პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონგოში ჩამოგდებული ქართველი მფრინავებიდან ერთი დაჭრილია, მეორე - ტყვედ ჩავარდნილი: საგარეოს განცხადება
კონგოში ჩამოგდებული ქართველი მფრინავებიდან ერთი დაჭრილია, მეორე - ტყვედ ჩავარდნილი: საგარეოს განცხადება

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ადას­ტუ­რებს, რომ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მოგ­დე­ბის შე­დე­გად ოპო­ზი­ცი­ურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ და­ა­ტყვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე, ხოლო მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე და­იჭ­რა.

რო­გორც სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, დაჭ­რი­ლი სამ­შვი­დო­ბო­ზეა და მკურ­ნა­ლობს აღ­მო­სავ­ლეთ კონ­გოს ქა­ლაქ გო­მა­ში. სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტე­ბით, სა­გა­რეო უწყე­ბა მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა კონ­გოს მთავ­რო­ბას­თან, რათა მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დე­ტა­ლუ­რად გარ­კვე­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

"პრე­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო რე­გუ­ლა­რულ კონ­ტაქ­ტზე იმ­ყო­ფე­ბა კონ­გოს რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში, რომ მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის მიერ ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მოგ­დე­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლოა დაჭ­რილ­თა და და­ღუ­პულ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც იყ­ვნენ.

კონ­გოს მხა­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ დრომ­დე არ ადას­ტუ­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის/მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ხსე­ნე­ბულ ინ­ცი­დენ­ტში. ასე­ვე, არც ოჯა­ხის წევ­რებს მო­უ­მარ­თავთ ჩვენ­თვის. 22 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს პრე­ტო­რი­ა­ში კონ­გოს მხა­რემ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად, ოპო­ზი­ცი­უ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მიერ და­ტყვე­ვე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე, ხოლო მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე და­იჭ­რა, თუმ­ცა იგი სამ­შვი­დო­ბო­ზეა და მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის აღ­მო­სავ­ლეთ კონ­გოს ქა­ლაქ გო­მა­ში.

კონ­გოს მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხსე­ნე­ბულ სა­კი­თხზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა კონ­გოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ.

სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კონ­გო­ში ყოფ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. რო­გორც ვი­ცით ეს პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და და­მო­უ­კი­დებ­ლად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ კონ­გო­ში.

სი­ტუ­ა­ცია რთუ­ლია, ვი­ნა­ი­დან ერთ-ერთი იმ­ყო­ფე­ბა უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ტყვე­ო­ბა­ში.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა კონ­გოს მთავ­რო­ბას­თან რათა მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დე­ტა­ლუ­რად გარ­კვე­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­გოს სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ორი შვე­ულმფრე­ნი მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა 27 იან­ვარს ჩა­მო­აგ­დეს. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE ჯერ კი­დევ 30 იან­ვარს წერ­და. ერთ-ერთ შვე­ულმფრენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სოსო ოსუ­რა­უ­ლი მარ­თავ­და. მე­ამ­ბო­ხე­ებს ტყვედ სწო­რედ ის ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან მა­შინ სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი ვე­ფხია მსხვი­ლი­ძე სა­უბ­რობ­და, და­კარ­გუ­ლია მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი.

"და­ნარ­ჩე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობ... კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კას სა­ჰა­ე­რო და სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბი ჰყავს. სახ­მე­ლე­თო ძა­ლებ­ში "კო­მან­დოს" სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­აა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს საბ­ჭო­უ­რი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა აქვს. მუშა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ми-24-ის ტი­პის საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად იტანს ყვე­ლა­ნა­ირ ტემ­პე­რა­ტუ­რას, მათ შო­რის, სი­ცხეს. ასე­ვე ჰყავთ უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი су-25-ები, რო­მელ­თაც უფრო მე­ტად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ, რად­გან საბ­რძო­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორც კი су-25 გა­და­იფ­რენს, კონ­ფლიქ­ტის კე­რი­დან პა­ტარ-პა­ტა­რა დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი მა­შინ­ვე იფან­ტე­ბი­ან... იქ არის გა­ე­როს ეგი­დით მყო­ფი ჯა­რიც, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. გა­ე­როს ჯა­რის კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, პა­კის­ტა­ნე­ლე­ბი, ტან­ზა­ნი­ე­ლე­ბი, ინ­დუ­სე­ბი... შე­საძ­ლოა, სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვნენ... იქ გა­ვი­ცა­ნით სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლებ­საც მომ­ზა­დე­ბა თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში ჰქონ­დათ გავ­ლი­ლი. ერთი მათ­გა­ნი, გე­ნე­რა­ლი, დე­და­ქა­ლაქ­ში ბა­ზის მე­თა­უ­რი იყო, მე­ო­რე - სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი...", - გვი­თხრა სა­უ­ბარ­ში ვე­ფხია მსხვი­ლი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ მეტი კონ­გო­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვე­ბის შე­სა­ხებ

კონგოში ჩამოგდებული ქართველი მფრინავებიდან ერთი დაჭრილია, მეორე - ტყვედ ჩავარდნილი: საგარეოს განცხადება

კონგოში ჩამოგდებული ქართველი მფრინავებიდან ერთი დაჭრილია, მეორე - ტყვედ ჩავარდნილი: საგარეოს განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილი სამშვიდობოზეა და მკურნალობს აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში. სამინისტროს განმარტებით, საგარეო უწყება მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა.

"პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში, რომ მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად შესაძლოა დაჭრილთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ ჩვენთვის. 22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხსენებული ინციდენტის შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში.

კონგოს მხარის ინფორმაციით, ხსენებულ საკითხზე გრძელდება გამოძიება კონგოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოში.

სიტუაცია რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი იმყოფება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ამის შესახებ AMBEBI.GE ჯერ კიდევ 30 იანვარს წერდა. ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა. მეამბოხეებს ტყვედ სწორედ ის ჰყავთ აყვანილი.

როგორც AMBEBI.GE-სთან მაშინ სამხედრო მფრინავი ვეფხია მსხვილიძე საუბრობდა, დაკარგულია მისი ერთ-ერთი მეგობარი.

"დანარჩენებთან დაკავშირებას ვცდილობ... კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საჰაერო და სახმელეთო ძალები ჰყავს. სახმელეთო ძალებში "კომანდოს" სპეცდანიშნულების რაზმი, სამხედრო პოლიციაა გაერთიანებული. საჰაერო ძალებს საბჭოური სამხედრო ტექნიკა აქვს. მუშა მდგომარეობაშია ми-24-ის ტიპის საფრენი აპარატები, რომლებიც კარგად იტანს ყველანაირ ტემპერატურას, მათ შორის, სიცხეს. ასევე ჰყავთ უკვე მოძველებული су-25-ები, რომელთაც უფრო მეტად ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყენებენ, რადგან საბრძოლო დანიშნულებით მათი გამოყენება შეუძლებელია. როგორც კი су-25 გადაიფრენს, კონფლიქტის კერიდან პატარ-პატარა დაჯგუფებები მაშინვე იფანტებიან... იქ არის გაეროს ეგიდით მყოფი ჯარიც, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. გაეროს ჯარის კონტრაქტორები არიან უკრაინელები, პაკისტანელები, ტანზანიელები, ინდუსები... შესაძლოა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ... იქ გავიცანით სამხედროები, რომლებსაც მომზადება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჰქონდათ გავლილი. ერთი მათგანი, გენერალი, დედაქალაქში ბაზის მეთაური იყო, მეორე - საჰაერო ძალების სარდალი...", - გვითხრა საუბარში ვეფხია მსხვილიძემ.

წაიკითხეთ მეტი კონგოში ჩამოგდებული ქართველი მფრინავების შესახებ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია