მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რომელიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს შვილისთვის. არის შემთხვევები, როდესაც მშობელი არ არის რეალიზებული და ამის გამო შვილს თავს ახვევს თავის შეხედულებებს ცხოვრებაზე ისე, რომ არჩევანის უფლებას ართმევს. თუმცა ამას ყოველთვის არ მივყავართ ნეგატიურ შედეგამდე. გაგაცნობთ საბჭოთა მსახიობს, რომელმაც შეძლო საკუთარი შვილის დახმარებით რეალიზება.
ეს გალინა ლოგინოვაა, საბჭოთა პერიოდის მსახიობი. გალინოვას დებიუტი პირველად კინოში, ინსტიტუტის პირველივე კურსზე შედგა. მეორეხარისხოვანი როლის შემდეგ ფილმში "ჩრდილები ქრებიან შუადღეს" მას უკვე ქუჩაში ცნობდნენ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გალინა კიევში უკვე ცნობილ მსახიობად დაბრუნდა.
თუმცა მის ცხოვრებაში მალევე სულ სხვა გარდამტეხი პერიოდი დადგა. ერთ-ერთ საღამოზე მან გაიცნო იუგოსლავიიდან ჩამოსული ექიმი - ბოგდან იოვოვიჩი. მათ ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. იმ დროს ქალი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე და ცოლად მიჰყვებოდა საზღვარგარეთის მოქალაქეს, არასაიმედოდ ითვლებოდა, ამიტომ ლოგინოვას კარიერას წერტილი დაესვა. მას აღარ იწვევდნენ გადაღებებზე და კინოს პრაქტიკულად ჩამოაცილეს. 1 წლის თავზე წყვილს გოგონა გაუჩნდა - მილა. იხილეთ სრულად + ფოტოები