წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ჟურნალისტებს იშვიათად ანებივრებს სახლში სტუმრობით. როგორც გაირკვა, ქალბატონ ლელას ძალიან უყვარს ანტიკვარული ნივთები - ავეჯი, ჭურჭელი, რომელთა დიდი ნაწილი წინაპრების დანატოვარია. მის სახლში ბევრია ასევე მხატვრების ნაჩუქარი ტილოები.
ქალბატონ ლელას აქვს პირადი მორბენალი ბილიკიც, რომელზეც ხშირად ვარჯიშობს და როიალი, რომელზეც თავადაც უკრავს.
ასევე შესანიშნავად უკრავს როიალზე მისი ქალიშვილი თამარი, რომელიც ინგლისში სწავლობს და როგორც ქალბატონი ლელა ამბობს, მისი სახით საქართველოს სერიოზული პოლიტიკოსი ეზრდება (ქალბატონ ლელას სამი შვილი ჰყავს - ავტ).
კაბინეტში კი ბევრ სამახსოვრო ფოტოსა და ნივთთან ერთად ინახება წინასწარმეტყველის ნახატები - თავისუფალ დროს ის ხატავს კიდეც, ძირითადად, კოსმიურ სამყაროს, რომელსაც "სხვა ხედვით" ხედავს.