პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სერიალს ახალი პერსონაჟები და ხაზები დაემატება" - რა გელოდებათ "ჩემი ცოლის დაქალების" მე-11 სეზონში
"სერიალს ახალი პერსონაჟები და ხაზები დაემატება" - რა გელოდებათ "ჩემი ცოლის დაქალების" მე-11 სეზონში

მე­ა­თე სე­ზო­ნის ხმა­უ­რი­ა­ნი ფი­ნა­ლის შემ­დეგ, მა­ყუ­რე­ბე­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ტე­ლე­ეკ­რან­ზე დაბ­რუ­ნე­ბას მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა.

იმის გამო, რომ გა­სუ­ლი სე­ზო­ნი ახალ-ახა­ლი სი­უ­ჟე­ტი­თა და ხა­ზით იყო დატ­ვირ­თუ­ლი, ცხა­დია, მა­ყუ­რე­ბელს აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შემ­დგო­მი ბედი მე­თერ­თმე­ტე სე­ზონ­ში. ამის და­სად­გე­ნად "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პრო­დი­უ­სერს ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- მუ­შა­ო­ბას იგი­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბით ვაგ­რძე­ლებთ, რო­გორც აქამ­დე. ყო­ველ­თვის ასეა, ვცდი­ლობთ, ყო­ვე­ლი ახა­ლი სე­ზო­ნი ახა­ლი სიმ­ძაფ­რით, ემო­ცი­ე­ბით, თე­მა­ტი­კით იყოს დატ­ვირ­თუ­ლი. რო­დე­საც ასეთ გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტზეა ლა­პა­რა­კი, მას მუდ­მი­ვად უნდა რა­ღაც ახა­ლი ფე­რის ჩას­ხმა და მი­მა­ტე­ბა, იმის­თვის, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა არ მო­ი­წყი­ნოს.

ცოტა ხან­ში საკ­მა­ოდ გრძელ სე­ზონს და­ვი­წყებთ, რო­მე­ლიც ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე გას­ტანს. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც ახა­ლი, ისე არა­ერ­თი ძვე­ლი მოვ­ლე­ნა გა­ცო­ცხლდე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტი, ამ­ბა­ვი გან­ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ წი­ნას­წარ, დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან, რო­გორც ყო­ველ­თვის, თავს შე­ვი­კა­ვებ.

- გა­სუ­ლი სე­ზო­ნი "ნორა ბი­ცო­ლას სამ­გლო­ვი­ა­რო ფო­ტო­თი" დას­რულ­და, რაც შემ­დგომ დიდი მით­ქმა-მოთ­ქმის სა­ბა­ბად იქცა, რად­გა­ნაც ნორა გა­ბის­კი­რი­ას ფო­ტოს ნაც­ვლად, მა­ყუ­რე­ბელ­მა ჰანა არენ­დტის (XX სა­უ­კუ­ნის მო­აზ­როვ­ნე, ფი­ლო­სო­ფო­სი) უზარ­მა­ზა­რი სუ­რა­თი იხი­ლა. ეს მარ­თლაც შეც­დო­მა იყო, თუ შეგ­ნე­ბუ­ლად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი?

- შეც­დო­მა კი არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხუმ­რო­ბა გახ­ლდათ. მარ­თლაც ეს იყო ჰანა არენ­დტის ფოტო და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა. "ნორა იყო ბრძე­ნი ქალი", რო­გორც ამას გრი­შა კა­კა­ჩია ამ­ბობს და იდე­აც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სწო­რედ ერთ-ერთი ბრძე­ნი ქალი, ფი­ლო­სო­ფო­სი, მო­აზ­როვ­ნე, უამ­რა­ვი ნო­ვა­ცი­ის ავ­ტო­რი, მისი ფოტო, რო­გორც ბრძე­ნი ქა­ლის სტე­რე­ო­ტი­პი, ნორა გა­ბის­კი­რი­ას ვი­ზუ­ა­ლად გა­მო­ვი­ყე­ნეთ... ეს ჩვე­ნი ზე­და­პი­რუ­ლი ხუმ­რო­ბა იყო. ვინც ჰანა არენ­დტის შე­სა­ხებ იცო­და, ხომ მიხ­ვდა ყვე­ლა­ფერს და ვინც არა, გა­ი­გო მა­ინც, ვინ იყო ეს დიდი ადა­მი­ა­ნი. ამ ფო­ტოს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ასე­თი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და.

- მარ­თა­ლია, ახა­ლი სე­ზო­ნის დე­ტა­ლებ­ზე წი­ნას­წარ არ სა­უბ­რობთ, მაგ­რამ ის მა­ინც გვი­თხა­რით, ბევ­რი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი შე­ე­მა­ტე­ბა სე­რი­ალს?

- დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ხა­ზე­ბი და­ე­მა­ტე­ბა, ხომ ვამ­ბობ, არა­ერ­თი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა... სე­რი­ა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მა­ყუ­რებ­ლის ემო­ცი­ებს, რე­აქ­ცი­ას ვი­ღებთ, მათ შე­ფა­სე­ბებს სე­რი­ო­ზუ­ლად ვაკ­ვირ­დე­ბით, რაც ზო­გა­დად ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, რომ რა­ღაც დას­კვნე­ბი გა­ვა­კე­თოთ და შემ­დეგ აქ­ცენ­ტე­ბი დავ­სვათ. მუდ­მი­ვად ამ პრო­ცე­სებ­თა­ნაა მიბ­მუ­ლი სე­რი­ალ­ში ამა თუ იმ ხა­ზის გან­ვი­თა­რე­ბა, - რა­ღა­ცის შე­ნე­ლე­ბა, თუ გაღ­რმა­ვე­ბა, - მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- რო­დის და­ი­წყე­ბა ახა­ლი სე­ზო­ნი?

- ვგეგ­მავთ, რომ 4 მარ­ტის­თვის ეთერ­ში გა­ვი­დეთ. ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს: ეს არის დაკ­რძალ­ვის სცე­ნე­ბი, რომ­ლის ნა­წილ­ზე რო­გორც სა­მეგ­რე­ლო­ში, ისე - თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობთ. არის მა­სობ­რი­ვი სცე­ნე­ბი, რაც ტექ­ნი­კუ­რად ცოტა რთუ­ლი გა­და­სა­ღე­ბია. ამი­ტომ, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ რა­ი­მე შე­ფერ­ხე­ბას წა­ვა­წყდეთ. 4 მარტს კია და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა ამ ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა ეთერ­ში გას­ვლამ ერთი კვი­რით გა­და­ი­წი­ოს.

ერ­თდრო­უ­ლად ექ­ვსი სე­რი­აა ჩაშ­ვე­ბუ­ლი, ჯგუ­ფე­ბი მუდ­მი­ვად იღე­ბენ სხვა­დას­ხვა სე­რი­ის სცე­ნებს, ისე არ არის, რომ ერთ სე­რი­ას თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ვი­ღებთ. თუმ­ცა მუ­შა­ო­ბა გა­უ­ჩე­რებ­ლად დღე და ღამე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- რო­გორც ჩცდ-ს მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი, თქვე­ნი­ვე პრო­დუქ­ტის რო­გო­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ხართ?

- გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, - ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი, თუმ­ცა არა, ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი, ქეთი დევ­და­რი­ა­ნია (სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტი. - ავტ.). სა­ერ­თოდ, თვითკრი­ტი­კი­სა და ირო­ნი­ის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ ხიბლში ჩა­ვარ­დი და სა­კუ­თა­რი ნა­მოქ­მე­და­რით ტკბო­ბა და­ი­წყე, ვე­რას­დროს სა­ღად ვერ შე­ა­ფა­სებ იმას, რა­საც აკე­თებ.

- ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც კადრში ჩანს და ვი­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი იც­ნობს, ყო­ველ­თვის ამარ­თლე­ბენ?

- მეტ-ნაკ­ლე­ბად, ანუ ზოგი მე­ტად, ზოგი - ნაკ­ლე­ბად და ესეც წი­ნას­წა­რი მუ­შა­ო­ბის თე­მაა. ქას­ტინ­გებ­ზე, მსა­ხი­ო­ბე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე დიდი დრო იხარ­ჯე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­უ­ბა­რი, მსჯე­ლო­ბა, ანა­ლი­ზი, რაც რე­ჟი­სო­რის, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რო­გორც წესი, ამას თა­ვის თავ­ზე გი­ორ­გი იღებს იმი­ტომ, რომ მან უნდა და­ა­ყე­ნოს და შექ­მნას ქცე­ვის ის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც შემ­დგომ ამა თუ იმ პერ­სო­ნაჟს ახა­სი­ა­თებს. ამი­ტომ, ეს გარ­და სცე­ნა­რის­ტის მუ­შა­ო­ბი­სა, ქას­თინ­გის რე­ჟი­სო­რის და სხვა­დას­ხვა რგო­ლის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის შე­დე­გია, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ მსა­ხი­ო­ბი ეკ­რან­ზე აჩ­ვე­ნებს. დიახ, რე­ჟი­სო­რის ოს­ტა­ტო­ბაა, რო­გორ შეძ­ლებს გახ­სნას ხა­სი­ა­თი, მსა­ხი­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, - ადა­მი­ა­ნი როლს მო­არ­გოს და შეძ­ლოს სწო­რი ემო­ცი­ით, დი­ნა­მი­კით, აქ­ცენ­ტე­ბით ყვე­ლა­ფე­რი მა­ყუ­რე­ბელს მი­ა­წო­დოს.

- ბოლო სე­ზონ­მა აჩ­ვე­ნა, რომ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ტოლს არ უდე­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს.

- ნამ­დვი­ლად ასეა. უამ­რავ ადა­მი­ან­თან გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. როცა ამ პრო­ცეს­ში ხარ, ხან­და­ხან ინ­ფორ­მა­ცია თა­ვი­სით მო­დის და ამა თუ იმ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ მოგ­ვდის ცნო­ბე­ბი და რო­დე­საც რო­ლის­თვის მსა­ხი­ო­ბი გვჭირ­დე­ბა, მა­შინ­ვე გვახ­სენ­დე­ბა ის ადა­მი­ა­ნი და ვუ­კავ­შირ­დე­ბით, ქას­თინგზე ვიწ­ვევთ. ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა, ამის­თვის ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ასე რომ, არ ვჩერ­დე­ბით და მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ პრო­ცეს­ში, რომ მა­ყუ­რებ­ლის მო­ლო­დი­ნი არ გა­ვაწ­ბი­ლოთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"სერიალს ახალი პერსონაჟები და ხაზები დაემატება" - რა გელოდებათ "ჩემი ცოლის დაქალების" მე-11 სეზონში

"სერიალს ახალი პერსონაჟები და ხაზები დაემატება" - რა გელოდებათ "ჩემი ცოლის დაქალების" მე-11 სეზონში

მეათე სეზონის ხმაურიანი ფინალის შემდეგ, მაყურებელი პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ტელეეკრანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება.

იმის გამო, რომ გასული სეზონი ახალ-ახალი სიუჟეტითა და ხაზით იყო დატვირთული, ცხადია, მაყურებელს აინტერესებს, როგორ გაგრძელდება საყვარელი პერსონაჟების შემდგომი ბედი მეთერთმეტე სეზონში. ამის დასადგენად "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს დავუკავშირდით:

- მუშაობას იგივე სულისკვეთებით ვაგრძელებთ, როგორც აქამდე. ყოველთვის ასეა, ვცდილობთ, ყოველი ახალი სეზონი ახალი სიმძაფრით, ემოციებით, თემატიკით იყოს დატვირთული. როდესაც ასეთ გრძელვადიან პროექტზეა ლაპარაკი, მას მუდმივად უნდა რაღაც ახალი ფერის ჩასხმა და მიმატება, იმისთვის, რომ მაყურებელმა არ მოიწყინოს.

ცოტა ხანში საკმაოდ გრძელ სეზონს დავიწყებთ, რომელიც ივლისის ბოლომდე გასტანს. შესაბამისად, როგორც ახალი, ისე არაერთი ძველი მოვლენა გაცოცხლდება, საინტერესო სიუჟეტი, ამბავი განვითარდება, მაგრამ წინასწარ, დეტალებზე საუბრისგან, როგორც ყოველთვის, თავს შევიკავებ.

- გასული სეზონი "ნორა ბიცოლას სამგლოვიარო ფოტოთი" დასრულდა, რაც შემდგომ დიდი მითქმა-მოთქმის საბაბად იქცა, რადგანაც ნორა გაბისკირიას ფოტოს ნაცვლად, მაყურებელმა ჰანა არენდტის (XX საუკუნის მოაზროვნე, ფილოსოფოსი) უზარმაზარი სურათი იხილა. ეს მართლაც შეცდომა იყო, თუ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი?

- შეცდომა კი არა, ჩვეულებრივი ხუმრობა გახლდათ. მართლაც ეს იყო ჰანა არენდტის ფოტო და ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. "ნორა იყო ბრძენი ქალი", როგორც ამას გრიშა კაკაჩია ამბობს და იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ერთ-ერთი ბრძენი ქალი, ფილოსოფოსი, მოაზროვნე, უამრავი ნოვაციის ავტორი, მისი ფოტო, როგორც ბრძენი ქალის სტერეოტიპი, ნორა გაბისკირიას ვიზუალად გამოვიყენეთ... ეს ჩვენი ზედაპირული ხუმრობა იყო. ვინც ჰანა არენდტის შესახებ იცოდა, ხომ მიხვდა ყველაფერს და ვინც არა, გაიგო მაინც, ვინ იყო ეს დიდი ადამიანი. ამ ფოტოს თავიდან ბოლომდე ასეთი დატვირთვა ჰქონდა.

- მართალია, ახალი სეზონის დეტალებზე წინასწარ არ საუბრობთ, მაგრამ ის მაინც გვითხარით, ბევრი ახალი პერსონაჟი შეემატება სერიალს?

- დროთა განმავლობაში ახალი პერსონაჟები და ხაზები დაემატება, ხომ ვამბობ, არაერთი სიახლე იქნება... სერიალის მიმდინარეობისას მაყურებლის ემოციებს, რეაქციას ვიღებთ, მათ შეფასებებს სერიოზულად ვაკვირდებით, რაც ზოგადად ანალიზის საფუძველს გვაძლევს, რომ რაღაც დასკვნები გავაკეთოთ და შემდეგ აქცენტები დავსვათ. მუდმივად ამ პროცესებთანაა მიბმული სერიალში ამა თუ იმ ხაზის განვითარება, - რაღაცის შენელება, თუ გაღრმავება, - მოკლედ, ყველაფერი საზოგადოების განწყობაზეა დამოკიდებული.

- როდის დაიწყება ახალი სეზონი?

- ვგეგმავთ, რომ 4 მარტისთვის ეთერში გავიდეთ. ამჟამად ძალიან რთული გადაღებები მიმდინარეობს: ეს არის დაკრძალვის სცენები, რომლის ნაწილზე როგორც სამეგრელოში, ისე - თბილისში ვმუშაობთ. არის მასობრივი სცენები, რაც ტექნიკურად ცოტა რთული გადასაღებია. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ რაიმე შეფერხებას წავაწყდეთ. 4 მარტს კია დაგეგმილი, თუმცა ამ ტექნიკური საკითხების გამო შეიძლება ეთერში გასვლამ ერთი კვირით გადაიწიოს.

ერთდროულად ექვსი სერიაა ჩაშვებული, ჯგუფები მუდმივად იღებენ სხვადასხვა სერიის სცენებს, ისე არ არის, რომ ერთ სერიას თავიდან ბოლომდე ვიღებთ. თუმცა მუშაობა გაუჩერებლად დღე და ღამე მიმდინარეობს.

- როგორც ჩცდ-ს მთავარი პროდიუსერი, თქვენივე პროდუქტის როგორი მაყურებელი ხართ?

- გულწრფელად გეტყვით, - ყველაზე კრიტიკული, თუმცა არა, ყველაზე კრიტიკული, ქეთი დევდარიანია (სერიალის სცენარისტი. - ავტ.). საერთოდ, თვითკრიტიკისა და ირონიის გარეშე მუშაობა შეუძლებელია, თუ ხიბლში ჩავარდი და საკუთარი ნამოქმედარით ტკბობა დაიწყე, ვერასდროს საღად ვერ შეაფასებ იმას, რასაც აკეთებ.

- ის ადამიანები, ვინც კადრში ჩანს და ვისაც მაყურებელი იცნობს, ყოველთვის ამართლებენ?

- მეტ-ნაკლებად, ანუ ზოგი მეტად, ზოგი - ნაკლებად და ესეც წინასწარი მუშაობის თემაა. ქასტინგებზე, მსახიობების შერჩევაზე დიდი დრო იხარჯება. მიმდინარეობს საუბარი, მსჯელობა, ანალიზი, რაც რეჟისორის, გიორგი ლიფონავას დამსახურებაა. როგორც წესი, ამას თავის თავზე გიორგი იღებს იმიტომ, რომ მან უნდა დააყენოს და შექმნას ქცევის ის მოდელი, რომელიც შემდგომ ამა თუ იმ პერსონაჟს ახასიათებს. ამიტომ, ეს გარდა სცენარისტის მუშაობისა, ქასთინგის რეჟისორის და სხვადასხვა რგოლის პროცესში ჩართულობის შედეგია, რასაც საბოლოოდ მსახიობი ეკრანზე აჩვენებს. დიახ, რეჟისორის ოსტატობაა, როგორ შეძლებს გახსნას ხასიათი, მსახიობის შესაძლებლობები, - ადამიანი როლს მოარგოს და შეძლოს სწორი ემოციით, დინამიკით, აქცენტებით ყველაფერი მაყურებელს მიაწოდოს.

- ბოლო სეზონმა აჩვენა, რომ არაპროფესიონალი მსახიობები ტოლს არ უდებენ პროფესიონალებს.

- ნამდვილად ასეა. უამრავ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა. როცა ამ პროცესში ხარ, ხანდახან ინფორმაცია თავისით მოდის და ამა თუ იმ ნიჭიერი ადამიანის შესახებ მოგვდის ცნობები და როდესაც როლისთვის მსახიობი გვჭირდება, მაშინვე გვახსენდება ის ადამიანი და ვუკავშირდებით, ქასთინგზე ვიწვევთ. ასეთი პიროვნებების აღმოჩენაში სოციალური ქსელიც გვეხმარება, ამისთვის ის საუკეთესო საშუალებაა. ასე რომ, არ ვჩერდებით და მუდმივად ჩართულები ვართ პროცესში, რომ მაყურებლის მოლოდინი არ გავაწბილოთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება