პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ არის მცდელობა, ე.წ. ციანიდის საქმესთან მისი დაკავშირება მოხდეს. ამის შესახებ სოსო ოხანაშვილმა "რუსთავი 2"- ის გადაცემაში "პოსტსკრიპტუმი" განაცხადა.
მისი შეფასებით, რაც ხდება, გარედან მართული პროცესებია. "მიმდინარე პროცესები არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული მზაკვრობა", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, პატრიარქს გერმანიაში უთხრეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბერლინში მის მოსაწამლად მიდიოდა და ისიც უთხრეს, რომ მამა გიორგი მარტო არ მოქმედებდა.
"პირდაპირ უთხრეს და არა მარტო ეს, არამედ ისიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, თითქოს მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და არის მცდელობები, მოხდეს ამ საქმესთან ჩემი დაკავშირება", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ეკლესია მსგავსი ბრძოლებისგან გათავისუფლდეს. ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.
სოსო ოხანაშვილის ინტერვიუდან მოკლე ამონარიდს "პოსტსკრიპტუმი" ანონსის სახით ავრცელებს.