პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპის ომი მედიასთან - აშშ-ს პრეზიდენტს, უკვე დიქტატორებს ადარებენ
ტრამპის ომი მედიასთან - აშშ-ს პრეზიდენტს, უკვე დიქტატორებს ადარებენ

რო­გორც კი ამე­რი­კამ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩია, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რაც დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მა­ს­მე­დი­ა­ზე შე­ტე­ვაა. საქ­მე ეხე­ბა, ავ­ტო­რი­ტე­ტულ გა­მო­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც არა­თუ ამე­რი­კა­ში, ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­ში ქმნი­ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს და გან­წყო­ბას.

ახალ­ა­ხანს, რამ­დე­ნი­მე გავ­ლე­ნი­ან­მა მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა თეთ­რის სახ­ლის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა, - 24 თე­ბერ­ვალს თეთ­რი სახ­ლის პრესმდივ­ნის შონ სპა­ი­სე­რის ბრი­ფინგზე. საქ­მე ეხე­ბა, ისეთ გავ­ლე­ნი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­გო­რიც არის, "სი-ენ-ენი", "ნიუ-იორკ თა­იმ­სი", "ბი-ბი-სი" და რამ­დე­ნი­მე სხვა მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ბრი­ფინ­გის მო­ნა­წი­ლე­თა სი­ი­დან ამო­ი­ღეს.

"ნიუ-იორკ ტა­იმსმა" ეს ფაქ­ტი "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იდე­ა­ლე­ბის ნამ­დვი­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფად" შე­ა­ფა­სა. "ასო­ში­ე­ი­ტედ პრე­სი­სა" და "ტა­ი­მის" ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კი, ბრი­ფინ­გის დარ­ბა­ზი კო­ლე­გე­ბის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად და­ტო­ვეს... თეთრ სახ­ლში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დაშ­ვე­ბის აკ­რძალ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ტრამპმა ამე­რი­კუ­ლი მა­ს­მე­დი­ის მი­მართ მკაც­რი გა­ნა­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი, მათ შო­რის წამ­ყვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, "ახა­ლი ამ­ბე­ბის შე­თი­თხნით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი". ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი, მე­დი­ის მი­მართ შე­ფა­სე­ბებ­ში უფრო შო­რის წა­ვი­და და მათ ნა­წილს "ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მტრე­ბი" უწო­და.

თა­ვის მხრივ, დო­ნალდ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და სურ­ვი­ლი, აკონ­ტრო­ლოს ან შე­ზღუ­დოს კრი­ტი­კუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, და­სავ­ლურ გა­მო­ცე­მებს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ დიქ­ტა­ტო­რებს აგო­ნებთ... ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შერ­ჩე­ვას კრი­ტი­კუ­ლად ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან მე­დი­ა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი.

ტრამ­პის მე­დი­ა­ზე თავ­დას­ხმას მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევს დე­მოკ­რა­ტი სე­ნა­ტო­რი ადამ შიფი, - "ეს არის ის, რაც გვეს­მის დიქ­ტა­ტო­რე­ბის­გან, რო­დე­საც მათ სურთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კონ­ტრო­ლი მო­ი­პო­ვონ..."

"პრე­სას­თან ხში­რად მი­და­ვია. თუმ­ცა, პრე­სა ნა­წი­ლია იმის, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ და მე პი­რა­დად, მათ­თან არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს", - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის მდი­ვან­მა, ჯე­იმს მე­ტის­მა.

"ბოლო წლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში არც ერთ მმარ­თველს მსგავ­სი არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნია. თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია და გამჭვირ­ვა­ლე მთავ­რო­ბა ჩვენს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სესს შე­ად­გენს," - აცხა­დებს ჟურ­ნალ "თა­ი­მის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რე­დაქ­ტო­რი დინ ბაკე მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა­ში.

თეთ­რი სახ­ლის მიერ ბრი­ფინგზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­თად დაშ­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ანო­ნი­მუ­რი წყა­რო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა ჰქონ­დეთ."

პრე­ზი­დენ­ტმა გა­ზეთ "ვა­შინგტონ პოს­ტის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ას, რო­მელ­შიც დაზ­ვერ­ვის 9 ყო­ფი­ლი და ამ­ჟა­მინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მა­იკლ ფლი­ნის რუ­სე­თის ელჩთან კავ­ში­რებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ, "გა­მო­გო­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო­ე­ბი" უწო­და. ტრამ­პის თქმით, ის ამე­რი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ის პირ­ვე­ლი შეს­წო­რე­ბის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, რო­მე­ლიც პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვას ეხე­ბა, თუმ­ცა, იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პირ­ვე­ლი შეს­წო­რე­ბას სა­თა­ვი­სოდ იყე­ნე­ბენ.

პრე­ზი­დენ­ტის კრი­ტი­კა­ზე, სა­დაც ტრამ­პი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ ფლი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბულ 9 წყა­რო­ზე სა­უბ­რობ­და, მა­შინ­ვე "ვა­შინგტონ პოს­ტის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რე­დაქ­ტო­რი მარ­ტი ბა­რო­ნი და გა­ნა­ცხა­და, რომ ნახ­სე­ნებ მა­სა­ლა­ზე, რო­მე­ლიც გე­ნე­რალ ფლი­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დამნ გა­დად­გო­მის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და, - გა­ზეთს ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უს აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი მო­ე­პო­ვე­ბა.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ა­ორ­გა­ნა­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში არც ერთ ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტი­ტულ დიქ­ტა­ტორ მმარ­თველს, რო­მელ­მაც მე­დი­ა­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა მო­ი­სურ­ვა, ეს არ გა­მო­უ­ვი­და და თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვას­თან ბრძო­ლა­ში ყვე­ლა მათ­გა­ნი და­მარ­ცხდა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ტრამპის ომი მედიასთან - აშშ-ს პრეზიდენტს, უკვე დიქტატორებს ადარებენ

ტრამპის ომი მედიასთან - აშშ-ს პრეზიდენტს, უკვე დიქტატორებს ადარებენ

როგორც კი ამერიკამ ახალი პრეზიდენტი აირჩია, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც დონალდ ტრამპმა განახორციელა, მასმედიაზე შეტევაა. საქმე ეხება, ავტორიტეტულ გამოცემებს, რომლებიც არათუ ამერიკაში, ზოგადად მსოფლიოში ქმნიან საზოგადოებრივ აზრს და განწყობას.

ახალახანს, რამდენიმე გავლენიანმა მედიაორგანიზაციამ მკაცრად გააკრიტიკა თეთრის სახლის მიერ დაწესებული შეზღუდვა, - 24 თებერვალს თეთრი სახლის პრესმდივნის შონ სპაისერის ბრიფინგზე. საქმე ეხება, ისეთ გავლენიან ორგანიზაციებს, როგორიც არის, "სი-ენ-ენი", "ნიუ-იორკ თაიმსი", "ბი-ბი-სი" და რამდენიმე სხვა მედიაორგანიზაცია, რომელიც ბრიფინგის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს.

"ნიუ-იორკ ტაიმსმა" ეს ფაქტი "დემოკრატიული იდეალების ნამდვილი შეურაცხყოფად" შეაფასა. "ასოშიეიტედ პრესისა" და "ტაიმის" ჟურნალისტებმა კი, ბრიფინგის დარბაზი კოლეგების მიმართ სოლიდარობის ნიშნად დატოვეს... თეთრ სახლში ჟურნალისტების დაშვების აკრძალვამდე რამდენიმე დღით ადრე, ტრამპმა ამერიკული მასმედიის მიმართ მკაცრი განაცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ბევრი მათგანი, მათ შორის წამყვანი საშუალებები, "ახალი ამბების შეთითხნით არიან დაკავებული". ამერიკის პრეზიდენტი, მედიის მიმართ შეფასებებში უფრო შორის წავიდა და მათ ნაწილს "ამერიკელი ხალხის მტრები" უწოდა.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებები და სურვილი, აკონტროლოს ან შეზღუდოს კრიტიკული საინფორმაციო საშუალებები, დასავლურ გამოცემებს მსოფლიოში ცნობილ დიქტატორებს აგონებთ... ჟურნალისტების შერჩევას კრიტიკულად ეხმიანებიან მედიადამცველი ორგანიზაციები და გავლენიანი ამერიკელი სენატორები.

ტრამპის მედიაზე თავდასხმას მიუღებლად მიიჩნევს დემოკრატი სენატორი ადამ შიფი, - "ეს არის ის, რაც გვესმის დიქტატორებისგან, როდესაც მათ სურთ ინფორმაციაზე კონტროლი მოიპოვონ..."

"პრესასთან ხშირად მიდავია. თუმცა, პრესა ნაწილია იმის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მე პირადად, მათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს", - განაცხადა თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა.

"ბოლო წლების ისტორიაში არც ერთ მმართველს მსგავსი არაფერი ჩაუდენია. თავისუფალი მედია და გამჭვირვალე მთავრობა ჩვენს ეროვნულ ინტერესესს შეადგენს," - აცხადებს ჟურნალ "თაიმის" აღმასრულებელი რედაქტორი დინ ბაკე მის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

თეთრი სახლის მიერ ბრიფინგზე ჟურნალისტების შერჩევითად დაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე მედიასაშუალებები პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებს "ანონიმური წყაროების გამოყენების საშუალება არ უნდა ჰქონდეთ."

პრეზიდენტმა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მიერ გამოქვეყნებული სტატიას, რომელშიც დაზვერვის 9 ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსანი მაიკლ ფლინის რუსეთის ელჩთან კავშირებზე საუბრობდნენ, "გამოგონილი ინფორმაციის წყაროები" უწოდა. ტრამპის თქმით, ის ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების დიდი გულშემატკივარია, რომელიც პრესის თავისუფლების დაცვას ეხება, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ჟურნალისტები პირველი შესწორებას სათავისოდ იყენებენ.

პრეზიდენტის კრიტიკაზე, სადაც ტრამპი ჟურნალისტების მიერ ფლინის წინააღმდეგ გამოყენებულ 9 წყაროზე საუბრობდა, მაშინვე "ვაშინგტონ პოსტის" აღმასრულებელი რედაქტორი მარტი ბარონი და განაცხადა, რომ ნახსენებ მასალაზე, რომელიც გენერალ ფლინის თანამდებობიდამნ გადადგომის საფუძველი გახდა, - გაზეთს ყველა ინტერვიუს აუდიო ჩანაწერი მოეპოვება.

დასავლური მედიაორგანაზაციების შეფასებით, მსოფლიოში არც ერთ ყველაზე ავტორიტიტულ დიქტატორ მმართველს, რომელმაც მედიაზე კონტროლის დამყარება მოისურვა, ეს არ გამოუვიდა და თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლაში ყველა მათგანი დამარცხდა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"