საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობდა, ქმარი მცემს და მოკვლით მემუქრებაო" - ფონდ "ერთიანობის" ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალების გაუხმაურებელი დეტალები
"ამბობდა, ქმარი მცემს და მოკვლით მემუქრებაო" - ფონდ "ერთიანობის" ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალების გაუხმაურებელი დეტალები

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლის­ში, კა­ლო­უბ­ნის 4 ნო­მერ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ერ­თი­ა­ნო­ბის" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ანი ლო­მაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი ქმრის სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ლო­მაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ის ყო­ფილ­მა ქმარ­მა მოკ­ლა. Ambebi.ge-ს ანის მე­გო­ბა­რი, იუ­რის­ტი ზვი­ად კვი­რი­კა­ძე ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

- ანი ლო­მაშ­ვილს ყო­ფილ ქმარ­თან, გ. კ-სთან პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ეჭ­ვი­ა­ნი ქმა­რი ჰყავ­და, რო­მე­ლიც ცოლს სცემ­და და ამის გამო სექ­ტემ­ბერ­ში ერ­თამ­ნეთს და­შორ­დნენ. ჰყავთ სა­ერ­თო შვი­ლი, ბავ­შვი 4 წლის არის. ისი­ნი შე­თან­ხმდნენ, რომ კვი­რა­ში ერთხელ მამა შვილს მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და. ამი­ტომ დე­დას ბავ­შვი შა­ბათ სა­ღა­მოს მა­მის სახ­ლში მიჰ­ყავ­და და კვი­რას უკან მოჰ­ყავ­და. ანი ლო­მაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ქმა­რი ნარ­კო­მა­ნია და ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით ის მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა­შია ჩას­მუ­ლი.

- თქვენ თა­ვად გი­ამ­ბოთ იმის შე­სა­ხებ, რომ ქმა­რი სცემ­და?

- მე იუ­რის­ტი ვარ, ანი ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და სწო­რედ თა­ნამ­შრომ­ლებს გვი­ამ­ბობ­და, რომ ქმა­რი მცემს და მოკ­ვლით მე­მუქ­რე­ბაო. ვე­უბ­ნე­ბო­დით, პო­ლი­ცი­ის­თვის მი­ე­მარ­თა, მაგ­რამ ამ­ბობ­და, პო­ლი­ცია ვერ და­მი­ცავ­სო და მისი თხოვ­ნით არას­დროს დაგ­ვი­რე­კავს პო­ლი­ცი­ა­ში.

- ამ­ბო­ბენ, რომ გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და...

- ტყუ­ი­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას ყელ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­ზე ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, კერ­ძოდ სა­ფეთ­ქლებ­თან და შუბ­ლზე. შსს-მ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ექ­სპერ­ტი­ზამ მის სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რაც მარ­თა­ლი არ არის. ექ­სპერ­ტი­ზის გარ­და, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ამი­ტომ ვა­პი­რებთ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ვა­ტა­როთ და და­ა­კა­ვონ დამ­ნა­შა­ვე, ანის მე­უღ­ლე. უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მიც­ვა­ლე­ბულ­თან არ უშ­ვე­ბენ ახ­ლობ­ლებს, რომ­ლებ­საც თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა­ში ეჭვი შე­აქვთ. მი­დით და ად­გილ­ზე ნა­ხავთ რა ხდე­ბა, მიც­ვა­ლე­ბულს ურტყა­მენ, აფურ­თხე­ბენ და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღა­ვენ. დე­და­მისს კი სას­მელს ას­მე­ვენ და ყო­ველ­დღე მთვრა­ლია ის ქალი. რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვა­პი­რებთ მის­ვლას. პო­ლი­ცი­ამ უნდა და­ა­კა­ვოს დამ­ნა­შა­ვე და საქ­მე ობი­ექ­ტუ­რად უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვს, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა აი­ღოს მას­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა.

Ambebi.ge ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­საც და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც აღ­ნიშ­ნეს, რომ ამ ეტაპ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

"ამბობდა, ქმარი მცემს და მოკვლით მემუქრებაო" - ფონდ "ერთიანობის" ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალების გაუხმაურებელი დეტალები

"ამბობდა, ქმარი მცემს და მოკვლით მემუქრებაო" - ფონდ "ერთიანობის" ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალების გაუხმაურებელი დეტალები

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, კალოუბნის 4 ნომერში არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთიანობის" ვიცე-პრეზიდენტი ანი ლომაშვილი ყოფილი ქმრის სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ლომაშვილის მეგობრები ვარაუდობენ, რომ ის ყოფილმა ქმარმა მოკლა. Ambebi.ge-ს ანის მეგობარი, იურისტი ზვიად კვირიკაძე ესაუბრა, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას თვითმკვლელობის შესახებ კატეგორიულად უარყოფს.

- ანი ლომაშვილს ყოფილ ქმართან, გ. კ-სთან პრობლემები ჰქონდა, ეჭვიანი ქმარი ჰყავდა, რომელიც ცოლს სცემდა და ამის გამო სექტემბერში ერთამნეთს დაშორდნენ. ჰყავთ საერთო შვილი, ბავშვი 4 წლის არის. ისინი შეთანხმდნენ, რომ კვირაში ერთხელ მამა შვილს მოინახულებდა. ამიტომ დედას ბავშვი შაბათ საღამოს მამის სახლში მიჰყავდა და კვირას უკან მოჰყავდა. ანი ლომაშვილის ყოფილი ქმარი ნარკომანია და ჩემი ინფორმაციით ის მეტადონის პროგრამაშია ჩასმული.

- თქვენ თავად გიამბოთ იმის შესახებ, რომ ქმარი სცემდა?

- მე იურისტი ვარ, ანი ჩვენი თანამშრომელი იყო და სწორედ თანამშრომლებს გვიამბობდა, რომ ქმარი მცემს და მოკვლით მემუქრებაო. ვეუბნებოდით, პოლიციისთვის მიემართა, მაგრამ ამბობდა, პოლიცია ვერ დამიცავსო და მისი თხოვნით არასდროს დაგვირეკავს პოლიციაში.

- ამბობენ, რომ გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა...

- ტყუილია ინფორმაცია, რომ მას ყელზე დაზიანებები აღენიშნებოდა. სხეულის სხვა ნაწილებზე ჰქონდა დაზიანებები, კერძოდ საფეთქლებთან და შუბლზე. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ექსპერტიზამ მის სხეულზე დაზიანების კვალი ვერ აღმოაჩინა, რაც მართალი არ არის. ექსპერტიზის გარდა, ყველამ დაინახა დაზიანებები. ამიტომ ვაპირებთ, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატაროთ და დააკავონ დამნაშავე, ანის მეუღლე. უპრეცედენტო შემთხვევა ხდება საქართველოში, მიცვალებულთან არ უშვებენ ახლობლებს, რომლებსაც თვითმკვლელობის ვერსიაში ეჭვი შეაქვთ. მიდით და ადგილზე ნახავთ რა ხდება, მიცვალებულს ურტყამენ, აფურთხებენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ. დედამისს კი სასმელს ასმევენ და ყოველდღე მთვრალია ის ქალი. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვაპირებთ მისვლას. პოლიციამ უნდა დააკავოს დამნაშავე და საქმე ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული. რაც შეეხება ბავშვს, სახელმწიფომ უნდა აიღოს მასზე მზრუნველობა.

Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ