პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის უწყება - ლევან იზორიას მოადგილისთვის პოლკოვნიკის წოდება არ მიუნიჭებია და მას შსს-ში მინიჭებული პოლკოვნიკის წოდება თავდაცვის პოლკოვნიკის წოდებასთან გაუთანაბრდა
თავდაცვის უწყება - ლევან იზორიას მოადგილისთვის პოლკოვნიკის წოდება არ მიუნიჭებია და მას შსს-ში მინიჭებული პოლკოვნიკის წოდება თავდაცვის პოლკოვნიკის წოდებასთან გაუთანაბრდა

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, ლელა ჩი­ქო­ვა­ნის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის­თვის შსს-ში მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პოლ­კოვ­ნი­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბა, თავ­დაც­ვის პოლ­კოვ­ნი­კის სპე­ცი­ა­ლურ წო­დე­ბას გა­უ­თა­ნაბრდა.

"თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის­თვის, შსს-ში მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პოლ­კოვ­ნი­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბა, თავ­დაც­ვის პოლ­კოვ­ნი­კის სპე­ცი­ა­ლურ წო­დე­ბას გა­უ­თა­ნაბრდა.

წო­დე­ბე­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბას ძა­ლო­ვან და სხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სპე­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს ლელა ჩი­ქო­ვანს, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა წლებ­ში ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში, (მათ შო­რის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში) მუ­შა­ო­ბის 18 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, პოლ­კოვ­ნი­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბა, ჯერ კი­დევ შს სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­ე­ნი­ჭა. 2017 წლის 20 თე­ბერ­ვალს კი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, ჩი­ქო­ვა­ნის წო­დე­ბა გა­უ­თა­ნაბრდა თავ­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ წო­დე­ბას - თავ­დაც­ვის პოლ­კოვ­ნი­კი.

გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის საშ­ტა­ტო გან­რიგ­ში გა­ნი­სა­ზღვრუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბის საშ­ტა­ტო კა­ტე­გო­რია - თავ­დაც­ვის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი, ლელა ჩი­ქო­ვა­ნი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მიერ პრე­ზი­დენ­ტთან წარ­დგე­ნი­ლი იქნა შე­სა­ბა­მი­სი წო­დე­ბის მი­სა­ნი­ჭებ­ლად.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად თავ­დაც­ვის უმაღ­ლე­სი სპე­ცი­ა­ლუ­რის წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს - მთა­ვარ­სარ­დალს გა­აჩ­ნია.

ეს გახ­ლავთ პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც თავ­დაც­ვის უმაღ­ლეს სპე­ცი­ა­ლურ წო­დე­ბა­ზე ხდე­ბა ქალ­ბა­ტო­ნის წარ­დგე­ნა, რაც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამავდრო­უ­ლად, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცხად­ყოფს გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სის კუ­თხით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიდ­გო­მას.

ასე­ვე, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია წა­რად­გი­ნა გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის სამ­ხედ­რო წო­დე­ბა­ზე. ასე­ვე მი­ნის­ტრის მიერ, ბრი­გა­დის გე­ნერ­ლის სამ­ხედ­რო წო­დე­ბა­ზე წარ­დგე­ნი­ლი არი­ან, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, პოლ­კოვ­ნი­კი ნი­კო­ლოზ ჯან­ჯღა­ვა და მო­ად­გი­ლე­ე­ბი, პოლ­კოვ­ნი­კი ზაზა ჩხა­ი­ძე და პოლ­კოვ­ნი­კი შალ­ვა ჯა­ბა­ხი­ძე. მი­ნის­ტრის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მათ მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი წო­დებ­რი­ვი მო­თხოვ­ნე­ბით.

გარ­და ამი­სა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში საშ­ტა­ტო გან­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გე­ნერ­ლის 9 სამ­ხედ­რო წო­დე­ბა. ამ ეტა­პის­თვის კი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ჰყავს მხო­ლოდ 2 გე­ნე­რა­ლი - ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია და ასე­ვე ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ლე­ვან გამ­ყრე­ლი­ძე.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი მარ­თვი­სა და კონ­ტრო­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ასე­ვე წო­დებ­რი­ვი იერ­არ­ქი­ის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო წო­დე­ბის პი­რე­ბის არ­სე­ბო­ბა, რომ­ლე­ბიც შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან წო­დებ­რივ მო­თხოვ­ნებს, სა­კუ­თა­რი გა­ნათ­ლე­ბით, დამ­სა­ხუ­რე­ბით და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით.

გარ­და ამ აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ნა­ტოს მიერ მხა­და­ჭე­რი­ლი რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, არ­სე­ბობს ასე­ვე ნა­ტოს სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში უმაღ­ლე­სი წო­დე­ბის პი­რე­ბის - გე­ნერ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას გან­სა­ზღვრავს", - ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

თავდაცვის უწყება - ლევან იზორიას მოადგილისთვის პოლკოვნიკის წოდება არ მიუნიჭებია და მას შსს-ში მინიჭებული პოლკოვნიკის წოდება თავდაცვის პოლკოვნიკის წოდებასთან გაუთანაბრდა

თავდაცვის უწყება - ლევან იზორიას მოადგილისთვის პოლკოვნიკის წოდება არ მიუნიჭებია და მას შსს-ში მინიჭებული პოლკოვნიკის წოდება თავდაცვის პოლკოვნიკის წოდებასთან გაუთანაბრდა

თავდაცვის სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, პირველი მოადგილისთვის შსს-ში მინიჭებული პოლკოვნიკის სპეციალური წოდება, თავდაცვის პოლკოვნიკის სპეციალურ წოდებას გაუთანაბრდა.

"თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილისთვის, შსს-ში მინიჭებული პოლკოვნიკის სპეციალური წოდება, თავდაცვის პოლკოვნიკის სპეციალურ წოდებას გაუთანაბრდა.

წოდებების თანაფარდობას ძალოვან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ კანონი ითვალისწინებს.

მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს, რომელსაც სხვადასხვა წლებში ძალოვან უწყებებში, (მათ შორის თავდაცვის სამინისტროში) მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს, პოლკოვნიკის სპეციალური წოდება, ჯერ კიდევ შს სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიენიჭა. 2017 წლის 20 თებერვალს კი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ჩიქოვანის წოდება გაუთანაბრდა თავდაცვის სპეციალურ წოდებას - თავდაცვის პოლკოვნიკი.

გამომდინარე იქედან, რომ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის საშტატო განრიგში განისაზღვრულია სპეციალური წოდების საშტატო კატეგორია - თავდაცვის გენერალ-მაიორი, ლელა ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის მიერ პრეზიდენტთან წარდგენილი იქნა შესაბამისი წოდების მისანიჭებლად.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად თავდაცვის უმაღლესი სპეციალურის წოდების მინიჭების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს - მთავარსარდალს გააჩნია.

ეს გახლავთ პირველი პრეცედენტი, როდესაც თავდაცვის უმაღლეს სპეციალურ წოდებაზე ხდება ქალბატონის წარდგენა, რაც დადებითად აისახება სისტემის განვითარებაზე. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს გენდერული ბალანსის კუთხით თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიდგომას.

ასევე, თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარადგინა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდებაზე. ასევე მინისტრის მიერ, ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდებაზე წარდგენილი არიან, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და მოადგილეები, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე და პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე. მინისტრის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მათ მიერ დაკავებული თანამდებობებით განსაზღვრული წოდებრივი მოთხოვნებით.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საშტატო განრიგით გათვალისწინებულია გენერლის 9 სამხედრო წოდება. ამ ეტაპისთვის კი შეიარაღებულ ძალებს ჰყავს მხოლოდ 2 გენერალი - ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ასევე ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე.

შეიარაღებული ძალების ეფექტური მართვისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად, ასევე წოდებრივი იერარქიის პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი სამხედრო წოდების პირების არსებობა, რომლებიც შეესაბამებიან წოდებრივ მოთხოვნებს, საკუთარი განათლებით, დამსახურებით და პროფესიული გამოცდილებით.

გარდა ამ აუცილებლობისა, შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის, ნატოს მიერ მხადაჭერილი რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, არსებობს ასევე ნატოს სტანდარტი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი წოდების პირების - გენერლების საჭიროებას განსაზღვრავს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."