თოქ-შოუ "პროფილის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მაია ასათიანის ქალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება:
"ძალიან მძიმე დღეებია ჩვენთვის...
მაია ასათიანს გარდაეცვალა 18 წლის ქალიშვილი - ნუცა მახვილაძე. ნუცა ორი დღის წინ, მენინგოკოკცემიის დიაგნოზით პარიზის კლინიკაში მოათავსეს. სამწუხაროდ, ექიმების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა... გოგონა გუშინ საღამოს გარდაიცვალა.
ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა" - ვკითხულობთ გადაცემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.