საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამ თვეში "გულის შეტევით" გარდაცვლილი 4 რუსი დიპლომატი
სამ თვეში "გულის შეტევით" გარდაცვლილი 4 რუსი დიპლომატი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ე­რო­ში რუ­სე­თის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვი­ტა­ლი ჩურ­კი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. რუსი დიპ­ლო­მა­ტი, რო­მე­ლიც ამ პოსტზე 2006 წლი­დან მუ­შა­ობ­და, 20 თე­ბერ­ვალს, 65 წლის შეს­რუ­ლე­ბამ­დე ერთი დღით ადრე, ნიუ-იორკში მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­ღუ­პა. ამ დრო­ის­თვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა რუ­სუ­ლი მე­დია გა­მო­ძი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს...

ჩურ­კი­ნი ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სი­რი­ის კრი­ზის­ში. გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, გა­ე­როს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მიტ­ზე მან გა­ნა­ცხა­და, რომ "ალე­პო­ში უდა­ნა­შა­უ­ლო ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვებს ზოგ­ჯერ მტვერს აყ­რი­ან, რომ და­ბომბვის მსხვერ­პლად წარ­მო­ა­ჩი­ნონ..."

რუ­სუ­ლი პრე­სის ერთი ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩურ­კი­ნი მუდ­მი­ვად იყო ჯერ ბუ­შის, შემ­დეგ კი ბა­რაქ ობა­მას კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, "სა­დაც ის მუდ­მი­ვად და შე­უ­პოვ­რად იცავ­და რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ებს". ამი­ტო­მაც, შე­საძ­ლოა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის კვა­ლი სწო­რედ ამე­რი­კის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან მი­დი­ო­დეს.

თუმ­ცა, არ­სე­ბობს სხვა, გა­ცი­ლე­ბით რე­ა­ლუ­რი ვერ­სი­აც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ის ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა თა­ვი­დან მო­ი­შო­რა, რად­გან დიპ­ლო­მატ­მა "ძა­ლი­ან ბევ­რი იცო­და". ბლო­გე­რი სვეტ­ლა­ნა კუზ­მენ­კო წერს, რომ "ჩურ­კი­ნი გა­ე­რო­ში კრემ­ლის მო­ლა­პა­რა­კე თავი იყო და ჰა­ა­გის მო­სა­ლოდ­ნელ ტრი­ბუ­ნალ­ზე მას ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მის თქმა შე­ეძ­ლო. თუნ­დაც, იმ მწვა­ვე თე­მა­ზე, თუ ვინ გა­დას­ცა წე­რი­ლი ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის თხოვ­ნით, უკ­რა­ი­ნა­ში ჯარი შე­ეყ­ვა­ნათ; ასე­ვე, ბევ­რი იცო­და ყი­რი­მის ანექ­სი­ა­ზე, დონ­ბა­სის ოკუ­პა­ცი­ა­ზე, მა­ლა­ი­ზი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის "ბო­ინგზე", სი­რი­ა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" მყოფ რუ­სებ­ზე; ასე­ვე, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მოს­ყიდ­ვა­სა და სხვა დე­ტა­ლებ­ზე, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა..."

2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში, სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში, გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი მრჩე­ვე­ლი მი­ხა­ილ ლე­სი­ნი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხის RT-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც იყო. თა­ვი­დან მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზა­დაც გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა და­სა­ხელ­და, თუმ­ცა შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ის თავ­ში მძი­მე საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი დარ­ტყმის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა... გავ­რცელ­და მე­ო­რე ვერ­სი­აც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ის ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლით მო­წამ­ლეს. სა­ბო­ლო­ოდ, მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ვერ დად­გინ­და.

2017 და­სა­წყის­ში სა­ა­ბა­ზა­ნო ოთახ­ში გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ათენ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კონ­სუ­ლი ან­დრეი მა­ლა­ნი­ნი, რო­მელ­საც დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. 55 წლის რუსი დიპ­ლო­მა­ტი დი­ლით სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხად­და და არც ზა­რებს უპა­სუ­ხა. მის სა­ცხოვ­რე­ბელ ნო­მერ­ში მი­ვი­და ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია. კარი შიგ­ნი­დან იყო ჩა­კე­ტი­ლი... ათე­ნის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კარი შე­ამ­ტვრი­ეს და დიპ­ლო­მა­ტი აბა­ზა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს...

ერთ-ერთ ვერ­სი­ად ევ­რო­კავ­შირ­ში მისი ინ­ტე­რე­სე­ბი სა­ხელ­დე­ბო­და. რუ­სუ­ლი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ლა­ნი­ნი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და რუ­სეთ­სა და სა­ბერ­ძნეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ზე. ცდი­ლობ­და ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის უარ­ყო­ფით შე­დე­გებ­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა და არც თუ უშე­დე­გოდ... იმავდრო­უ­ლად, სა­ბერ­ძნეთ­სა და ევ­რო­კავ­შირს, ასე­ვე ნა­ტოს წევრ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბას სწო­რედ მას მი­ა­წერ­დნენ.

მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა ინ­დო­ეთ­ში რუ­სე­თის ელჩს ალექ­სან­დრ კა­და­კინს, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოდ დე­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ 68 წლის რუსი დიპ­ლო­მა­ტი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა... ის აღ­ნიშ­ნულ პოსტზე 2009 წლი­დან მუ­შა­ობ­და და დე­ლი­ში ცხოვ­რობ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ კა­და­კინს გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი არას­დროს ჰქო­ნია...

რუ­სუ­ლი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ამ ქვეყ­ნის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან და ამავდრო­უ­ლად ცდი­ლობ­და, რუ­სეთს ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა პა­კის­ტან­თან.

გა­სუ­ლი წლის 20 დე­კემ­ბერს მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა პირ­და­პირ ეთერ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა მკვლე­ლო­ბამ, - თავ­დამ­სხმელ­მა ჰა­ერ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა შე­ძა­ხი­ლით - "არ და­ი­ვი­წყოთ ალე­პო, არ და­ი­ვი­წყოთ სი­რია!" - და რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით ად­გილ­ზე მოკ­ლა თურ­ქეთ­ში რუ­სე­თის ელჩი ან­დრეი კარ­ლო­ვი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში, გა­მო­ფე­ნის გახ­სნა­ზე სი­ტყვით გა­მო­დი­ო­და. რუსი დიპ­ლო­მა­ტი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თავ­დამ­სხმე­ლი 22 წლის ყო­ფი­ლი ქურ­თი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი მევ­ლუთ მერთ ალ­თინ­თა­ში იყო.

მა­შინ ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში ასამ­დე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. დიპ­ლო­მა­ტის გარ­და, სრო­ლის დროს და­შავ­და კი­დევ 3 პირი.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით, ცნო­ბი­ლია, რომ რო­დე­საც ჩი­ნოვ­ნი­კი ზედ­მე­ტი ხდე­ბა, მას აუ­ცი­ლებ­ლად "უჩ­ნდე­ბა" ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ისე კი, ყვე­ლა დიპ­ლო­მა­ტი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ მი­სი­ას უცხო­ეთ­ში უძღვე­ბი­ან, რე­გუ­ლა­რუ­ლად იმოწ­მე­ბენ ჯან­მრთე­ლო­ბას და შე­უძ­ლე­ბე­ლია, გულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბი გა­მო­პარ­ვო­დათ.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

სამ თვეში "გულის შეტევით" გარდაცვლილი 4 რუსი დიპლომატი

სამ თვეში "გულის შეტევით" გარდაცვლილი 4 რუსი დიპლომატი

რამდენიმე დღის წინ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. რუსი დიპლომატი, რომელიც ამ პოსტზე 2006 წლიდან მუშაობდა, 20 თებერვალს, 65 წლის შესრულებამდე ერთი დღით ადრე, ნიუ-იორკში მოულოდნელად დაიღუპა. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება, თუმცა რუსული მედია გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს...

ჩურკინი ბოლო დროს აქტიურად იყო ჩართული სირიის კრიზისში. გასული წლის დეკემბერში, გაეროს უსაფრთხოების სამიტზე მან განაცხადა, რომ "ალეპოში უდანაშაულო ქალებისა და ბავშვებს ზოგჯერ მტვერს აყრიან, რომ დაბომბვის მსხვერპლად წარმოაჩინონ..."

რუსული პრესის ერთი ნაწილის ინფორმაციით, ჩურკინი მუდმივად იყო ჯერ ბუშის, შემდეგ კი ბარაქ ობამას კრიტიკის ობიექტი, "სადაც ის მუდმივად და შეუპოვრად იცავდა რუსეთის პოზიციებს". ამიტომაც, შესაძლოა, მისი გარდაცვალების კვალი სწორედ ამერიკის სპეცსამსახურებთან მიდიოდეს.

თუმცა, არსებობს სხვა, გაცილებით რეალური ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ის ვლადიმერ პუტინმა თავიდან მოიშორა, რადგან დიპლომატმა "ძალიან ბევრი იცოდა". ბლოგერი სვეტლანა კუზმენკო წერს, რომ "ჩურკინი გაეროში კრემლის მოლაპარაკე თავი იყო და ჰააგის მოსალოდნელ ტრიბუნალზე მას ბევრი საინტერესო რამის თქმა შეეძლო. თუნდაც, იმ მწვავე თემაზე, თუ ვინ გადასცა წერილი ვიქტორ იანუკოვიჩის თხოვნით, უკრაინაში ჯარი შეეყვანათ; ასევე, ბევრი იცოდა ყირიმის ანექსიაზე, დონბასის ოკუპაციაზე, მალაიზიის ავიახაზების "ბოინგზე", სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, "ისლამურ სახელმწიფოში" მყოფ რუსებზე; ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალჩინოსნების მოსყიდვასა და სხვა დეტალებზე, რაც საერთაშორისო სასამართლოსთვის საინტერესო იქნება..."

2015 წლის ნოემბერში, სასტუმროს ნომერში, გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაცვლილი იპოვეს ვლადიმერ პუტინის სპეციალური მრჩეველი მიხაილ ლესინი, რომელიც რუსული საინფორმაციო არხის RT-ის დამფუძნებელიც იყო. თავიდან მისი გარდაცვალების მიზეზადაც გულის უკმარისობა დასახელდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ის თავში მძიმე საგნით მიყენებული დარტყმის შედეგად გარდაიცვალა... გავრცელდა მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც ის ალკოჰოლური სასმელით მოწამლეს. საბოლოოდ, მისი სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა.

2017 დასაწყისში სააბაზანო ოთახში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს ათენში რუსეთის ფედერაციის კონსული ანდრეი მალანინი, რომელსაც დიპლომატიაში საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. 55 წლის რუსი დიპლომატი დილით სამსახურში არ გამოცხადდა და არც ზარებს უპასუხა. მის საცხოვრებელ ნომერში მივიდა ადგილობრივი პოლიცია. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი... ათენის პოლიციის თანამშრომლებმა კარი შეამტვრიეს და დიპლომატი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს...

ერთ-ერთ ვერსიად ევროკავშირში მისი ინტერესები სახელდებოდა. რუსული პრესის ინფორმაციით, მალანინი აქტიურად მუშაობდა რუსეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე. ცდილობდა ადგილობრივი მაღალჩინოსნები რუსეთისთვის სანქციების დაწესების უარყოფით შედეგებში დაერწმუნებინა და არც თუ უშედეგოდ...  იმავდროულად, საბერძნეთსა და ევროკავშირს, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას სწორედ მას მიაწერდნენ.

მიმდინარე წლის იანვარში მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა ინდოეთში რუსეთის ელჩს ალექსანდრ კადაკინს, რომელიც სასწრაფოდ დელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ 68 წლის რუსი დიპლომატი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა... ის აღნიშნულ პოსტზე 2009 წლიდან მუშაობდა და დელიში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებდნენ, რომ კადაკინს გულის პრობლემები არასდროს ჰქონია...

რუსული პრესის ინფორმაციით, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ამ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებთან და ამავდროულად ცდილობდა, რუსეთს ნორმალური ურთიერთობა შეენარჩუნებინა პაკისტანთან.

გასული წლის 20 დეკემბერს მთელი მსოფლიო შეძრა პირდაპირ ეთერში განხორციელებულმა მკვლელობამ, - თავდამსხმელმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა შეძახილით - "არ დაივიწყოთ ალეპო, არ დაივიწყოთ სირია!" - და რამდენიმე გასროლით ადგილზე მოკლა თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდა. რუსი დიპლომატი ადგილზე გარდაიცვალა. თავდამსხმელი 22 წლის ყოფილი ქურთი სამართალდამცველი მევლუთ მერთ ალთინთაში იყო.

მაშინ ხელოვნების ცენტრში ასამდე ადამიანი იმყოფებოდა. დიპლომატის გარდა, სროლის დროს დაშავდა კიდევ 3 პირი.

რუსული მედიის თქმით, ცნობილია, რომ როდესაც ჩინოვნიკი ზედმეტი ხდება, მას აუცილებლად "უჩნდება" ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ისე კი, ყველა დიპლომატი, რომლებიც თავიანთ მისიას უცხოეთში უძღვებიან, რეგულარულად იმოწმებენ ჯანმრთელობას და შეუძლებელია, გულთან დაკავშირებული ცვლილები გამოპარვოდათ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე