სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს
გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს

ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გია შარ­ვა­ში­ძე "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რებს თსუ-ს მე-6 კორ­პუ­სის დაც­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც გია შარ­ვა­ში­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სას­წავ­ლო წელი მალე, 3 მარტს იწყე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რექ­ტო­რი იმე­დოვ­ნებს, რომ "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რე­ბი გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ. მან­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­ტო­ნო­მი­უ­რია და ავ­ტო­ნო­მი­ურ რე­ჟიმ­ში გა­და­წყვეტს სა­კი­თხებს.

"რაც შე­ე­ხე­ბა "აუ­დი­ტო­რია 115"-ს, რამ­დე­ნად სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო თე­მა­ტი­კაა მათი მო­თხოვ­ნე­ბი, უკვე აღარ ვიცი, რად­გან სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მო­თხოვ­ნე­ბი­დან სხვა მო­თხოვ­ნებ­ში გა­და­ი­ზარ­და. ბევ­რი რამ შე­ვას­რუ­ლეთ, რაც "აუ­დი­ტო­რია 115"-ს მო­თხოვ­ნი­ლი ჰქონ­და. მათ შო­რის, ამ კვი­რა­ში იქ­ნე­ბა ჩემი შეხ­ვედ­რა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, სა­დაც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში მომ­ხდარ სი­ახ­ლე­ებს გა­ვაჟ­ღე­რებ. ამი­ტომ, ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით საპ­რო­ტეს­ტო ნაკ­ლე­ბად არის დარ­ჩე­ნი­ლი. სას­წავ­ლო წე­ლი­წა­დი მალე, 3 მარტს იწყე­ბა. იმე­დი გვაქვს, და­იც­ლე­ბა მე-6 კორ­პუ­სი და სა­შუ­ა­ლა­ე­ბა მოგ­ვე­ცე­მა, რომ წყნარ გა­რე­მო­ში და­ვი­წყოთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის და სხვე­ბის­თვის, ვინც მე-6 კორ­პუ­სით სარ­გებ­ლობს. ეს მით უმე­ტეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მე-6 კორ­პუს­ში არის ის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. სწავ­ლე­ბის ხა­რისხზე ეს უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს, ამი­ტომ კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ სტუ­დენ­ტებს, თსუ-ს სტუ­დენ­ტებს, ვინც იქ არი­ან, ნა­წი­ლი თსუ-ს სტუ­დენ­ტი არ არის, ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ სტუ­დენ­ტი არ არის, ვინც არი­ან, და­ცა­ლონ ის ტე­რი­ტო­რია", - გა­ნა­ცხა­და გია შარ­ვა­ში­ძემ.

ამას­თან, თსუ-ს რექ­ტორ­მა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სი­ახ­ლე­ებს შო­რის, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ფონ­დის შექ­მნა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტურ გრან­ტებს გა­ნი­ხი­ლავს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე შე­მო­ღე­ბუ­ლია ომ­ბუდსმე­ნის ინ­სტი­ტუ­ტიც, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ტო­რის ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "აუ­დი­ტო­რია 115"-ის მიერ თსუ-ს მე­ექ­ვსე კორ­პუ­სის პი­კე­ტი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტებს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ტუ­რიზ­მის ცენ­ტრში მო­უ­წევთ.

წა­ი­კი­თხეთ: შე­ნო­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი - მე­ექ­ვსე კოს­პუ­სის პი­კე­ტი­რე­ბის გამო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტს ად­გი­ლის შეც­ვლა მო­უ­წევს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს

გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს.

როგორც გია შარვაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასწავლო წელი მალე, 3 მარტს იწყება, შესაბამისად, რექტორი იმედოვნებს, რომ "აუდიტორია 115"-ის წევრები გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მანვე ყურადღება გაამახვილა, რომ უნივერსიტეტი ავტონომიურია და ავტონომიურ რეჟიმში გადაწყვეტს საკითხებს.

"რაც შეეხება "აუდიტორია 115"-ს, რამდენად საუნივერსიტეტო თემატიკაა მათი მოთხოვნები, უკვე აღარ ვიცი, რადგან საუნივერსიტეტო მოთხოვნებიდან სხვა მოთხოვნებში გადაიზარდა. ბევრი რამ შევასრულეთ, რაც "აუდიტორია 115"-ს მოთხოვნილი ჰქონდა. მათ შორის, ამ კვირაში იქნება ჩემი შეხვედრა ჟურნალისტებთან, სადაც საუნივერსიტეტო სივრცეში მომხდარ სიახლეებს გავაჟღერებ. ამიტომ, ჩვენი მისამართით საპროტესტო ნაკლებად არის დარჩენილი. სასწავლო წელიწადი მალე, 3 მარტს იწყება. იმედი გვაქვს, დაიცლება მე-6 კორპუსი და საშუალაება მოგვეცემა, რომ წყნარ გარემოში დავიწყოთ სასწავლო პროცესი ჟურნალისტებისთვის და სხვებისთვის, ვინც მე-6 კორპუსით სარგებლობს. ეს მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რადგან მე-6 კორპუსში არის ის მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია პრაქტიკული საქმიანობისთვის. სწავლების ხარისხზე ეს უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სტუდენტებს, თსუ-ს სტუდენტებს, ვინც იქ არიან, ნაწილი თსუ-ს სტუდენტი არ არის, ნაწილი საერთოდ სტუდენტი არ არის, ვინც არიან, დაცალონ ის ტერიტორია", - განაცხადა გია შარვაშიძემ.

ამასთან, თსუ-ს რექტორმა საუნივერსიტეტო სივრცეში განხორციელებულ სიახლეებს შორის, საუნივერსიტეტო ფონდის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც სტუდენტურ გრანტებს განიხილავს. მისივე ინფორმაციით, ასევე შემოღებულია ომბუდსმენის ინსტიტუტიც, რომელიც მედიატორის ფუნქციას შეასრულებს.

როგორც ცნობილია, "აუდიტორია 115"-ის მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირების გაგრძელების შემთხვევაში, სტუდენტებს სწავლის გაგრძელება ტურიზმის ცენტრში მოუწევთ.

წაიკითხეთ: შენობის გარეშე დარჩენილი სტუდენტები - მეექვსე კოსპუსის პიკეტირების გამო ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ადგილის შეცვლა მოუწევს?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი