პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი, რაც ქალმა ინტიმური ჰიგიენის შესახებ უნდა იცოდეს - რჩევები გინეკოლოგისგან
ყველაფერი, რაც ქალმა ინტიმური ჰიგიენის შესახებ უნდა იცოდეს - რჩევები გინეკოლოგისგან

სი­ტყვა "ჰი­გი­ე­ნა" ჰი­გი­ას სა­ხე­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს და ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­თან ასო­ცირ­დე­ბა. ჰი­გია ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში ჯან­მრთე­ლო­ბის ქალღმერ­თია, მე­დი­ცი­ნი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ღმერ­თის ასკლე­პი­ო­სის ქა­ლიშ­ვი­ლი. ძვე­ლი ბერ­ძნე­ბი ჰი­გი­ას თა­სი­დან გვე­ლის და­პუ­რე­ბი­სას გა­მო­სა­ხავ­დნენ. სწო­რედ აქე­დან იღებს სა­თა­ვეს მე­დი­ცი­ნის ემბლე­მა - გველ­შე­მოხ­ვე­უ­ლი თასი.

რას გუ­ლის­ხმობს ქა­ლის ჰი­გი­ე­ნა, რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სი­ჯან­სა­ღე? ამის შე­სა­ხებ mkurnali.ge-ს ესა­უბ­რე­ბა მეან-გი­ნე­კო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ნინო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

"ინ­ტი­მუ­რი ჰი­გი­ე­ნა დე­ლი­კა­ტუ­რი სფე­როა, ამი­ტომ ხში­რად მას თავს არი­დე­ბენ, მაგ­რამ სი­ჩუ­მე შე­იძ­ლე­ბა დიდ უსი­ა­მოვ­ნე­ბად შე­მოგ­ვიბ­რუნ­დეს. ქა­ლის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ინ­ტი­მუ­რი ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის ბრა­ლია, ასე რომ, ვიდ­რე საქ­მე უსი­ა­მოვ­ნე­ბამ­დე მივა, უმ­ჯო­ბე­სია, თა­მა­მად გან­ვი­ხი­ლოთ ეს სა­კი­თხე­ბი. სა­შოს შე­სას­ვლე­ლი ანა­ლურ ხვრელ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, ამი­ტომ ქა­ლის ჰი­გი­ე­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს, რათა ში­ნა­გან სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებ­ში ინ­ფექ­ცი­ის მოხ­ვედ­რა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. საშ­ვი­ლოს­ნო ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა მენსტრუ­ა­ცი­ის დროს, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში მის ყელს დამ­ცა­ვი სა­ცო­ბი არ ფა­რავს.

სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის თავ­დაც­ვი­თი უნა­რი ქა­ლის ასაკ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 17-18 წლამ­დე გო­გო­ნას სა­შოს მიკროფ­ლო­რა ყო­ველ­გვა­რი არა­სა­სურ­ვე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბი­სას იო­ლად ირ­ღვე­ვა. მისი მდგრა­დო­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვთ ასე­ვე კლი­მაქ­სუ­რი ასა­კის ქა­ლებს. სი­ცო­ცხლის ამ პე­რი­ოდ­ში ინ­ტი­მუ­რი ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ყუ­რით უნდა იქ­ნეს და­ცუ­ლი.

ქა­ლის ინ­ტი­მუ­რი ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი ასე­თია:

  • ინ­ტი­მუ­რი ად­გი­ლე­ბის და­სა­ბა­ნად არ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კოს­მე­ტი­კუ­რი საპ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. კა­ნის მჟა­ვა­ტუ­ტო­ვა­ნი ბა­ლან­სი 5,5-ის ტო­ლია, ხოლო სა­შო­სი - გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი, 3,3-ის ტოლი. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, სა­შო­ში მჟა­ვა გა­რე­მოა. სა­შოს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი წარ­მო­ად­გენს მრა­ვალშრი­ან ბრტყელ ეპი­თე­ლი­უმს, სა­დაც მენსტრუ­ა­ცი­უ­ლი ციკ­ლის ერთ-ერთ ფა­ზა­ში გლი­კო­გე­ნი გროვ­დე­ბა. სწო­რედ ამ ნივ­თი­ე­რე­ბას იყე­ნე­ბენ სა­შო­ში მო­ბი­ნად­რე ლაქ­ტო­ბაქ­ტე­რი­ე­ბი და გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ რძემ­ჟა­ვას, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის სა­შო­ში პა­თო­ლო­გი­უ­რი მიკროფ­ლო­რის გან­ვი­თა­რე­ბას. რო­დე­საც სა­შოს გა­რე­მო ამა თუ იმ მი­ზე­ზით ტუ­ტი­ან­დე­ბა, ლაქ­ტო­ბა-ტე­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად მცირ­დე­ბა და მათ ად­გილს მავ­ნე მიკ­რო­ბე­ბი იკა­ვებს - ვი­თარ­დე­ბა დის­ბაქ­ტე­რი­ო­ზი ანუ ბაქ­ტე­რი­უ­ლი ვა­გი­ნო­ზი. სა­შოს მჟა­ვა­ტუ­ტო­ვა­ნი ბა­ლან­სის რღვე­ვის ყვე­ლა­ზე უბ­რა­ლო და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი მას­ში საპ­ნის ტუტე ქა­ფის მოხ­ვედ­რაა. აბა­ზა­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჟე­ლეც ინ­ტი­მუ­რი ად­გი­ლე­ბის მჟა­ვა­ტუ­ტო­ვან ბა­ლანსს ტუ­ტო­ვა­ნის­კენ გა­დახ­რის. თუ ეს ერთხელ მოხ­და, არა­ფე­რია, მაგ­რამ მუდ­მი­ვი ტუ­ტო­ვა­ნი დარ­ტყმა სა­შოს მიკროფ­ლო­რას არ­ღვევს. მრავ­ლდე­ბა პა­თო­ლო­გი­უ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბი და ვი­თარ­დე­ბა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ტუ­ტო­ვა­ნი გა­რე­მო სპერ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას აფერ­ხებს. ყო­ვე­ლი­ვე ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ინ­ტი­მუ­რი ად­გი­ლე­ბის და­სა­ბა­ნად მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

  • გახ­სოვ­დეთ: ინ­ტი­მუ­რი ჰი­გი­ე­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ კურ­ნავს სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებს. თუ გა­მო­ნა­დე­ნი, ქა­ვი­ლი ან წვა გა­წუ­ხებთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ გი­ნე­კო­ლოგს. გა­რე­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი დღე­ში ორ­ჯერ მა­ინც ჩა­ი­ბა­ნეთ. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ბა­ნოთ საშო შხა­პით.
  • მენსტრუ­ა­ცი­ი­სას გა­რე­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ჩა­ბა­ნა სა­სურ­ვე­ლია ტუ­ა­ლეტ­ში ყო­ვე­ლი შეს­ვლი­სას. თუ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­ი­ყე­ნეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სვე­ლი ხელ­საწ­მენ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი ლო­სი­ო­ნით არის გაჟ­ღენ­თი­ლი. ისი­ნი არ შე­ი­ცავს სპირტს, რო­მე­ლიც ლორ­წო­ვან გარსს აღი­ზი­ა­ნებს. სა­მა­გი­ე­როდ, მრა­ვა­ლი მათ­გა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თე­ბი, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სამ­კურ­ნა­ლო ბა­ლა­ხე­ბი და რძემ­ჟა­ვას მჟა­ვა­ტუ­ტო­ვა­ნი წო­ნას­წო­რო­ბის აღ­მდგე­ნი ექ­სტრაქ­ტე­ბი.
  • ანა­ლუ­რი ხვრე­ლის გარ­შე­მო არე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საპ­ნით და­ი­ბა­ნეთ, - ინ­ტი­მუ­რი ჰი­გი­ე­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ჟელე ამ მი­და­მოს დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის არ კმა­რა. და­ბა­ნი­სას ხე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა და წყლის ნა­კა­დი წი­ნი­დან უკან უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი (ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დეგ ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაც ასე­თი­ვეა).
  • და­ბა­ნის შემ­დეგ სის­ვე­ლეს ნუკი გა­იმ­შრა­ლებთ, არა­მედ შე­იშ­რეთ, რათა შემ­თხვე­ვით გა­რე­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ნაზი ლორ­წო­ვა­ნი არ და­ი­ზი­ა­ნოთ. პირ­სა­ხო­ცი სუფ­თა, რბი­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი უნდა იყოს.
  • ინ­ტი­მუ­რი ად­გი­ლე­ბის და­ბა­ნი­სას ღრუ­ბე­ლი სა­ჭი­რო არ არის - მან შე­საძ­ლოა ავ­ნოს სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის მგრძნო­ბი­ა­რე კანს.
  • ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ფე­ნე­ბი ოთხ სა­ათ­ში ერთხელ მა­ინც გა­მო­იც­ვა­ლეთ. რაც უფრო მეტ­ხანს დარ­ჩე­ბა სა­ფე­ნი სა­შოს მი­და­მო­ში, მით უფრო მე­ტია მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბის საფრ­თხე. თუ ალერ­გი­უ­ლი ბრძან­დე­ბით, არო­მა­ტი­ზა­ტო­რე­ბი­ან სა­ფე­ნებს ნუ შე­ი­ძენთ.
  • ატა­რეთ მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ქვე­და საც­ვლე­ბი - ეს ინ­ტი­მუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. გი­ნე­კო­ლო­გე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­დურ ქვე­და საც­ვლებს - სტრინგსა და ტან­გას ემ­ტე­რე­ბი­ან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისი­ნი მიმ­ზიდ­ვე­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რია, მაგ­რამ სი­ა­რუ­ლი­სას თხელ ზო­ნარს ბაქ­ტე­რი­ე­ბი ანუ­სი­დან სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის­კენ გა­და­აქვს. გარ­და ამი­სა, საც­ვა­ლი კანს მე­ტის­მე­ტად მჭიდ­როდ ეხე­ბა და მის სის­ხლმი­მოქ­ცე­ვას არ­ღვევს.
  • თეთ­რე­უ­ლი ბამ­ბის ან სე­ლის უნდა იყოს. ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლი იწოვს სის­ვე­ლეს, კანს სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს და არ ქმნის ხელ­საყ­რელ გა­რე­მოს ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბის­თვის გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა mkurnali.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
9

კომპლექსებმა დაღუპა საქართველო აბა რუსი და სლავი ქაელები წებოსავით არიან თვითონაც ცოცხლობენ და შენც გაცოცხლებენ

დათოს
7

აუ, რა მაგრად გამაცინე, ძველი ანეგდოტი გამახსენდა რუს ქალზე- 12 ტრუსიკი აქვსო- იანვარი-1, თებერვალი-2 და ა. შ. აქიდანაა, ეტყობა, ეს წებო, დათოიე.

ყველაფერი, რაც ქალმა ინტიმური ჰიგიენის შესახებ უნდა იცოდეს - რჩევები გინეკოლოგისგან

ყველაფერი, რაც ქალმა ინტიმური ჰიგიენის შესახებ უნდა იცოდეს - რჩევები გინეკოლოგისგან

სიტყვა "ჰიგიენა" ჰიგიას სახელიდან მომდინარეობს და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება. ჰიგია ბერძნულ მითოლოგიაში ჯანმრთელობის ქალღმერთია, მედიცინისა და მკურნალობის ღმერთის ასკლეპიოსის ქალიშვილი. ძველი ბერძნები ჰიგიას თასიდან გველის დაპურებისას გამოსახავდნენ. სწორედ აქედან იღებს სათავეს მედიცინის ემბლემა - გველშემოხვეული თასი.

რას გულისხმობს ქალის ჰიგიენა, როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე? ამის შესახებ mkurnali.ge-ს ესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო მაჭავარიანი.

"ინტიმური ჰიგიენა დელიკატური სფეროა, ამიტომ ხშირად მას თავს არიდებენ, მაგრამ სიჩუმე შეიძლება დიდ უსიამოვნებად შემოგვიბრუნდეს. ქალის სასქესო ორგანოების დაავადებათა უმრავლესობა სწორედ ინტიმური ჰიგიენის წესების დაუცველობის ბრალია, ასე რომ, ვიდრე საქმე უსიამოვნებამდე მივა, უმჯობესია, თამამად განვიხილოთ ეს საკითხები. საშოს შესასვლელი ანალურ ხვრელთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ქალის ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა შინაგან სასქესო ორგანოებში ინფექციის მოხვედრა თავიდან ავიცილოთ. საშვილოსნო ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მენსტრუაციის დროს, რადგან ამ პერიოდში მის ყელს დამცავი საცობი არ ფარავს.

სასქესო ორგანოების თავდაცვითი უნარი ქალის ასაკზეა დამოკიდებული. 17-18 წლამდე გოგონას საშოს მიკროფლორა ყოველგვარი არასასურველი ზემოქმედებისას იოლად ირღვევა. მისი მდგრადობა დაქვეითებული აქვთ ასევე კლიმაქსური ასაკის ქალებს. სიცოცხლის ამ პერიოდში ინტიმური ჰიგიენის წესები განსაკუთრებული გულისყურით უნდა იქნეს დაცული.

ქალის ინტიმური ჰიგიენის წესები ასეთია:

  • ინტიმური ადგილების დასაბანად არ შეიძლება ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპნის გამოყენება. კანის მჟავატუტოვანი ბალანსი 5,5-ის ტოლია, ხოლო საშოსი - გაცილებით დაბალი, 3,3-ის ტოლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშოში მჟავა გარემოა. საშოს ლორწოვანი გარსი წარმოადგენს მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმს, სადაც მენსტრუაციული ციკლის ერთ-ერთ ფაზაში გლიკოგენი გროვდება. სწორედ ამ ნივთიერებას იყენებენ საშოში მობინადრე ლაქტობაქტერიები და გამოიმუშავებენ რძემჟავას, რომელიც ხელს უშლის საშოში პათოლოგიური მიკროფლორის განვითარებას. როდესაც საშოს გარემო ამა თუ იმ მიზეზით ტუტიანდება, ლაქტობა-ტერიების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება და მათ ადგილს მავნე მიკრობები იკავებს - ვითარდება დისბაქტერიოზი ანუ ბაქტერიული ვაგინოზი. საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის რღვევის ყველაზე უბრალო და გავრცელებული მიზეზი მასში საპნის ტუტე ქაფის მოხვედრაა. აბაზანის ჩვეულებრივი ჟელეც ინტიმური ადგილების მჟავატუტოვან ბალანსს ტუტოვანისკენ გადახრის. თუ ეს ერთხელ მოხდა, არაფერია, მაგრამ მუდმივი ტუტოვანი დარტყმა საშოს მიკროფლორას არღვევს. მრავლდება პათოლოგიური ბაქტერიები და ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები. ამასთანავე, ტუტოვანი გარემო სპერმატოზოიდების გადაადგილებას აფერხებს. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად ინტიმური ადგილების დასაბანად მხოლოდ სპეციალური საშუალებები უნდა გამოვიყენოთ.

  • გახსოვდეთ: ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებები არ კურნავს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. თუ გამონადენი, ქავილი ან წვა გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. გარეთა სასქესო ორგანოები დღეში ორჯერ მაინც ჩაიბანეთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიბანოთ საშო შხაპით.
  • მენსტრუაციისას გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა სასურველია ტუალეტში ყოველი შესვლისას. თუ ეს შეუძლებელია, გამოიყენეთ სპეციალური სველი ხელსაწმენდები, რომლებიც ანტისეპტიკური ლოსიონით არის გაჟღენთილი. ისინი არ შეიცავს სპირტს, რომელიც ლორწოვან გარსს აღიზიანებს. სამაგიეროდ, მრავალი მათგანის შემადგენლობაში შედის დამატენიანებელი მცენარეული ზეთები, დამამშვიდებელი სამკურნალო ბალახები და რძემჟავას მჟავატუტოვანი წონასწორობის აღმდგენი ექსტრაქტები.
  • ანალური ხვრელის გარშემო არე ჩვეულებრივი საპნით დაიბანეთ, - ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელე ამ მიდამოს დეზინფექციისთვის არ კმარა. დაბანისას ხელების მოძრაობა და წყლის ნაკადი წინიდან უკან უნდა იყოს მიმართული (ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ტუალეტის ქაღალდის მოძრაობის მიმართულებაც ასეთივეა).
  • დაბანის შემდეგ სისველეს ნუკი გაიმშრალებთ, არამედ შეიშრეთ, რათა შემთხვევით გარეთა სასქესო ორგანოების ნაზი ლორწოვანი არ დაიზიანოთ. პირსახოცი სუფთა, რბილი და ინდივიდუალური უნდა იყოს.
  • ინტიმური ადგილების დაბანისას ღრუბელი საჭირო არ არის - მან შესაძლოა ავნოს სასქესო ორგანოების მგრძნობიარე კანს.
  • ყოველდღიური საფენები ოთხ საათში ერთხელ მაინც გამოიცვალეთ. რაც უფრო მეტხანს დარჩება საფენი საშოს მიდამოში, მით უფრო მეტია მავნე ბაქტერიების გამრავლების საფრთხე. თუ ალერგიული ბრძანდებით, არომატიზატორებიან საფენებს ნუ შეიძენთ.
  • ატარეთ მოხერხებული ქვედა საცვლები - ეს ინტიმური ჯანმრთელობის საფუძველია. გინეკოლოგები ყველაზე მეტად მოდურ ქვედა საცვლებს - სტრინგსა და ტანგას ემტერებიან. რასაკვირველია, ისინი მიმზიდველი და სექსუალურია, მაგრამ სიარულისას თხელ ზონარს ბაქტერიები ანუსიდან სასქესო ორგანოებისკენ გადააქვს. გარდა ამისა, საცვალი კანს მეტისმეტად მჭიდროდ ეხება და მის სისხლმიმოქცევას არღვევს.
  • თეთრეული ბამბის ან სელის უნდა იყოს. ნატურალური ქსოვილი იწოვს სისველეს, კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისთვის განაგრძეთ კითხვა mkurnali.ge-ზე