხოვნად, თუმცა მისი ემოციური მდგომარეობა კოლექტიური ეიფორიის შედეგია და არა უღირსების გააზრებული განცდისა. განა იმას ვამბობ, რომ წესია ცუდი, – ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო ტრადიცია დასაცავი და მოსაფრთხილებელია, რადგან ჩვენი სულცარიელი საკუნე უმჯობესს ვერაფერს ქმნის. მაგრამ, შენდობის წესი ჩვენ შევრყვენით, გავაუბრალოეთ, ფორმალიზმად გვექცა.

შენდობა პროცესია და არა ერთჯერადი აქტი. შეუძლებელია აპატიო ამსაღამოს, თუ არ განაწყვე შენი თავი სათანადოდ გუშინ, წინა კვირას, წინა თვეს, თუ შენდობის თხოვნა და მოყვასის წინაშე თავის დახრა, მისი არგანკითხვა შენი ღვაწლის ნაწილი, შენი ყოველდღიური სწრაფვის მიმართულება არ არის. არ იცვლება ადამიანი ერთ საათში მხოლოდ იმიტომ რომ მარხვა იწყება.

არაფერს ვამბობ ისეთ ადამიანებზე, ვინც დღემდე ინახავს გულში წყებას მოყვასზე, გაბუტულია, გაბრაზებული, - ასეთი მაცხოვრის სიტყვისაებრ ჯერ მოყვასთან უნდა მივიდეს და მერე ლოცვაზე. მაგრამ არის სხვა, უფრო დიდი ნაწილი მორწმუნეთა. ჩემით დაწყებული, ყველას გვყავს ადამიანები, ვისაც შენდობა უნდა ვთხოვოთ. ამას გააზრება ჭირდება. არ შეიძლეა ასრულებდე რაღაც ქრისტეანულ წესს და არ ცდილობდე გაიაზრო, რას გამოხატავს და რას გვასწავლის ეს წესი. არ შეიძლება ფორმალურად თხოვდე ადამინას შენდობას და აღტაცებით, როცა არ გაქვს შეგნებული, რომ, შესაძლოა, უნდებლიედ მისი დამაბრკოლებელი გამხდარხარ.

ყოველ ადამიანს რაღაც შემოქვს კაცობრიობაში. ვიღაცას რწმენით, სიყვარულით, კეთილი საქმეებითა და თავდადებით - საღმრთო მადლის ნათელი და სულიერი კეთილსურნელება, ვიღაცას კი საკუთარი ცოდვებისა და ვნებების კმევით - სიბნელე, სიმყრალე. ვიღაც ანათებს კელაპტარივით, ვიღაც კი ლეშივით გაუსაძლისად აქცევს სულიერ გარემოს. ყოველი ჩვენი ცოდვა არ არის მხოლოდ პიროვნული, არამედ რაღაც შემოაქვს კაცობრიობაში, შემოაქვს ბოროტი მაგალითი და ცდუნება, შემოყავს დემონური ძალა. ჩვენი ცოდვილობით, თუნდაც არა საქმითი, არამედ გულის სიღრმეში შეწყნარებული ცოდვებით ყველანი დამნაშავე ვხვდებით ერთმანეთის წინაშე. ამიტომაც არის ჯეროვანი, რომ ვითხოვოთ შენდობა ერთმანეთისაგან და მიუძღვნათ მთელი მარხვა ღმრთისაგან შენდობის თხოვნას. ოღონდ, არა ფორმალურად. ნუ ვაქცევთ ეკლესიას სულიერი ცხოვრების პროფანაციის ადგილად!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი