საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შენობის გარეშე დარჩენილი სტუდენტები - მეექვსე კოსპუსის პიკეტირების გამო ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ადგილის შეცვლა მოუწევს?
შენობის გარეშე დარჩენილი სტუდენტები - მეექვსე კოსპუსის პიკეტირების გამო ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ადგილის შეცვლა მოუწევს?

თსუ-ს მე­ექ­ვსე კოს­პუ­სის პი­კე­ტი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ახა­ლი სე­მესტრი­დან ახალ შე­ნო­ბა­ში მო­უხ­დეთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა.

ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნინო ჭა­ლა­გა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, "აუ­დი­ტო­რია 115"-ის მიერ თსუ-ს მე­ექ­ვსე კორ­პუ­სის პი­კე­ტი­რე­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

"აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რებ­მა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ექ­ვსე კორ­პუ­სი 2016 წლის 24 ნო­ემ­ბერს და­ი­კა­ვეს და ამ დრომ­დე რჩე­ბი­ან. "აუ­დი­ტო­რია 115"-ის შეჭ­რის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი თსუ-ს სხვა­დას­ხვა კორ­პუ­სებ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს, რა­მაც რო­გორც ჭა­ლა­გა­ნი­ძე ამ­ბობს სწავ­ლის ხა­რისხზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და.

"ვერც პე­და­გო­გი ას­წრებ­და ერთი კორ­პუ­სი­დან მე­ო­რე­ში გარ­ბე­ნას და ვერც სტუ­დენ­ტი. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო და ერთ სივ­რცე­ში მომ­ხდა­რი­ყო სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნა. ვა­კე­ში რომ მო­ვი­თხო­ვოთ მა­გა­ლი­თად, მე­ხუ­თე კორ­პუ­სი დაგ­ვით­მონ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დუ­ლია, რად­გან იქ მიმ­დი­ნა­რე­ობს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და მთლი­ა­ნად დატ­ვირ­თუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო იმის მოგ­ვა­რე­ბა, რომ მთლი­ა­ნად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­დღაც გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. ასე­თი გა­მოდ­გა ტუ­რიზ­მის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც ასე­ვე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლია, დე­ლის­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი კორ­პუ­სია. თუ მო­ხერ­და ტუ­რიზ­მის ცენ­ტრში შეს­ვლა, ეს იქ­ნე­ბა დრო­ე­ბი­თი. მაგ­რამ, შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­ნამ­დე მოხ­დეს მე­ექ­ვსე კორ­პუ­სის დაც­ლა და, რა თქმა უნდა, ეს აღარ მოგ­ვი­წევს", - აღ­ნიშ­ნა ჭა­ლა­გა­ნი­ძემ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: გია შარ­ვა­ში­ძე "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რებს თსუ-ს მე-6 კორ­პუ­სის დაც­ლის­კენ მო­უ­წო­დებს

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით ყვე­ლა­ზე მე­ტად ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა ზა­რალ­დე­ბა, რად­გან სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი აპა­რა­ტუ­რა მე­ექ­ვსე კორ­პუს­ში რჩე­ბა.

"ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ვზა­რალ­დე­ბით. თუ შიგ­ნით ვერ შე­ვალთ უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ტა­ნა. ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თოთ, მაგ­რამ სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი აპა­რა­ტუ­რა მა­ინც იქ რჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჭა­ლა­გა­ნი­ძემ.

არ­სე­ბულ დის­კომ­ფორტზე სა­უბ­რობს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის ერთ-ერთი სტუ­დენ­ტი. რო­გორც მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, სხვა­დას­ხვა ლექ­ცი­ა­ზე სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბა­ში გა­დას­ვლის გამო ბევ­რი დრო ეკარ­გე­ბათ და ლექ­ცი­ებ­ზეც აგ­ვი­ა­ნე­ბენ.

სა­ღე­ბა­ვით მო­ხა­ტუ­ლი ია­ტა­კი მე­ექ­ვსე კორ­პუს­ში

"მე­ექ­ვსე კორ­პუ­სის პი­კე­ტი­რე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ის სხვა­დას­ხვა კორ­პუ­სებ­ში გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს და ყო­ველ ლექ­ცი­ა­ზე სხვა­გან გვი­წევს სი­ა­რუ­ლი, რაც რა თქმა უნდა დის­კომ­ფორ­ტს გვიქ­მნის. პრობ­ლე­მაა ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. უამ­რავ სა­კი­თხზე გვჭირ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან, რაც უკვე პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს რად­გან არ გვაქვს ჩვე­ნი კორ­პუ­სი. გვი­წევს ტე­ლე­ფო­ნით კო­მუ­ნი­კა­ცია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან. მა­გა­ლი­თად, ლექ­ცი­ე­ბის ცხრი­ლის შედ­გე­ნი­სას მივ­დი­ო­დით მე­ექ­ვსე კორ­პუს­ში და ვაგ­ვა­რებ­დით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, ახლა 1-ელ მარტს არის საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა და რო­გორ ჩა­ივ­ლის არც ვი­ცით" - გვე­უბ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი.

ნინო ტა­ბა­ღუა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი: "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე უარს ამ­ბო­ბენ. მათ მე­ექ­ვსე კორ­პუ­სი ისევ პი­კე­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ. ეს ნიშ­ნავს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვეძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თად, გა­მოც­დე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, თე­ო­რი­უ­ლად გა­ვი­ა­რეთ - ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და ისე ჩა­ვა­ბა­რეთ, რომ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რი არ გვქონ­და და სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით გვი­წევ­და გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ჩემი, რო­გორც სტუ­დენ­ტის უფ­ლე­ბებს ლა­ხავს და ამ დროს სა­ერ­თო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე სა­უ­ბა­რი აბ­სურ­დად მეჩ­ვე­ნე­ბა. უხერ­ხუ­ლია, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთი კორ­პუ­სი სამი თვეა პი­კე­ტი­რე­ბუ­ლია და ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არა­ვის აქვს, არც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და არც შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს. რა თქმა უნდა, უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბის­თვის ყვე­ლამ უნდა ვიბ­რძო­ლოთ, თუმ­ცა ეს სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვის ხარ­ჯზე არ უნდა ხდე­ბო­დეს. რო­გორც ჩანს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ელო­დე­ბი­ან, რო­დის და­იღ­ლე­ბა "აუ­დი­ტო­რია 115" და თა­ვი­სი ნე­ბით და­ტო­ვებს შე­ნო­ბას, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ არ იღ­ლე­ბი­ან და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ შე­ნო­ბას სა­თა­ვი­სოდ იყე­ნე­ბენ"

მოძ­რა­ო­ბა "აუ­დი­ტო­რია 115-ის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ირაკ­ლი კუპ­რა­ძის თქმით, მე­ექ­ვსე კორ­პუს­ში სწავ­ლა მა­შინ აღ­დგე­ბა, რო­დე­საც მათი მო­თხოვ­ნე­ბი შეს­რულ­დე­ბა:

"ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ მა­რი­ამ ჯაშ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს პარ­ლა­მენ­ტსა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მე­ცი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს აც­ნობს. და­ახ­ლო­ე­ბით 5 კვი­რის წინ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ცვლი­ლე­ბებ­ზე სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბა მოხ­და, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში უნდა შე­ვი­დეს, მათ სა­ბო­ლოო ვერ­სია შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, თუმ­ცა ყო­ველ­დღი­უ­რად ვუ­კავ­შირ­დე­ბით გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტეტს და მათ­გან ვი­ღებთ პა­სუხს, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს შიდა შე­თან­ხმე­ბის პრო­ცე­სი, რათა კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში გა­ვი­დეს. სხვა ცვლი­ლე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღემ­დე არ ყო­ფი­ლა და ვე­ლო­დე­ბით კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტში და­რე­გის­ტრი­რე­ბას, რაც იმის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად მზად არის და კორ­პუს­ში სწავ­ლა ამის შემ­დეგ აღ­დგე­ბა" - გან­მარ­ტა კუპ­რა­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და სხვა ლექ­ტო­რებს მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და, ისე­ვე რო­გორც, მისი თქმით, ამას სო­ცი­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ლექ­ტო­რე­ბი აკე­თე­ბენ: "გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს ეს ქმე­დე­ბა, თუმ­ცა იმე­დი გვაქვს, რომ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბი­ან ამ ფაქტს".

მისი თქმით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ღა­მით, მი­ნი­მუმ 10-15 სტუ­დენ­ტი მო­რი­გე­ობს, თუმ­ცა სა­ღა­მო­ო­ბით მეტ­ნი იკ­რი­ბე­ბი­ან და კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ამუ­შა­ვე­ბენ: "ჩვენ ეს სივ­რცე არ მიგ­ვით­ვი­სე­ბია და ვე­ლო­დე­ბით კა­ნონპ­რო­ექ­ტის და­რე­გის­ტიტ­რე­ბას, რომ მე-6 კორ­პუ­სი სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ. სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რო­მე­ლიც აქ მო­რი­გე­ო­ბენ თსუ-ს სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, სამი სტუ­დენ­ტი ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან შე­მო­გი­ვერ­თდა, ერთი კი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ი­დან. მო­რი­გე­ო­ბა რი­გის მი­ხედ­ვით მეც მი­წევს-ხოლ­მე" - გან­მარ­ტა კუპ­რა­ძემ.

"აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რებს ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი. ამას­თან, ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებს ურ­ჩევს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს სწავ­ლა­ში ხელი არ შე­უ­შა­ლონ, თუმ­ცა რო­გორც მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რე­ბის მიერ თსუ-ს მე­ექ­ვსე კორ­პუ­სის პი­კე­ტი­რე­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, ეს თემა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­სა­წყვე­ტია.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­ტო­ნო­მი­უ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, ეს სა­კი­თხიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­და­სა­წყვე­ტია. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ სტუ­დენ­ტებს, "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რებს, რომ ნუ შე­უშ­ლი­ან ხელს თა­ვის თა­ნა­ტო­ლებს, მი­თუ­მე­ტეს ნუ აირ­ჩე­ვენ ექ­სტრე­მა­ლუ­რი გზას ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ძა­ლი­ან აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რა, ბიზ­ნე­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უშ­ვე­ბე­ლი. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით მო­ვუ­წო­დოთ ამ ხალ­ხს, რომ ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: გია შარ­ვა­ში­ძე "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რებს თსუ-ს მე-6 კორ­პუ­სის დაც­ლის­კენ მო­უ­წო­დებს

sponsored by ContentRoom

შენობის გარეშე დარჩენილი სტუდენტები - მეექვსე კოსპუსის პიკეტირების გამო ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ადგილის შეცვლა მოუწევს?

შენობის გარეშე დარჩენილი სტუდენტები - მეექვსე კოსპუსის პიკეტირების გამო ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ადგილის შეცვლა მოუწევს?

თსუ-ს მეექვსე კოსპუსის პიკეტირების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ახალი სემესტრიდან ახალ შენობაში მოუხდეთ სწავლის გაგრძელება.

ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ განაცხადა, "აუდიტორია 115"-ის მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირების საკითხზე კომენტირებისას.

"აუდიტორია 115"-ის წევრებმა, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი 2016 წლის 24 ნოემბერს დაიკავეს და ამ დრომდე რჩებიან. "აუდიტორია 115"-ის შეჭრის შემდეგ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები თსუ-ს სხვადასხვა კორპუსებში გადაანაწილეს, რამაც როგორც ჭალაგანიძე ამბობს სწავლის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა.

"ვერც პედაგოგი ასწრებდა ერთი კორპუსიდან მეორეში გარბენას და ვერც სტუდენტი. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს პრობლემები მოგვარებულიყო და ერთ სივრცეში მომხდარიყო სტუდენტებისა და პროფესორების გადაყვანა. ვაკეში რომ მოვითხოვოთ მაგალითად, მეხუთე კორპუსი დაგვითმონ, აბსოლუტურად აბსურდულია, რადგან იქ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და მთლიანად დატვირთულია. შესაბამისად, ძალიან რთული იყო იმის მოგვარება, რომ მთლიანად ჟურნალისტები სადღაც გადაგვეყვანა. ასეთი გამოდგა ტურიზმის ცენტრი, რომელიც ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, დელისზეა განთავსებული, გარემონტებული და მოწესრიგებული კორპუსია. თუ მოხერდა ტურიზმის ცენტრში შესვლა, ეს იქნება დროებითი. მაგრამ, შესაძლებელია მანამდე მოხდეს მეექვსე კორპუსის დაცლა და, რა თქმა უნდა, ეს აღარ მოგვიწევს", - აღნიშნა ჭალაგანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ: გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს

მისივე ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციით ყველაზე მეტად ჟურნალისტიკის მიმართულება ზარალდება, რადგან სტაციონარული აპარატურა მეექვსე კორპუსში რჩება.

"ჟურნალისტები ყველაზე მეტად ვზარალდებით. თუ შიგნით ვერ შევალთ უნდა მოვახერხოთ აპარატურის გამოტანა. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ სტაციონარული აპარატურა მაინც იქ რჩება", - განაცხადა ჭალაგანიძემ.

არსებულ დისკომფორტზე საუბრობს ჟურნალისტიკის მიმართულების ერთ-ერთი სტუდენტი. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სხვადასხვა ლექციაზე სხვადასხვა შენობაში გადასვლის გამო ბევრი დრო ეკარგებათ და ლექციებზეც აგვიანებენ.

საღებავით მოხატული იატაკი მეექვსე კორპუსში

"მეექვსე კორპუსის პიკეტირების შემდეგ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები უნივერსიტეის სხვადასხვა კორპუსებში გადაგვანაწილეს და ყოველ ლექციაზე სხვაგან გვიწევს სიარული, რაც რა თქმა უნდა დისკომფორტს გვიქმნის. პრობლემაა ასევე ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია. უამრავ საკითხზე გვჭირდება ინფორმაციის მიღება ადმინისტრაციისგან, რაც უკვე პრობლემას წარმოადგენს რადგან არ გვაქვს ჩვენი კორპუსი. გვიწევს ტელეფონით კომუნიკაცია ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. მაგალითად, ლექციების ცხრილის შედგენისას მივდიოდით მეექვსე კორპუსში და ვაგვარებდით ადმინისტრაციასთან, ახლა 1-ელ მარტს არის საგნების არჩევა და როგორ ჩაივლის არც ვიცით" - გვეუბნება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

ნინო ტაბაღუა, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი: "აუდიტორია 115"-ის წევრები, ფაქტობრივად, ყველასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ. მათ მეექვსე კორპუსი ისევ პიკეტირებული აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ნორმალურ პირობებში განათლების მიღების შესაძლებლობა არ გვეძლევა. მაგალითად, გამოცდები, ფაქტობრივად, თეორიულად გავიარეთ - ტელევიზიისა და რადიოს პრაქტიკული გამოცდა ისე ჩავაბარეთ, რომ შესაბამისი ინვენტარი არ გვქონდა და საკუთარი სახსრებით გვიწევდა გარკვეული ტექნიკის მობილიზება. ბუნებრივია, ეს ჩემი, როგორც სტუდენტის უფლებებს ლახავს და ამ დროს საერთო უფლებების დაცვაზე საუბარი აბსურდად მეჩვენება. უხერხულია, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი კორპუსი სამი თვეა პიკეტირებულია და ამაზე რეაგირება არავის აქვს, არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და არც შესაბამის ორგანოებს. რა თქმა უნდა, უკეთესი პირობებისთვის ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა ეს სტუდენტების უფლებების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. როგორც ჩანს, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და განათლების სამინისტრო ელოდებიან, როდის დაიღლება "აუდიტორია 115" და თავისი ნებით დატოვებს შენობას, თუმცა ფაქტია, რომ არ იღლებიან და სახელმწიფო ქონებასა და სტუდენტებისთვის განკუთვნილ შენობას სათავისოდ იყენებენ"

მოძრაობა "აუდიტორია 115-ის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, მეექვსე კორპუსში სწავლა მაშინ აღდგება, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდება:

"ჩვენ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელ მარიამ ჯაშთან ვთანამშრომლობთ, რომელიც თავის მხრივ მიმდინარე პროცესებს პარლამენტსა და განათლებისა და მეციერების სამინისტროს აცნობს. დაახლოებით 5 კვირის წინ კანონპროექტის ცვლილებებზე საბოლოო შეთანხმება მოხდა, რომელიც განათლების შესახებ კანონში უნდა შევიდეს, მათ საბოლოო ვერსია შემოგვთავაზეს, თუმცა ყოველდღიურად ვუკავშირდებით განათლების კომიტეტს და მათგან ვიღებთ პასუხს, რომ მიმდინარეობს შიდა შეთანხმების პროცესი, რათა კანონპროექტი პარლამენტში გავიდეს. სხვა ცვლილება ამასთან დაკავშირებით დღემდე არ ყოფილა და ველოდებით კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებას, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება ცვლილებების გასატარებლად მზად არის და კორპუსში სწავლა ამის შემდეგ აღდგება" - განმარტა კუპრაძემ ჩვენთან საუბარში და სხვა ლექტორებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ისევე როგორც, მისი თქმით, ამას სოციოლოგიის მიმართულების ლექტორები აკეთებენ: "გარკვეულ დისკომფორტს იწვევს ეს ქმედება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გაგებით მოეკიდებიან ამ ფაქტს".

მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღამით, მინიმუმ 10-15 სტუდენტი მორიგეობს, თუმცა საღამოობით მეტნი იკრიბებიან და კანონმდებლობას ამუშავებენ: "ჩვენ ეს სივრცე არ მიგვითვისებია და ველოდებით კანონპროექტის დარეგისტიტრებას, რომ მე-6 კორპუსი სამუშაო რეჟიმში მოვიყვანოთ. სტუდენტების უმეტესობა, რომელიც აქ მორიგეობენ თსუ-ს სტუდენტები არიან, სამი სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შემოგივერთდა, ერთი კი სამხატვრო აკადემიიდან. მორიგეობა რიგის მიხედვით მეც მიწევს-ხოლმე" - განმარტა კუპრაძემ.

"აუდიტორია 115"-ის წევრებს ექსტრემალური მოქმედებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ამასთან, ალექსანდრე ჯეჯელავა ორგანიზაციის წევრებს ურჩევს, უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ, თუმცა როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს "აუდიტორია 115"-ის წევრების მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, ეს თემა უნივერსიტეტის ავტონომიურობიდან გამომდინარე თავად ადმინისტრაციის გადასაწყვეტია.

"მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი ავტონომიურია და შესაბამისად, ეს საკითხიც უნივერსიტეტის გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სტუდენტებს, "აუდიტორია 115"-ის წევრებს, რომ ნუ შეუშლიან ხელს თავის თანატოლებს, მითუმეტეს ნუ აირჩევენ ექსტრემალური გზას ტელევიზიებთან მიმართებაში. ძალიან აღმაშფოთებელი იყო ტელევიზიის შენობაში შეჭრა, ბიზნესის ტერიტორიაზე შესვლა. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ შევეცდებით მოვუწოდოთ ამ ხალხს, რომ ექსტრემალური მოქმედებისგან თავი შეიკავონ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი