საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამამად კონცენტრირდით ოცნებების ასრულებაზე" - რას წერს ასტროლოგი 26 თებერვალს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ
"თამამად კონცენტრირდით ოცნებების ასრულებაზე" - რას წერს ასტროლოგი 26 თებერვალს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ

ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე მო­სა­ლოდ­ნე­ლი მზის დაბ­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ გვაფრ­თხი­ლებს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს გვაძ­ლევს:

"26 თე­ბერ­ვალს მზის დაბ­ნე­ლე­ბაა!

მზის დაბ­ნე­ლე­ბა 26 თე­ბერ­ვალს, თევ­ზე­ბის მე-8 გრა­დუს­ზე ხდე­ბა. დაბ­ნე­ლე­ბა იწყე­ბა თბი­ლი­სის დრო­ით 17:15 წუთ­ზე, პიკს აღ­წევს 18:58 წუთ­ზე, სრულ­დე­ბა 21:35 წ.

დაბ­ნე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­მოჩ­ნდე­ბა, მისი ხილ­ვა შე­ეძ­ლე­ბათ მხო­ლოდ სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში.

დაბ­ნე­ლე­ბა ხდე­ბა თევ­ზე­ბის ნი­შან­ში.

დაბ­ნე­ლე­ბის ას­ტრო­გან­მსა­ზღვრე­ლი სპი­რი­ტუ­ა­ლო­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნია.

დაბ­ნე­ლე­ბის თე­მე­ბია - სუ­ლი­ე­რე­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა და მსა­ხუ­რე­ბა.

ეს მზის დაბ­ნე­ლე­ბა მეტ­წი­ლად და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი. მას არ ახ­ლავს უკი­დუ­რე­სად უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, ისე­თე­ბი, რო­გორც 11 თე­ბერ­ვლის მთვა­რის ნა­წი­ლობ­რივ დაბ­ნე­ლე­ბას ჰქონ­და.

რო­გორც ახალ მთვა­რე­ო­ბა, ისე მზის დაბ­ნე­ლე­ბა არის ძვე­ლი ციკ­ლის და­სას­რუ­ლის და ახ­ლის და­წყე­ბის სიმ­ბო­ლო.

ვი­ნა­ი­დან დაბ­ნე­ლე­ბა თევ­ზე­ბის ზო­ნა­ში ხდე­ბა და ამას­თან, ამ­ჟა­მად ნეპ­ტუ­ნიც თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს გა­დის - ეს იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას თა­მა­მად კონ­ცენ­ტრირ­დეთ ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ზე, ეცა­დოთ მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ისე­თი მო­მავ­ლის შექ­მნა, რო­მე­ლიც აქამ­დე ოც­ნე­ბებ­შიც კი ვერ წარ­მო­გედ­გი­ნათ. (ცხა­დია, იგუ­ლის­ხმე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თის ოც­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან მი­მარ­თულ­ნი რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ისე სხვე­ბის სა­ზი­ა­ნოდ).

ამ დაბ­ნე­ლე­ბის და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცე­მენ გა­ვიმ­ყა­როთ სა­სარ­გებ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ჩა­მო­ვი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი, დრო­მო­ჭუ­ლი, ასე­ვე ის ადა­მი­ა­ნე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს გვიშ­ლი­ან წინსვლა­ში, გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ან ემო­ცი­უ­რად გვა­ზა­რა­ლე­ბენ. შე­გიძ­ლი­ათ და­უ­ნა­ნებ­ლად წარ­სულს ჩა­ა­ბა­როთ ყვე­ლა ის მავ­ნე ჩვე­ვა თუ მის­წრა­ფე­ბა, რო­მე­ლიც არ გაძ­ლევთ მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, წინსვლის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით მზი­სა და მთვა­რის შე­ერ­თე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა წინ წა­მოვ­წი­ოთ სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბი, მიზ­ნე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი, დავ­გეგ­მოთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბი (ამ მიზ­ნის­თვის მთვა­რის პირ­ვე­ლი დღეა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­კე­თო) და მთვა­რის მე-4 დღი­დან და­ვი­წყოთ მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ეს დაბ­ნე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს პირ­ველ დე­კა­და­ში (1-დან 10 გრა­დუ­სამ­დე, ანუ 21 თე­ბერ­ვლი­დან 3 მარ­ტამ­დე). მათ მით უფრო მო­უ­წევთ სა­კუ­თა­რი ქცე­ვე­ბის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის გა­და­ხედ­ვა, ძვე­ლი ცუდი ჩვე­ვე­ბის და­ვი­წყე­ბა და ახა­ლი გეგ­მე­ბის და­სახ­ვა, რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის აღე­ბა და ბრძო­ლა.

დაბ­ნე­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი აგ­რეთ­ვე მუ­ტა­ბე­ლუ­რი ჯვრის ნიშ­ნებ­ზე - ქალ­წუ­ლის, მშვილ­დოს­ნი­სა და ტყუ­პე­ბის ზო­დი­ა­ქოს იმ წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზეც აი­სა­ხე­ბა, რომ­ლე­ბიც პირ­ველ დე­კა­და­ში და­ი­ბად­ნენ (1-10 გრა­დუ­სის ჩათ­ვლით), ან იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ჰყავთ ამ გრა­დუ­სებ­ზე.

ნეპ­ტუ­ნი არის იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია სა­კუ­თარ ფი­ზი­კურ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ზე ამაღ­ლე­ბა. ნეპ­ტუ­ნი, გარ­და ოც­ნე­ბე­ბის, ღრმა სპი­რი­ტუ­ა­ლუ­რი წი­აღსვლე­ბი­სა და ვე­ნე­რის უმაღ­ლე­სი ოქ­ტა­ვი­სა, სა­ზღვრე­ბის გარ­ღვე­ვა­ცაა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ პი­ზი­ტი­ურ მხა­რე­ებს, არა­მედ ნე­გა­ტი­ურ­საც, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ნარ­კო­ტი­კებ­სა და სას­მე­ლი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა­ში, ილუ­ზი­ებ­ში, ინ­ტრი­გებ­ში, გა­ურ­კვევ­ლო­ბებ­სა და ფსი­ქი­კურ დარ­ღვე­ვებ­ში. 26 თე­ბერ­ვლის დაბ­ნე­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი სწო­რედ ამ ნი­უ­ან­სებ­ზეც მი­ა­ნიშ­ნე­ბენ.

ჩვენ უნდა შევ­ძლოთ სა­კუ­თარ ფი­ზი­კურ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ზე ამაღ­ლე­ბით სა­ზღვრე­ბის გარ­ღვე­ვა არა ნე­გა­ტი­უ­რად, არა­მედ სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბით, ჰუ­მა­ნუ­რო­ბით, მი­ტე­ვე­ბის უნა­რი­თა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბით (მაგ­რამ ეს ყო­ვე­ლი­ვე არა სიბ­რიყ­ვით!). სა­ერ­თო ჯამ­ში ეს დაბ­ნე­ლე­ბა პო­ზი­ტი­უ­რია და იძ­ლე­ვა რო­გორც სუ­ლი­ე­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი გა­ნახ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

26 თე­ბერ­ვალს ნეპ­ტუ­ნი უკ­ვად­რა­ტებს სა­ტურნს, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სა­ტურ­ნი რო­გორც შემ­ზღუ­და­ვი პლა­ნე­ტა შე­ამ­ცი­რებს ნეპ­ტუ­ნის უკი­დუ­რე­სო­ბებს.

ამ დღეს და დაბ­ნე­ლე­ბის წინა და შემ­დგომ 3 დღე მო­ე­რი­დოთ ალ­კოჰოლს, ნარ­კო­ტი­კებს, ნე­ბის­მი­ერ გა­მაბ­რუ­ე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბას, ეს ცუ­დად იმოქ­მე­დებს რო­გო­როც თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ისე ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. არა­ვის მის­ცეთ ცრუ და­პი­რე­ბე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღეთ სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე. ნუ ეც­დე­ბით ვინ­მეს გა­და­აბ­რა­ლოთ სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბა და უუ­ნა­რო­ბა. გახ­სოვ­დეთ, ყვე­ლა­ფე­რი თქვენს ხელ­შია!

მზე ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა კი ზრდის სენ­სი­ტი­უ­რო­ბას, ინ­ტუ­ი­ტი­უ­რო­ბა­სა და ემ­პა­თი­ას. კარ­გი იქ­ნე­ბა, ეს დღე საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როთ და გას­ცეთ მეტი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი, გა­მო­ი­ჩი­ნოთ თა­ნაგ­რძნო­ბა, გა­უ­გოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, და­ეხ­მა­როთ ემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, მის­ცეთ იმე­დი, გა­ამ­ხნე­ვოთ.

კარ­გი იქ­ნე­ბა თუ შე­ურთდე­ბით რო­მე­ლი­მე საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას, გა­მო­ი­ჩენთ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბას სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში. ხოლო სწო­რად წარ­მარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ ფსი­ქი­კუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი ენერ­გი­ე­ბის გაწ­მენ­და­ში.

კარ­გია ეს პე­რი­ი­ო­დი შე­მოქ­მე­დი, კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, თუ ვინ­მეს აქვს წე­რის, ხატ­ვის, სიმ­ღე­რის, ცეკ­ვის და სხვა არ­ტის­ტუ­ლი უნა­რე­ბი, შე­გიძ­ლი­ათ უფრო მე­ტად ჩა­უღ­რმავ­დეთ მათ და გა­ნა­ვი­თა­როთ.

ამ დღეს კარი იქ­ნე­ბა თუ ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლას შეძ­ლებთ. ვი­ნა­ი­დან თევ­ზე­ბი მა­ღალ ხე­ლოვ­ნე­ბას­თა­ნაც არის კავ­შირ­ში, კარ­გი იქ­ნე­ბა გა­მო­ფე­ნე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, რა­ი­მე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი ფილ­მის ნახ­ვა, სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კის მოს­მე­ნა და სხვ.

მთვა­რე ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა კი უფრო გაზ­რდის თქვენს ემო­ცი­ურ სენ­სი­ტი­უ­რო­ბას. მზე ნეპ­ტუ­ნის, მთვა­რე ნეპ­ტუ­ნის, მზე მთვა­რის შე­ერ­თე­ბა ამ დაბ­ნე­ლე­ბა­ზე მოგ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ღრმად ჩა­ი­ხე­დოთ არა მხო­ლოდ თქვენს ქვეც­ნო­ბი­ერ­ში, არა­მედ გა­აც­ნო­ბი­ე­როთ სა­კუ­თა­რი ეგოს სა­ზღვრე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი, სი­სუს­ტე­ე­ბი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­სი­კე­თოდ გა­მო­ი­ყე­ნოთ, რო­გორც თქვე­ნი თა­ვის­თვის, ისე სხვე­ბის­თვი­საც.

ნუ მო­წყდე­ბით რე­ა­ლო­ბას, იყა­ვით გამ­ბე­დავ­ნი, თა­ნამ­გრძნობ­ნი, კე­თიშ­ლო­ბი­ლუ­რი ზრახ­ვე­ბით, გა­ე­ცით რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი.

დაბ­ნე­ლე­ბის დღე­ებ­ში სა­უ­კე­თე­სოა ლოც­ვა, მე­დი­ტა­ცია, სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბი, მაგ­რამ ნუ და­კავ­დე­ბით სა­ეჭ­ვო მა­გი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბით, ვი­ნა­ი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი, პირ­ველ რიგ­ში, თქვენს ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და ბედ­ზე აი­სა­ხე­ბა ცუ­დად.

დაბ­ნე­ლე­ბის დღე­ებ­ში სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ გზებ­ზე, ტრან­სპორ­ტში, ნუ გა­და­ა­მე­ტებთ სიჩ­ქა­რეს. თავი შე­ი­კა­ვეთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბი­სა­გან.

დაბ­ნე­ლე­ბი­დან პლუს-მი­ნუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ არა­ფერ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს არ და­ი­წყებთ (მსხვი­ლი გა­რი­გე­ბე­ბის და­დე­ბა, სა­ყიდ­ლე­ბი, სა­ფი­ნან­სო ოპე­რა­ცი­ე­ბი და სხვ.). ნუ აი­ღებთ სა­კუ­თარ თავ­ზე სე­რი­ო­ზულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, თავი შე­ი­კა­ვეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის­გან. თუ მა­ინც გი­წევთ ამის გა­კე­თე­ბა - მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ, კარ­გად გა­ე­ცა­ნით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­განს.

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ახალ ნაც­ნო­ბო­ბას და მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდს და­ემ­თხვე­ვა! (პლი­უს მი­ნუს 3 დღე)

მო­ე­რი­დეთ ადა­მი­ა­ნებ­თან კა­მათს, აგ­რე­სი­ას.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ვი­საც აწუ­ხებს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ მათ მარ­თებთ. ასე­ვე, ჰი­პერ­ტო­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, მო­ხუ­ცებს, და­ი­კა­ვეთ თა­და­რი­გი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ი­ტა­რეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­საძ­ლოა შე­ა­წუ­ხოს თა­ვის ტკი­ვილ­მა, წნე­ვის მო­მა­ტე­ბამ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქრო­ნი­კულ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა კვლავ იჩი­ნონ თავი.

შე­საძ­ლოა გამ­წვავ­დეს მუც­ლის ღრუ­სა და კერ­ძოდ ნაწ­ლა­ვე­ბის, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბი, ამი­ტომ ვი­საც ისე­დაც გაქვთ მსგავ­სი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი, თა­და­რი­გი და­ი­კა­ვეთ

დაბ­ნე­ლე­ბის დღეს და­კავ­დით ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით. შე­ე­ცა­დეთ დღე გა­ა­ტა­როთ მშვიდ ატ­მოს­ფე­რო­ში, ყო­ველ­გვა­რი რის­კი­სა და კონ­ფლიქ­ტის გა­რე­შე.

ამ დაბ­ნე­ლე­ბის ტენ­დეც­ნი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ დაბ­ნე­ლე­ბამ­დე, რო­მე­ლიც 2017 წლის 7 აგ­ვის­ტოს მოხ­დე­ბა.

რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პო­ზი­ტი­ვი, სიყ­ვა­რუ­ლი გა­უგ­ზავ­ნეთ არა­მარ­ტო თქვენს ახ­ლობ­ლებს, არა­მედ მთელ სამ­ყა­როს. ილო­ცეთ სამ­ყა­რო­ში მშვი­დო­ბის­თვის, სი­კე­თი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ზე­ო­ბის­თვის, არ და­გა­ვი­წყდეთ, ნეპ­ტუ­ნი სწო­რედ სამ­ყა­რო­სე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია და ამას­ვე მო­ი­თხოვს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­გან!

გა­ით­ვალ­თვა­ლის­წი­ნეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ეს და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ივ­ლის, რა­საც გუ­ლით გი­სურ­ვებთ! წარ­მა­ტე­ბე­ბი თქვენ!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"თამამად კონცენტრირდით ოცნებების ასრულებაზე" - რას წერს ასტროლოგი 26 თებერვალს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ

"თამამად კონცენტრირდით ოცნებების ასრულებაზე" - რას წერს ასტროლოგი 26 თებერვალს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ გვაფრთხილებს და რეკომენდაციებს გვაძლევს:

"26 თებერვალს მზის დაბნელებაა!

მზის დაბნელება 26 თებერვალს, თევზების მე-8 გრადუსზე ხდება. დაბნელება იწყება თბილისის დროით 17:15 წუთზე, პიკს აღწევს 18:58 წუთზე, სრულდება 21:35 წ.

დაბნელება საქართველოში არ გამოჩნდება, მისი ხილვა შეეძლებათ მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში.

დაბნელება ხდება თევზების ნიშანში.

დაბნელების ასტროგანმსაზღვრელი სპირიტუალობის მმართველი პლანეტა ნეპტუნია.

დაბნელების თემებია - სულიერება, ქველმოქმედება და მსახურება.

ეს მზის დაბნელება მეტწილად დადებითი ტენდენციებით იქნება გამორჩეული. მას არ ახლავს უკიდურესად უარყოფითი მოვლენები, ისეთები, როგორც 11 თებერვლის მთვარის ნაწილობრივ დაბნელებას ჰქონდა.

როგორც ახალ მთვარეობა, ისე მზის დაბნელება არის ძველი ციკლის დასასრულის და ახლის დაწყების სიმბოლო.

ვინაიდან დაბნელება თევზების ზონაში ხდება და ამასთან, ამჟამად ნეპტუნიც თევზების ზოდიაქოს ნიშანს გადის - ეს იძლევა საშუალებას თამამად კონცენტრირდეთ ოცნებების ასრულებაზე, ეცადოთ მათი განხორციელება და ისეთი მომავლის შექმნა, რომელიც აქამდე ოცნებებშიც კი ვერ წარმოგედგინათ. (ცხადია, იგულისხმება პოზიტიური ხასიათის ოცნებები, რომლებიც არ არიან მიმართულნი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების საზიანოდ).

ამ დაბნელების დადებითი ტენდენციები საშუალებას მოგვცემენ გავიმყაროთ სასარგებლო ურთიერთობები და ჩამოვიცილოთ ყველაფერი ძველი, დრომოჭული, ასევე ის ადამიანები და მოვლენები, რომლებიც ხელს გვიშლიან წინსვლაში, განვითარებაში, ან ემოციურად გვაზარალებენ. შეგიძლიათ დაუნანებლად წარსულს ჩააბაროთ ყველა ის მავნე ჩვევა თუ მისწრაფება, რომელიც არ გაძლევთ მიზნების განხორციელების, წინსვლის საშუალებას.

ასტროლოგიური თვალსაზრისით მზისა და მთვარის შეერთება საშუალებას იძლევა წინ წამოვწიოთ საკუთარი გეგმები, მიზნები, ოცნებები, დავგეგმოთ განხორციელების გზები (ამ მიზნისთვის მთვარის პირველი დღეა განსაკუთრებით სასიკეთო) და მთვარის მე-4 დღიდან დავიწყოთ მათი განხორციელება.

ეს დაბნელება განსაკუთრებით გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც დაბადებულები არიან თევზების ზოდიაქოს პირველ დეკადაში (1-დან 10 გრადუსამდე, ანუ 21 თებერვლიდან 3 მარტამდე). მათ მით უფრო მოუწევთ საკუთარი ქცევების, შეხედულებების, მსოფლმხედველობის გადახედვა, ძველი ცუდი ჩვევების დავიწყება და ახალი გეგმების დასახვა, რეალური ნაბიჯების გადადგმა, პასუხისმგებლობების აღება და ბრძოლა.

დაბნელების ტენდენციები აგრეთვე მუტაბელური ჯვრის ნიშნებზე - ქალწულის, მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქოს იმ წარმომადგენლებზეც აისახება, რომლებიც პირველ დეკადაში დაიბადნენ (1-10 გრადუსის ჩათვლით), ან იმ ადამიანებზე, ვისაც პირადი პლანეტები ჰყავთ ამ გრადუსებზე.

ნეპტუნი არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ ფიზიკურ მოცემულობაზე ამაღლება. ნეპტუნი, გარდა ოცნებების, ღრმა სპირიტუალური წიაღსვლებისა და ვენერის უმაღლესი ოქტავისა, საზღვრების გარღვევაცაა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ პიზიტიურ მხარეებს, არამედ ნეგატიურსაც, რაც გამოიხატება ნარკოტიკებსა და სასმელისადმი მიდრეკილებაში, ილუზიებში, ინტრიგებში, გაურკვევლობებსა და ფსიქიკურ დარღვევებში. 26 თებერვლის დაბნელების ტენდენციები სწორედ ამ ნიუანსებზეც მიანიშნებენ.

ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარ ფიზიკურ მოცემულობაზე ამაღლებით საზღვრების გარღვევა არა ნეგატიურად, არამედ სულიერი განვითარებით, ჰუმანურობით, მიტევების უნარითა და შემწყნარებლობით (მაგრამ ეს ყოველივე არა სიბრიყვით!). საერთო ჯამში ეს დაბნელება პოზიტიურია და იძლევა როგორც სულიერი, ისე ფიზიკური განახლების საშუალებას.

26 თებერვალს ნეპტუნი უკვადრატებს სატურნს, რაც გულისხმობს იმას, რომ სატურნი როგორც შემზღუდავი პლანეტა შეამცირებს ნეპტუნის უკიდურესობებს.

ამ დღეს და დაბნელების წინა და შემდგომ 3 დღე მოერიდოთ ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, ნებისმიერ გამაბრუებელ საშუალებას, ეს ცუდად იმოქმედებს როგოროც თქვენს ჯანმრთელობაზე, ისე ფსიქიკურ მდგომარეობაზე. არავის მისცეთ ცრუ დაპირებები, პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ქმედებებზე. ნუ ეცდებით ვინმეს გადააბრალოთ საკუთარი უსუსურობა და უუნარობა. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია!

მზე ნეპტუნის შეერთება კი ზრდის სენსიტიურობას, ინტუიტიურობასა და ემპათიას. კარგი იქნება, ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და გასცეთ მეტი სითბო, სიყვარული, გამოიჩინოთ თანაგრძნობა, გაუგოთ საყვარელ ადამიანებს, დაეხმაროთ ემოციური თვალსაზრისით, მისცეთ იმედი, გაამხნევოთ.

კარგი იქნება თუ შეურთდებით რომელიმე საქველმოქმედო საქმიანობას, გამოიჩენთ გულისხმიერებას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში. ხოლო სწორად წარმართული სულიერი პრაქტიკები დაგეხმარებათ ფსიქიკური, მენტალური ენერგიების გაწმენდაში.

კარგია ეს პერიიოდი შემოქმედი, კრეატიული ადამიანებისთვის, თუ ვინმეს აქვს წერის, ხატვის, სიმღერის, ცეკვის და სხვა არტისტული უნარები, შეგიძლიათ უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ მათ და განავითაროთ.

ამ დღეს კარი იქნება თუ ბუნებაში გასვლას შეძლებთ. ვინაიდან თევზები მაღალ ხელოვნებასთანაც არის კავშირში, კარგი იქნება გამოფენების მონახულება, რაიმე ამაღელვებელი, რომანტიკული ფილმის ნახვა, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა და სხვ.

მთვარე ნეპტუნის შეერთება კი უფრო გაზრდის თქვენს ემოციურ სენსიტიურობას. მზე ნეპტუნის, მთვარე ნეპტუნის, მზე მთვარის შეერთება ამ დაბნელებაზე მოგცემთ შესაძლებლობას ღრმად ჩაიხედოთ არა მხოლოდ თქვენს ქვეცნობიერში, არამედ გააცნობიეროთ საკუთარი ეგოს საზღვრები, პრობლემები, სისუსტეები და ძლიერი მხარეები. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი სასიკეთოდ გამოიყენოთ, როგორც თქვენი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც.

ნუ მოწყდებით რეალობას, იყავით გამბედავნი, თანამგრძნობნი, კეთიშლობილური ზრახვებით, გაეცით რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული.

დაბნელების დღეებში საუკეთესოა ლოცვა, მედიტაცია, სულიერი პრაქტიკები, მაგრამ ნუ დაკავდებით საეჭვო მაგიური ქმედებებით, ვინაიდან ეს ყველაფერი, პირველ რიგში, თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობასა და ბედზე აისახება ცუდად.

დაბნელების დღეებში სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან.

დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე)

მოერიდეთ ადამიანებთან კამათს, აგრესიას.

ტრადიციულად, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მათ მართებთ. ასევე, ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს, დაიკავეთ თადარიგი და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. ბევრი ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავის ტკივილმა, წნევის მომატებამ, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა კვლავ იჩინონ თავი.

შესაძლოა გამწვავდეს მუცლის ღრუსა და კერძოდ ნაწლავების, ინფექციური დაავადებების, ნერვული სისტემის პრობლემები, ამიტომ ვისაც ისედაც გაქვთ მსგავსი მიდრეკილებები, თადარიგი დაიკავეთ

დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.

ამ დაბნელების ტენდეცნიები განსაკუთრებით ძლიერი იქნება მომავალ დაბნელებამდე, რომელიც 2017 წლის 7 აგვისტოს მოხდება.

რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, სიყვარული გაუგზავნეთ არამარტო თქვენს ახლობლებს, არამედ მთელ სამყაროს. ილოცეთ სამყაროში მშვიდობისთვის, სიკეთისა და სიყვარულის ზეობისთვის, არ დაგავიწყდეთ, ნეპტუნი სწორედ სამყაროსეული სიყვარულია და ამასვე მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან!

გაითვალთვალისწინეთ რეკომენდაციები და ეს დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის, რასაც გულით გისურვებთ! წარმატებები თქვენ!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს